Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 044 (Jesus offers people the choice)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ბ - იესო - სიცოცხლის პურია (იოანე 6:1-71)

4. იესო ხალხს არჩევანის წინაშე აყენებს: მიიღონ ის თუ უარყონ (იოანე 6:22-59)


იოანე 6:41-42
41 დრტვინავდნენ იუდევლები მის გამო, რადგან თქვა: "მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული”. 42 ამბობდნენ: "ეს ხომ იესოა, იოსების ძე, ხომ ვიცნობთ მის მამას და მის დედას? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?”

მახარობელი იოანე გალილეველებს იუდეველებს ეძახდა მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ იუდეველები. მათ უარყვეს ქრისტეს სული და არაფრით იყვნენ იმ იუდეველებზე უკეთესები, ვინც ქვეყნის სამხერეთით ცხოვრობდა.

მწიგნობრები არ ღებულობდნენ იესოს საკუთარი კანონების გამო, მათ სჯეროდათ საკუთარი სიმართლის და ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტეს სიყვარულს. გალილეველებს იესოს უბრალო წარმომავლობა იზიდავდა. ისინი იცნობდნენ მის ოჯახს, მამა ისოებს, რომელიც იყო დურგალი, და არა წინასწამრეტყველი. დედამისი მარიამიც დიდად არაფრით გამოირჩეოდა სხვა ქალებისგან, გარდა იმისა რომ ცოტახანში დაქვრივდა (ეს იყო ღვთის რისხვის ნიშანი). ამიტომაც არ იჯერებდნენ გალილეველები, რომ იესო იყო ზეციური პური.

იოანე 6:43-46
43 უთხრა მათ იესომ: "ნუ დრტვინავთ ერთმანეთში. 44 არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. 45 წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის. 46 იმიტომ კი არა, რომ ვინმეს უხილავს მამა, იმის გარდა, ვინც ღმერთისგან არის, მან იხილა მამა.

იესო არ აპირებდა ვინმესთვის მისი სასწაულებრივი დაბადება აეხსნა, ვინც უარყო ის, ისინი ისედაც არ იყვნე მართალნი. ასევე ჩვენც ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია ჩავწვდეთ იესოს, სულიწმიდის გარეშე. ვინც რწმენის მეშვეობით მოდის იესოსთან, მას შეუძლია მისი დიდებული წეშმარიტების შეცნობა.

იესომ აუკრძალა მათ დრტვინვა ღვთიური გამოცხადებების მიმართ. მოწინააღმდეგე სული ღმერთის სამეფოზე ვერაფერს ხვდება. მაგრამ ის ვინც ისმენს მის სიტყვებს და ამ იმედს განიცდის, ის ღმერთის სიყვარულშია.

ღმერთმა თავისი სიყვარულით დაახლოვა ადამიანები იესოსთან, მხსნელთან, აძლევდა მათ ცოდნას და ასწავლიდა ყველას, როგორ ვკითხულობთ იერემია 31:3. ახალ აღთქმაშ არ არის საუბარი ადამიანურ სურვილსა თუ აზრზე, რომელსაც მივყავართ რწმენასთან, არამედ სულიწმიდაზე, რომელიც გვანათლებს და ჩვენში წარმოქმნის სულიერ ცხოვრებას, როთა საბოლოოდ გავაცნობიეროთ ის, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ჭეშმარიტად არის ჩვენი მამა. ის ასწავლის თავის შვილებს და ელაპარაკება მათ. ის ჩვენს გულებში რწმენას წარმოქმნის და თავისკენ მიგვიძღვება სულიწმიდის მეშვეობით. გიგვრძნიათ თუ არა ამ სულის მოქმედება თქვენ ცხოვრებაში? გახსნილი ხართ თუ არა უფლის სიყვარულისთვის?

მამის სული მიგვიძღვის იესოსკენ და გვაახლოებს მასთან. ის იწვევს ჩვენში მის მოთხოვნილებას იქამდე, სანამ ჩვე არ შევხვდებით ქრისტეს, და ჩვენში არ გამოიღვიძებს მისდამი სიყვარული. ის გვღებულობს ისეთებად, როგორებიც ვართ, და არ გვტოვებს ჩვენ, არამედ საუკუნო სიცოცხლის შექმნას ცდილობს ჩვენში, რათა შემდგომ აღდგომის დროს შევძლოთ მამის დიდებაში შესვლა.

რა თქმა უნდა არის განსხვავება იესოსა და აღორძნებულ მორწმუნეს შორის. არავის უნახავს ღმერთი, ძის გარდა. ის მამასთან იყო თავიდანვე და ხედავდა მას. მამა და ძე ერთნი არიან. იესო მამის მახასიათებლებითაა შემოსილი.

იოანე 6:47-50
47 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. 48 მე ვარ პური სიცოცხლისა. 49 თქვენმა მამებმა მანნა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. 50 ეს არის პური, ზეციდან ჩამომავალი, რათა კაცმა შეჭამოს და არ მოკვდეს.

იმის შემდეგ რავ იესომ აღიარა თავისი ერთობა მამასთან და სულიწმიდის მუშაობა მორწმუნეებში, მან კვლავ ახსენა თავისი ყოფის ჭეშმარიტებაზე, რათა მათი ნდობა გამოეწვია. ქრისტე მოკლედ ხსნის ქრისტიანულ პრინციპს: მისი მორწმუნე ცოცხლობს საუკუნოდ. ამ ჭეშმარიტებას სიკვდილიც ვერ ამარცხებს.

იესო - პურია, ღმერთის მიერ გამოგზავნილი დედამიწაზე. ის საკმარისი მთელი სამყაროს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ყოველ დროს, პურს გავს, რომელსაც სულ უფრო და უფრო ემატებოდა, რათა დაეპურებინა 5 ათასი კაცი. მასში ღვთის სისრულე მეფობს. მისგან ჩვენ იმედს, სიხარულს და კურთხევას ვღებულობთ. ერთი სიტყვით ის სთავაზობს სამყაროს ღვთიურ სიყვარულს, თუმცა სამყარო უარყოფს მას.

მანა, რომელიც ზეციდან მოდიოდა უდაბნოში, იყო ღვთის მადლი, მაგრამ მას არ შეეძლო მჭამელების ცხოვრების საუკუნოდ გაგრძელება: ის ადმაიანები მაინც დაიხოცნენ. „სოციალური სახარება“ რომელიც ქველმოქმედებაში ვლინდება, რათა აღმოუჩინოს ხალხს მეცნიერული ან ტექნიკური დახმარება ვერ აღწევს თავის მიზანს ბოლომდე. მას თავის თავში არ აქვს ძალა დაგიხსნას ცოდვისგან და სიკვდილისგან. მაგრამ ვინც ქრისტე ღებულობს არასდროს კვდება. ეს ქრისტეს მიზანია - მოვიდეს და დამკვიდრდეს ჩვენში. მას პირადად უნდა, რომ იცხოვროს ჩვენში, რათა რაიმე უცხო სულმა არ გვმართოს. მას შეუძლია ყოველი ბოროტი სურვილი მოგვაშოროს, წაშალოს ჩვენი შიში და მოგვცეს ძალა უზლურების დროს. ის ღვთის პურია, რომელიც ჩვენთვისაა განკუთვნილი. ჭამეთ და იცოცხლეთ, რათა არ დაიღუპოთ, როგორც სხვა ცოდვილები.

კითხვა:

  1. როგორ უპასუხა იესომ თავისი მიმდევრების დრტვინვას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:29 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)