Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 045 (The Three Unique Groanings)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

8. სამი სახის ტანჯვა (რომაელები 8:18-27)


რომაელთა 8:18-22
18 ვინაიდან, მიმაჩნია, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ. 19 ვინაიდან, ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის შვილთა გამოჩენას. 20 რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით, 21 რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის. 22 ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე;

პავლე არ კმაყოფილდებოდა საკუთარი რწმენითა და სიყვარულით ღმერთისადმი, არამედ ილტვოდა მეტისკენ - ჩვენი იმედის სიმდიდრისკენ ღმერთში! ელოდები თუ არა ღმერთის დიდებას და ცხოვრობ თუ არა ამ მიზნისთვის? ნუ იქნები კმაყოფილი შენს პრობლემებზე ზრუნვით, ღმერთის მიზანი ხომ - მთელი ქვეყნიერების გამოსყიდვაა! ელოდე ღმერთისგან მეტ ნიჭს - შენი ქმნილების განახლებას!

ცხოველებიც იტანჯებიან და ბალახიც ხმება. ვაი იმ ადამიანს, რომელსაც საქონლისთვისაც კი ტკივილი მოაქვს! გინახავს თუ არა, როგორი ამღვრეული თვალები აქვს ცხოველს და როგორი დარდიანი მზერა? ვინაიდან ისინი მოკვდავნი არიან, სიხარულმა დატოვა ისინი და მათში ვლინდება მხოლოდ სიმარტოვისა და გლოვის ნიშნები! ყველა ცხოველი ელოდება ღმერთის შვილების დიდების გამოჩენას ვინაიდან უფლის მოსვლაში ყველა მისი შვილი, ყველა მისი სულისგან შობილი განთავისუფლდება სხეულისა და განსაცდელებისგან და მთელი ქმნილება გადარჩება! იმ დროისთვის ვირი არ იქნება ნაცემი და არც კოღოები დაიკბინებიან ძილში, ვინაიდან ქრისტე შეგვპირდა , რომ მისი მოსვლისას დედამიწაზე ყველა მის წმიდა ანგელოზთან ერთად, მიწაზე სრული მშვიდობა დაივანებს! გწყურია თუ არა ეს?

ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ მისი ბუნება იტანჯება, ვინაიდან ამ დაცემის შემდეგ ყველაფერი რაც მის განკარგულებაში იყო გაქრა. პავლე გვიხსნის ამ ჭეშმარიტებას ადარებს რა ბუნებას ქალის ხატებას, რომელიც მშობიარეობს ტკივილებში სანამ არ დაიბადება ღვთის ძე, ვინაიდან ისიც იტანჯება ჩვენთან და ყველა ცხოველთან ერთად. მას სურს რაც შეიძლება მალე მოვიდეს, რათა ყველა გადარჩეს.

რომაელთა 8:23-25
23 და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულების გამოსყიდვას. 24 ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი, ხილული იმედი კი აღარ არის იმედი; რადგან, თუ ხედავს კაცი, რაღას იმედოვნებს? 25 ხოლო თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.

ღვთის ძეები ჩვენს სამყაროში ტირიან სულიწმიდის ძალის შიგნით; მათ სწყურიათ, რომ მათი გაშვილება აღსრულდეს. ჩვენ უკვე გამოვისყიდეთ რწმენით, მაგრამ ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ ეს. დღეს მხოლოდ ნაწილობრივად ვატარებთ სრულყოფილებას, მაგრამ ველოდებით მთლიან სრულყოფილებას.

მტკიცე იმედი და წინასწარი მადლიერება იმ დიდებისა, რომელიც მოდის - ეს არის ძირითადი ნიშნები ჩვენში სულის ცხოვრებისა. ჩვენ არ გვწყურია ოქრო ან ვერცხლი, არამედ გვინდა დავინახოთ მამა ღმერთი, ძე და სულიწმიდა.

გვსურს თუ არა სინამდვილეში მამის ხილვა? ელოდები თ არა შენს მხსნელ ქრისტესთან ურთიერთობას? დაიმახსოვრე, რომ შენი სხეული დაიწვება ღმერთის შუქის გამოჩენაზე და შენ გახდები საუკუნო სინათლე მის სიმართლეში. აი ასეთი სურვილი აქვთ წმიდებს, ვინაიდან მათი ცხოვრება ღმერთში დაფარული, მალე გამოჩნდება და არა მხოლოდ აავსებს მათ გულებს, არამედ მათ ტანჯულ ავადმყოფ და ხრწნად სხეულებს შეცვლის და გახდის დიდებულს! ჩვენ ყველას გვჭირდება მოთმინება ამ მიწიურ ,,მოსაცდელ ოთახში“, იმიტომ, რომ თანამედრობე ტექნოლოგია და მეცნიერება მიისწრაფის ჩვენი იმედის დაღუპვისკენ და შექმნან მცირე დროის სამოთხე ჩვენს დედამიწაზე! მხოლოდ სულიწმიდა არის პირობა მომავალი დიდებისა!

რომაელთა 8:26-27
26 ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. 27 ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.

თავად სულიწმიდა იტანჯება ჩვენს უძლურ სხეულში; ის გოდებს ჩვენი შეუმდგარი არსების გამო, იტანჯება ჩვენი მოსაწყენი ლოცვების გამო, ნაღვლიანობს ჩვენი შემოფარგლული შემეცნებით და შეწუხებულია ჩვენი სიყვარულის უკმარისობით და უკვირს ჩვენი უძლურება! ღმერთის სული თავად ლოცულობს და შუამდგომლობს მორწმუნეებზე; და თუმც ისინი არ ლოცულობენ, ის შუამდგომლობს მათთვის სულიერი ოხვრით, უფლის ლოცვასთან შეფარდებით, რომელიც ასევე არის სულიწმიდის ლოცვა. მიუძღვენი შენი ცხოვრება ამ ლოცვის სკოლას და შენ განთავისუფლდები ეგოიზმისგან და აღმოჩნდები მადლიერების ქარიშხალსა და სიყვარულის მუდარაში; შენ ილოცებ სიბრძნით, სიამოვნებითა და ძალით, ვინაიდან ღმერთის სული ილოცებს შენში დღედაღამ ქვეყნიერების გადარჩენაზე. როდის შეუერთდები სულის შუამდგომლობას ზეციერი მამის წინაშე და ილოცებ და მადლობას ეტყვი მას მთელი გულით?

ლოცვა: წმიდაო მამაო გვაპატიე ჩვენი ზარმაცი და ეგოისტური ლოცვები და გვასწავლე შენი წმინდა სახელის განდიდება! დაე განდიდდეს ჩვენს ცხოვრებაში ქრისტეს გამოსყიდვა და დაე მორჩილებით ვიშრომოთ შენი სულის ძალაში! გვასწავლე უფალო სულის იმედების შესრულება, ვილოცოთ ისე როგორც გსურს შენ, გვწყუროდეს შენი თანდასწრება და შენი ძის მოსვლა დიდებით, როდესაც ყოველი ქმნილება იქნება გადარჩენილი მათთან ერთად ვინც ცხოვრობს ნეტარი იმედით ჩვენს ერში!

კითხვა:

  1. ვინ კვნესის ქრისტეს მოსვლისთვის და რატომ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:37 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)