Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 059 (The devil, murderer and liar)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

ვ) ეშმაკი - მატყუარა და მკვლელია (იოანე 8:37-47)


იოანე 8:37-39
37 ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 38 მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”. 39 უთხრეს: "ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: "თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.

იუდეველები თავს მიაკუთვნებდნენ აბრაამის თესლს და ამის მეშვეობით, ვინაიდან ჰქონდათ მასტან უშუალო კავშირი, როგორც რწმენის მამასთან,მათ ღვთის აღთქმები მემკვიდრეობით მიიღეს, როგორც მისმა ერმა.

იესო არ უარყოფდა მათ ამ პრივილეგიებს, მაგრამ განაწყენებული იყო იმითი, რომ მათ სული არ ჰქონდათ, რომელიც ჰქონდა აბარაამს. ეს მას ეხმარებოდა, რომ უფრო მეტად მოესმინა ღმერთის ხმა და დაეცვა მისი სიტყვები. მაგრამ ხალხმა გული დაკეტა იესოს სიტყვების მისაღებად. ხალხი ისეთივე ურწმუნო რჩებოდა.

ქრისტეს სიტყვებმა საჭირო ნაყოფი ვერ გამოიღო ხალხაში, პირიქით, გაუცხოება და სიძულვილი გამოიწვია. თუმცაღა მის მოკვლას მხოლოდ მცირედი განიზრახავდა. მაგრამ იესო ხედავდა მათ გულის ზრახვებს და იცოდა, რომ სიკვდილს წინ სიძულვილი უძღვოდა. ისინი ხომ ძალიან მალე დაიწყებენ ყვირილს „გააკარით ის, გააკარით“ (მათე 2:21-23; იოანე 19:15).

აბრაამს ესმოდა ღმერთის ხმა და დაუყოვნებლივ ემორჩილებოდა მას. კიდევ უფრო გასაოცარი ისაა, რომ იესო არა მხოლოდ ისმენდა მამის ხმას, არამედ ხედავდა მის საქმეებსა და დიდებას. მისი გამოცხადება სრულყოფილი იყო, ეს ხომ მამასთან უწყვეტი კავშირის საფუძველზე იყო. იესო - სულია ღმერთის სულისგან და სიყვარული მისი სიყვარულისგან.

მაგრამ იუდეველები ვერ იტანდნენ ძეს, და ეს ამტკიცებდა იმას, რომ არ სწამდათ ჭეშმარიტი ღმერთის. მათი აზროვნება ზეციერი მამისგან არ იყო. ამიტომაც იესომ უბიძგა მათ, რომ სიტყვა „მამა“ -ს განმარტებაზე დაფიქრებულიყვნენ. ის აბრაამი არ იყო, და არც უნდა ყოფილიყო.

იოანე 8:40-41
40 ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, ღმერთისგან რომ მოვისმინე. აბრაჰამს ასეთი რამ არ გაუკეთებია. 41 თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს - ღმერთი”.

იუდეველებს არ მოსწონდათ, როცა იესოს უსმენდნენ, ის მათ ადანაშაულებდა იმაში, რომ აბრაამის სულს არ შეესაბამებოდნენ. საპირისპიროს დაჯერებით ჩამოყალიბდა მათი რწმენა და ისინი ამაყობდნენ ამით. როგორ შეძლო და გაბედაიესომ მათი ისტორიული კავშირი აბრაამთან კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა და უფრო მეტიც, გაენულებინა?!

იესომ ასევე აღნიშნა, რომ აბრაამის საქმეები იყო მისი ღმერთისადმი რწმენის შედეგი, როდესაც მან გამოიჩინა მორჩილება და დატოვა საკუთარი მიწა. მისი ერთგულება და მსხვერპლიანობა გამოჩნდა მაშინ, როდესაც ის მზად იყო შეეწირა საკუთარი შვილი ისააკი ღმერთისთვის და მორჩილება გამოავლინა მისი ძმისშვილის, ლოტის მიმართ. მაგრამ იუდეველებმა სიჯიუტე, შეწუხება და ურწმუნოება გამოავლინეს. მათი სული ეწინააღმდეგებოდა ქრისტეს სულ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც იესოში იყო და ვერ ისმენდნენ ღმერთის ხმას, რომელიც იესოსგან ლაპარაკობდა. იესო არ მოსულა, როგორ ეკუთვნის ღმერთის ძეს - ანგელოზებით გარშემორტყმული თავის დიდებაში, არამედ როგორც უბრალო ადამიანი, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საკუთარი სიტყვებით ადამიანებზე. ის არ აიძულებდა ვინმეს სახარების მიღებას. მან ქვეყნიერებას ღმერთის სახელი განუცხადა, მისი სიყვარული და წყალობა. მათ კი უარყვეს ეს კეთილი უწყება და მის მოკვლზე ფიქრობდნენ. ეს ეღინააღმდეგებოდა აბრაამის ღირსებას და საქმეებს: ის უსმენდა ღმერთს, მისი მორჩილი იყო, ცხოვრობდა და მოქმედებდა ღმერთის გამოცხადებების მიხედვით.

იოანე 8:42-43
42 უთხრა მათ იესომ: "ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 43 რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.

იესომ დაუმტკიცა იუდეველებს, რომ აბრაამი არ იყო მათი მამა. ის მათ, თავიანთ ნამდვილ მამაზე ელაპარაკებოდა, ვისაც მიყვებოდნენ ისინი. როგორიც იყო ის, ისეთები იყვნენ ესენიც.

იუდეველებს ეგონათ, რომ იესომ საკუთარი თავი გამოყო მათგან. მათ უპასუხეს, რომ მრუშების შვილები არ იყვნენ, როგორც მოაბელები და ამონელები (19:36-38) ან შერეული ერი, როგორიც სამარიელები იყვნენ, რამდენადაც განაცხადეს, რომ მათი ღმერთი მამაა და ეყრდნობოდნენ ამ ადგილს (დაბადება 4:22 და მეორე რუჯილი 32:6 ასევე ესაია 63:16). როდესაც იესომ თქვა, რომ ღმერთი მისი მამა იყო, მათ უპასუხეს იმით, რომ წერილის თანახმად ის მათი მამაც იყო. ეს მათი რწმენის დოქტრინა იყო. ამის გამო იტანჯნენ და იბრძოდნენ. მაგრამ მათი მოწმობა არ იყო სწორი.

იესომ რამდენჯერმე იმის დემოსნტრირება მოახდინა, რომ ცდებოდნენ. მან უთხრა: “ღმერთი თქვენი მამა, რომ ყოფილიყო, თქვენ შემიყვარებდით მე იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია და არა სიძულვილი“. მას უყვარს თავისი ძე, რომელიც მამისგან მოვიდა და აგრძელებს/არის მისი განსახიერება.„ იესო ყოველთვის მამაზე დამოკიდებული იყო და ამაში მარჯვე იყო, როგორც ერთგული მოციქული.

შემდგომ იესომ კითხვა ბრბოს: „რატომ არ შეგიძლიათ გამიგოთ? მე ხომ უცხო ენაზე არ ვლაპარაკობ, არამედ ისე გთავაზობთ ჩემ სულს, მარტივი სიტყვებით, რომ ჩვილიც მიხვდება“. და მან თავად უპასუხა ამ კითხვას, უტხრა თავის მტრებ: „თქვენ არ გესმით; არ ხართ თავისუფლები, მონები ხართ; თქვენ სულიერება დაკარგეთ. თითქოს დაყრუვდით და ამიტომაც არ შეგიძლიათ მოისმინოთ ძახილი“.

ძვირფასო ძმაო, გესმის თუ არა შენ გულში ღმერთის სიტყვა? გესმის თუ არა მისი ხმა, რომელსაც სურს, რომ გაგწმიდოს და განაახლოს შენი სული? თუ ამაყი და ყრუ ხარ იმიტომ, რომ სხვა სული მართავს შენ გულს? იბრძვი თუ არა ღმერთისთვის სახარების ძალით თუ შენში ბოროტი სული ცხოვრობს, და მას მიყვები?

კითხვა:

  1. როგორ დაუმტკიცა იესომ იუდეველებს, რომ ისინი არ იყვნენ აბრაამის შვილები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:41 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)