Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 087 (The Holy Trinity descends on believers)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
გ - გამოსამშვიდობებელი სიტყვა (იოანე 14:1-31)

2. წმიდა სამება გადმოდის მორწმუნეებზე, როგორც ნუგეშისმცემელი (იოანე 14:12-25)


იოანე 14:15
15 თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.

როდესაც ჩვენ მორწმუნეებს ვუყვებით იესოს გამომსყიდველი მსხვერპლის შესახებ სხვებს, ამითი ჩვენ მადლობას ვუძღვნით იესოს გოლგოთაზე ტანჯვისთვის. ის, ვინც ამ წყებას არ ლაპარაკობს ხალხში, მან არ იცის რას ნიშნავს ქრისტეს თავისუფლება. თუ შენ ვერ ხედავ შენი ლოცვების და დამოწმებების ნაყოფებს, გადაამოწმე შენი გული. ხარ თუ არა კიდევ ქრისტეს სიყვარულში, თუ მალული აუღიარებელი ცოდვები აკავებს ღმერთის კურთხევებს. აღიარე შენი ცოდვები უფლის წინაშე, რათა უფლის კურთხევების ჩანჩქერმა არ შეწყვიტოს სხვების ცოვრებში მოქმედება. უფალმა მრავალი ბრძანება დაგვიტოვა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები“; „იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ ჩაცვივდეთ განსაცდელში“. „იყვაით სრულყოფლნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“. „მოდით ჩემთან ყოველნო ტვირთმძიმენო და მაშვრალნო და მე მოგასვენებთ თქვენ“. ყველა ეს დავალება თუ ბრძანება ერთ მუხლში იყრის თავს: „გიყვარდეთ ერთანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“. უფლის მცნებები მძიმე ტვირთი კი არ არის, არამედ დახმარებაა წმიდა და სიყვარულით აღსავსე ცხოვრებისთვის.

მან, ვინც განიცადა ქრისტეს თავისუფლება, ვერ იცხოვრებს საკუთარი თავისთვის. ასეთი ადამიანის ბუნებრივი სურვილია - ემსახუროს იესო ქრისტეს.

იოანე 14:16-17
16 მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ. 17 ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.

ის ვინც შეცდება, რომ ცხოვროს საკუთარი ძალებით და შეასრულოს ქრისტეს დავალებები, საბოლოოდ კრახს განცდის. ამ მიზეზით სთხოვა იესომ მამა, გამოეგზავნა ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა. სულიწმიდა იყო წარმოგზავნილი კონკრეტული მიზნისთვის. ის - ჭეშმარიტების სულია, რომელიც ამხელს ადამიანებს ცოდვაში. ის ჩვენ ჯვარზე გაკრულ იესოს გვიჩვენებს, ამყარებს ჩვენ რწმენას მის ღვთაებრიობასა და გამომსყიდველ მსხვერპლში. ის მადლის მეშვეობით გვაძლევს ქრისტეს სამართლიანობას. კურთხეული სული გვაძლევს ჩვენ მეორე დაბადებას. ის გვაძლევს პრივილეგის, ღმერთს მამა ვუწოდოთ. ის ასევე ჩვენი დამცველის როლში გამოდის. სულიწიდა გვაძლევს ძალას წინ აღვუდგეთ ყველა ძალაუფლებას და განვიმტკიცოთ ჩვენი რწმენა იმაში, რომ იესოს ჯვარზე სიკვდილი საკმარისია ჩვენი გადარჩენისთვის. ამ ნუგეშისმცემელის გარეშე, რომელიც იესომ გვაჩუქა, ჩვენ ვერ ვიპოვით სიცოცხლის აზრს და არც კმაყოფილებას.

არც ერთ ადამიანს, წინასწარმეტყველსა თუ მწერალს, გენიოსსა თუ სხვა სხვა ვინმეს არ შეუძლია მიიღოს სულიწმიდა. ეს ზებუნებრივი სული გადადის მასზე, ვისაც სწავმს იესო ქრისტეს გამომსყიდველი სისხლის. ვისაც იესო არ უყვარს და ღებულობს მას, არ ჰყავს წმიდა სული. მაგრამ ყველას ვისაც სწამს მისი და რწმენით ღებულობს მის გადარჩენას, ჰყავს მასში წმიდა სული, რომელსაც ადამიანის გულში მშვიდობა და სიხარული მოაქვს. ცხოვრების რთულ ეტაპებზე, სულიწმიდა ძალას იძლევა. იესო ამბობს, რომ ნუგეშისმცემელი არ დაგტოვებს არასდროს იმიტომ, რომ ის არის საუკუნო სიცოცხლე.

იოანე 14:18-20
18 ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან. 19 კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ; რადგან მე ცოცხალი ვარ - თქვენც იცოცხლებთ. 20 იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, და მე - თქვენში.

მისი გაცემის შემდეგ გამოვიდა და უთხრა თავის მოწაფეებს, რომ მას მალე წასვლა მოუწევდა და ისინი ვერ გაყვებოდნენ მას. მაგრამ დასძინა, რომ კვლავ მოვა მათთან. მისთვის ცნობილი იყო მათი შიშები. მის სიტყვებს ორმაგი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში ის საუბრობდა სულიწმიდის მოსვლაზე, რადგანაც ღმერთი სულია, შემდეგ კი გულისხმობდა მის მეორედ მოსვლას ბოლო დროს. ამ ორი მიზეზის გამო უნდა წასულიყო ის მამასთან და დაეტოვებინა ისინი. ამ განშორების გარეშე სულიწმიდა ვერ წარმოიგზავნებოდა ჩვენთან.

სულიწმიდას შეუძლია წამიერად გახსნას ადამიანების გულები და აუხილოს მათ თავლები. ჩვე გვწამს, რომ იესო სხვებივით სამარხში არ დარჩენილა, არამედ აღდგა და ეხლა მამასთან ერთად არის ზეცაში და ჩვენთანცაა სულიწმიდის მეშვეობით. იესო ქრისტე არის ჩვენი მშვიდობის და გადარჩენის საფუძველი. გაიმარჯვა რა სიკვდილზე, მან მოგვცა სიცოცხლე, რომ ჩვენს შევძლოთ გადავლახოთ სიკვდილი რწმენით და ვიცხოვროთ მართალი ცხოვრებით იესო ქრისტეში. ღმერთის ძის რწმენა გვაძლევს სიცოცხლეს და იმედს.

ნუგეშისმცემელი სული არის ჭეშმარიტი სული, რომელიც მორწმუნეების გულებში სახლდება. ის გვაძლევს ჩვენ სამების რწმენა: მამა ძე და სულიწმიდა. სულიერი გამოცხადება სამების შესახებ არ არის მხოლოდ ინფორმაციის ქონა, ის შინაგანად გვცვლის ისე, რომ ქრისტეს მსგავსად ვუერთებით მამას. ადამიანის გონებას არ შეუძლია ბოლომდე ჩაწვდეს ყველაფერს, რაც ხდება სულიერ სამყაროში, ამიტომაც ჩვენ უნდა გვჯეროდეს ღმერთის სიტყვის.

იესოს არ უთქვმს, რომ სურს ყველა მორწმუნეშ ცალ ცალკე იყოს. არა, მან თქვა: „მე თქვენში ვარ“. თავისთავად ქრისტიანი - ტაძარი არ არის, არამედ მხოლოდ ამ სახლის ერთი ქვაა. ეს სიტყვები მიმართულია ყველა მოწაფისკენ: „მე თქვენში ვარ, თქვენ კი ჩემში“. სწორედაც, რომ ერთმანეთთან მოზიარეობის დროს გვიხსნის იესო საკუთარ თავს. მიაქციეთ თუ არა ყურადღება, თუ როგორ სიტყვებს ამბობს იესო ბოლო მოზიარეობის დროს: „გიყვარდეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“? მე კი არა, როგორც ცალკეული პიროვნება, ვიქნები ქრისტეში, არამედ ჩვენ ყველა, როგორც ერთი ოჯახი, ვიქნებით სულიწმიდით სავსე.

ლოცვა: ჩვენ ქედს ვიდრეკთ შენ წინაშე, წმიდა ღმერთის კრავო. შენი სიკვდილით ჩვენ საუკუნო სიცოცხლე გვაქვს. გვაპატიე ჩვენი მცირედმორწმუნეობა და უპატივცემულობა, რათა არ იყოს ჩვენსა და შენს შორის დაბრკოლება. დაგვეხმარე ყველა განსაცდელის დროს შენ გიმზერდეთ და შენ დაგეყრდნოთ. მადლობას გიხდით ნუგეშისმცემლისთვის, ჭეშმარიტების სულისთვის, რომელიც მუდამ დაგვიცავს ერთობაში.

კითხვა:

  1. როგორი მახასიათებლები აქვს სულიწმიდას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:03 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)