Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 050 (Disparate views on Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

ბ) განსხვავებული აზრები იესოზე ხალხსა და იუდევლურ საბჭოში (7:14-53)


იოანე 7:21-24
21 იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ. 22 მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს. 23 თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი? 24 ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.

იესომ არ უპასუხა იუდეველბის კითხვას, იყო თუ არა მასში ბოროტი სული. ნაცვლად ამისა მან ხალხს უჩვენა, რომ ყველა ბრალდება მის მიმართ იყო არასამართლიანი. მან აღნიშნა, რომ რელიგიურმა ხალხმა მას ზურგი აქცია იმის შემდეგ, რაც განკურნა ავადმყოფი შაბათს. და მის მერე იესომ უბრძანა მას აეღო თავისი საწოლი და ეარა. ეს დიდებული სასწაული იყო, მაგრამ ეს გახდა მიზეზი მთავრების გაღიზიანებისა.

მერე იესომ ისიც დაამატა, რომ რჯულის მცოდნეები თავად არ ასრულებდნენ მას. ეს კანონი თავის თავშვე მოდის წინააღმდეგობაში: წინადაცვეთა იყო აღთქმის სიმბოლო ღმერთთან, მაშინ როდესაც შაბათი ნიშნავდა ყველა საქმისგან დასვენებას და მასთან უერთიერთობას. ბავშვების წინადაცვეთა უნდა მომხდარიყო დაბადებიდან მერვე დღეს , მაგრამ ის შესაძლოა შაბათს დამთხვეოდა. ამ შემთხვევაში განა წინადაცვეთა საქმე არ იყო?

რამდენადაც ვადმყოფობა ცოდვის შედეგია, მაშნ მკურნალობა მოიცავს სული, მშვინვის და სხეულის გადარჩენას. ასე იესო აღძრავდა ადამიანებს, რომ არ განესხვავებინათ ერთმანეთისაგან მოწყალების აქტი და შაბათი დღე. რას უფრო დიდი სარგებელი მოჰქონდა? მან ლოგიკურად ისმჯელა იმისთვის, რომ ადამიანებს გამოეღვიძათ და მიმხვდარიყვნენ, რაოდენ დიდია მისი სიყვარული, ძალა და გადარჩენა. მაგრამ ყოველივე ამაო იყო: მათი ყური დახშული იყო და გულები გაქვავებული. სწორი გაგება, რაც იყო სწორი გადაწყვეტილების მიღების შედეგი, მათთვის შეუძლებელი იყო.

იოანე 7:25-27
25 იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ? 26 აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი? 27 თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.

იერუსალიმში მცხოვრები ხალხი, როდესაც მივიდა ტაძარში, დაინახეს ბევრი ხალხი, რომელიც იქ იყო. შეამჩნიეს რა იესო მათ შუაში, გაბრაზდნენ: ის ჯერ კიდევ თავისუფლებაზე იყო მისი დაკავების გაცემის ბრძანების მიუხედავად. ხალხმა ამ ბრძანების შესახებ იცოდა.

ხალხი უკმაყოფილო იყო და ეწუწუნებოდნენ ხელისუფალთ იმის შესახებ, რომ ვერ დაიჭირეს იესო. კანონის მიხედვით იუდევლებს არ ჰქონდათ უფლება სიკვდილის მისჯის დანაშაულის გამო - ეს მოთხოვნა რომაელებისგან მოდიოდა. ბევრი ვერ ხვდებოდა: „ის თავისუფლად დადის ქალაქში და უშიშრად ასწავლის თავის სწავლებას. ხელისუფალთ არ შეუძლიათ მას აუკრძალონ ამის კეთება, და არც მღვდელმთავრებს ძალუძთ ამის შჩერება, რადგანაც თავად უჭირთ საკამათო კითხვებზე პასუხის გაცემა“.

სხვები კი პასუხობდნენ ამაზე: „იქნებ ვინმეს მთავრობიდან სჯერა, რომ ის მხსნელია“. ამითი აიხსნა მათი სურვილი იესოს არ დაკავების შესახებ. აზრები კი ხალხებს შორის იყოფოდა.

კიდევ ერთი ვერსია იყო: თუ იესო - მხსნელია, ის ხალხს არაჩვეულებრივად უნდა მოვლინებოდა, და არა ადამიანის სახით. ხოლო ეს ახალგაზრდა ყმაწვილი - მედურგლეა მთიანი დასახლებიდან. ჭეშმარიტი მხსნელი ზეციდან ცამოვიდოდა, და არა ხალხებს შორის მოსიარულე იქნებოდა.

იოანე 7:28-30
28 ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. 29 მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”. 30 ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.

იესო ისმენდა ყველა ამ დავას მის წარმომავლობასთან დაკავშირებით და თქვა: „ნუთუ მართლა მიცნობთ? და საიდან მოვედი? თქვენ ზედაპირულები ხართ თქვენს მსჯელობებში და არ გინდათ სინამდვილეში შემიცნოთ. გაიგეთ ჩემი სიტყვები და ჩაწვდით ჩემი სულის არსს. მაშინ გაიგებთ ვინ ვარ და საიდან მოვედი“.

იესო თავისთავად არ მოსულა, არამედ ამორჩეული იყო ამ მსახურებისთვის ღმერთის ნებით, რომელიც მის უკან იდგა. იესოს საერთო ბუნება აქვს მამასთან და საუკუნოდ რჩება მასთან ერთი. მან დაამატა: „არავინ ცინობს თქვენგანი ღმერთს, თუმცაღა გგონიათ, რომ ის აქ არის ტაძარში. თქვენი მღვდლები სინამდვილეში ვერ ხედავენ ღმერთს და არ ესმით მისი ხმა. თქვენ საკუთარ თავს ატყუებთ. მე კი ვიცნობ მას“.

სახარების არსი იმაშია, რომ იესო იცნობს ძეს და გვიცხადებს მის სახელს და მის სიყვარულს. ნაზარეველი უცოდველი იყო და გამუდმებულ ურთუერობაში იყო მამასთან, მაშინ როდესაც ადამიანები ღმერთს განშორდნენ საკუთარი ცოდვების გამო.

როდესაც ზოგიერთი ადამიანი მიხვდა, რომ იესო მათ ასამართლებდა, მათ იყვირეს: „ის მკრეხელობს ტაძრის მიმართ და ჩვენ ურწმუნოებს გვეძახის“. ისინი გამძვინვარებულები იყვნენ და უნდოდათ მისი დაჭერა. მაგრამ ვერავინ გაბედა ღმერთის ძესთან მისვლა. შესაძლოა, ანგელოზები იცავდნენ მას. მისი დრო უკვე ახლოვდებოდა. მამამ უკვე განსაზღვრა ის საათი, როდესაც იესოს უნდა გამოესყიდა კაცობრიობა. არავის დედამიწაზე არ შეეძლო ამ პროცესის დაჩქარება ან შენელება.

ლოცვა: იესო გადიდებთ რადგან იცნობ ღმერთს. შენ დაგვაახლოვე მამასთან. ჩვენ შენ გწმსახურებით და გვიყვარხარ. შენმა გამოცხადებამ ჩვენ ღმერთის შვილები გაგვხადა. ჩვენ ვზეიმობთ შენში და ავამაღლებთ შენ სახელს სხვებთან ერთად, მაღლიდან შობილებთან. გთხოვთ, დაახლოვე უღმერთონი მამასთან და დაგვეხმარე გადავლახოთ ჩვენი ურწმუნოება და სიჯიუტე.

კითხვა:

  1. რატომ არის იეს - ერთადერთი, ვინც სრულყოფილად იცნობს მამას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:33 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)