Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 064 (The Sanctification of your Life)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

1. ცხოვრების განწმედა ხდება, ღმერთისთვის თავის სრული მიძღვნის შემდეგ (რომაელები 12:1-2)


რომაელთა 12:2
2 და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

ხვდებოდა რა პავლე, რომ რომაული ეკლესიის წევრებმა არ მიუძღვნეს საკუთარი თავი სრულიად სულში და ჭეშმარიტებაში წმიდა სამებას, მოუწოდა მათ სულიერი ბრძოლისკენ სხვადასხვა ცოდვების წინააღმდეგ.

ეს სულიერი ბრძოლა არ არის გადარჩენის მისაღწევი საშუალება, ვინაიდან ქრისტემ შენ უკვე გადაგარჩინა. ახლა კი ღმერთს უნდა მოავლინოს საკუთარი სამართლიანობა შენი ცხოვრების გაწმენდაში. შემდგომ პავლე ყვება ცხოვრების გაწმენდის აღსაშენებელ გზებზე:

ა) შენ აღარ შეგიძლია უაზროდ იცხოვრო, როგორც სხვა დანარჩენები, რომლებიც მისდევენ პატივს, ფულს, სექსს და სიამოვნებებს, არამედ ახლა ყველა შენს აზრსა და საქციელში უნდა მიბაძო იესოს და მიჰყვე იესოს მოწაფეების ცხოვრების მაგალითს.
ბ) იმისთვის, რომ შეგეძლოს ამ პრინციპებით ცხოვრება, ღმერთი შენი გონების განახლებას ახდენს. შენი მისწრაფება აღარ უნდა იყოს სიამოვნებასა და სიმდიდრეში, არამედ უნდა იფიქრო ღმერთის აზრებით და სწორედ მაშინ მადლის სული განწმენდს შენს გულს და ნებას!
გ) შენთვის აუცილებელია ღმერთის ნების ცოდნა და გაგება, თუ რა უნდა ღმერთს შენგან, რათა მოიქცე მისი ჩანაფიქრის მიხედვით და უარყო ის რასაც უარყოფს იესო. სულიერი სიმწიფის მისაღწევად და ცოდნის მისაღებად შენ დაგჭირდება ბიბლიის რეგულარული კითხვა და ხელმძღვანელობის ძიება, მიმართულებები და რჩევები შენი ზეციერი მამისგან, რათა ნამდვილად იყო ღმერთისთვის მოსაწონი.
დ) პავლემ უბრალოდ თქვა: აკეთე სიკეთე. არა მხოლოდ კეთილზე ილაპარაკე, არამედ კეთილი საქმეები აკეთე: მსხვერპლად გაიღე შენი დრო და ფინანსები, ისწავლე ღმერთისგან ის თუ რა არის კარგი და ცუდი, და ისწავლე შენს ცხოვრებაში განასხვავო კეთილი და ბოროტი. ამოხაპე ბიბლიიდან სიბრძნე და სულიწმიდა გასწავლის ყოველივეს, რაც ღმერთისთვის მოსაწონია.
ე) შენს ცხოვრებაში ესწრაფე სულიერ სრულყოფილებას. ეს პრინციპი არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია საკუთარი თავი სრულყოფილი გახადო, - სწორედ ამიტომ უნდა სთხოვო იესოს, შეასწოროს შენი ნაკლი, რომ ყოველივე რასაც მისთვის აკეთებ, იყოს სრულყოფილი, დროული და ჭეშმარიტი. თუ შენ მას სთხოვ, ის წარმოქმნის ამას შენში, როგორც ერთიანი სულიწმიდის ნიჭს.
ვ) თუ შენ ასე ცხოვრებას დაიწყებ, მაშინ იცხოვრებ ღმერთთან ერთად და ღმერთის სული იმოქმედებს შენს სისუსტეში. მაშნ გახდები ბედნიერი ადამიანი, რომელიც იესოს მადლიერია მისი მსხვერპლისა და გოლგოთის ჯვრისთვის.

ლოცვა: ზეციერო მამაო გვაპატიე თუ ეგოისტები ვიყავით და საკუთარი თავის შენზე მეტად გვიყვარდა. შეცვალე ჩვენი ცხოვრებისეული მიზნები, რათა ჭეშმარიტად სულიერ მსახურებაში ვიცხოვროთ და შენს თაყვანისცემაში იმის გაცნობიერებით, რომ იესომ გვაპატია ყველა ჩვენი ცოდვა ჯვარზე და რომ შენი სულიწმიდა ჩვენი ცხოვრების სიმაგრე გახდა! დაგვეხმარე უფალო გვიყვარდე შენ და სამუდამოდ მოგიძღვნათ საკუთარი თავი!

კითხვა:

  1. იესოს მიყოლის როგორი საფეხურების გამოყოფა შეიძლება, წმიდა ცხოვრებისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:26 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)