Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 066 (We must Learn Brotherly Love)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

3. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ძმური სიყვარული და ვივარჯიშოთ მასში (რომაელები 12:9-16)


რომაელთა 12:9-16
9 სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს. 10 ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს. 11 გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით; სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ. 12 იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში - მდგრადნი. 13 მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას. 14 ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით. 15 მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ. 16 ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში; ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე;

ბერძნულ ენაში არის სხვადასხვაგვარი გაგება სიტყვა „სიყვარული“-სა. სიტყვა „ფილეო“ ნიშნავს ადამიანურ გრძნობებს. სიტყვა „ეროს“ ნიშნავს სექსუალურ სიყვარულს,რომელიც ადამიანის ინსტიქტიდან მოდის და სქესობრივ კავშირს მოიაზრებს. ხოლო სიტყვა „აგაპე“ ნიშნავს ღვთიურ სიყვარულს, რომელიც მზადაა მსხვერპლისთვის ჩვენთვის და მტრებისთვისაც კი! ეს ყველაზე სრულყოფილი და ამაღლებული სიყვარულის მეთოდია, რომელიც დაფუძნებულია მტკიცე გადაწყვეტილებაზე, წრფელ განზრახვებზე და აქტიურ მონაწილეობაზე ღვთიური გამოცხადებების სფეროში.

ამ ღვთიურ სიყვარულში ქრისტემ მოგვცა საკუთარი თავი მსხვერპლად ცოდვილების გადასარჩენად. სწორედ ამ სიყვარულზე რომელიც თითქოსდა თავისთავად არის იესოს მიდევრების ცხოვრებაში, პავლე წერდა: ,,ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ“ (რომაელები 5:5). ღვთიურ სიყვარულში არ არის სიცრუე - ის მართალია და სიბრძნითა და წყალობით გადმოსცემს ჭეშმარიტებას. ბიბლიაში ფარისევლობა უკუგდებულია. გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები ადამიანების წინაშე, რათა ჩვენში არ დარჩეს სიამაყე. ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ ჩვენი სიყვარული ისესოს მიმართ, რადგან მხოლოდ ის ერთი გვანთავისუფლებს თავისი დიდებული მსხვერპლით.

ღმერთის სიყვარული ვერ იტანს ბოროტებას, რის გამოც სინდისი გვაწუხებს და რომელიც ღმერთის სიტყვაში დასახელებულია, როგორც არასუფთა და სიცრუე, უსამართლობა და უპატივცემულობა. სიყვარული ვერ იტანს მსგავსი სახის საქციელებს, არამედ აღგვძრავს სიწმიდისკენ, სიმართლისკენ და სიკეთისკენ.

ღმერთის სიყვარული გვასწავლის გვიყვარდეს ჩვენი და-ძმები უფალში, უდრტვინველად ვიყოთ მათთან და ვიზრუნოთ მათზე. ყველა ჩვენი მსახურება, საქმე და სიტყვა აუცილებლად გულიდან უნდა მოდიოდეს, რათა ადამიანები გრძნობდნენ, რომ ისინი სინამდვილეში გვიყვარს. ეს ასევე ეხება ცოლ-ქმრის ურთიერთ პატივისცემას.

თუ ვინმე ემსახურება სახარებას და მიაქვს ის სიტყვით ან წერილობით ის ამ მსახურებას სულიწმიდის ცეცხლში უნდა ასრულებდეს, ღმერთის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდეს გადახვევის გარეშე, წინააღმდეგობს დროსაც.

თუ ვინმე განიცდის მარცხსს, მან არ უნდა დაკარგოს იმედი ქრისტეს გამარჯვებაზე. ხოლო ვისაც ტანჯვა და მწუხარება აქვს, მას მართებს დამაჯერებლი და მომთმენი ლოცვა - რწმენით ყოფნა და ეჭვის არ დაშვება. უფალი პასუხობს ჩვენს ლოცვებს, რომლებიც სხვებზე და ჩვენზეა.

თუკი ხედავთ თქვენს რწმენაში მყოფ სადარაჯოზე მდგარ ძმებს, უთანაგრძნეთ მათ და დაეხმარეთ, როდესაც ისინი მოვლენ თქვენთან, რომ განადიდონ მამა ღმერთი სიხარულით გახსენით თქვენი სახლის კარები მათთვის. უფალი გაამრავლებს თქვენს პურს, თუ მშიერთ დააპურებთ მისი სახელით, ვინაიდან ის ყველა მის მოყვარულთან არის.

ისიც ვინც სასტიკად გდევნით აკურთხეთ კურთხევის ძალით. არ დაწყევლოთ თქვენი მაწყევარნი, არამედ სთხოვეთ მხსნელს, რათა დაგეხმაროთ, როგორც ოდესღაც დამასკოში მორწმუნეები ლოცულობდნენ სავლეზე, რომელიც მათთან მიდიოდა, რათა წაეყვანა ისინი მონებად იერუსალიმში. მაშინ უფალი დადგა სავლეს წინ და საბოლოოდ დაამარცხა მისი სიამაყე.

როდესაც ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი იესოს კურთხევა რეალური ხდება, მაშინ ყველა სხვა მორწმუნე ხარობს და ღებულობს გამხნევებას რწმენაში, ხედავს რა ქრისტეს გამარჯვებას და მის შედეგებს. და როდესაც ვირაცა ტირის დაღუპული ნათესავებისთვის, მაშინ უნდა გავიზიაროთ მისი მწუხარება და არ მოვერიდოთ ცრემლებს.

შეეცადეთ ეკლესიაში იყოთ როგორც ერთნი - როგორც ღმერთის ოჯახი. პირველრიგში არ იფიქროთ ფულზე, ძალაუფლებაზე ან ამაქვეყნის ნივთებზე, არამედ იცხოვრეთ გაჭირვებულებთან სიახლოვეში, ღარიბებსა და დაკარგულებს მიეცით იმედი, როგორც იესო ცხოვრობდა ახლოს ავადმყოდებთან, შეპყრობილებთან და მკვდრებთანაც კი.

არ იფიქროთ, რომ მეტად ჭკვიანები, განათლებულები ხართ ან დგახართ სხვებზე მაღლა, არამედ სთხოვეთ სამკლის უფალს, რომ ის მოქმედებდეს თქვენს შორის ეკლესიის საკრებულოში: კურნავდეს, უთანაგრძნობდეს, იხსნიდეს და იძლეოდეს აუცილებელ რჩევებს.

არავითარ შემთხვევაში არ იდაოთ! აიტანეთ ერთმანეთი, ვინაიდან უფალი ერთია, გამოსყიდვა ერთია და ვერავინ შეცვლის მის სულს! ისე არ მოიქცეთ თითქოს უკეთესი ხსნის შექმნა შეგეძლოთ. ყველანი ვცხოვრობთ მამის, ძის და მისი სულის სიყვარულის მადლით.

ლოცვა: ზეციერო მამაო მადლობას გიხდით საოცარი ურთიერთობებისთვის შენს ეკლესიაში. შენ გვაძლევ შენს სიყვარულს, მოთმინებასა და სიყვარულს, ივანებ რა ჩვენში შენი სულიწმიდით, რადგან მოვინანიეთ და ვართ მყარები ცოცხალი იესო ქრისტეს რწმენაში. დაგვეხმარე, რომ შენი სიყვარულის მოვალეობები შევასრულოთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით! დარჩი ჩვენში და დაგვიცავი შენს დიდებულ იმედში.

კითხვა:

  1. ღმერთის სიყვარულის, როგორი სახის გამოხატვას თვლი ყველაზე მნიშვნელოვნად და სრულიად აუცილებელს შენს კრებულში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:29 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)