Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 067 (Love your Enemies and Opponents)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

4. შეიყვარე შენი მტრები და მოწინააღმდეგეები (რომაელები 12:17-21)


რომაელთა 12:17-21
17 არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე. 18 თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. 19 შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი”. 20 ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. 21 არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.

იესომ გაიმარჯვა და სრულიად გააუქმა მცნება ,,თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ“ (გამოსვლა 21:24; ლევიანები 24:19-20; მათე 5:38-42). მან ახალი მცნება მოგვცა გვიყვარდეს მტრები, დავეხმაროთ მათ და ვაკურთხოთ ისინი. ასეთ ისახლით იესომ ძველი აღთქმისეული რჯული გაამარტივა და მიგვიყვანა ზეციურ წესრიგთან ჩვენს სამყაროში.

მოციქული პავლე სულიწმიდით მონახულებული ცდილობდა იესოს დადგენილებების შესრულებას, ეცხოვრა მათით და ესწავლებინა ის ეკლესიაში. თუ ვინმემ მოგატყუა ან ცუდად ილაპარაკა შენზე, ნუ ეცდები მიაღწიოს სამართლიანობას და საკუთარი ღირსების დაცვას, არამედ გადაეცი შენი პრობლემები ღმერთს, ვინაიდან მას ეკუთვნის ყველა ადამიანი და მას ძალუძს აღადგინოს სამართლიანობა და დაიცვას დაჩაგრული. ამოწმე ღმერთის ჭეშმარიტებების შესახებ და ნუ ილაპარაკებ უხეშ სიტყვებს. ესწრაფე მშვიდობას, მსხვერპლად გაიღე შენი დრო და უფლებები. ილოცე, რომ შენში ღმერთის მშვიდობა მეფობდეს და რომ მან მოახდინოს ზეგავლენა მათზე, ვინც გეწინააღმდეგებიან. სიყვარულის უფალს შეუძლია დაარბილოს სასტიკი და გაქვავებული ადამიანის გულიც კი და მისცეს მათ შენს მიმართ კეთილგანწყობა!

შურისძიება აბსოლუტურად დაუშვებელი და აკრძალულია ქრისტიანობაში, ვინაიდან ერთი ღმერთია სამართლიანი, ყოვლისშემძე და წმიდა, რომელმაც იცის ყველა მდგომარეობის შესახებ და მეფობს სიბრძნესა და სიმართლეში (მეორე რჯული 32:35).

იესომ სრულიად აგვიკრძალა სხვების განკითხვა, რადგან ჩვენი ცოდნა მათზე შემოსაზღვრულია. მან გასაგებად თქვა: ,,ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; და რომელი საწყაოთიც მიზღავთ, იმავეთი მოგეზღვებათ. და რას უყურებ შენი ძმის თვალში ბეწვს, საკუთარში კი დირეს ვერ ხედავ? ანდა ეტყვი შენს ძმას: მომე ამოგიჭო თვალიდან ბეწვი, შენსაში კი დირეა? ფარისეველო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე დირე და მაშინ დაინახავ თუ როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან“ (მათე 7:1-5).

მხსნელის ეს სიტყვები სიამაყის სიმაღლეებიდან ძირს გვაცურებს და გვიჩვენებს, რომ არავის აქვს სრულყოფილი უფლებები! ჩვენ ყველა ნაკლით ვართ, ყველა ვცდებით და სწრაფები ვართ ცოდვილის გასამართლებაში, თუმცა თავად არ ვინანიებთ. პავლემ პრაქტიკულად იესოს სიტყვები მტრების სიყვარულის შესახებ განმარტა: როდესაც შენს მტერს არ აქვს ფული კვებისთვის, მაშინ დაეხმარე მას და მშიერი არ დატოვო. და თუ მას სახლში არ აქვს წყალი, შენთან კი წნევით მოდის, მაშინ აავსე რამდენიმე ჭურჭელი და უსასყიდლოდ მიეცი, რათა დაწყურდეს; შენი მტრების სურვილები აღასრულე, როგორც თქვა სოლომონ ბრძენმა: ,,თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია - წყალი დაალევინე, ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ“ (იგავები 25:21-22). ეს სიბრძნე არ არის ახალი ფილოსოფია, არამედ არსებობდა სამიათასი წლის უკან. პრობლემა სიბრძნის არქონაში კი არ არის, არამედ გაჯიუტებულ და ამაყ გულში, რომელსაც არ სურს თავის დახრა, არ პატიობს და არც ღმერთს სთხოვს პატიებას.

პავლეს მივყავართ ზემოთხსენებულის დასკვნასთან: ,,არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.“ (რომაელები 12:21). მას ამითი იმის თქმა უნდოდა, რომ ღრმად არ შეუშვა შენს სულში ბოროტება. თავად არ იყო ბოროტი, არამედ დაამარცხე ის, რომელიც ღიად არის მომართული შენსკენ ქრისტეს სიკეთითა და სიყვარულით! ამ პრინციპში - სახარების საიდუმლოა. ქრისტემ თავის თავზე აიღო ქვეყნიერების ცოდვები და გაიმარჯვა მათზე წმინდა სიყვარულით და მსხვერპლიანი სიკვდილით ჩვენს ნაცვლად. ქრისტე - გამარჯვებულია და მას უნდა, რომ შენც გაგხადოს გამარჯვებული შენს ბოროტებასა და გულქვაობაზე, რათა შეიძინო სულიერი ძალა და შესაძლებლობა გადაიტანო სხვების ბოროტება და გაიმარჯვო მათზე, ლოცვით და სიყვარულით მოთმინებაში!

ლოცვა: უფალო იესო თაყვანს გცემთ შენ, ვინაიდან შენ ხარ ღმერთის სიყვარულის ხორცშესხმა! შენ არავინ აიძულე ძალით მიღო შენი სიყვარული, არ სთხოვდი მათ შენს უფლებებს, ბოროტებით და შურისძიების წყურვილით, არამედ პატიობდი შენს მტრებს და ლოცულობდი მათთვის: ,,აპატიე მათ ვიანაიდან არ იციან რას სჩადიან“. დაე ჩვენც ავივსებით შენი სულიწმიდით და ვიქნებით შენს მსგავსად ჩვენი მტრების მპატიებელნი და დამხმარენი. დაგვეხმარე ვაკურთხებდეთ და ვითმენდეთ მათ!

კითხვა:

  1. როგორ შეგვიძლია ვისწავლოტ ჩვენი მტრების პატიება, ვიყოთ თავისუფალნი მათ მიმართ სიძულვილში და ვაჯობოთ სურვილს, რომ შური ვიძიოთ მათზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:30 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)