Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 012 (Peter’s Sermon at Pentecost)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

6. პეტრეს ქადაგება ორმოცდამეათე დღეს (საქმეები 2:14-36)


საქმეები 2:22-23
22 ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით, 23 იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით.

სულიწმიდა არ აქცევს ყურადღებას საკუთარ თავს, არამედ ადიდებს ქრისტეს. ღმერთი ეგოისტი არაა, ვინაიდან ის სიყვარულია. სამების ყოველ პიროვნებას: მამას, ძეს და სულიწმიდას - უყვართ ერთმანეთი და ჩვენც ერთმანეთთან მივყავართ. ძე ადიდებს მამას, სულიწმიდა კი ადიდებს ძეს. როგორც ძემ გამოგზავნა სულიწმიდა გადარჩენის აღსასრულებლად, ასევე მამამ მისცა თავის ძეს მთელი ძალაუფლება ზეცაში და მიწაზე. ვისაც ღმერთის შეცნობა სურს, ის უნდა დააკვირდეს სიყვარულს მამას, ძეს და სულიწმიდას შორის, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია და მისი ერთობა სიყვარულშ მდგომარეობს.

პეტრეს არ გაუგძრელებია სულიწმიდის გადმოღვრის სინამდვილეზე საუბარი და გადავიდა ქრისტეს პიროვნების დამოწმებაზე. მოწაფეების გონება ქვეცნობიერში სავსე იყო უფლის სურათებით, რომელმაც თავი მსხვერპლად გაიღო და რომელიც აღდგა კვირას დილით სამარხიდან. ისინი ლოცულობდნენ და მსჯელობდნენ ამის შესახებ, იკვლევდნენ წინასწარმეტყველებებს და მივიდნენ ერთ ნათელ დასკვნამდე.პეტრე ხატავდა თავისი მსმენელის თვალში იესოს ნაზარეთიდან, რათა ჩაწვდომოდნენ სულიწმიდის გადმოღვრის მიზეზს.

გულის სიღრმეში მან იგრძნო, თუ როგორ ეწინააღმდეგება სული ებრაელების ცოდვას, რომლებმაც უარყვეს იესო და სასიკვდილოდ გაიმეტეს. პეტრეს არ შეეძლო საკუთარი მსმენელი ლამაზი სიტყვებითა და კურთხეული ურთიერთობით დაეკმაყოფილებინა. ჯერ უნდა ეთქვა, რომ ისინი - დამნაშავეები არიან. მაგრამ ამ ჭეშმარიტებას უხეშად და პირდაპირ არ ეუბნებოდა. თანდათან აუხსნა მათი ცოდვა, სიყვარულის ენაზე, რათა შეძლებოდათ გაეცნობიერებინათ ეს. შეიძლება იმის აღნიშვნა, რომ პეტრესმ თავიდანვე იესოს „ქრისტე“ არ უწოდა ან „ღმერთის ძე“, არამედ უბრალოდ „ღმერთის მამაკაცი“ უწოდა. მას სურდა, რომ იუდეველებს გაეგრძელებინათ მისი მოსმენა და მალევე არ გამოევლინათ ცუდი რეაქცია.

პეტრემ ღრმად ჩაისუნთქა, რადგან მისი ქადაგების შემდეგი ნაწილი მოითხოვდა მსმენელთა ყურადღებასა ჭეშმარიტ გაგებას. მან თქვა: „თქვენ ყველა იცნობთ იესოს ნაზარეთიდან. ღმერთი ამ მამაკაცს ძალას აძლევდა, სასწაულებს და ნიშნებს მეტად, ვიდრე სხვა წინასწარმეტყველებს იესომდე თუ იესოს შემდეგ მყოფებს. ის მკვდრებს აღადგენდა, ეშმაკეულებს დევნიდა, პატიობდა ცოდვებს, ხუთი თას ადანიანს აპურებდა ხუთი პურითა და ორი თევზით და ქარიშხლებს აწყნარებდა. ეს გასაოცარი სასწაულები არ იყო ადამიანის შემოქმედება, არამედ ღმერთის. ადამიანი იესო ისეთ შეთანხმებაში ცხოვრობდა ღმერთის ნებასთან, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი მოქმედებდა მისგან. მისი მეშვეობით ზეცის ძალამ დედამიწაზე გაიარა. ქრისტე ცალკე ან ღმერთისგან, თავისი მამისგან დამოუკიდებლად კი არ მოქმედებდა. ის იმდენად ერთი იყო მასთან, რომ წმიდა ღმერთმა სრულიად აღასრულა თავისი ნება მისი მეშვეობით. როგორც იესომ თქვა: „ჩემი საკვებია - ჩემი მომავლინებლის ნება აღვასრულო“.

უცნაურია, რომ იუდეველებმა უარყვეს ის, ვისაც ღმერთის ძალა და ძალაუფლება ჰქონდა. პეტრე არ ამბობდა, რომ მხოლოდ მღვდელმთავრები ან სინედრიონის წევრები იყვნენ პასუხისმგებელნი იესოს უარყოფაზე, არამედ რომ ისინი დამნაშავენი იყვნენ. მათ ეშინოდათ საკუთარი ზედამხედველების, ამიტომაც უარყვეს იესო და არ დაცივეს ის. ზოგიერთი მათგანი მსგავს შესახილებშიც იღებდა მონაწილეობას: „გააკარით ის! ჯვარს აცვით!“ პეტრე სულიწმიდის სითამამით აღვსილი, პირდაპირ მათ გულებს დაელაპარაკა: „თქვენ თავად მოკალით ის კაცი, რომელიც ღმერთსისგან იყო და არამხოლოდ ქვებით ჩაქოლეთ, არამედ რომაელებს ჩაუგდეთ ხელთ! თქვენ რომაელების მეშვეობით გააკარით ის ჯვარზე. ეს ორმაგი სირცხვილია“. პეტრე თავის მსმენელს არ ელაპარაკებოდა ძარცვაზე, სიცრუესა და უწმიდურებაზე, არამედ მკაპიოდ აუხსნა, რომ სწორედ მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ იესოსადმი, ისინი დაუმორჩილებელ, ბრმა და ღმერთის შეურაცხმყოფელ მტრებად აქცია. ამ ქადაგებაში პეტრეს არ უხსენებია სასზღაური ამ საქციელის გამო, უბრალოდ ყველა არაწიდა საქციელი განიკითხა და ყველას მტრული დამოკიდებულება გამოიტანა სააშკარაოზე, რომელიც ვლინდება ადამიანის დაუმორჩილებლობასა და მტრობაში.

და ქრისტეს ჯვარცმის მიუხედავად ღმერთს ბრძოლა არ წაუგია, არამედ გადარჩენა აღასრულა, რომელიც აქამდე იცოდა. ამ საშინელი დნაშაულის მიუხედავად, მან ღიად გამოაჩინა თავისი სიყვარული. ვერავინ შეუშლის ღმერთის გეგმებს ხელს. წმიდა ღმერთი მოვიდა ქვეყნიერების გამოსასყიდად და იცოდა რა, რომ ეს მხოლოდ მისი ძის მსხვერპლის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რომელიც ხელთ გადაეცემოდა დაუმორჩილებელ ცოდვილებს. ჯვარი - ეს ღმერთის წინასწარ დანახულის ზეიმია და მისი უდიდესი სიყვარულის გამოხატვის ამ დედამიწაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იუდეველები ამ ჯვრით წახალისდნენ, რადგანაც პავლემ პირდაპირ უთხრა მათ სულიწმიდისგან: „თქვენ მკვლელები ხართ, დამნაშავეები და ღმერთის მტრები!“

როგორ ძალიან განსხვავდება პეტრეს მონოლოგის დასაწყისი დასასრუისგან! თავიდან მოციქულები სიხარულით აღვსილნი იდგნენ სულიწმიდაში, უხვად უძღვნიდნენ რა ღმერთს ქებას და მადლიერებას. შემდგომ კი სულიწმიდამ აღძრა პეტრე, რათა მისი მსმენელების გული მკაცრად განესაჯა. ღმერთის სიყვარულის რბილი და ზედაპირული როდია, არამედ წმიდა და მართალი.

ლოცვა: წმიდა მამაო, მადლობა გიხდით, რომ გაიღე შენი ერთადერთი ძე და რომ ის მოკვდა ჩვენთვის უღურსობაში! ჩვენ ჩვენივე სიჯიუტიდათა სიბოროტით მოვკალით. გვაპატიო ჩვენი ცოდვები და სრულიად გაგვწმიდე შენი დიდებული სულითა და საოცარი სიყვარულით!

კითხვა:

  1. რატომ უნნდა ეთქვა პეტრეს იუდეველებისთვის, რომ ისინი იესოს მკვლელები არიან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:35 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)