Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 045 (Jesus offers people the choice)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ბ - იესო - სიცოცხლის პურია (იოანე 6:1-71)

4. იესო ხალხს არჩევანის წინაშე აყენებს: მიიღონ ის თუ უარყონ (იოანე 6:22-59)


იოანე 6:51
51 მე ვარ ცოცხალი პური, ზეციდან ჩამოსული, ვინც შეჭამს ამ პურს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, მე რომ გაძლევთ, ჩემმი ხორცია, და წუთისოფლის სიცოცხლისთვის გავცემ მას“.

თქვენ ოდესმე გინახავთ, რომ პურს ემოძრავა ან ელაპარაკა? იესო საკუთარ თავს სიცოცხლის პურს უწოდებს, ცოცხალ პურს - მაგრამ ის მატერიალურ პურზე არ ლაპარაკობს, არამედ სულიერზე. ის არ გულისხმობს პირდაპირი მნიშვნელობით მისი სხეულის ჭამას; ჩვენ ადამიანის მჭამელები არ ვართ.

ღრმა ჭეშმარიტება იესოს სხეულის ჭამაზე, როგორც სიცოცხლის პურის, მის ფიზიკურ სიკვდილთანაა დაკავშირებული. ადამიანის გადარჩენისას უპირველ როლს ასრულებს ადამიანის არა სულიერ, არამედ ადამიანური ბუნება. ის გახდა ადამიანი, რათა თავი გასცეს ჩვენი ცოდვებისთვის. მისი წარმომავლობით გაკვირვებულებს, ვერ გაეგოთ ვინ იყო ის. ის როგორც ანგელოზი, რომ გამოჩენილ იყო ზეციდან, ისინი ტაშიკვრით შეხვდებოდნენ მას. იესოს უნდოდა მათთვის აეხსნა, რომ არც მისი სიტყვები და არც მისის ული არ იხსნის მათ, არამედ მისი ტანჯვებში მყოფი მოსიყვარულე სხეული მოემსახურება მათ გადარჩენით. მისი ჯვარზე გაკვრის შესახებ მსჯელობა არის ჩვენი სულიერი საკვები.

იოანე 6:52-56
52 კამათობდნენ იუდეველები ერთმანეთში და ამბობდნენ: „როგორ შეუძლია თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად“? 53 იესომ უთხრა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ ჭამთ ძე კაცისას ხორცს და არ სვამთ მის სისხლს, არ გაქვთ სიცოცხლე თქვენში. 54 ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისიხლის მსმელს კი საუკუნო სიცოცხლე აქვს; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. 55 რადგან ჩემი ხორცი ნამდვილი საჭმელია და ჩემი სისხლი ნამდვილი სასმელი. 56 ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემში რჩება, მე კი - მასში.

იუდეველთა შორის იყვნენ ისინი, ვინც მას ღებულობდნენ და უარყოფდნენ. ორივე ჯგუფის ხალხი ძალიან კამათობდა ერთმანეთში. იესოს მტრები უარს ამბობდნენ მისი სისიხლის დალევისა და ხორცის ჭამის მიღებაზე. იესომ უფრო გაამწვავა სიტუაცია ორივე ჯგუპს შორის, რათა გამოევლინა ბოლოს ხალხი, რომელიც მართალი იყო და ჯეროდა მისი. მან განიცადა პირველი ჯგუფის სიყვარული და გამოავლინა მეორე ჯგუფის სიბრმავე. იესომ კი უთხრა მათ: „ჭესმარიტად, ჭესმარიტად გეუბნებით თქვენ: „თუ არ ჭამთ ძე კაცისას ცორცს და არ სვამთ მის სისხლს, არ გაქვთ სიცოცხლე თქვენში“. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ თუ არ იქნებით მასში ვე რგაიგებთ მისი სიკვდილის საიდუმლოს და საბოლოოდ მიეცეით ცოდვას და ღუპვისთვის. ეს სიტყვები ყურს ჭრიდა მის უარმყოფელთ და ერესი იყო მათთვის, როგორც უბრალო ადამიანს შეეძლო ეთქვა, „მომკალით და შემჭამეთ, ვინაიდან მე - სასწაული ვარ , და ჩემი სხეულო - პურია, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს მოგცემთ. მათ სისხლი ადუღდა და ისინი გაბრაზდნენ. ისინი ვინც ენდობოდნენ მას და იყვნენ სულიწმიდით მართულნი, მინდნენ მის სიტყვას და იცოდნენ, რომ ამას დაამტკიცებდა. მათ ცოტათი მაინც, რომ ემსჯელათ ქრისტეს ნათქვამ სიტყვებზე პასექის დროს, ისინი მიხვდნებოდნენ იმ სიტყვებს, რომელსაც იოანე ნათლისმცემელი ამბობდა, როდესაც მომავალს უწოდებდა ღმერთის კრავს: ყველა იუდეველი ღებულობდა პასექში მონაწილეობას და დღესასწაულის აღსანიშნავად ხორცს ჭამდნენ. ასეთი მსხვერპლით ისინი თითქოს ღმერთის წყალობას იმსახურებდნენ და მის რისხვას გაურბოდნენ. იესომ კი პირდაპირ მიუთითა მათ იმაზე, რომ ღმერთის კრავი იყო, რომელიც იღებს საკუთარ თავზე მთელი ქვეყნიერების ცოდვებს.

ჩვენ დროში ჩვენ ვიცით საიდუმლო სერობის დღის აზრი: ქრისტეს სხეული ჩვენ გამო იქნა გაცემული, მისი სისხლი კი წმენდს ჩვენ ცოდვებს. ჩვენ მადლობას ვუხდით მას ამ მადლისთვის. გალილეველებმა იმ დროისთვის არ იცოდნენ ამ საიდუმლოს შესახებ ამიტომ იყვნენ განცვიფრებულები მისი სიტყვებით. იესო მათ რწმენას ცდიდა „უცნაური“ სიტყვებით, რომელთაც ისინი ძალიან ცუდად შეხვდნენ.

ჩვენ ვადიდებთ ქრისტეს სიხარულში და მადლიერებაში იმისთვის, რომ ამ სიმბოლოებით მან ახსნა საიდუმლო სერობის აზრი და შემოვიდა ჩვენში თავისი სულიწმიდით. მისი მსხვეროლის გარეშე ვერ მივუახლოვდებით ღმერთს და ვერ შევძლებთ დავრჩეთ მასში. ჩვენი ცოდვების სრული პატიება გვაძლევს უფლებას დავრჩეთ მასში და ვიყოთ ღირსნი, რათა ის ჩვენშ მკვიდრობდეს. მისი რწმენა ამ სასწაულს ახდენს და გვხდის მისი დიდიებული აღდგომის მონაწილეებად. ჩვენ ვადიდებთ კრავს ჩვენი გამოსყიდვისთვის. ჩვენ გამო ჯვარზე სიკვდილი არ იყო ქრისტესთვის სასიამოვნო, მაგრამ ის იყო სავსე ამის გაკეთების სურვილით ჩვენ გამო, რათა გვეცოცხლა საუკუნოდ სიწმიდეში.

იოანე 6:57-59
57 როგორც მე წარმომგზავნა ცოცხალმა მამამ და მე მასში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი ჩემით იცოცხლებს. 58 ეს არის ზეციდან ჩამოსული პური: ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა, რომ ჭამეს მანნა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. 59 ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.

ქრისტე გვეუბნება ყოვლისშემძლე ღმერთში სიცოცხლეზე, დიდებულ მამაზე. უსასრულობიდან უსასრულობამდე ის - სიყვარულის მამაა. ქრისტე ცხოვრობს მამაში და არსებობს არა საკუთარი თავისთვის, არამედ მამისთვის. მის სიცოცხლეს აქვს აზრი არა იმიტომ, რომ ის თავის ნებას ასრულებს და ცხოვრობს მისთვის, არამედ ის გვაჩვენებს სრულ მორჩილებას მამის მიმართ, რომელმაც შობა ის. შვილი ემსახურება მამას,მაშინ როდესაც მამასაც უყვარს შვილი და მომქმედებს მისგან სრული სისრულით.

იესომ გახსნა თავისი კავშირის საიდუმლო მამასთან, შეწუხებული და ღშფოთებული ხალხის წინაშე. მან მათ უდიდესი გამოცხადება მისცა: როგორც მე ვცხოვრობ მამისთვის მამაში, ასევე მინდა თქვენში ვიცხოვრო თქვენ გამო. ეს იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ იცხოვროთ ჩემში და ჩემ გამო“. ძვირფასო ძმაო, ხარ თუ არა მზად ქრისტესთან კავშირში შეხვიდე? მიიღებ თუ არა მას მთელი შენი არსებით? გინდა თუ არა საკუთარი თავისთვის მოკვდე რათა უფალმა იცხოვროს შენში?

ქრისტე არ მოსულა პოლიტიკური რეფორმების გამო და არც იმისთვის, რომ გავემდიდრებინეთ. ის არ აპირებდა აჯანყებას და გალაშქრებას რომაელთა წინააღმდეგ. არა! ის ცვლის გულებს, რათა ადამიანს სამუდამოდ შეეძლოს სულიერი ცხოვრებით ცხოვრება. მან შესთავაზა ადამიანებს საკუტარი ღვთიურობის განაწილება. ამ გზით იესო მქნის ახალ, უკვდავ ადამიანს, რომელიც სხვებისადმი სიყვარულში და მსახურებაში ცხოვრობს. ასეთი ადამიანი მიზანი – ღმერთია.

წაიკითხეთ მეექვსე თავი და დაითვალეთ რამდენჯერ ახსენებს ქრისტე სიტყვა „მამა“-ს, „სიცოცხლე“-ს, „აღდგომა“-ს, და მათი გამომხატველი სიტყვები, და მიხვდებით იოანეს სახარების არსს. ის ვისაც ქრისტესი სწამს მარადიულად ცხოვრობს მამის სულში, და მიმართულებას იღებს დიდებით აღდგომისკენ.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, ჩვენ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მოხვედი ჩვენთან და მოგვეცი მამის საუკუნო სიცოცხლე, რომელის სიხარულითაა ღსავსე. გვაპატიე ჩვენი ცოდვები და გაგვწმიდე, რათა შევძლოთ მოთმინებითა და სიყვარულით მსახურება. თვინიერებით მოგყვეთ და არ ვიცოვროთ საკუთარი თავისთვის.

კითხვა:

  1. რატომ ეუბნება იესო თავის მსმენელს, რომ მათ სწირდებათ მისი ხორცის ჭამა და სისხლის დალევა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:29 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)