Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 116 (Peter and John race to the tomb)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 - 21:25)
1. მოვლენები კვირას, პასექის დილა (პასექი) (იოანე 20:1-10)

ბ) პეტრე და იოანე სამარხთან მირბიან (იოანე 20:3-10)


იოანე 20:6-8
6 მოვიდა სიმონ-პეტრეც. სამარხში შევიდა და დაწყობილი ტილოები დაინახა; 7 ხოლო სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან არ იყო, არამედ ცალკე იდო დახვეული. 8 მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, პირველი რომ მივიდა სამარხთან, იხილა და ირწმუნა,

იოანე გარეთ იდგა და ელიდა მიციქულთაგან პირველს, პეტრეს, რათა მისთვის ცარიელი სამარხი ეჩვენებინა. ახალგაზრდა იოანე გაოგნებული იყო ამხელა გადაგორებული ლოდის ხილვით. სამარხი ღია იყო, იესოს სხეული კი გაქრა. ნაჭერუ კოხტად თავის ადგილზე იდო. იოანეს თავში საგანგაშო აზრები ტრიალებდა, მან ლოცვა დაიწყო ყველაფრის გასაგებად.

როგორც იქნა პეტრეც მოვიდა. ის უმალ შევიდა შიგნით და დაინახა ნაჭერი, რომელიც იესოს თავზე ეფარა, იქვე იდო. ეს იმას ნიშნავდა, რომ იესოს სხეული მოპარული კი არ იყო, არამედ ის თავად გავიდა სამარხიდან მშვიდად. პეტრე სამარხში, როგორც გამოცდილი ექსპერტი შევიდა, მაგრამ აშკარა ნიშნებს ვერ მიხვდა. ამ დროს იოანე ლოცულობდა და ფიქრობდა და მის გულში იმედის სხივმა გაანათა. როდესაც ის პეტრეს დაძახილს გამოეხმაურა და შევიდა ცარიელ სამარხში, მისი სული შუქმა მოიცვა და მან დაიწყო იესოს აღდგომის დაჯერება. მას რწმება გაუჩნდა არა აღმდგარი იესოს ხილვის მერე, არამედ იქამდე სამარხში, სადაც უყურებდა ლამაზად მილაგებულ ნაჭრებს.

იოანე 20:9-10
9 რადგან ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ წერილიდან, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო იგი. 10 და კვლავ თავ-თავის სახლებში წავიდნენ მოწაფენი.

იესო აე დარჩენილა სამარხში, როგორც სხვა ყველა გარდაცვლილი ფილოსოფოსი, წინასწარმეტყველი და ცოდვილი, არამედ მკვდრეთით აღდგა, უკუაგდო რა სიკვდილი, როგირც ჭუჭყიანი სამოსი. წმიდა დარჩა ცოსვის გარეშე. სიკვდილს არ ჰქონდა მასზე ძალაუფლება. ღნერთის სიყვარული არასდრის მთავრდება. ქრისტეს მტრები ვერ დაამტკიცებდნენ, რომ იესოს სხეული გაიხრწნა სამარხში, ვინაიდან სამარხი ცარიელი იყო! ქრისტე არ გაქცეულა, არც არავის მოუტაცებია, ვინაიდან ადგილი სადაც ის ესვენა, მკაცრად იყო დაცული.

იონესთვის, იესოს დატოვებული ნაჭრები იმის ნიშანი იყო, რომ იესო აღარ საჭიროებდა მიწიურ სამოსს. იესომ საკუთარი ცხოვრების გზა ბაგადან დაიწყო, ნაჭერში გახვეულმა და ნაჭერშივე დაასრულა თავისი დროებითი ყოფა ჩვენ სამყაროში. მისი აღდგომით დაიწყო ახალი, უფრო მაღალი ზეციური ყოფის საფეხური, თუმცა იესო საუკუნოდ რჩება ჭეშმარიტ ადამიანად.

ყველა ეს აზრი იოანეს თავში უტრიალებდა, როდესაც უკან ბრუნდებოდნენ ცარიელი სამარხიდან. მაგრამ მას არ დაუწყია ტრაბახი, რადგან ის მიხვდა ღვთის ძის აღდგომას. პირიქით, მორჩილებით აღიარა, რომ ამ სასწაულის მალევე არ ირწმუნა, თუმცა ამაზე წმიდა წერილში ნათლად ეწერა. ის ხშირად კითხულობდა ძველ აღთქმას, მაგრამ მისი თვალები დახუჭული იყო, როდესაც ის კითხულობდა სანაცვლო სიკვდილისა და მსხვერპლის შესახებ ეასიას 53 თავში და დავითის წინასწარმეტყველებებში (ლუკ. 24:44-48; საქმ. 2:25-32; ფს. 15:8-11). კვირა დღის დილას ორი მოწაფე, სახლში დაბრუნდა თუ არა, მოწმობდა იმის შესახებ, რაც ნახეს. ისინი ღმერთს განგაშითა და იმედით ევედრებოდნენ, მათ გულს სწყუროდა იესო, მაგრამ სამარხში ის არ იყო და მათ არ იცოდნენ სად არის ის.

ლოცვა: უფალო იესო მადლობას გიხდით იმისთვის, რომ შენ შენს მოწაფეებია გულში იმარჯვებ და რწმენას წარმოქმნი მათში შენი აღდგომით. შენ უდიდესი იმედი მოგვეცი, საუკუნო სიცოხლეზე. გადიდებთ, რომ ხარ საუკუნო ღმერთი. გადაარჩინე ყველა ჩვენი მეგობარი, ვინც ცოდვაშია მკვდარი და აჩუქე მათ საუკუნო სიცოცხლე, შენი მსხვერპლის რწმენის მეშვეობით!

კითხვა:

  1. ცარიელი სამარხის შიგნით, რა დაიჯერა იოანემ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:29 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)