Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 023 (Need for a new birth)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?
2. იესოს დიალოგი ნიკოდემოსთან (იოანე 2:23 – 3:21)

ბ) ზეციდან უნდა იშვათ (იოანე 3:1-13)


იოანე 3:6-8
6 ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული. ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი. 8 ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი.

იესომ ნიკოდემოსს აუხსნა ის, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ძირ-ფესვიანი შეცვლა, რომელიც აცალკევებს სულსა და ხორცს ერთმანეთისგან. ახალ აღთქმაში სიტყვა „ხორცი“ ასახავს ცოდვილ ბუნებას, რომელიც შორსაა შემოქმედის შექმნილი ადამიანისგან. ეს სიტყვა მხოლოდ სხეულს კი არ ეკუთვნის, არამედ დაუმორჩილებელი ადამიანის მშვინვასაც და სულსაც, რადგანაც ადამიანი ცოდვილია სრული სისავსით. ამიტომაც ამბობდა ქრისტე, რომ „ყველა ბოროტი ზრახვა გულიდან მოდის“. არავინაა ღირსი ცათა სამეფოში შესვლის იმიტომ, რომ ადამიანი დაბადებიდან ცოდვილია და ბოროტს აკეთებს.

ხოლო რაც შეეხება სიტყვა „სულს“, ეს ნიშნავს სულიწმიდას, ანუ თავად ღმერთს, რომელშიც არის ჭეშმარიტების, სისუფთავის, ყოვლისშემძლეობის, სიყვარულის, დიდებისა და ძალის სისავსე. ქრისტეში მამის სული წარმოჩინდა და ხორცი შეისხა. წმიდა ღმერთი არ დაექვემდებარა ბოროტი ადამიანების გულგრილობას, არამედ მათ ხორცზე გამარჯვება მოიპოვა ქრისტეში. ჩვენ ზეციდან იმიტომ ვიშვებით, რომ მოვაკვდინოთ ყველა ხორციელი სურვილი, რომელიც მძვინვარებს ჩვენში და ვიცხოვროთ ჩვენი მოწოდების ღირსად. იშვი თუ არა მაღლიდან თუ ისევ სიამაყისა და შენი სურვილების მონობაში ცხოვრობ?

იესომ მესამედ თავისი ნება-სურვილით მიმართა ნიკოდემოსს: „შენც, დანარჩენ იუდევლურ საბჭოს და აბრაამის მთელ შთამომავლობას გჭირდებათ მაღლიდან შობა“. მომისმინე ძვირფასო ძმაო: როდესაც ღმერთის ბაგეებიდან ისმის სიტყვა „უნდა“, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მართლაც აუცილებელი და საჭიროა. ძირ-ფესვიანი შეცვლისა და სრული განახლების გარეშე შენ ვერ შეძლებ შეიცნო ღმერთი, და ვერ შეხვალ მის სამეფოში.

ოდესმე მოგისმენია ქარის ხმა, რომელმაც ჩაგიქროლა? მაღლიდან შობა ასეთ ქარს ჰგავს. ქარს, რომელიც ზეციდან მოდის და ისევ ზეცისკენ მიდის ისე, რომ არ აღწევს მიწის სიღრმეებში, ასეა მაღლიდან შობაც, ღვთის სასწაული ისევ მამასთან ბრუნდება, მიწიურ ტალახში ამოუსვრელად. როგორც ქარს ვხვდებით მისი ხმის მეშვეობით, ასე შევიცნობთ სულიწმიდას მისი ხმით განახლებული მორწმუნეების ბაგეებიდან. საუბარია არა მხოლოდ ადამიანურ სულზე, რომელიც ჩვენ მშვინვაშია, არამედ წმიდა სულზე, რომელიც გარედან მოდის ჩვენ ცხოვრებაში. ის მორწმუნეებს აძლევს ღვთის სიტყვას და ღვთის ძალას. ცხოვრობს თუ არა შენ გულში ეს წმიდა სული?

იოანე 3:9-13
9 მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა: „როგორ შეიძლება ეს მოხდეს?“ 10 მიუგო იესომ: „ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი? 11 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვამოწმებთ იმას, რაც ვიხილეთ, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას! 12 თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ? 13 არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცი ძისა, რომელიც ზეცაშია“.

იესოს ახსნამ სულიწმიდის ქარის შესახებ შთაბეჭდილება მოახდინა ნიკოდემოსზე. მისი გული მზად იყო ეპასუხა უფლის მოწოდებისთვის. თუმცაღა მისი გონება ვერ წვდებოდა ამ ჭეშმარიტებას და ვერ გაეგო მისი სიღრმე, ასე რომ ნიკოდემოსმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა: არ ვიცი, საერთოდ როგორაა შესაძლებელი ასეთი ხელახლა შობა! ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მან აღიარა თავისი უძალობა, განადგურდა და თავმოყვარეობა შეელახა. ისეომ კი განაგრძო ღამის სტუმრის დარიგება ჭეშმარიტებაში: „დიახ, შენ პატივცემული მასწავლებელი ხარ ხალხის თვალში. და შენ ჩემთან მოხვედი იმისდა მიუხედავად, რომ სხვა მასწავლებლებმა არ მიკადრეს. შენ საუკეთესო ხარ მათ შორის, მაგრამ შენც კი არ იცი სულიწმიდის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებები. მთელ ემ თქვენ თაყვანისცემას, მსხვერპლებს, კანონის და რჯულის დაცვას არ აქვს აზრი იმიტომ, რომ თქვენ ვერ გაითავისეთ უმარტივესი ღვთის სამეფოს წესები“.

ჩვენ აქ ვკითხულობთ, რომ იესომ სამჯერ ახსენა სიტყვები ჭეშმარიტად: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ“. ამ სიტყვებით ის ხაზს უსვამდა საკუთარი ნათქვამის ჭეშმარიტებას, და როდესაც ამ სიტყვებს ვკითხულობთ მზად უნდა ვიყოთ რაიმე განსაკუთრებული გამოცხადებისთვის. რადაც არ უნდა დაუჯდეს უნდა, რომ ჩვენი ყურადღება მიიპროს თავისი ჭეშმარიტებებით, ჩვენი გონების ინეტრულობის გათვალისწინებით.

იესო ნიკომედოსს ასწავლი ღრმა ჭეშმარიტებებს. თუ დასაწყისში ის ეუბნებოდა „მე“, ახლა ის ეუბნება უფრო ღრმა აზრით „ჩვენ“, და ამითი გამოხატავდა სულიწმიდასთან შეთანხმებას. იესო და ღმერთი - ერთია. იესო - ღვთის ხორცშესხული სიტყვაა. იესომ იცის ის, რაც არავინ იცის ამ დედამიწაზე. ის ამოწმებს იმას, რაც იხილა სულიწმიდასთან ურთიერთობის დროს, და ჩვენ მორწმუნეებმა უნდა მივიღოთ ეს დამოწმება და ჩავეჭიდოთ მას.

რის შესახებ იცოდა იესომ ყველა ადამიანზე მეტი? ის იცნობდა ღმერთს და ეძახდა მას მამას. იესოს ეს საიდუმლო ჩვენი გონებისთვის გაუგებარია, ამას მხოლოდ სულიწმიდის მეშვეობით ვიგებთ. იესო მამისგან მოვიდა და მამასთან დაბრუნდა. ის ზეციდან არ ჩამოსულა და არ დაბრუნებულა ზეცის გავლით. მან წერტილი დაუსვა ღმერთსა და ადამიანს შორის გაყოფას. მასში ხორცი შეისხა წმიდა სულმა! საუკუნო ღმერთი არ გაგვშორებია საკუთარი დიდებით. საუკუნო ღმერთი შორეული და საშინელი კი არ არის, არამედ ახლო და მოსიყვარულე თავის სიყვარულში. ადამიანები კი არ იღებენ ქრისტეს ჭეშმარიტ მოწმობებს, ვერ ხვდებიან სულისგან შობილისა და მისი მამის ერთობას იმიტომ, რომ არ სურთ ირწმუნონ და არ აღიარებენ, რომ ცოდვილნი არიან. მათ ვერ გააცნობიერეს, რომ უნდა მოინანიონ და მაღლიდან იშვან. ნაცვლად ამისა, მათ თავი მართლები და ბრძენნი ჰგონიათ, თუმცა მათ მართებთ იცოდნენ, რომ სამების ერთობის გაგებაც კი არ შეუძლიათ საკუთარი ძალით.

ლოცვა: მამაო, ძეო და სულოწმიდაო, ჩვენ ვიდრიკებით შენ წინაშე, ვინაიდან შენ შენი სიყვარულით განგვაახლე და შენი შვილები გაგვხადე. დაე სულიწმიდის ქარმა დაჰბეროს ჩვენ ხალხზე, რათა მრავალი გადარჩეს. დაე ჩვენი ხმა მხოლოდ შენ გემსახურებოდეს და ჩვენი ენა ამოწმებდეს ყველგან შენზე - მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე, და დაე მრავალი იშვას მაღლიდან!

კითხვა:

  1. როგორია მაღლიდან შობილი ადამიანის ნიშნები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:12 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)