Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 051 (Disparate views on Jesus)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

ბ) განსხვავებული აზრები იესოზე ხალხსა და იუდევლურ საბჭოში (7:14-53)


იოანე 7:31-32
31 ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?” 32 ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.

დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, რომელიც იერსუალიმში შეიქმნა,ბევრმა ირწმუნა იმ ძალის, რომელიც იესოს ჰქონდა. ისინი ამბობდნენ: „შეიძლება, ის მესიაა, ამდენი ნიშNები და სასწაულები რომ მოახდინა. ჩვენ ვხედავთ, რომ იესოს დედაქალაქშიც ყავს მოწაფეები“.

როდესაც ფარისვევლები მიხვდნენ, რომ რამდენიმე ნდობით აღჭურვილი ადამიანის გამო, დედაქალქში დაიწყო გამოღვიძება, რომელიც უკვე იერუსალიმშიც იგრძნობოდა, მათ სცადეს ურთიერთობის დალაგება თავიანთ მოწინაღმდეგეებთან - მღვდელმთავრები და სადუკეველები. ის რაც ხდებოდა, ყველა ტაძრის მორწმუნეს ეხებოდა. მღვდელმთავრები დათანხმდნენ ფარისევლებს იესოს დაჭერაში.

მაგრამ უფლის ანგელოზები ტაძარში იყვნენ მასწავლებელთან და ხელს უშლიდა მათ, ვისაც მისი შეპყრობა სურდათ. იესო ხედავდა ამ ადამიანებს, მაგრამ ის არ გაქცეულა ტაძრიდან. მით უფრო, მან თავისი დიდება გამოავლინა, რომელიც ღვთის გეგმა იყო ხალხის გადასარჩენად.

იოანე 7:33-36
33 იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა; 34 ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”. 35 უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს? 36 ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”

იესომ თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა, რომ მას არც თუ ისე დიდი დრო დარცა, რომ თავის მოწააფეებთან იყოს. მან იცოდა, რომ სიკვდილი ელოდა, როგორც ღვთის კრავს. ამავდროულად მან იცოდა თავისი აღდგომის საათიც და ამაღლების მამასთან, რომელმაც გამოგზავნა ის ჩვენი გამოსყიდვისთის. ჩვენი სიყვარულის გამო ცხოვრობდა ქრისტე დედამიწაზე, და თავისი ზეციური სახლი მიატოვა.

იესომ წინასწარ დაინახა, როგორ გაუკვირდებოდათ ტავის მოწააფებს მისი აღდგომა და ამაღლება. რომ მისი აღდგომის მერე ისინი დაბრუნდებიან მოწყენილები, რადგანაც მათ მასთან ერთად ენდომებოდათ ცეზაში ასვლა. მან ასევე იცოდა, რომ მისი არაკეთილის მსურველები დაუწყებდნენ მის სხეულს ძებნას, რომელიც გაქრებოდა სამარხიდან. ვაი მათ ვისაც არ უვარს მხსნელი! ისინი ვერ გაიზიარებენ მის დიდებას და ვერ შევლენ მასთან ერთად ცათა სამეფოში. ცოდვები აშორებს მათ ღმერთს და ურწმუნოებას გაყავს ისინი მადლიდან.

იუდეველები ვერ მიხვდნენ იესოს სიტყვებს. ადამიანურად მსჯელობდნენ და ეგონათ, რომ მას გაქცევა უნდოდა იუდევლური სინაგოგიდან ბერძნულ მთებში მთელი ხმელთაშუაზღვის ტერიტორიაზე, და სურდა მოეძებნა ის მიმდევრები, ვინც ვერ იგებდნენ ებრაულ წერილებს. ზოგიერთი დასცინოდა და ამბობდა: „მას შეუძლია ბრწყინვალე ორატორობა, შეუძლია წარუდგინოს საკუთარი სწავლება ბერძენ ფილოსოფოსებს, შემდეგ კი ისინი ცოცხალს ღმერთთან მოიყვანოს“.

როდესაც იოანე ამ მოვლენას აღწერდა, ის ეფესოში ცხოვრობდა ბერძენთა შორის. გადარჩენის უწყება იქ მცხოვრებ ყველა იუდეველს შეეხო. ბევრმა ბერძენმა ირწმუნა იესო. იესოს სიტყვებსა და იუდეველების დაცინვაში, ევანგელისტი ხედავდა მის განდიდებას, როგორც მასწავლების ბერძნებს შორის. ის არ საუბრობდა ფილოსოფიაზე, რომელსაც ადამიანი პესიმიზმამდე მიყავდა. პირიქით, ის - სიცოცხლის მომცემი იყო - მასში - ძალის დაუშრეტელი წყაროა.

კითხვა:

  1. რა იწინასწარმეტყველა იესომ საკთარ მომავალზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)