Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 063 (The Sanctification of your Life)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

1. ცხოვრების განწმედა ხდება, ღმერთისთვის თავის სრული მიძღვნის შემდეგ (რომაელები 12:1-2)


რომაელთა 12:1
1 ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.

ძველი აღთქმის დროს იუდეველები ღმერთს ემადლიერებოდნენ მისი სიკეთისთვის სხვადასხვაგვარი მსხვერპლებით ტაძარში. მათ მოჰყავდათ თავიანთი ცოდვების გამოსასყიდად მსხვერპლად ცხოველები, რომელთა სიკვდილიც თავიანთ სასჯელს ანაცვლებდა. იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ პავლემ მოუწოდა ქრისტეს მორწმუნეებს, რომლებიც რომში ცხოვრობდნენ და იყვნენ ძველი აღთქმისეული ტომის შტო, რათა მოეტანათ ღმერთისთვის არაშესაწირავები და მსხვერპლები, არამედ საკუთარი თავის და სხეული! ისინი ხო თავიანთ თავს აღარ ეკუთვნოდნენ და მათ მართებდათ სრულიაად მიეძღვნათ საკუთარი ცხოვრება იესო ქრისტესთვის, რათა მხოლოდ მისი ყოფილიყვნენ!

ახლა ყველა ქრისტიანის წინ დგას გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი კითხვა: ,,ეკუთვნი თუ არა საკუთარ თავს, თუ შენი თავი გადაეცი ღმერთს მადლიერებით, გადარჩენისთვის?“

ქრისტიანისთვის საკუთარი თავის მიძღვნა ღმერთისთვის არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ შეწყვიტო სიზარმაცე და დაიწყო შენი სულით, სხეულით, ფულით და ყველაფრით რაც გაგაჩნია, ღმერთის მსახურება. აძლევს რა ადამიანი მსხვერპლად საკუთარ თავს ღმერთს, ის ასევე განიცდის სულიერ ბრძოლას ყოველი ცოდვის წინააღმდეგ თავის სხეულში. სული ეწინააღმდეგება ხორცს, ხოლო ხორცი სულს (გალატელები 5:17). პავლემ საკუთარ თავზე თქვა, თითქოსდა ამ მუხლს მარტავდა: ,, რისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში“ (გალატელები 2:19-20).

მოციქული პავლე სრულიად და სამუდამოდ კრავს თავის ცხოვრებას ქრისტესთან. ის საუბრობს საკუთარ თავზე, როგორც მკვდარზე, მაგრამ სინამდვილეში ის ცხოვრობდა ქრისტეს ცხოვრებით, რომელიც მიიღო სულიწმიდისგან! ზუსტად ასევე გთხოვს მოციქული შენც, რომ მისცე შენი ცხოვრება ღმერთს და მის ძეს; როდესაც შენ გახდები მართალი ღმერთი გაგწმენდს იესო ქრისტეს სისხლით, მისი სული ჩასახლდება შენს სხეულში და შენ გახდები მსხვერპლი ღმერთისთვის - წმინდა და მოსაწონი! ეს ორი საჩუქარი: ქრისტეს სისხლი და მისი სული - არის საუკუნო სიცოცხლე, შენთვის მონიჭებული! გამოეხმაურე ღმერთის უსაზღვრო წყალობას, რომელიც ზეციერი მამისგან არის და დაე ყოველდღე უფრო და უფრო აგავსოს მისმა წმიდა ძალამ!

მოციქული პავლე ეძახის ქრისტიანის სრულ მიძღვნას ,,გონივრულ მსახურებას“ (რომაელები 12:1). რათქმაუნდა, როდესაც ღმერთს ემსახურები გვერდს ვერ აუვლი ქების მხიარულ საგალობლებს, ასევე ლოცვებსა და შუამდგომლობას აქვს თავისი ადგილი და ძალა, მაგრამ უფალი ელოდება შენგან მყარ გადაწყვეტილებას, რომ მიუძღვნი შენს თავს სრულიად და სამუდამოდ მას! ამაშია ,,ისლამის“ ჭეშმარიტი აზრი - მიუძღვნა შენი თავი ქრისტეს სახარებას! ეს ხდება მხოლოდ ერთელ, რის შემდეგაც შენს ცხოვრებაში აღსრულდება ახალი აღთქმა და ამავდროულად შენში საუკუნო სიცოცხლე ჩნდება!

ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენ თაყვანსგცემთ შენ და ვხარობ იმისთვის, რომ გახდი ჩვენი გულმოწყალე მამა ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით! დაგვეხმარე არ დავრჩეთ ეგოისტებად, არამედ საკუთარი თავი დრო და ძალები შენს ძეს მივუძღვნათ და უარვყოთ ყოველი ცოდვა და უწმინდურება! წარმოქმენი ჩვენში შენი სიყვარული, რათა ნამდვილად ვიცხოვროთ შენი მადლის სიუხვეში!

კითხვა:

  1. მიძღვენი თუ არა მხსნელ იესო ქრისტეს საბოლოოდ საკუთარი თავი, თუ ჯერ კიდევ ძველებურად ეგოისტურად ცხოვრობ შენთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)