Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 013 (Peter’s Sermon at Pentecost)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

6. პეტრეს ქადაგება ორმოცდამეათე დღეს (საქმეები 2:14-36)


საქმეები 2:24-28
24 მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი. 25 ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე: ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევდრკე. 26 ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ამღერდა ჩემი ენა, ჩემი სხეულიც კი იმედში განისვენებს. 27 რადგან არ მიმატოვებ მკვდართა სამყოფელში და ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას. 28 შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა და სიხარულით მავსებ შენს თანდასწრებაში.

ღმერთის გამარჯვება სიკვდილზე - ქრისტიანებისთვის ნიშანია. ამ გამარჯვების სიმბოლო ქრისტეა, რომელიც მკვდრეთით აღდგა. ქრისტე ცოცხალია და არასდროს მოკვდება! ის ჩვენი გადარჩენის სათავეა, რომელიც გვაძლევს დამაჯერებლობას საუკუნო სიცოცხლის შესახებ.

პეტრე ნათლად ამოწმებდა, რომ ღმერთმა იზეიმა იუდეველთა წინააღმდეგობაზე. ღმერთმა მიიღო მათგან უარყოფილი და დამცირებული კაცი ნაზარეთიდან, მკვდრეთით აღადგინა ის და გაანთავისუფლა სიკვდილის ქსელიდან (ფსალმუნი 17:5-6), ვინაიდან სიკვდილი ვერ დააკავებდა მას. რადმენადაც ის წმიდა იყო, იმდენად არ ჰქონდა სიკვდილს მასზე ძალაუფლება. იესო ჩვენი დანაშაულების გამო მოკვდა და აღდგა ჩვენი გამართლებისთვის. ქრისტეს აღდგომა იუდეველებისთვის ღმერთის მძიმე სასამართლოდ იქცა. ამავდროულად, ქრისტიანებისთვის ეს დიდი ნუგეში იყო.

ამის შემდეგ სულიწმიდამ პეტრეს ბაგით ახსნა, თუ როგორ უყურებდა დავითი წმიდა სამების საკითხს, ქრისტეზე თავისი გაგებიდანან გამომდინარე. ის აღიარებდა, რომ ძე ყოველთვის ნათლად ხედავდა თვალწინ მამას თავის სრულ დიდებაში; ის ცოცხალია ღმერთთან ერთობასა და შეთანხმებაში, ყოველთვის აღასრულებდა რა თავისი მამის ნებას. ჯვარცმამდე, ძე ხედავდა საკუთარ თავს მამის მარჯვნივ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ზედაც ადამაღლების შემდეგ, ძე მამის მარჯვნივ დაჯდა. აქ ვხედავთ, სამების ყოველი წევრის პატივისცემას ერთმანეთისადმი სრული თავმდაბლობით, თვლიან რა საკუთარ თავს ყველაზე მცირედ. ამ ქადაგებაში ქრისტემ თქვა, რომ ის ყოველთვის იზეიმებს მამასთან ერთად და არასდროს ინერვიულებს. რამდენადაა ჩვენთვისაც აუცილებელი ვუყურებდეთ მამას ყოველ ჟამს, რათა არ ჩავვარდეთ განსაცდელში.

ვერავითარი სიამაყე და ცოდვა ვერ ჩადგება მამისა და ძის ურთიერთობაში, ვინაიდან ისინი სრულ სიხარულში, კურთხევასა და მხიარულებაში არიან. ღმერთმა თავად განაცხადა, რომ არის სიხარულის და ნეტარების ღმერთი, როდესაც თქვა ეს სიტყვები: „შენ ხარ ჩემი მოყვარული ძე, რომელშიც ჩემი კურთხევაა! არ ინაღვლო, ვინაიდან სიხარული და ძალა შენ უფალშია!“

ჯვარცმამდეც, ქრისტე როგორც ღმერთის კრავი ხედავდა თავის სიკვდილს. თუმცა მისი მზერა იყო მიმართული სიკვდილის მიღმა, სამუდამო სფეროსკენ. ის არ მომკვდარა ჯვარზე იმედგაცრუებული, არამედ მშვიდი რჩებოდა იმედში. მან იცოდა, რომ მისი სული და სხეული არ დარჩებოდა სამარხში სხვა მკვდრებთან ერთად, რადგანაც საკუთარი თავი ღმერთს გადასცა. დავითმა იწინასწარმეტყველა, რომ იესოს სხეული არ განიცდიდა გარხრწნას, ვინაიდან ის წმიდაა.ეს ქრისტიანების იმედი გახდა, რადგან იციან, რომ მათი სხეულების ასევე განწმედილი და აღმდგარი იქნება. განწმედა - შემოქმედის საჩუქარია. ქრისტეს აღდგომა - ჩვენი ძალაა, სიხარული და მადლიერების მიზეზი. იესომ იცოდა საუკუნო სიცოცხლის ყველა გზა და საიდუმლო და შეეძლო ეთქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე; ჩემი მორწმუნე და ჩემში მცხოვრები, არ დაიღუპება საუკუნოდ“. ქრისტეში ჩვენ ყველა მორწმუნის აღდგომას ვხედავთ. ის ყველა თავის მიმდევარს აძლევს სიცოცხლეს. მის გარეშე და მის გარეთ არ არსებობს ჭეშმარიტი ცხოვრება.

ბოლო დღეს ქრისტეს დექნება სიხარული უხვად, როდესაც დაინახავს მილიონობით ადამიანს თავუსუ სიკვდილით გადარჩენილს. იმის გამო, რომ ის მოკვდა, მათ საუკუნო სიცოცხლე მიიღეს და იქნებიან მასთან ერთად მადლის ტახტთან! უფრო მეტიც, სულიწმიდამ ისინი თავის ტაძრად აქცია, ღმერთის რეალურ სიყვარულში შეიყვანა და საუკუნო სიცოცხლის ჭეშმარიტება გაუხსნა. ჩვენი რწმენა ნამდვილად დიდია, ვინაიდან დაფუძნებულია სიხარულზე, მხიარულებასა და იმედზე.

საქმეები 2:29-32
29 კაცნო, ძმანო, პირდაპირ უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის გარდაიცვალა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა ამ დღემდე. 30 მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, მისი საზარდულის ნაყოფი დაესვა მის ტახტზე. 31 მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ არ იქნებოდა მიტოვებული მკვდართა სამყოფელში და მისი ხორცი არ იხილავდა ხრწნილებას. 32 ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ვართ ჩვენ ყველანი.

თავის ქადაგებაში პეტრემ თავის მსმენელს მიმართა, როგორც ძმებს, იმისდამიუხედავად რომ ჯერ ღმერთის ოჯახში არ შესულიყვნენ. თუმცა ხედავდა, როგორ მოქმედებდა სულიწმიდა მათ გულებში. მან ნათლად დაანახა მათ, რომ მეფე დავითის წინასწარმეტყველება (რომელიც ნახსენებია საქმეები 2:25-28) მხოლოდ მეფეს არ ეკუთვნოდა, რადგანაც დავითი, რომელიც გახდა მრავალთა მამა, თვალსაჩინოდ მოკვდა. მისი დამარხვის ადგილი ყველასთვისაა ცნობილი და ის ცარიელი არაა. დავითი ნამდვილი წინასწარმეტყველი იყო, სულიწმიდით ცხებული და მან ღმერთისგან მიიღო ასეთი აღთქმა, რომელიც აქამდე არცერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია., მეფესა თუ მღვდელს. ეს წინასწარმეტყველება ცხადად ადასტურებდა იმას, რომ მისი ძეებიდან ერთ-ერთი ღმერთის შვილი იქნებოდა და მისი მეფობა არასდროს არ დაიშლება (2მეფეთა 7:12-14). ყველა იუდეველმა იცოდა ქრისტეს შესახებ აღთქმა და სულმოუთქმელად ელოდებოდნენ ამ კაცის ძეს, რომელიც იქნებოდა ღმერთის ძეც. მწიგნობრები ბევრს ფიქრობდნენ ქრისტეს მოსვლის შესახებ. მათ გამოიკვლიეს წერილები და აღმოაჩინეს, რომ ეს ღმერთის ცხებული სიკვდილზეც იზეიმებდა, რადგანაც სულიწმიდისგან იქნება შობილი. ასე, რომ მისი სხეული ვერ გაიხრწნება და მისი სული ვერ დარჩება სიკვდილის ძალაუფლებაში. ის არ მეფობდა, როგორც მოკვდავი და დროებითი მეფე, ვინაიდან ის - მეფეთა შორის საუკუნე მეფეა, რომელიც ერთია ღმერთთან და მამასთან.

შემდგომ სულიწმიდით აღვსილა, პეტრემ გახსნა ბაგე და თამამად დაამოწმა იმის შესახებ, რომ ქრისტე, რომელიც ჯვარს აცვეს და უარყვეს, არის ის დაპირებული დავითის ძე და ღმერთისგან დაყენებული საუკუნო მეფე. პეტრეს არ ეშინოდა მტრების და ყველა საკითხს მათთან ერთად არ განიხილავდა. ის უბრალოდ ამოწმებდა ღმერთის ძალაუფლებით ამ დიდებული ჭეშმარიტების აღსრულების შესახებ. ის უფრო ადრეც ხედავდა ღმერთის გამარჯვებას და მოესმინა ცოცხალი ქრისტესგან სიტყვა ცოდვების პატიების შესახებ. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო მოწაფეებთან ერთად ჭამდა. ის შეხვდა მათ თავის აღმდგარ სხეულში მყოფი და აჩვენა მათ ნალურმალი ხელები. ღმერთის ძე არ არის მკვდარი, ის აღდგა. ჩვენ კი, ძვირფასო მორწმუნეები, ვამოწმებთ თუ არა ჩვენ მის შესახებ? ამითი დასრულდა პეტრეს ქადაგების მესამე ნაწილი, რომელიც სულიწმიდისგან იყო. პირველ რიგში მან აუხსნა მათ, რომ სულიწმიდის გადმოღვრა იოელის წინასწარმეტყველების აღსრულება იყო; ასევე მან იუდეველებს ჯვარცმულის მკვლელები უწოდა; და მერე კი წერილებიდან დაუმტკიცა მათ, რომ იესო ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ - სიცოცხლის მეფე ხარ! ჩვენ თაყვანს გცემთ შენ და გვჯერა შენი აღდგომისა და სიცოცხლის! შენ ჩვენი მეფე ხარ, რომელიც სიცოცხლეს იძლევი! შენ ჩვენი ერთადერთი იმედი ხარ! აავსე მრავალი ადამიანი შენი სულიწმიდით და მოაქციე ისინი შენკენ, რათა მათ იცოცხლონ!

კითხვა:

  1. რისი ახსნა სურდა პეტრემ მსმენელთათვის, დავითის სიტყვების ციტირებით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:36 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)