Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 093 (The world hates Christ)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
დ - გამომშვიდობება გეთსემანიის გზაზე (იოანე 15:1 - 16:33)

3. ქვეყნიერებას ქრისტე და მისი მოწაფეები სძულს (იოანე 15:18-16:3)


იოანე 15:18-20
18 თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა. 19 თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს. 20 გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.

იმის შემდეგ, რაც იესომ თავისი სრულყოფილი ურთიერთობა გვიჩვენა მამასთან და აუწყა მოწაფეებს სულიწმიდის მოსვლის შესახებ, მან მოწაფეები მოამზადა იმისთვის, რომ წუთისოფელი შეიძლებდა მათ.

ქვეყნიერება იესოს საწინააღმდეგოდ მოძრაობს. ქვეყნიერებას სიძლვილი მართავს, მაგრამ ქრისტიანებს სიყვარული იცავთ. იესოს მოწაფეები სიძულვილის სამყაროდან ბედნიერებისკუნძულზე არ მოუთავსებია. მან ისინი გაგზავნა სამყაროში, რომელიც სავსე იყო სიძულვილით, რათა სიყვარულით დაემარცხებინათ სიძულვილი და სისასტიკე. ეს მისია სახალისო ნამდვილად არაა, ეს მისია ბრძოლაში მდგომარეობს. ისინი, ვინც ემსახურებიან სხვებს და სიყვარულზე ლაპარაკობენ ხშირად ხვდებიან თავიანთ ცხოვრების გზაზე წინააღმდეგობებს, ცდუნებებს, სიძლვილისკენ მიდრეკილებას. ეს ხდება იმიტომ, რომ მათში მყოფ ქრისტეს სიტყვებს ეწინააღმდეგება ბოროტი სული. მათი უფალი, სავსე სიყვარულითა და სიბრძნით შეეჯახა სიძულვილს ჯვარზე გაკვრის დროს. სასტიკი დევნების გამო ის ბრძლის ველიდან არ წასულა, არ დაუტოვებია ქვეყნიერება, არამედ ჯვარზე მოკვდა, შეიყვარა ისინი, ვინც ვერ იტანდა მას.

ჩვენ არ ვართ ანგელოზები და ამიტომაც ჩვენ გულებში ხშირად იმალება ბოროტი აზრები. მაგრამ უფლის წყალობით სულიწმიდა გადმოვიდა ჩვენზე. მონანიება ნიშნავს შენი ცხოვრების წესის შეცვლა. სულისგან შობილი, არ ეკუთვნის ქვეყნიერებას, არამედ ღმერთს. მან ქვეყნიერებიდნა ამოგვარჩია. სიტყვა „ეკლესია“ ბერძნულიდან ნიშნავს რჩეულთა შესაკრებელს და ქვეყნიერებიდან მოწოდებულებს კონკრეტული დავალების შესრულებისთვის. ქვეყნიერება ეკლესიას თვლის, რაღაც უცნაურად. ქვეყნიერებისგან გამოყოფას ხშირად სახლში უთანხმოებამდე მივყავართ, როგორც იესოს შემთხვევაში იყო (იოანე 7:2-9). ასეთ დროს იესოს მიმდევრებს სჭირდებათ სიბრძნე და მორჩილება, რათა დაითმინონ შევიწროება და დევნა. თუ ასეთ მდგომარეობაში იმყოფებით, არ დაგავიწყდეთ, რომ იესომ ყველაფერი ეს ისე განვლო, რომ მისი ბრალი არაფერში ყოფილა. ის დამნაშავეს მსგავსად გააკვრეს მათ, ვინც მან შეიყვარა და განკურნა.

იესომ წინასწარ გააფრთხილა ისინი, რომ შესაძლოა მათ განდევნიან, გალანძღავენ, მაგრამ გამოჩნდება ხალხი, ვინც ამ ყველაფრის მიუხედავად მოისმენს მათ დამოწმებებს. როგორც სულით სავსე სიტყვა,რომელიც ბადებს რწმენასა და სიყვარულს მომსმენებში, ასევე თქვენი დამოწმება წარმოქმნის საუკუნო სიცოცხლეს მათში, ვინც ისმენს მათ. ყოველი ქრისტიანი ქრისტეს წარმოგზავნილია ამ მტრულ ქვეყანაში. გაამართლეთ თქვენი ზეციური მოწოდება.

იოანე 15:21-23
21 მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს წარმომგზავნელს. 22 მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი არ გააჩნიათ გამართლება თავიანთი ცოდვებისთვის. 23 ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.

იესომ წინასწარ გააფრთხილა მოწაფეები, რომ მისი ამაღლების შემდეგ მათ შეექმნებოდათ მისი სახელის გამო პრობლემები. იუდეველები არ ელოდებოდნენ მესიას, რომელიც თვინიერი იყო, არამედ პოლიტიკოსს, ნამდვილ გმირს, რომელიც იყო მზად, რომ ისინი რომაელთა იმპერიიდან გაენთავისუფლებინა. იუდეველებს არ შეეძლოთ მკაფიო ზღვარი დაედოთ რელიგიასა და სახელმწიფოს შორის. მათი ღმერთი პოლიტიკა იყო. ისინი ჩვენი უფალი ესო ქრისტეს მამას არ იცნობდნენ, რომელიც არის ქვეყნიერების ღმერთი. დიახ, ის უშვებს ომებს სასჯელის სახით, მაგრამ ეს ომები არ აშენებს ცათა სამეფოს. მხოლოდ მის სულს შეუძლია ააშენოს მისი სამეფო სიწმიდესა და ჭეშმარიტებაში.

ქრისტე მოვიდა დედაწმიაზე მამის ნების აღსასრულებლად, მაგრამ იუდეველებმა უკუაგდეს სიყვარულის და შერიგების სული. მათ ომი და ძალადობა არჩიეს. ყველა ერმა, რომელმაც არ მიიღო შემოქმედი ქრისტე, როგორც იუდეველებმა, იგივე ცოდვაში ვარდებიან. ჩვენი ცოდვა - ჩვენი გახრწნილი საქციელი არ არის, არამედ მტრობა, რომელსაც ჩვენ ღმერთის წინააღმდეგ ვავლენთ და მისი მშვიდობის სულის უარყოფა.

მთავარი მიზეზი იესოს სამეფოსა და მშვიდობის მიუღებლობის არის ის, რომ მათ არ სურთ მიიღონ ჭეშმარტი ღმერთი. ადამიანები ღმერთებს ქმნიან თავიანთი სურვილების მიხედვით. მაგრამ იესომ ჩვენ სიყვარულის ღმერთი დაგვანახა. ვინც ქრისტეს უარყოფს, ის უარყოფს ჭეშმარიტ ღმერთს.

იოანე 15:24-25
24 მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც, 25 რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: "უმიზეზოდ შემიძულეს”.

იესომ განაცხადა, სიტყვა იმის შესახებ, რომ ღმერთი - მისი მამა, იქნება მოსამართლე მათთვის, ვინც წინ აღუდგება სულს და მის მრავალ სასწაულს. არავის შეეძლო ისე განეკურნა, როგორც იესოს, განედევნა ეშმაკეულები; ჩაეწყნარებინა ქარიშხალი, დაეპურებინა ათასობით ხალხი და აღედგინა მკვდრები, არავის, გარდა იესოსი. ღმერთი ძის მეშვეობით გვაჩვენებდა ნიშნებსა და ახალი ქმნილების მოწმობებს. იუდეველები ვერ ხვდებოდნენ ამ ნიშნების მნიშვნელოვნებას, რამდენადადც ვერ ხედავდნენ ამ ყველაფერში ეკონომიურ და პოლიტიკურ სარგებელს ერისთვის. მაგრამ, როგორც კი მათ შეამჩნიეს იესოს ავტორიტეტი და სიყვარული ხალხში, ეს საქმეები დაბრკოლებად იქცნენ, რადგან იუდეველებს არ სჯეროდან მამის. როგორც იუდეველებმა ჩაკეტეს გული ქრისესთვის, ანალოგიურად დღეს, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ღმერთის სულის უარყოფაში. ისინი, ვინც არ აღიარებენ, რომ იესო ღმერთის ძეა, და ვერ იტანენ მის მიმდევრებს, მათ ვერ შეუცვნიათ ჭეშმარიტი ღმერთი, აგრძელებენ საკუთარ ცოდვებში ცხოვრებას და წმიდა სამების შეურაცხყოფას. იესო არ სჯის მათ, არამედ თავისი მსახურების მეშვეობით სიიყვარულის საქმეებს აკეთებს. ძმაო, მოამზადე შენი თავი ასეთი სულიერი კონფლიქტისთვის და სხოვე უფალს მოგცეს ძალა, რათა გადაიტანო ყოველივე ეს მოთმინებით.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით შენ იმისთვის, რომ ჩვენი ადამიანებისადმი ზიზღის მიუხედავად, შენ აგრძელებ შენი ჩანაფიქრების აღსრულებას. გვასწავლე გვიყვარდეს ჩვენი მტრები ისე, რომ მათ შეეძლოთ გადარჩენის მიღება. გახსენი ხალხის გული შენი ხმის მოსასმენად და ამ სიტყვების შესასრულებლად. მიიღონ შენი სულიწმიდა. გვატარე, წარგვიძეხ და მოგვეცი ძალა და მოთმინება.

კითხვა:

  1. რატომ სძულს ქვეყნიერებას ქრისტე და მიში საყვარელი შვილები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)