Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 046 (Sifting out of the disciples)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ბ - იესო - სიცოცხლის პურია (იოანე 6:1-71)

5. მოწაფეების გადახარისხება (იოანე 6:59-71)


იოანე 6:59-60
59 ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. 60 ამის მოსმენისას, მის მოწაფეთაგან ბევრი ამბობდა: „მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?

სიტყვა ღვთიურ პურზე და ქრისტეს ხორცის ჭამის აუცილებლობაზე ისმოდა ბევრ სხვადასხვა ადგილას. მან გაიმეორა რამდენიმე თემა და თანდათან ჩაუღმავდა მათ. იოანემ კი ყველა დისკუსია ერთ მთლიანად შეკრიბა. ჩვენ ვხედავთ იესოს, რომელიც კაპერნაუმში ასწავლის მოწაფეებს, რომელიც მინიშნებას ძლევს, რომ ის მოსეზე უკეთესია და რომ მისმა მორწმუნეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა მის სისხლსა და ხორცში.

ასეთი გამოცხადება გასაგებად ძალიან რთული იყო მიის ერთგული მიმდევრებისთვისაც. მოწაფეებს ეჭვები და კითხვები გაუჩნდათ. მათ გადაწყვიტეს ესმინათ და ემსახურათ ღმერთისთვის, მაგრამ ასევე აწუხებდათ აზრი მის ცორცთან და სისხლთან მოზიარეობის შესახებ. უფალმა როდესაც დაინახა მათი გაუგებრობა, რომელიც გონებაში ხდებოდა, თავისი წყალობით გაუხსნა გონება თავის ერთგულ მიმდრევრებს, რათა მათ გაეგოთ იგავი სიცოცხლის პურის შესახებ.

იოანე 6:61-63
61 იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: „ეს გაცდუნებთ თქვენ? 62 მაშინ რაღა იქნება, თუ ძე კაცისას იქ აღმავალს იხილავთ, სადაც წინათ იყო. 63 სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.

იესომ იცოდა მოწაფეების აზრები და არ აკნინებდა მათ ამის გამო. მათი ეს უცოდინრობა არ იყო სიჯიუტით გამოწვეული, როგორც ურწმუნოების შემთხვევაში იყო, არამედ შეხსენება იყო ქრისტეს სხეულის საიდუმლოს შესახებ. მაგრამ მან სანამ მისცემდა ამის გაგების უნარს, ის მკაფიოთ უხსნის მათ იგავს და თანმიმდევრულად ხნის სამყაროს გადარჩენის გეგმას.

ის არა მხოლოდ უნდა მოკვდეს მათთვის, რათა საკუტარი სხეული მისცეს მათ, არამედ უკან დაბუნდეს მამასთან, საიდანაც მოვიდა. ის არის ის - ვინც მოვიდა ზეციდან, მაგრამ არ რჩება ჩვენ სამყაროში. მათ დაინახეს ის წყალზე მოსიარულე და მიხვდნენ, რომ უბრალო ადამიანი არ არის. ის წავა მამასთან, რათა გადმოღვაროს წმიდა სული ზეციდან თავის მიმდევრებზე. ეს - მიზანია მისი სიკვდილის და მოსვლის. მორწმუნეებისთვის საჩუქარი როგორც ასეთი სხეული არ ყოფილა, არამედ შესაძლებლობა მათ გულებში შესვილა და ცხოვრებისა. ჩვენში მატერიალური სხეული კი არ შემოდის, არამედ წმიდა სული, რომელიც მას ჰქონდა.

იესომ აჩვენა, რომ თავისთავად მისი სხეულისგან არანაირი სარგებელია. თავიდან ჩვენ სრულყოფილები ვიყავით, მაგრამ ჩვენი არსებობა გაფუჭდა. ჩვენ სხეულებში ჩვენ ვერ ვპოულობთ ძალას, რომ მაღტებულად ვიცხოვროთ - მხოლოდ ცოდვის ჩადენა შეგვიძლია კარგად. მისი საკუთარი სხეულიც ხანდახან განიცდიდა სისუსტეს, ამიტომაც თქვა: „იფხზლეთ და ილოცეთ, რათა არ ცაცვივდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური“.

მაგრამ მადლობა ღმერთს იესოს ყოველთვის ყავდა სულიწმიდა. მასში სულიწმიდის არსებობა იყო საიდუმლო. მისი სიკვდილით, აღდგომით და ამაღლებით მას უნდოდა ის სული ჩვენზე გადმოსული. ადრე მან ნიკოდემოსს უთხრა, რომ წყლისა და სულის მეშვეობით შეიძება სასუფეველში შესვლა, ანუ წყლით ნათლობის მიღებით იოანესთან ან სულით მონათვლისას ორმოცდამეათე დღეს. სიცოცხლის პურზე რომ ლაპარაკობდა, ქრისტემ აუხსნა მათ, რომ ეს სული მოვა და გადმოვა მათზე მაშინ, როდესაც ისინი საიდუმლო სერობაზე იქნებიან. თუ სულიწმიდა არ არის ჩვენში, მაშინ ეს სიმბოლოები უსარგებლოა. სწორედ სულიწმიდა აღორძინებს ჩვენ სულს, სხეული აქ არაფერ შუაშია. მხოლოდ წმიდა სულს შეუძლია გარანტია მოგვცეს მორწმუნეებში ღმერთის სულის თანდასწრებისა.

როგორ გადმოდის ჩვენზე სულიწმიდა? ეს საკვანძო კითხვაა ყველასი, ვისაც უნდა, რომ გახდეს მისი ცორხის და სისხლის ნაწილი, რათა იცხოვროს ქრისტესთან ერთად. იესო პასუხობს მარტივად: „ისმინეთ ცემი სიტყვები და გახსენით თქვენი გული სახარებისთვის“. ქრისტე ღმერთის სიტყვაა; მისი სიტყვის მომსმენი და მის მორწმუნე ივსება სულიწმიდით. აავსეთ თქვენი გული მუხლებით წერილებიდან. დაეყრდენით და მიენდეთ უფლის აღთქმებს, მის სიყვარულს, და თქვენ გახდებით მათზე ძიერები, ვინც სრულიად აღჭურვილია მეცნიერებითა და ტექნიკით. ვინაიდან ქრისტეს გადამრჩენი სიტყვების მეშვეობით სამყაროს შემოქმედი მოვა თქვენთან და შთაგბერავთ თავის სიცოცხლეს.

იოანე 6:64-65
64 მგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ. რადგან იესომ თავიდანვე იციდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. 65 უთხრა: ამიტომ გეუბნებოდით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული“.

ბევრი იესოს მიმდევარი ვერ ჩაწვდა მის სიტყვებს და ამიტომაც მიატოვეს ის. მისმა სიტყვებმა მისი ხორცისა და სისხლის მირების შესახებ გახდა სირთულე მისი მოწაფეებისთვის გალილეაში და ამან იქამდე მიიყვანა საქმე, რომ იესოს ხალხი შემოეცალა. მათი ადამიანური ლოგკია არ იყო საკმარისი, რომ გაეგოთ და მინდობოდნენ მას. მათ ვერ გაიგეს მისი ღვთიური ბუნება და ამის გამო ვერ შეძლეს მასთან კავშირის დამყარება, რომელიც მის მსხვერპლე იყო დაფუძნებული.

იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ზოგიერთი მათგანი მოწინააღმდეგე იქნება მისი სულისა და დაკეტავენ გულებს მის წინაშე. უფალი ყოველ მათგანს ხედავდა. მან უკვე მაშინ იცოდა ისკარიოტელის გაცემის შესახებ, რომელიც თავიდანვე მიეწება შემთქმელების წრეს. იუდას არ უნდოდა, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის სული გაეღო. როდესაც ჯვარცმაზე ლაპარაკობდა, იესომ იცოდა, რომ ის გამცემი მათ შორის იყო იქ, ვინც მის სხეულს სატანჯველად გაიმეტებდა.

დასკვნაში იესო მაბობდა, რომ ვერავინ ირწმუნებს იესოს სულიწმიდის გარეშე. ჩვენ არ შეგვიძლია მას უფალი ვუწოდოთ, თუ მისი სული არ არის ჩვენში. ჩვენი რწმენა - უბრალოდ არ არის რაიმეს რწმენა, ეს პირადი კავშირია იესოსთან და სულიწმიდის მუშაობის შედეგი. გახსენით თქვენი სული და გული ზეციური მამისთვის და არ შეეწინააღმდეგოთ ამ ჭეშმარიტებას. მაშინ თქვენ მისი სულის მოქმედებას იგრძნობთ თქვენში, რომელიც თქვენზე გადმოვა და იცხოვრებს თქვენში საუკუნოდ. ის - სიცოცხლის პურია, მომზადებული თქვენთვის.

კითხვა:

  1. როგორ არის კავშირში ყოვლისშემძლე ღმერთი ქრისტეს სხეულთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:30 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)