Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 051 (God Remains Righteous; The promises of God)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)

3. ღმერთი სამართლიანია, იმისდამიუხედავად, რომ ისრაელის უმეტესი ნაწილი აღუდგა მას (რომაელები 9:6-29)


მოციქული პავლე ბედნიერი იყო უფალი იესოს მსახურებაში, მაგრამ ამავდროულად გამუდმებულ მწუხარებაში იყო ვინაიდან ხედავდა, რომ ასობით წარმართი ნახლდებოდა და შედიოდა ღმერთის სამეფოში, ხოლო ათასობით რჩეული იუდეველი უარყოფდა იესოს, მის მეფობას და შორდებოდნენ მას, რადგან არ სურდათ რა მისი სიტყვების მოსმენა და მისი გაყოლა.


ა) ღმერთის აღთქმები არ ეკუთვნის აბრაამის ხორციელ შთამომავლობას (რომაელები 9:6-13)


რომაელთა 9:6-13
6 მაგრამ ისე კი არა, თითქოს ღვთის სიტყვა დაეცაო, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია. 7 და ყველა, ვინც აბრაჰამის თესლია, მისი შვილი როდია, ვინაიდან ითქვა: "ისაკში იწოდება შენი თესლი”. 8 ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად. 9 რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა: "ამ დროს მოვალ და ეყოლება სარას ძე”. 10 და არა მარტო ეს, არამედ ასე დაემართა რებეკასაც, როცა მას ჩაესახა ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან; 11 ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განზრახვა, მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო; 12 საქმეთა მიხედვით კი არა, მომწოდებლისაგან ეთქვა მას: "უფროსი დაემონება უმცროსს”. 13 როგორც წერია: "შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე”.

პავლეს როგორც რჯულის მცოდნეს უნდოდა აეხსნა ეს ჭეშმარიტება, რომელიც გაუგებარი იყო როგორც იუდეველებისთვის ასევე რომაელი ქრისტიანებისთვის იუდევლური წარმომავლობიდან. ის წერდა მათ, რომ ამ საკვირველი მოვლენების ახსნა და მართალი პასუხი მხოლოდ ღმერთის სიტყვაში მოიძებნება. ამ პასუხში ორი მხარეა.

პასუხის პირველი მხარე: აბრაამის ყველა შვილი - აღთქმის შვილი არაა. ღმერთს არ აურჩევია ისმაელი, როგორც რწმენის ერთ-ერთი მამა. ისმაელი და აბრაამის ყველა შვილი წამოვიდნენ ისმაელის თესლიდან, დარჩნენ რელიგიური ხაზის გარეთ და ასევე იაკობის ძეობის რჩეულობის გარეთ. ასეთი მოვლენათა თანმიმდევრობა გვიჩვენებს, რომ ადამიანის ფიზიკური მოდგმა არ განსაზღვრავს მის სულიერ მომავალს; და თუ ვინმე დაიბადა ქრისტიანად ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის ჭეშმარიტ ქრისტიანად იქცევა, რადგან მას მოუწევს პირადად მიმართოს ღმერთს. ღმერთს ჰყავს შვილები, მაგრამ არა შვილიშვილები!

ჩვენ გვეხსნება ჭეშმარიტება, რომ ყველა რჩეული იუდეველი - ღმერთის შვილი არ არის, არამედ მხოლოდ ისინი ვინც გაცნობიერებულად ხსნიან თავიანთ გულს იესოს სახარებისთვის. აბრაამის შვილობის უფლება დამტკიცებულია იუდეველებისთვის, მაგრამ ამ უფლების სისრულეში მოყვანა დამოკიდებულია ყველა ცალკეული ადამიანის ნებაზე.

პასუხის მეორე მხარე იხსნება ბიბლიაში სადაც მოთხრობილია იაკობის ცოლზე რებეკაზე. იქამდე სანამ ჯერ კიდევ დაბადებდა ტყუპებს რებეკას მიეცა გამოცხადება, რომ ის ვინც პირველი იშვებოდა მოემსახურებოდა მეორედ შობილს (დაბადება 25:23). და თუმც ორივე ტყუპი ერთი მამისგან იყო ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ მათი უჯრედები და გენეტიკა განვითარდებოდა სხვადასხვაგვარად.

ღმერთმა აირჩია იაკობი, რომელიც მეორე იშვა, ხოლო ესავი მისი ძმა, რომელიც პირველი იშვა უარყო. მორალური თვალსაზრისით იაკობი არაფრით უკეთესი არ იყო ესავზე, უბრალოდ ის დიდი აქტიურობით იყენებდა რწმენის შესაძლებლობებს, და წრფელად მოინანია კიდეც; ხოლო მის ძმაზე, რომელიც პირველი იშვა ბიბლიაში მსგავსი არაფერი წერია. იაკობისა და ესავის შემთხვევა გვახსენებს, რომ ადამიანის არჩევანი მის წინასწარ განსაზღვრულ ცხოვრებასთან შეფარდებაში, დამოკიდებულია ღმერთის ყოვლისმომცველ ცოდნასა და მის ნებაზე.

არავის აქვს უფლება დაიწუწუნოს, რომ ღმერთს ის არ აურჩევია, ვინაიდან ჩვენთვის უცნობია ჩვენი სულის საიდუმლო და ჩვენი სხეულის მემკვიდრეობა. ხოლო ღმერთი წმიდაა, მართალი და უშეცდომო თავის გადაწყვეტილებაში.

ზოგიერთი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღვთისრჩეულობა არ არის დამოკიდებული ადამიანის ყოფაზე ან მის საქციელებზე, არამედ მომდინარეობს უშუალოდ შემომქმედისგან, და ადამიანს არ შეუძლია ჩაწვდეს ამ ღმერთისგან მომდინარე ღძვრის ან მისი წინასწარ განსაზღვრის მიზეზს. ყველა არ ეთანხმება ამ აზრზს იმიტომ, რომ ჩვენი ღმერთი - მამაა და ის არა მხოლოდ წმიდაა, არამედ მოსიყვარულე და მოწყალეც.

თავისი მსახურებისას იესომ თქვა: ,,ჩემი ცხვრები ისმენენ ჩემ ხმას და მე ვიცნობ მათ; და ისინი მომყვებიან მე. და მეთ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ“ (იოანე 10:27-28). ყველა არ ისმენს მის ხმას და ყველა მომსმენი არ ეხმაურება და არ იქცევა მისი ბრძანებების თანახმად. არის, რომ ერთ მოდგმაში, ერთ ერში და ერთ ოჯახშიც კი ზოგნი ისმენენ სახარებას, მაგრამ ვერ იგებენ მას, ხოლო სხვები მისი მეშვეობით სიხარულსა და მშვიდობას ღებულობენ!

ლოცვა: ზეციერო მამო ჩვენ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამოირჩიე ისააკი და იაკობი და შენი ძის წინაპარი გახადე. იმისდამიუხედავად, რომ ისინი წმიდები არ იყვნენ! გაამაგრე ჩვენი რწმენა, რათა შენი სახელით გადავლახოთ ყველა სირთულე და შენი ძალით ვაჯობოთ ჩვენში მყოფ ბოროტებას. წარგვიღეხი შენი თვინიერების და საკუთარი თავის უარყოფისკენ, რათა საკიუთარი თავი სხვებზე უკეთესი არ გვეგონოს!

კითხვა:

  1. რა იგულისხმება ისააკის შთამომავლობის რჩეულობასა და იაკობის ძეების რჩეულობას შორის?
  2. რაში მდგომარეობს ღმერთის რჩეულობის საიდუმლო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:50 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)