Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 046 (God’s Plan of Salvation)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 5 - ჩვენი გადარჩენა საუკუნოდ დამტკიცებულია (რომაელები 8:28-39)

1. ღმერთის გეგმა გადარჩენაზე, გვაუწყებს მომავალი დიდიების შესახებ (რომაელები 8:28-30)


რომაელთა 8:28-29
28 ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა. 29 ვინაიდან, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის;

ყველა ვინც იცნობს ღმერთს აცნობიერებს, რომ ის ყოვლისშემძლეა. ქვეყანაზე არაფერი ხდება მისი ცოდნისა და ნების გარეშე. ის ყოვლისმპყრობელია. და ჩვენ ყველას, სხვა რწმენისგან განსხვავებით, არ გვწამს ბედის, ვინაიდან გვჯერა რომ დიდებული ღმერთი - ჩვენი გულმოწყალე მამა, რომელიც გარემოგვიცავს უსაზღვრო ზრუნვით, არასდროს დაგვიშავებს რამეს, არ მიგვაგდებს და არ მიგვატოვებს! ჩვენ ვთხოვთ მას, რომ გაამყაროს ჩვენი რწმენა მის სიყვარულში, რომ ვერავითარმა გლოვამ და დევნამ ვერ შეძლოს ამ ჩვენი რწმენის შერყევა. სწორედ რომ ჩვენი რწმენის გასამყარებლად ღმერთის სიყვარულში, რომელიც მომართულია პირადად ჩვენსკენ, პავლე გვიჩვენებს მტკიცებულებების ჩამონათვალს, რომელიც ჩვენს გადარჩენას ეხება, რათა ეჭვი არ შეგვეპაროს და არ ვიდარდოთ.

ღმერთმა აგირჩია იქამდე სანამ დაიბადებოდი, ვინაიდან იყავი ჩასახული როგორც ღმერთის გულში აზრი! ის ქვეყნიერების შექმნამდე გიცნობდა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის სრულიად გიცნობს - იცის შენი ხასიათი და ყველა შენი განზრახვა! შენი ურთიერთობები ღმერთთან უფრო ღრმაა ვიდრე შენ ფიქრობ. შენ არ ხარ მისთვის უცხო - შენ მისთვის ახლო და კარგად ნაცნობი ხარ! ის გელოდება შენ, როგორც მამა ელოდება უძღები ძის დაბრუნებას; ის განიცდის შენზე მეტად, ვიდრე შენ მასზე!

მარადიულმა ღმერთმა შეგიცნო საუკუნის საწყისიდან და მოგცა დიდებული მიზანი, ვინაიდან თავისი ღვთიური ნების სისავსით წინასწარ განსაზღვრა, რომ შენ გახდები მისი ძე იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელმაც ჯვარზე აიტანა შენი ცოდვები და გაიმარჯვა ცოდვილ სხეულზე! მხოლოდ ღმერთში არის დამტკიცებული შენი რჩეულობა! ყოველი ვინც მტკიცედ ეჭიდება ღმერთთან შერიგებას, არ იმერყევებს საუკუნოდ, ვინაიდან წმიდა ღ მერთი ერთგულია! იცოდე, რომ ღმერთმა შენი ცხოვრებისთვის მიზანი განსაზღვრა, ასევე წინასწარ განსაზღვრა, რომ იქნებოდი ქრისტეს მსგავსი, რომელიც ზის წმიდა მამის ტახტის მარჯვნივ! ღმერთს არ უნდა სხვადასხვა ხატების შვილები, არამედ ყველას ხედავს თავმდაბლობისა და თვინიერების სრულყოფილებაში. ამიტომაც უნდა უარყო საკუთარი თავი, რომ იცხოვრო ისე როგორც ცხოვრობდა ქრისტე, როდესაც დედამიწაზე იყო.

რომაელთა 8:30
30 ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც, და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც; და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც

ღმერთმა აღასრულა თავისი სიყვარულის ჩანაფიქრი და დაგელაპარაკა პირადად შენ. გესმის თუ არა მისი ხმა გულის სიღრმეში? შემოვიდა თუ არა მისი მოწოდება შენი სიამაყის კედლებში? არ დაგავიწყდეს, რომ როდესაც ცოდვილი იყავი მან ამოგირჩია და დაგადგინა, რომ შენ მისი ძე იყო! მან მოგცა მიზანი მკვდარს სიამაყესა და გულისთქმებში, ახალი ცხოვრება, რათა სიწმიდეში იყო, თავშეკავებაში, ერთგულებსა და სიმართლეში! შენ შეგიძლია იცხოვრო წმიდა ცხოვრებით მხოლოდ ღმერთის სიტყვის ძალის მეშვეობით, რომელიც მოქმედებს შენში თუ შენ სისტემატიურად კითხულობ წმიდა სახარებას. მხოლოდ ამ თეთრზე შავად დაწერილი სიტყვებით ღმერთი გელაპარაკება პირდაპირ!

ღმერთმა თავისი სიყვარულის რჩევაში დადო შენი გადარჩენისთვის ისეთი სიმართლის საფუძველი, რომელსაც ვერ შეარყევს ეშმაკის ვერცერთი ბრალდება! სამართლიანმა ღმერთმა გაგამართლა შენ თავისი ძის მსხვერპლიანი სიკვდილით და გაანადგურა ყველა შენი დანაშაულება ერთხელ და სამუდამოდ! ქრისტეს გამართლების წყალობით შენ მართალი ხარ და მისი გამოსყიდვის მეშვეობით ითვლები წმიდა! როდის ეტყვი მადლობას ღმერთს მისი სიყვარულისთვის, რომლითან მან გაკურთხა? და როდის დაიჯერებ მის ხელმძღვანელობას და განადიდებ მის ერთგულ მადლს?

ღმერთმა თავის ძალაში განსაზღვრა შენთვის რაღაც უფრო მეტი! მან მოგცა შენ სულიწმიდის ნაწილი, როგორც პირობა მისი ცხოვრებისა შენში. დღეს შენში დაფარულია ღმერთის არსის დიდება! ქრისტეს სიყვარულის მართალია, წმიდა და მისი მოთმინება მოქმედებს შენში. თავად ღმერთის სული წარმოქმნის შენში მისი კეთილი საქმეების ნაყოფებს, თუ შენ ხარ შენს მხსნელში!

პავლე არ ამბობდა, რომ თითქოსდა ღმერთი განგადიდებს შენ მომავალში, არამედ აღიარა თავისი რწმენა იმაში, რომ ღმერთმა წარსულში უკვე განგადიდა შენ! რადგანაც პავლე დარწმუნებული იყო, რომ იესო - რწმენის ბატონი და შემსრულებელია. ერთულია ის ვინც შენში გადარჩენა აღასრულა; ის გასწავლის შენ გამყარებს და სრულყოფილს გხდის და ეს უშუალოდ მისი დამსახურებაა!

ებრძვი თუ არა ცხოვრებისეულ პრობლემებს? იქნებ შენ შიმშილს ან ავადმყოფობას განიცდი? იქნებ სამსახურს ეძებ? იქნებ ვერ ჩააბარე სკოლაში გამოცდები? ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არ არის. მტავარია, რომ შენთან ღმერთია, მას უყვარხარ და ზრუნავს შენზე, გიცავს შენ და არ ავიწყდები, არამედ აღასრულებს ბოლომდე თავისი სიყვარულის გეგმას! წმიდამ თავად აგირჩია საკუთარ ძედ. ამიტომაც უარყავი საკუთარი თავი, ატარე შენი ჯვარი და მიყევი ღმერთის ძეს ჯვარზე შემდეგ სამარხისკენ, ხოლო მერე - დიდებაში, ვინაიდან ყველაფერი სასიკეთოდ ეწევა ღმერთის მოყვარულს, მის მოწოდებულებს მისსავე ნებით! და შენ გიყვარს ღმერთი? გიყვარს თუ არა ის, ვინც მანამდე შეგიყვარა?

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, სამებაო, ჩვენ თაყვანსგცემთ შენ, ვინაიდან ამოგვირჩიე და დაგვაყენე ქრისტეში, რათა შენი სიყვარულის დიდებაში გავეხვიოთ! ვინ ვართ ჩვენ, რომ შენ აგვირჩიე? გვაპატიე ჩვენი ცოდვები და გახსენი ჩვენი ყურები, რათა გავიგოთ შენი მოწოდება წმიდა სახარებაში და მივიღოთ გამართლება შენი ძის წმიდა სისხლში და რომ განგადიდოთ და ვიმღეროთ შენი ერთგულების შესახებ, გვჯეროდეს შენი ხელმძღანელობის და გთხოვდეთ რომ განგვამტკიცო ბოროტ დღეებში შენი იმედით; რათა არ ვიყოთ მერყევები, არამედ განვიცდიდეთ ჩვენს შიგნით შენი სულის სუფევას, როგორც მომავალი დიდების პირობა!

კითხვა:

  1. რატომ ეწევათ ყველაფერი სასიკეთოდ ღმერთის მოყვარულებს და მისი ნებით მოწოდებულებს?

ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს,
მისი განზრახვით მოწოდებულებს,
ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

(რომაელთა 8:28)

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:38 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)