Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 043 (Jesus offers people the choice)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ბ - იესო - სიცოცხლის პურია (იოანე 6:1-71)

4. იესო ხალხს არჩევანის წინაშე აყენებს: მიიღონ ის თუ უარყონ (იოანე 6:22-59)


იოანე 6:34-35
34 მაშინ უთხრეს: "უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური”. 35 უთხრა მათ იესომ: "მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.

იესომ თავის მსმენელში ღმერთისადმი შიმშილი გამოაღვიძა და გაანთავისუფლა ისინი მოვალეობების შესრულებისგან, რომლის მეშვეობითაც იღებდნენ ამ სულიერ საკვებს. მან მისცა მათ გადარჩენის სურვილი, ამზადებდა ამ ნიჭის მისაღებად და გამოაცხადა იესოს რწმენის მნიშვნელოვნება.

იქ შემოკრებილი ხალხი იესოს ნათქვამს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურნენ: „შენ ხარ ღვთიური პურის მომწოდებელი, მოგვეცი ეს უნიკალური ნიჭი ყოველთვის, რათა განვთავისუფლდეთ ამ შრომისგან. ჩვენ შენ გენდობით, აგვავსე შენი მარადიული სიცოცხლით, მოგვეცი შენი ძალისამებრ“. ისინი ჯერ კიდევ მიწიურ პურზე ფიქრობდნენ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ გაიგეს უფლის უნიკალური ნიჭის შესახებ.

იესო არ უკუაგდებს მასთან მოსულს. მან ახსნა, რომ დასაწყისიდანვე იყო ქვეყნიერებისთვის ღვთის პური, და არა მარტო ის, ვინც მათ ათბობს და აპურებს. საკუთარ პიროვნებაში მან გამოარჩია საუკუნო სიცოცხლის მიღების შესაძლბებლობა. მან თქვა: „ჩემ გარეშე ვერ იპოვით მარადიულ და საუკუნო სიცოცხლეს. მე ვარ ნიჭი და საჩუქარი ღმერთისგან, თქვნთვის. ჩემ გარეშე თქვენ სიკვდილისთვის ხართ განწირულნი. როგორც პური გაძლევთ ძალას სიცოცხლისთვის, ასევე მსურს მოვიდე თქვენთან და ავაღორძინო თქვენში სული, რომელი სულითაც უნდა იცხოვროთ შემდგომ. ჩემ გარეშე არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. მე ყოველ დღე გჭირდებით. მე თქვენ საკუთარ თავს გაძლევთ, და სანაცვლოდ არაფერს ვითხოვ. თქვენ არაფრის გადახდა არ გჭირდებათ ამ საჩუქრისთვის. უბრალოდ მომეცით ნება, რომ შემოვიდე თქვენ გულში“.

ძმაო, შენ გჭირდება იესო! უბრალოდ მისის იტყვის კითხვა და მისი ჩაწვდომა არ არის საკმარისი. თქვენ თავად ის გჭირდებათ. ის ისევე აუცილებელია თქვენთვის, როგორც ყოველდღიური საკმები და წყალი. მისი მიღება თუ უარყოფა - მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

თქვენ იკითავთ, როგორ შეუძლია მას შემოვიდეს ჩემში? ის გპასუხობს: „მიეცი შენ გულს ნება მოვწყურდე, მომიახლოვდეს და მადლიერებით მიმიღოს მე, მერწმუნოს“. იესოს გულში მიღება რწმენის მეშვეობით ხდება. ემადლიერეთ იესოს იმისთვის, რომ ის - ღვთის საჩუქარია, და ეს საჩუქარი სრულიად უფასოა; სიხარულით განადიდიეს ის, რადგან ის მზადაა დარჩეს თქვენთან. ის მოვა, თუ თქვენ თხოვთ ამის შესახებ. სთოხვეთ, რომ საუკუნოდ დარჩეს თქვენში. მაშინ „იმისთვის, რომ მიმიღე, მე მივცხოვრებ შენში და მოვკლავ სიცოცხლის წყურვილს. ნუღა იქნები დაკავებული მოსფლიო რელიგიების გარჩევით, მათი ფილოსოფიით, რათა გაარკვიო რომელია მათგან ჭეშმარიტი. ნუ მიმართავ ყველა ჭაობს, რათა იქიდან დალიო. მე შენ ცხოვრებას ძალით, აზრით და მშიდობით ავავსებ“, თქვა იესომ.

იოანე 6:36-40
36 მაგრამ ხომ გითხარით, კიდეც მიხილავთ, მაგრამ არ მირწმუნებთ. 37 ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა; ხოლო ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ. 38 რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. 39 ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ის არის, რომ რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. 40 ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს”.

იესომ საკუთარი წყალობისამებრ მისცა გალილეველებს პური. ეს მოწმობს მის უსაზღვრო ძალაუფლებაზე. მაგრამ ამან ვერ მოიყვანა ისინი მის რწმენასთან. ისინი ჯერ კიდევ ეჭვობდნენ. ისინი მიდიოდნენ იესოსთან, როგორც პურის უფალთან, მაგრამ ეჭვოდბნენ მინდობას, როგორც პიროვნებისთვის. ამიტომაც არ მიიღეს მათ ის.

იესომ მათ განსხვვაება დაანახა თავის თავსა და მათ შორის, როგორ იერუსალიმში. მაგრამ მაინც რატომ არ ენდობო უმეტესობა? უცნაურად ჟღერს, მაგრამ იესომ არ დაადანაშაული ისინი სიტყვებით: „ეს თქვენი ბრალია“. მან მამა აჩვენა მათ და უთხრა, რომ რწმენა ეს ღმერთის საქმეებია.

იესო არ უნდა ვინმე ტყუილით ან სხვა არგუმენტის მეშვეობით დაიმორჩილოს. ღმერთს მასთან ცოდვილები მოჰყავს იმიტომ, რომ იცის ყველა ადამიანის შესახებ სიმართლე და მის მზადყოფნას ხედავს მონანიებისთვის. მხოლოდ სულით მართულები ეწებებიან იესოს. ქრისტე არ უარყვეს არც მატყუარებმა, არც მრუშებმა ან სხვა ცოდვილებმა, ისინი ხომ მასთან მოსანანიებლად მიდიოდნენ. არც მან უარყო ვინმე, ვინც მიუახლოვდა, მტრებიც კი. მან წყალობა გამოიჩნა მათდამი და საკუთარი გადარჩენა უსაჩუქრა.

იესო არ ცხოვრობდა საკუთარი თავისთვის. მას არ დაუგეგმავს საკუთარი ცხოვრება სურვილების მიხედვით, არამედ მოვიდა დედამიწაზე, რათა მამის ნება აღესრულებინა. იესოს სიყვარული შერწყმული იყო გადარჩენისთვის მწყურვალი ხალხის გადარჩენა და მასზე მინდობილების მფარველობა. დიდია მისი გულუხვობა და გადამრჩენი ძალა. ვერც სიკვდილი, ვერც ბოროტი ვერ წაგლეჯს მას ხელიდან მათ, ვინც მასთან არიან. თავისი წყალობით, გასამართლების დღეს ის აღადგენს თავის მიმდევრებს საუკუნო მეფობისთვის.

იცით თუარა ღმერთის ნება თქვენ თავზე? ღმერთს უნდა, რომ შეხედოთ მის ძეს, შეიცნოთ და მიენდოთ. იესო, სულიწმიდისგან შობილი, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე იყო. მას უნდოდა, რომ გაჰყოლოდით, მხსნელს, ყველა გაყოლოდა ვისაც მისი სწამდა ან რაიმე სხვა კავშირი ჰქონდა მასთან. მაშინ ღმერთის მიზანი თქვენთან მიმართებაში თითქმის შესრულული იქნება. მორწმუნე საუკუნო სიცოცხლეს იღებს სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც შედის მის მოკვდავ სხეულში. თქვენი რწმენა იესოსადმი ამტკიცებს თქვენში საუკუნო სიცოცხლეს, სიცოცხლეს, რომელიც სავსეა სიყვარულით, სიხარულით, მშვიდობით და სილამაზით. ღმერთის სიცოცხლეს თქვენში საზღვრები აღარ აქვს, ის უსასრულოა. მისი შრომა დამთავრდება მაშინ, როდესაც იესო მკვდრეთით აღგადგენთ. ეს არის უდიდესი იმედი ყველა მისი ძის მორწმუნის. აღდგომისთანავე ისინი დაინახავენ მასშ მანათობელ მზეს და თუ როგორია ის.

ლოცვა: ჩვენ გაქებთ შენ, მამაო, ძეო და სულოწმიდაო. შენ არ ხარ ჩვენგან შორს. შენ მაშინ მოხვედი ჩვენთან, როდესაც ბრბო გავიწროებდა. შენ გაგვინათე გონება, რატა შეგვეძო დაგვენახე, როგორც ჭეშმარიტი პური. მადლობას გიხდით, რო არ უარგვყავი. შენ დაანაყრე ჩვენი მოშიებული სულები და აღგვადგენ მარადიული ნეტარებისა და სიხარულისთვის.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს „პური სიცოცხლის“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:28 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)