Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 094 (The world hates Christ)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
დ - გამომშვიდობება გეთსემანიის გზაზე (იოანე 15:1 - 16:33)

3. ქვეყნიერებას ქრისტე და მისი მოწაფეები სძულს (იოანე 15:18-16:3)


იოანე 15:26-27
26 როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე. 27 თქვენც დაამოწმებთ, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.

როგორი პასუხი გასცა წმიდა სამებას ქვეყნიერებას, რომელიც სავსე იყო სიძლვილით ჯვარცმული ქრისტეს მიმართ? სულიწმიდის გადმოსვლა დედამიწაზე - ჩვენი დროის სასწაულია. მისი მოსვლა ღმერთის მოსვლას ნიშნავს ამ სამყაროში იმიტომ, რომ სული მოდის მამისგან მოდის და მასთან ერთად შერწყმულია. სულიწმიდა სიბოროტეს ამხელს, ამ წუთისოფლის ცოდვებს ხსნის და ღვთიური სიწმიდისკენ გვიბიძგებს. მისი ყოფნა მოწაფეებში აღძრავს მათ მორჩილებისკენ, საკუთარი თავის უარყოფისკენ მაშნ, როდესაც სამყარო იძირება სიამაყეში, სიჯიუტესა და ტყულში. სულიწმიდა არის ჭეშმარტების სული, რომელიც კაცობრიობას თავის უკანონობაში ამხელს.

ამავდროულად ის მოწაფეებს ანუგეშებს, უმოწმებს რა მათ, რომ იესო ღვთის ძეა, რომელმაც მათი გადარჩენა მოახდინა. ნუგეშისმცემელი ჩვენ სულს მოწმობას აძლევს ქრისტს შესახებ, რათა დაგვენახა მოსიყვარულე მამის ძე. როგორც მორწმუნეები ჩვენ ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტეს გარეშე ვერ შევძლებდით მივნდობოდით მას საკუთარი ძალისხმევითა და ნიჭებით. და ვერც მასთან მივიდოდით სულიწმიდის ნიჭის გარეშე. მან სახარების მეშვეობით მოგვიწოდა და თავისი ნიჭით გაგვწმიდა - ჭეშმარიტი რწმენით. სულიწმიდა ყველა ქრისტიანს აგროვებს ერთად და ცდილობს მათ სიწმიდეში მოყვანას ქრისტეში. სულიწმიდა ეხმარება მათ შეინარჩუნონ რწმენა და ჭეშმარიტ სწავლებას მიემხრონ. ის მოქმედებს ჩვენ დამოწმებებში. არ დაეყრდნოთ თქვენ გონებასა და გამოცდილებას, თუ გინდათ რომ სხვებიც მოიყვანოთ ქრისტესთან. თქვენი თავის სრულიად სიბრძნის სულს მიეცით. შეისმინეთ და გაიგეთ მისი სიტყვები თუ გინდათ, რომ განადიდოთ ის. ასეთ ყურადღებიანობა დამოწმებების მიმართ, გაგხდით ქრისტეს სარგებლიან მოწაფეებად.

ქრისტემ 11 მოწაფეას მოუწოდა თავისი თავის დასამოწმებლად, რაც დიდი პრივილეგია იყო მათთვის. ისინი პირადად იყვნენ იესოს მისიის მოწმეები დედამიწაზე. ისინი ამოწმებდნენ იმის შესახებ, რასაც ხედავდნენ, რაც ესმოდათ და ეხებოდნენ. მათი სიტყვები ღმერთის ჭეშმარიტ არსებობას ამტკიცებს დედამიწაზე. ჩვენი რწმენა ამ დამოწმებებზეა დამყარებული. იესო არ წერდა წიგნებს და წერილებს. ის მოწაფეებს ავალებდა გადარჩენის სახარება ექადაგათ. ჭეშმარიტების სული არ იტყუება ის ქრისტეს სიყვარულის ძალას უჩვენებს ამ ქვეყნიერებას მოწაფეების სახით. იესომ თავად უთხრა თავის მოწაფეებს: ”თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც სულიწმიდა გადმოვა თქვენზე; და იქნებით ჩემი მოწმეები”.

ლოცვა: ჩვენ გადიდებთ შენ, წმიდა ღმერთის ძეო. ობლად არ დაგვტოვე, არამედ გამოგზავნე ჭეშმარიტების სული, რათა მან ჩვენი მეშვეობით დაამოწმოს. გაგვანათე შენი თანდასწრებით. გვასწავლე შენი მოწმეები ვიყოთ, რათა მრავალმა გირწმუნოს.

კითხვა:

  1. როგორია ღმერთის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც ის ჯვარზე გაარკა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)