Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 067 (Jesus is the Good Shepherd)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
3. იესო - კეთილი მწყემსია (იოანე 10:1–39)

გ) იესო - კეთილი მწყემსია (იოანე 10:11–21)


იოანე 10:11-13
11 მე ვარ მწყემსი კეთილი. კეთილი მწყემსი თავის სიცოცხლეს დებს ცხვრისთვის. 12 დაქირავებული კი არც მწყემსია და არც ცხვარი ეკუთვნის. მოვარდნილი მგლის დანახვაზე იგი ტოვებს ცხვარს და გარბის. მგელიც იტაცებს მათ და ფანტავს. 13 დაქირავებული იმიტომ გარბის, რომ დაქირავებულია და არ ზრუნავს ცხვარზე.

ღმერთი მოთმინებით იტანდა მეფეები, ცრუ წინასწარმეტყველების და მღვდლების სიცრუეს, და უყურებდა თავის გაფანთულ ცხვრებს მწყემსის გარეშე.

ასე, რომ მამას გამოგვიგზავნა ჩვენ ქრისტე, კეთილი მწყემსი. ამ წუთისოფლეში მოსვლისას მან თქვა; „მე აქ ვარ, ჭეშმარიტი მეფე, მღვდლებზე დიდი და წინასწარმეტყველი ბოლო გამოცხადებაში“. ქრისტეს პიროვნებაში ჩვენ ვხედავთ მწყემსის ყველა გაერთიანებულ ფუნქციას. ის ამბობს: „მოდით ჩემთან ყოველნო ტვირთმძიმენო და მაშვრალნო, და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მათე 11:28). მე ყველა საფრთხისგან დაგიცავთ. იმის მტკიცებულება, რომ მხოლოდ ის იყო მწყემსი კეთილი, იყო თავიდანვე მისი გამოხატული სურვილი, რომ უნდოდა საკუთარი სიცოცხლე გაეცა სხვების გადასარჩენად. მას უბრალოდ კი არ უთქვამს, რომ მოგვცემდა თავის სხულს, არამედ შემოგვთავაზებს, სულს და გულს ღმერთის სამწყსოს გადასარჩენად. ის თავისი მიმდევრების ცხოვრებაში პირველივე წამიდან შრომობდა. მისი ფიზიკური სიკვდილი იყო გვირგვინი თავდაუზოგავი სიცოცხლისა. გახსოვდეთ, რომ იესო საკუთარი თავისთვის არ ცხოვრობდა და მომკვდარა. ის ცოცხლობდა და მოკვდა შენ გამო. მწყემსებს შორის არიან უმართლონიც, ისინი საფრთხის დრო იმალებიან, და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ. ისინი ცხვრებს უტოვებენ მგლებს, რომლებიც ახლოსვე არიან. ეს შედარებითი მომენტია, ისინი ცხოველები არ არიან, მაგრამ მათი მოქმედებებით მოქმედებენ: მათი მამა - ეშმაკია. ის თითქოს ამ ფარის წამყვანია, ეშმაკის მიზანია - დაღუპოს. მისი შემოტევები ბოროტულია, მისი მეთოდები - დევნა და მკვლელობა. ის მიმართავს მაცდუნებელ და სასაიმოვნო ცდუნებებს, იყენებს სიცრუეს. ჩვენ მწყემსებმა არ უნდა მოვითმინოთ სიცრუე, თითქოს სიყვარულს ვიჩენდეთ ვინმეს მიმართ. მაგრამ სიყვარულის გამო, სიბრძნითა და გაბედულებით უნდა დავიცვათ ჭეშმარიტება. ქრისტე ცხოვრება გვეუბნება, რომ ის გამუდმებით ბრძოლაიყო ჯოჯოხეთის სულებთან. გაბოროტებული მგლის მიზანი გასაგებია, თავისი ცრუ შემოტევებით და დევნით მას უნდა ღმერთის ეკლესიის განადგურება. რას ეძებთ თქვენ ქრისტეს ფარაში? მსახურებას, პატივს? იცით თუ არა, რომ ქრისტეს ფარაში ყოფნა ნიშნავს კონფლიქტს, ტანჯვას და არ არის სწორი ის, რომ თქვენ აქედან მხოლოდ დასვენებას ან რაიმე საუკეთესოს მიიღებთ.

იოანე 10:14-15
14 მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, 15 როგორც მამა მიცნობს მე, მე კი მამას ვიცნობ. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის.

ქრისტემ განმეორებით თქვა, რომ ის უნიკალური მწყემსია. ჩვენ ყველამ შევცოდეთ და ვერ ვიმსახურებდით ისე, როგორც საწირო იყო იმიტომ, რომ არ ვიცნობთ მთლიანად მტერს და არ გვესმის ცხვრების მენტალიტეტი ან როგორ შეგვიძლია მათი წაყვანა საუკეთესო საძოვრებზე. ქრისტე ყველა ადამიანს სახელით იცნობს, მათი აზრები, ფიქრები და მომავალი. იესომ ამოირჩია ცხვრები და მისცა მათ უპირატესობა იცნობდნენ მას. როდესა ადამიანები იწყებენ მის უკეთ შეცნობას, არ წყვეტენ გაოცებას, თუ რატომ არ უარყო ქრისტეს ისინი. მისი თანდასწრება ავლენდა მათ ნაკლოვანებებს. მასთან შეხვედრა დიდი სიყვარულს ბადებს, მიყავხარ სრულ მადლიერებასთან და საუკუნო კავშირთან. ეს ურთიერთობა ორმხრივია და ზედაპირული შეცნობა კი არაა იესოს მის ფარასთან, ეს არც მიწიური და არც ზეციურია, ეს ნიჭია სულიწმიდის, რადგანაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ის იცნობს მამას, და მამა იცნობს მას. ეს საიდუმლოებაა, რომელსაც ყველა ქრისტიანი წვდება წეშმარიტებას მასზე სულიწმიდის გადმოსვლისას, ქრისტეს ღვთაებრიობის მეშვეობით. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მისი სული არის მის სამწყსოში და ავსებს მას. ამ შემთვევაში შეუმჩნეველი არავინ დარჩება.

იოანე 10:16
16 მე სხვა ცხვრებიც მყავს, რომლებიც ამ ფარეხისა არ არიან. ისინიც უნდა მოვიყვანო; მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი

ქრისტე არ მომკვდარა, რომელიმე კონკრეტული ნაციისთვის, ის ყველასთვის მოკვდა. მან არა მხოლოდ ძველი აღთქმა შეინარჩუნა, არამედ გაუკუღმართებული ხალხის ერებში. მან იწინასწარმეტყველა, რომ მისი სიკვდილი დახსნის მრავალ ცხვარს მთელ მსოფლიოში. ვერავინ მივა ღმერთთან საკუთარი თანხმობით; ყველა ადამიანს სჭირდება გზამკვლევ, კეთულ მწყემსს. ეს ქრისტე უნდა ყოფილიყო. ის ფლობს ერებს. მისი სულიერი მმართველობა მისი სიტყვის მეშვეობით ხდება. როგორ ცხვარი ცნობს თავისი მწყემსის ხმას, ასევე ხალხიც მზადაა ისმინოს ქრისტეს სიტყვა და მიმართონ მას. ძველი აღთქმის რჩეულებიდან და ერებში მოქცეულებსშორის შექმნილ იქნა ახალი სულიერი კავშირი ქრისტეს ხელმძღვანელობით. ახალი აღთქმის ხალხი დღეს ღმერთის ამწყსოდ ითვლება, რომელთა თავიც იესო ქრისტეა. ყველა, ვინც სიხარულით ისმენს სახარება და სწამს იესოსი, ღმერთის ძის, მიეკუთვნება წეშმარიტ ეკლესიას, თუნდაც სხვადასხვა დენომინაციის მიმდევრები იყვნენ. ჩვენი ერთუ სული გვაქვს, ერთი მწყემსი , ერთი მამა. ეს სული მოდის ჩვენტან ქრისტეს გამწმედი სისხლით. ღმერთის შვილების კავშირი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, იესო აგროვებს ცხვრებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. კეთილი მწყემსი მოვიდა ადამიანის სახით, რათა წაიყვანოს თავისი ერთგული და უბრალო მიმდევრები დიდებისკენ. საერთო ჯამში იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. მაგრამ ყველა, ვინც დრეს ფიქრობს შექმნას ეკლესია თავისი ჭკუით, სისტემებით და იდებს ადამიანურ და მიწიურ მიზნებს, საფრთხეშია და შესაძლოა მოხვდეს მგლის ყბაში, რომელიც ცდილობს ცხვრების ყურადღება მწყემსისგან, მისკენ გადმოიტანოს. ასე, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ერთმანეთთან ახლოს იქამდე, სანამ ქრისტეს არ დავუახლოვდებით.

იოანე 10:17-18
17 იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. 18 ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე”.

ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთი სიყვარულია, რომელსაც თავისი შვილი ყოველთვის უყვარს. იესო ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც მამას სიამოვნებდა. ახლა ჩვენ ვკითხულობთ თუ რა იყო მამისთვის სასიამოვნო, და ეს ჯვარი იყო. ქრისტეს სიკვდილი, ღმერთის კონკრეტული მიზანი იყო. არ არსებობს სხვა გზა ცხვრების ცოდვისგან ხსნის, გარდა გამოსყიდვისა და განწმედისა კრავის სისხლის მეშვეობით. იესოს სიკვდილი და აღდგომა - დიდებული სასწაულია; მან თქვა, რომ ის მოკვდებოდა იმისთვის, რათა ეცოცხლა. ის არავის აიძულებდა და სთავაზობდა თავის თავს, არამედ მისცა არჩევანი იმიტომ, რომ სურდა ცოდვილების გადარჩენა. ის არის ჭეშმარიტი სიყვარული. მამამ მას ქვეყნიერების გადარჩენა ანდო, და ძალაუფლება, რათა თავისი სიცოცხლე უკან მიეღო. ვერავინ შეძლებდა შეეცვალა ქრისტეს ჯვარზე გამარჯვება. ეშმაკი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ ამის გაკეთებას, მაგრამ მათი ბოროტი გეგმა არ აგამართლდა ქრისტეს დიდებული სიყვარულის წინაშე. მის სიყვარულში არც კაიფა და არ პილატე არ იყო დამნაშავე, არც ვინმე სხვა, ვინც მისი სიკვდილი დაუშვა. მან თავად გადაწყვიტა სიკვდილი. ის არ გაექცა იმ მგელს, რომელიც მას უახლოვდებოდა, არამედ მან თავი შემოგვთავაზა ჩვენი გადარჩენისთვის. ეს იყო ღმერთის სრულყოფილი სურვილი. იესომ ჯვარზე გაიმარჯვა ზეცისა და მიწის შორის კონფილქტზე. იმ დღიდან მის სამწყსოზე არის ბეჭედი, რომელიც გამყარებულია კრავის სისხლით. იესოს მივყავართ საკუთარი დიდებისკენ კრიზიებისა და ტანჯვების მეშვეობით.

იოანე 10:19-21
19 ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. 20 ბევრი მათგანი ამბობდა: "ეშმაკეულია და შეშლილი, რად უსმენთ მას?” 21 სხვები ამბობდნენ: "ეს ეშმაკეულის სიტყვები არ არის; განა შეუძლია ეშმაკს, ბრმას თვალი აუხილოს?”

ჯაშუშები, რომლებიც იუდეველი ლიდერების გამოგზავნილები იყვნენ, გაცობდნენ იმის მოსმენისგან, რომ იესო იუდეველების მმართველებს ქურ.ებსა და ეშმაკის აგენტებს უწოდებდა; გარდა ამისა ის თავის თავს კეთილ მწყემს უწოდებდა და განსაკუთრებულად ყველა ერის მწყემსს - კითხვა, რომელიც იუდეველებისთვის გაუგებარი იყო. ისინი ტავს რჩეულ ერად მიიჩნევდნენ. იესო სისინი შეპყრობილ ეშმაკეულს ეძახდნენ, გიჟი ეგონათ და ზურგს აქცევდნენ მას. იქ მყოფი უმრავლესობა დაეთანხმა ამას. ხალხი იესოს წინააღმდეგ ენწყობოდა, რადგან სწავლება ზეცის შესახებ დიდი იყო ვიდრე მათი გაგება. მაგრამ ზოგიერთი მისი მომსმენი, ღიად ამოწმებდნენ, რომ ქრისტეს სიტყვებში ისინი ღმერთის ხმას იგებენ. მისი სიტყვები არ იყო უბრალო, არამედ სავსე იყო ძალითა და ხელოვნებით. მან ბრმას ცოდვები აპატია. მაგრამ მტრული განწყობა იესოს მიმართ იზრდებოდა ხალხს შორის, მაგრამ მისმა სიყვარულმა მაინც მოახერხა რამოდენიმეს გულის მოგება. იესოს ყოველთვის სულში დაყავს თავისი სამწყსო და ნელ-ნელა უახლოვდება მიზანს.

ლოცვა: უფალო იესი, ჩვენო მწყემსო, შენ არ უკუგვაგდე ჩვენ, ჯიუტი ცხვრები, არამედ ზრუნავს ჩვენზე მანამ სანამ არ შეგვიძენ. და მადლობა, რომ ჩვენ გამო სიცოცხლე დათმე. გვაპატიე ცოდვები. მადლობა შემეცნების სულისთვის, რისი წყალობითაც შეგვიძლია გაგიცნოთ ისევე, როგორც შენ იცნობ მამას. შენ სახელებით გვიცნობ და არ გავიწყდებით. ამოარჩიე ხალხებიდან ისინი, ვინც მოგისმენენ და გააერთიანე ისინი. დაიცავი ისინი მჭამელი მგლისგან.

კითხვა:

  1. როგორ ხდება იესო კეთილი მწემსი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:47 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)