Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 066 (Sheep hear the voice of the true shepherd; Jesus is the authentic door)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
3. იესო - კეთილი მწყემსია (იოანე 10:1–39)

ა) ცხვრები ისმენენ თავისი მწყემსის ხმას (იოანე 10:1-6)


მე 7 და მე 8 თავებში იესო თავის მოწინააღმდეგეებს მიუთითებს მათ ჭეშმარიტ მდგომარეობაზე, შემდეგ მე 9 თავში - თავიანთ სიცრუეზე და სიბრმავეზე ღმერთის და მისი ძის შესაცნობად. შემდეგ თავებშ ის მოუწოდებს ტავის მიმდევრებს მას გამოყვნენ და არა უცხო ლიდერებს. ის - კეთილი მწყემწია, ერთადერთი კარი, რომელიც ღმერთამდე მიდის.

იოანე 10:1-6
1 "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, "ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში, არამედ სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი. 2 ხოლო, ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია. 3 მეკარე უღებს მას და ცხვარი ისმენს მის ხმას, იგი სახელებით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. 4 თავისებს რომ გამოიყვანს, წინ გაუძღვება და ცხვარიც მიჰყვება, რადგან იცნობს მის ხმას. 5 უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოს ხმას არ იცნობს”. 6 ეს იგავი უთხრა მათ იესომ; მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.

ზოგიერთ დასახლებაში, ქრისტიანები ცხვრებს დიდ საცვხრო ადგილებში ამყოფებენ და ღამე იცავენ მათ. დილით მათთან მიდის მწყემსი და ეძახის. მცველები მას უღებენ კარს და ის სათითაოდ კი არ ყრის ცხვრებს იქიდან, არამედ ეძახის მათ მათთვის გასაგები და ნაცნობი ხმით. ცხვრები ერთ ხმას მეორესაგან არჩევენ და მხოლოდ თავიანთ მწყემსს მიყვებიან. მწყემსა გარეგნობაც რომ შეიცვალოს და შესახედავად გარდაიქმნას, ისინი მაინც თავის მწყემსს გაყვებიან. და პიქირით, სხვა მწყემსმა, რომ ჩაიცვას იგივე ტანისამოსი, რაც მათ მწყემსს აცვია, ისინი ადგილიდან მაინც არ დაიძვრებიან. ცხვრები მხოლოდ თავისი მწყემსის ხმას მიყვებიან. მას ისინი მწვანე მდელოებსა და ხასხასა წყალტან მიყავს. მისი ცხვრები მიყვებიან მას და არავინ ჩამორჩება მათ: ისინი სრულიად ენდობიან საკუთარ უფროსს.

იესომ ეს მაგალითი გამოიყენა, რათა აეხსნა მათთვის, რომ მისი ხმის მოსმენის სურვილით გაჟღენთილი ადამიანი არის მწყემსი, ღმერთისგან გამოგზავნილი. ის არ მივიდა ძველი აღთქმის ხალხთან იმისთვის, რომ რაიმე წაართვას ა მოპაროს მათ, არამედ ამოირჩიოს ზოგნი და მოუწოდოს მათ. მან იხსნაისინი და მუდმივად აძლევს მას სულიერ საკვებს. სხვა „მწყემსები“ კი მძარცველებ გვანან, რომლებიც ცხვრის ფარასთან მგლებივით მოიპარებიან. ვინაიდან მატყუარები არიან, ისინი იტაცებენ ცხვრებს და ჭამენ მათ. ისინი ფარას კი არ ეხმარებიან, არამედ თავისთვის ცხოვრობენ. მწყემსებს და მსახურებს ეკლესიაში, არასტაბილურ ხალხს, ვინც ღმერთისგან არ არიან მოწოდებულები, უფალი ეძახის სწორედაც, რომ მძარცველებს. ისინი ხალხს მეტად ვნებენ, ვიდრე ეხმარებიან.

იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ჭეშმარიტი მიმდევრები შორს დაიწერენ თავს უცხო მწყემსებისგან, რადგან მათში საფრთხეს იგრძნობენ. ასე მან აღძრა მათი გული, რომ ღმერთის დაპირებებს მიენდნონ, რომ ის თავად იზრუნებს თავის ფარაზე, როგორცაა აღწერილი 22-ე ფსალმუნშ.

ხალხი ვერ მიხვდა მის ნათქვამს სიტყვებს, ისევ როგორც ვერ მიხვდნენ, რომ მათი „მწყემსები“ იყვნენ ბოროტები და არასწორები (იერემია 2:8; 10:21; ეზეკიელი 3:1-10; ზაქარია 11:4-6). ამისდმაიუხედავად ღმერთს სურდა, რომ მათი კეთილი მწყემსი გამხდარიყო, რათა დაიცვას საკუტარი ხალხი და გამოგზავნოს მათთან ჭეშმარიტი მწყემსები, როგორებიც იყვნენ მოსე და დავითი.

ბიბლიაში ეს მეტაფორებია გამოყენებული „მწყემსი“ და „ცხვარი“, „ღვთის კრავი“, „სისხლით გამოსყიდვა“. ყველა ეს სიტყვა გამოხატავს სოფლის მეურნეობის ცხოვრებას. ასევე ღმერთი თავის ძეში უწოდებს საკუტარ თავს კეთილ მწყემსს, რაც უფრო მეტად მიგვანიშნებს მის უსაზღვრო მზრუნველობაზე.


ბ) იესო - კარებია (იოანე 10:7-10)


იოანე 10:7-10
7 კვლავ უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, მე ვარ კარი ცხვრისთვის. 8 ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ავაზაკი, და არ მოუსმინა მათ ცხვარმა. 9 მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, გადარჩება. შევა, გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10 ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.

იესო საკუთარ თავს კარებს უწოდებს, რომელსაც ღმერთის ფარასთან მივყავართ. შეუძლებელია ურთიერთობა გამოსყიდულებთან ეკლესიაში, ქრისტე გარეშე. ის ვინც ცდილობს შექმნას რელიგია ქრისტეს გარეშე, ქურდს ჰგავს, რომელიც ღმერთის ცხვრებს გონებას ურევს. სულიწმიდას ყოველგვარი გადახრების გარეშე მივყავართ მჭიდრო კარებთან, რომელიც იესოა. ყოველი ვინც არ შედის ამ კარებიდან, არ ჭამს მის ხორცს და არ სვამს მის სისხლს და არ აქვს უფლება ემსახუროს ღმერთის შვილებს. ჩვენ უნდა უარვყოთ თვითკმაყოფილებადა შევუერთდეთ ქრისტეს სამწყსოს; მაშნ მისი ფარის ნაწილი გავხდებით. ყველა ცნობილი ადამიანი ვინც ცხოვრობდა ქრისტემდე და მის მერე მისი წმიდა სულის გარეშე, არიან ქურდები, ვისაც სიცრუეში შევყავართ. იესო ამბობს, რომ ყველა ფისოფოსი და იდეოლოგები, ნაციონალური ლიდერი- მძარცველია, თუ მათ არ სწამთ ქრისტესი და არ ემორჩილებიან მას; ისინი ხრწნიან ხალხ თავიანთი სწავლებებით და ტრადიციებით. მაგრამ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები, ვინც ქრისტეს სულს ეჭიდებოდნენ და ელოდებოდნენ მის მოსვლას, ჰქონდათ გატეხილი გულები, ღმერთთან ქრისტეს კარების მეშვეობით. იესომ მოამზადა ისინი და გააგზავნა ისინი სწორ ადგილას სამსახურებლად, თავიანთ ფარაში. არავის შეუძლია ქრისტეს სამწყსსოში შესვლა სანამ საკუთარი თავისთვის არ მოკვდება და არ მიმართავს იესოს გადარჩენისთვის. იესო თავის მორჩილ ცხვრებს აქცევს მეფეებად და მღვდლებად. ჭეშმარიტი მწყემსი ამ კარების მეშვეობით გამოდის ქვეყნიერებაზე, რატა ხალხს გადარჩენის უწყება მიუტანოს. შემდეგ ბრუნდება მათთან ქრისტეს სხეულში, რათა ისინი მასში დარჩენ, და იესო კი მათში. ასეთი მწყემსები არ მიიჩნევენ, რომ თავის ფარაზე მეტნი არიან რაიმეთი, რადგან აცნობიერებნ რა, რომ ყველა ქრისტესანი არიან. ყველა, ვინც წყალობაშია, პოულობს თავის უფალში მშვიდობის სისავსეს და მის შეცნობას. მორჩილი გული, იესოში ულევ საძოვარს პოულობს. იესო ოთხჯერ იცავს საკუთარ სამწყსოს მღვდლებისგან, რომლებიც საკუთარ დიდებას და სხვების გაუკუღმართებას ეძებდნენ.

ამავდროულად იესო ეძახის თავისტან ყველას, რათა მისცეს სიცოცხლე სიკეთესა და მშვიდობაში და ხდის ადამიანს სხვების კურთხევად. ქრისტეს მომსვლელი კეთილის მქმნელი ხდება, რომელიც სხვებისთვის სარგებლიანია. მწყემსები არ ცხოვრობენ საკუთარი თავისთვის, არამედ მსხვერპლად იღებენ თავის დღეებს და მთლიანობაში საკუთარ ცხოვრებას სამსწყსოსთვის. ღმერთის სული არ გვაძლევს ზეციურ ცხოვრებას მხოლოდ ჩვენი გადარჩენისთვის, არამედ გვაყენებს მსახურებად და მწყემსებად, რათა ჩვენი მორჩილებითა და სიყვარულით ვემსახუროთ სხვებს. სიყვარულის ზრდასთან ერთად იმატებს წყაროც. არაფერია იმაზე, კარგი ვიდრე ემსახურო ქრისტეს! ამის შემდეგი სიტყვებით გამოხატვა შეიძლება, „მაშინ მათი სიცოცხლე მეტად კურთხეული იქნება“!

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობა იმისთვის, რომ ხარ კარები, რომელსაც ღმერთთან მივყავართ. ჩვენ გადიდებთ შენ იმიტომ, რომ შენ მოგვიწოდე შენთან ურთიერთობისთვის, რათა შემდგომ ჩვენ ვემსახუროთ ღმერთს და ადამიანებს. დაგვეხმარე, რომ დავიმორჩილოთ ჩვენი თავი და ვიპოვოთ წეშმარიტი სიცოცხლე. გაგვხადე ხალხის სულების შესაძენად მზად, შენი სულიწმიდის დახმარებით, ვიოთ ყველასთვის კურთხევა.

კითხვა:

  1. როგორ კურთხევებს აძლევს იესო თავის სამწყსოს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:47 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)