Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 103 (Jesus intercedes for his apostles)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ე - იესოს შუამდგომლობითი ლოცვა (იოანე 17:1-26)

3. იესო შუამდგომლობს თავის მოწაფეებზე (იოანე 17:6-19)


იოანე 17:14
14 მე მივეცი მათ შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა.

თავის ლოცვებში იესო ამოწმებს იმის შესახებ, რომ მან მოწაფეებს უჩვენა მამა და მისი მნიშვნელობა. ამის მეშვეობით მან სამება წარმოგვიდგინა. ეს დიდებული გამოცხადება შეეხოთ მოწაფეებს და აივსნენ ძალით, რათა შეძლებოდათ ქრისტეს სულიერ სხეულის ნაწილები ყოფილიყვნენ.

ღვთის შვილები ეხლა მადლითა და ღმერთის ძალით არიან აღსავსენი. მაგრამ წუთისოფელი მოიძულებს მათ და ქრისტეს.

იოანე 17:15
15 არ გთხოვ, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისგან.

თუმცა მოწაფეებს ეტმასნებოდა პრობლემები და მათ გარშემო პრობლემები იყო, იესომ ისინი ზეცაში არ აიყვანა და იზოლირება არ გაუკეთა. მან სთხოვა მამას უბრალოდ დაეცვა ეშმაკის შემოტევებისგან, ბოროტი სულებისგან და ორატორების სიცბიერისგან. ჩვენი უფალი შუამდგომლობს ჩვენთვის. ყველა მორწმუნე მისი იმედის ქვეშ ცხოვრობს უსაფრთხოდ. იესოს სისხლი გვიცავს ჩვენ.ქრისტე დაშვადა ჩვენ გამო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფალია ჩვენთან. ვერავინ განგვაახლევს რამეში და ვერც ვერავინ გვავნებს რამეს. ჩვენ გამართლებულები გავხდით, უკვდავები წმიდა ღმერთის წყალობით.თუ ჩვენ გამოვიჩენთ დაუმორჩილებლობას და საკუთარ სურვილებს გავყვებით, რომელთაც ცოდვისკენ მივყავართ, ის მიგვიყვანს ცდუნებამდე. და ცოდვა, რომელიც თქვენშია გახდება საჯაროდ სასირცხვილო. მაშინ ჩვენ მივმართავს ღმერთს მონანიების ლოცვით: „მამაო არ შეგვიყვანო განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“. ის ვინც ცდილობს, რომ შეებრძოლოს ეშმაკს და სიკვდილს, თავისი ბუნებრივი ძალებით, ატყუებს საკუთარ თავს. მიმართეთ ქრისტეს სისხლს და მის შუამდგომლობას. ის - ჩვენი ერთადერთი მხსნელია.

იოანე 17:16-17
16 წუთისოფლისგან არ არიან ისინი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისგან. 17 განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება.

იესომ თავის ლოცვაში კიდევ ერთხელ ახსენა ჭესმარიტება იმის შესახებ, რომ მოწაფეები ამ წუთისოფლისგან არ არიან, წუთისოფლისგან, რომელიც სავსეა ბოროტებითა და ცოდვით, იმისდამიუხედავად რომ ხორცში არიან და სხვა ადამიანებივით ექვემდებარებიან ბოროტებას. მათ მერეც შეეძლოთ ამ წუთისოფელში ყოფნა, რომელიც ბოროტებითაა სავსე, მაგრამ ღმერთის მადლით და ქრისტეს წყალობით გაანთავისუფლა ისინი, თავისი სისხლით ცოდვის მონობისგან. ისინი ამ ქვეყნიერებისთვის უცხონი გახდნენ და ამიერიდან ზეცის მოქალაქეები არიან.

მორწმუნეების ახალ ბუნებასი უწყვეტი კონფლიქტია. სულიწმიდა განაწყენებულია, როდესაც ჩვენ საკუთარი თავი გვიყვარს, გავიყვარს ჩვენი სამსახური და ოჯახი მეტად, ვიდრე სხვა ადამიანები. ყველა სიცრუე ღრმად ზის ჩვენ გონებაში. ღმერთის სული არ მოგვცემ უფლებას, რომ ჩვენ სახელბშ მოპარული ნივთები შევინახოთ. თუ თქვენ ვინმეს უხეშ ფორმებში შეურაცხყოფა მიაყენეთ, სულიწმიდა აღგძრავთ, რომ მიხვიდეთ და პატიება ითხოვოთ. ბოროტება, სიცრუე, ყოველივე უწმიდური არ დარჩება დაფარული სულიწმიდისგან. ის განგსჯით თქვენ იმის მიხედვით, თუ რა საქმეები გაქვთ გაკეთებული.

ქრისტე სთხოვდა მამას, რომ გავებრწყინებინეთ იმიტომ, რომ ვინც წმიდა არაა ვერ დაეხმარება სხვას იყოს წმიდა. ეს გაბრწყინება მეტად ეფეტურია, თუ ჩვენ მივმართავთ ჭეშმარიტებას. როდესაც ჩვენ ვავლეთ უფლის სიყვარულს, ვართ ძის მოწაყელბასი და ვცხოვრობთ სულიწმიდის ძალაუფლების ქვეშ, ჩვენ ვიწმიდებით. ღვთის თანდასწრება ჩვენ ცხოვრებაში მოქმედებს ჩვენზე. უფალი თავად ანხორციელებს ჩვენზე თავის ჩანაფიქრს: „იყავით წმიდა, რადგან მე ვარ წმიდა“. ქრისტეს სისხლი ერთხელ და სამუდამოდ წმედს ადამიანს. ასევე სულიწმიდა, რომელიც ჩვენშია არაფერს საჭიროებს. თქვენი რწმენა, მამისა, ძისა და სულიწმიდსა სრულიად გწმენდთ თქვენ.

ღმერთის მონაწილეობა ჩვენ განწმედაში ნიშნავს, მის სიტყვაში ჩაღრმავებას. სახარება - ჩვენი განწმედის და მორჩილების წყაროა. ქირსტეს სიტყვები გვეხმარება ჩვენ ვიაროთ რწმენის, საკუთარი თავის უარყოფისა და სიყვარულის გზით, რათა თავისუფლად სეგვეძლოს მამის თანდასწრებაში შემოსვლა. გახსენი შენი გული ღმერთის სიტყვისთვის. ღმერთი სიხარულია, და ყოველი მასში მყოფი სიყვარულით მკვიდრდება ღმერთში.

იოანე 17:18
18 როგორც შენ მომავლინე წუთისოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფელში.

იესო ლოცულობდა და მოწაფეების გაწმედას გვთხოვდა მამას. ის ამბოდბა, რომ წუთისოფელში გაგზავნა ისინი განახლებულები. ქრისტემ გადაგვბარჩინა, რათა ჩვენი ცხოვრება განეწმიდა. შემდგომ მან ქვეყნიერებაზე გაგვგზავნა, რათა ჩვენი მეშვეობით შეძლოს სხვების გადარჩენა და გაწმედა. ეკლესია არ არის ადგილი სასიამოვნო თავშეყრებისთვის, არამედ რწმენის მეშვეობით მტრის განაიარაღების ადგილი. ეკლესია მამის სამეფოზე ქადაგებს და სურს მისი ნება აღასრულოს ამ წუთისოფელში ქადაგებით. გრძნობთ თუ არა თქვენ ცხოვრებაში ქრისტეს ლოცვის მოქმედებას ქადაგებაში?

იესომ პატივი დაგდოთ და წარგგზავნათ, რათა შეძლებოდა გადაერჩინა ყველა ვინც იღუპება, როგორ ძე წარმოგზავნა. ის გვთავაზობს ღვთიური ჭეშმარიტებების გამოცხადებას ქრისტეში. იესო მოგვიწოდებს, რომ ვიმსახუროთ საქმით და არ ვიცხოვროთ უმოქმედოდ, ჩვენ ილუზიებში. თქვენი ძალა მის წმიდა სულშია.

იოანე 17:19
19 ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც განწმედილნი იყვნენ ჭეშმარიტებით.

იესომ იცოდა, რომ ერთი მოწაფეთაგანი ვერ ქადაგებდა და არ სეეძლო ეზრუნა თავის სულიერ მდგომარეობაზე. მოციქულების გულები და სინდისი ჯერ კიდევ არ იყო სიმშვიდეშ, მაგრამ უფლის სიწმიდემ მოიცვა ისინი. ძე მსხვერპლი გახდა, თავი გაიწმიდა, თუმცა ის დასაბამიდანვე წმიდა იყო. თავისი სიკვდილით მან სიწმიდის ყველა მოთხოვნა ისე დააკმაყოფილა, რომ ეშმაკის ყველა ბრალდება არასწორი აღმოჩნდა ქრისტეს კრავის სისხლის რწმენის საფუძველზე. იესოს შემნაცვლებელი სისხლის წყალობით, მოწაფეებს შეეძლოთ მიეღოთ სულიწმიდა, რომელმაც ისინი ჭურჭლებად აქცია, აავსო ცოცხალი წყლით, გახდა ქრისტეს მოწმეები, რომლებიც ქადაგებდნენ იესოს სახელით.

ამის გამო მოწაფეები სიცრუისგან იყვნენ განთავისუფლებულები, მათი ბაგე კი განიწმიდა სიცრუის შხამისგან. ეს სიცრუის კონფლიქტი შეიძლება აღმოიფხვრას მხოლოდ იესოს შუამდგომლობით.

ლოცვა: უფალო, გვაპატიე სიძულვილი, სიცრუე, სიამაყე, რომელიც ჩვენ გულშია. დაგვიფარე ეშმაკის ბოროტებისგან. მოგვეცი შენი ჭეშმარიტების გაცნობიერების ძალა, რათა ეს დაგვეხმაროს ვიცხოვროთ იმასთან შესაბამისობაში, რასაც ვქადაგებთ.

კითხვა:

  1. როგორ თხოვდა იესო მამას, რომ ბოროტებისგან დავეცავით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:16 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)