Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 024 (The cross)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?
2. იესოს დიალოგი ნიკოდემოსთან (იოანე 2:23 – 3:21)

გ) ჯვარი, აღორძნების გზაა (იოანე 3:14-16)


იოანე 3:14-16
14 და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა 15 რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს 16 ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

აქ იესო ნიკოდემოსს ასწავლის, რომ მაღლიდან შობა ხდება ჭეშმარიტი მონანიების შემდეგ, როდესაც განიახლებ გონებას და ირწმუნებ იმას, რომ ქრისტე მოკვდა შენთვის. ილუსტრაციის სახით იესომ გამოიყენა ისრაელი ერის ისტორია, რათა ნიკოდემოსისთვის კარგად აეხსნა ეს ჭეშმარიტება.

ერთხელაც, უდაბნოში ხეტიალის დროს, ისრაელიანებმა შეწუწუნეს ღმერთს და ბუნტი მოუწყეს მის დაყენებულ ხელისუფლებას (რიცხვი 21:4-9). ყოვლისშემძლემ, პასუხად გამოუგზავნა შხამიანი გველები, რომლებიც გესლავდნენ ხალხს ისე, რო მრავალი დაიღუპა.

როდესაც რამდენიმე ისრაელიანი მიხვდა, რომ შესცოდა უფლის წინააღმდეგ, მოსეს დაუწყეს ხვეწნა, რათა მას ეშუამდგომლა ღმერთის წინაშე მათ გამო და მოშრებოდათ უფლის რისხვა. უფალმა უპასუხა თავისი მონის ვედრებას და უბრძანა ცეცხლოვანი გველი გაეკეთებინა და სვეტზე მიემაგრებინა და ეს იქნებოდა უფლის რისხვის დაცხრომის სიმბოლო. და ყოველი, ვინც მას შეხედავდა და ირწმუნებდა უფლის მადლს, მაშინვე ინკურნებოდა დამღუპველი შხამისგან და ცოცხალი რჩებოდა.

გველი ბოროტების სიმბოლო იყო ევას საქციელიდან მოყოლებული. და ქრისტე, რომელმაც ცოდვა არ იცოდა, ცოდვა გახდა ჩვენ გამო. ის ცეცხლოვან გველს მიედარა უდაბნოში. მან კაცობრიობის ცოდვები იტვირთა, თუმცა დავად მართალი და უცოდველი იყო, როგორც ცეცხლოვანი გველი შხამის გარეშე.

ღვთის ძე ზეციური სიკაშკაშით კი არ წარდგა ჩვენ წინაშე, არამედ უბრალო და თავმდაბალი ადამიანის სახით. ის დაჭრილი და დაწყლულებული იყო და იტყვირთა კნანონის ყველა წყევლა საკუთარ თავზე, ურდტვინელი მონის მსგავსად. მხოლოდ ადამიანს შეეძლო მომკვდარიყო სხვების ნაცვლად. იესო განსაკუთრებულ უფლებად თვლიდა და პატივადაც კი, რომ წოდებული იყო „კაცის ძე-დ“. როგორც სვეტზე აგებული გველი იყო უფლის რისხვის ჩაცხრომის სიმბოლო, ასე ჯვარზე გაკრული ქრისტე ასახავდა წმიდა ღმერთის რისხვის ჩაწყნარებას. უფალმა თავისი შილი გაასამართლა ადამიანთა ცოდვების გამო. მისი ტანჯვისა და სიკვდილის წყალობით ჩვენ განვთავისუფლდით სასამართლოსგან.

სვეტძე გაკრულ გველს ვინც რწმენით შეხედავდა მაშინვე ინკურნებოდა და ცოცხალი რჩებოდა. რწმენა, მადლის სიმბოლოთი ადამიანებს სიცოცხლეს აძლევდა. ასეა დღესაც, ვინც რწმენით შეჰყურებს ჯვარს და ეკრობა ჯვარზე გაკრულ იესოს, ის საუკუნო სიცოცხლეს იძენს. მოციქულმა პავლემ თქვა: „მეც ჯვარს ვეცვი ქრისტესთან ერთად, და უკვე მე კი არა ქრისტე ცხოვრობს ჩემში“. მისი სიკვდილი, ჩემ სიკვდილად იქცა, მისი სიცოცხლე კი - ცემ სიცოცხლედ. ვინც რწმენით ღებულობს ქრისტეს მსხვერპლს, ის გამართლებას ღებულობს და საუკუნოდ ქრისტესთან ერთად ცხოვრებას. ჯვარზე გაკრულ იესოსთან შეერთებით, ჩვენ ვიძენთ მასთან ერთად მკვდრეთით აღდგომის იმედს.

ჩვენ ყველა ჩვენი ბუნებით განწირულნი ვართ სიკვდილისთვის. მხოლოდ იესოს ყურებით ვღებულობთ გადარჩენას და მაღლიდან შობას. არ არის სხვა გზა ღმერთამდე, გარდა ჯვარცმული ქრისტესი. ამიტომაც იბრძვის ეშმაკი ასე გამძვინვარებულად, რომ შეარყიოს ჩვენი რწმენა იმაში, რომ ის ნამდვილად ღვთის ძეა და რომ ის იქნა ჯვარზე გაკრული ჩვენს გამო. ამ ორ ჭეშმარიტებაზე დგას მთელი ქვეყნიერების გადარჩენა.

ღმერთი სიყვარულია. მისი წყალობა დიდია, თითქოს უკიდეგანო, თვალუწვდენელი ოკეანე. მისი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მან არ უკუაგდო ეს უღმერთო ქვეყნიერება, არამედ პირიქით, შეიყვარა ის და დღემდე უყვარს. ღმერთი არ ამბობს უარს უღმერთო ხალხზე, ის წყალობას ავლენს მათ მიმართ. მისი ძის მსხვერპლმა ყველა სამართლიანობის მოთხოვნა დააკმაყოფილა გადარჩენისთვის. ღვთის ძის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწისთვის და მისი გადარჩენისთვის. მხოლოდ მასშია გადარჩენა!

მითხარი ძვირფასო ძმაო, მზად ხარ თუ არა უზარმაზარი თანხა გაიღო შენი მეგობრისთვის? წახვალ თუ არა მის გამო ციხეში? და რას იტყვი თუ მის გამო სიკვდილი მოგიწევს? შეიძლება ეს გააკეთო, თუ ძალიან გიყვარს. მაგრამ მზად ხარ თუ არა სული გასცე მტრის გამო? არაფრის დიდებით! ასე ვიგებთ ღმერთის სიყვარულის სიდიდეს, ვინაიდან მან თავისი ძე მართალთათვის კი არ გასცა, არამედ დამნაშავეთათვის, რათა გადაარჩინოს ისინი.

ჯვარზე იესომ მთელი მსოფლიოს გადარჩენა აღასრულა. ჩვენ ყველა ვსაჭიროებთ ქრისტეს მსხვერპლს, ყველა გამონაკლისის გარეშე: წესიერები და უწესოები, მდიდრები და ღარიბები, ღვთიურები და უღვთოები, კანონმორჩილები და დამნაშავეები. ვინაიდან არც ერთი ადამიანის თავისთავად მართალი არაა. ქრისტემ შეარიგა ქვეყნიერება მამასთან.

გასაკვირია, რომ სანამ ადამიანები არ ირწმუნებენ ჯვარცმულს, მათთვის ეს გადამრჩენელი ჭეშმარიტება გაუგებარია. შენი გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუერთდი ქრისტეს რწმენით. რწმენის გარეშე შენ ისევ ღვთის რისხვის ქვეშ რჩები, რამდენადაც ღმერთის სიწმიდის წინაშე შენ, ყველა შენი საქმეებითურთ გამოიყურები მატყუარად და უწმიდურად. მართალ ადამიანს, ნიკოდემოსსაც კი უნდა მოესმინა ეს სიტყვები: „ჯვარცმული ქრისტეს რწმენის გარეშე, შენ დაიღუპები!“ ეს ჭეშმარიტება მისთვის დაბრკოლება იყო.

ვინც ერწმუნება ჯვარცმულ ძეს და ღებულობს გადარჩენას, რომელიც მან აღასრულა იმ სამარცვინო ჯვარზე, მისი გონება ნათდება და ის ცხოვრობს თავისუფლად ღმერთთან ურთიერთობაში. რითი პასუხობ შენ ქრისტეს იმაზე, რომ მან ცოდვები გაპატია? არ მიუძღვნი კი მას მთლიან შენ ცხოვრებას?

ვისაც სწამს - ის იცოცხლებს, და ვინც ქრისტეშია - საუკუნოდ არ მოკვდება! ვინც უწყვეტად უყურებს ამაღლებულ ქრისტეს, ის მარადიული ცხოვრების იმედს იძენს. იესოს რწმენით ადამიანი იღებს სულიწმიდას. თუ შენ მიხვდი 14-16 მუხლების სიღრმეს, ე.ი. შენ სახარების არსს ჩაწვდი. ზოგიერთი ბიბლიის კომენტატორი თუ განმმარტებელი მე16 მუხლს უწოდებს, „სახარებას სახარებაში“.

ლოცვა: ზეციერო მამაო, ცვენ თაყვანს გცემთ შენი უზომო სიყვარულისთვის, რადგან შენ მოგვცეი შენი მხოლოდშობილი ძე. იესომ იტვირთა ჩვენი ცოდვები, უმართლობა და სასჯელი, გადარჩენა განახორციელა და შენი რისხვისგან გვიხსნა! ჩვენ, ჯვარს რწმენით და მადლიერებით ვუყურებთ, ვინაიდან შენ გვაპატიე ცოდვები და შეირიგე ქვეყნიერება. დაგვეხმარე, რომ ეს უწყება გადარჩენის შესახებ მივუტანოთ სხვა ადამიანებს, რათა მათ საუკუნო სიცოცხლე მიიღონ.

კითხვა:

  1. რატომ შეიძლება ქრისტე სპილენძის გველს შევადაროთ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:12 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)