Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 047 (The Truth of Christ Guarantees our Fellowship with God)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 5 - ჩვენი გადარჩენა საუკუნოდ დამტკიცებულია (რომაელები 8:28-39)

2. ქრისტეს ჭეშმარიტება - ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის პირობაა მრავალი ტანჯვების მიუხედავად (რომაელები 8:31-39)


რომაელთა 8:31-32
31 ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? 32 ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?

გვიამბო რა პავლემ ღმერთის აზრებისა და განსაზღვრული გადარჩენის შესახებ, რომ ვიყოთ დარწმუნებულები ჩვენს რჩეულობაში, ის გადავიდა მომდევნო საკითხზე გამოსყიდვის შესახებ, რათა ვიცოდეთ, რომ ღმერთმა ქვეყნიერების გადარჩენა აღასრულა რეალური ისტორიული ფაქტების საფუძველზე.

პავლე გულის სიღრმეში დარწმუნებული და სრულიად მშვიდი იყო თავის ფიქრებში, რომ ღმერთი მისი მტერი კი არ არის, არამედ ერთგული მეგობარი, რომელიც ყოველთვის მასთან არის რაც არ უნდა მოხდეს. უფრო მეტიც მოციქულს სჯეროდა, რომ ყოვლისმპყრობელი, ცისა და ქვეყნის შემომქმედი - მამაა ჩვენი. ის ღმერთის სიყვარულში გარდაიცვალა და პატივს მიაგებდა ყოვლისშემძლეს აბსოლუტური რწმენით მის ცხოვრებისეულ ყველა სფეროში!

როგორ მოიპოვა პავლემ ეს დამაჯერებლობა, რომელსაც შეეძლო მილიონობით ადამიანის ცოდვების მთების შეძვრა, რომლებიც ამ ცოდვებში მკვდრები იყვნენ? ქრისტეს ჯვარი მისთვის ღმერთის სიყვარულის მტკიცებულება იყო და ის მიხვდა, რომ ჯვარცმულ იესოში მისი მადლი უხვად გადმოიღვარა ჩვენზე, ვინაიდან მან მოგვცა მხოლოდშობილი ძე მსხვერპლად, ჩვენი ბოროტებისთვის, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაღუპულიყო!

დიახ, ღმერთმა გვაჩუქა დაუმორჩილებელ დამნაშავეებს თავისი გული ზეცა და მისი ძის მოსვლის დიდება! ზეცაში არ არსებობს ისეთი კურთხევა, რომელიც ღმერთმა ქრისტეში არ მოგვცა, ვინაიდან მისი სახით ჩვენ ყველაფერი მოგვეცა! რატომ არ სცემ თაყვანს და არ უძღვნი მას მთელს შენს ცხოვრებას?

რომაელთა 8:33-34
33 ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი გამმართლებელი. 34 და ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მით უმეტეს აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს კიდეც ჩვენთვის.

შესაძლოა შენ ფიქრობ, რომ გადარჩენა და ღმერთის აღთქმები ეკუთვნის მხოლოდ წმინდანთ და რწმენაში სრულყოფილთ, მაგრამ არა შენ, ვინაიდან რწმენაში დამწყები ხარ, არაფერი გამოგდის, მერყევი ხარ რწმენაში ან ცხოვრობ უწმინდურად. დამშვიდდი და მოისმინე ღმერთის სასამართლო გადაწყვეტილება შენზე: ღმერთმა გაგამართლა! გამართლებული ხარ არა შენი დამსახურების გამო, არც შენი წარმატებებისთვის არამედ იმიტომ, რომ ირწმუნე ჯვარცმული, შეუერთდი მას და ელოდები გადარჩენის ძალას მხოლოდ მისგან!

შესაძლოა ეშმაკის ხმას დაუგდე ყური და მან გაიძულა დაგეჯერებინა, რომ შენი სიჩუმე - ეს ღმერთის ნებაა. მაგრამ სულიწმიდა გეუბნება, რომ ეს არასწორია. ის განუგეშებს ღმერთის მოთმინებით და შენს თვალწინ დახატავს ჯვარცმულ ქრისტეს. ის გახსენებს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, რათა იყო დარწმუნებული, რომ შერიგება უკვე მოხდა და ღმერთმა მიიღო ის! ჩვენმა გამარჯვებულმა ქრისტემ უკვე იზეიმა სიკვდილზე, ამაღლდა ზეცად და შუამდგომლობს შენთვის მადლის ტახტთან, გხდის რა მისი სისხლის სამართლიანობის მონაწილედ! ძვირფასო ძმაო შენ მარტო არ ხარ, შენ გყავს შუამავალი და შუამდგომელი ღმერთის წინაშე. ღმერთის წყალობაა შენზე და მისი მიზანია - გამოგისყიდოს შენ, რათა არ დაიღუპო! მართალია, რომ ქრისტე - შენი გადარჩენის გარანტიაა!

გეშინია თუ არა სიკვდილის? გახსოვდეს, რომ იესომ გაიმარჯვა და ჭეშმარიტად აღსდგა, გვიჩვენა რა თავისი ღვთიური ცხოვრება დედამიწაზე ყოფნისას! ხარ თუ არა ზეციდან შობილი? თუ კი მაშინ იცოდე, რომ ღმერთის საუკუნო სიცოცხლე სუფევს შენში მისი სიყვარულის წყალობით, რომელიც არასდროს არ მთავრდება! ამიტომ სიკვდილსაც არ ძალუძს შენი ჩამოშორება წმიდა სამებისგან!

რომაელთა 8:35-37
35 ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36 როგორც წერია: "რადგან შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი”. 37 მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.

პავლემ ჩამოთვალა სხვადასხვა გვარი მწუხარება არა როგორც მეოცნებე პოეტმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელმაც თავად განიცადა ეს. ის გვიმოწმებდა, რომ ჩვენ დავიტანჯებით ქრისტეს გამო, ვინაიდან ჩვენი რწმენა მამის, ძის და სულიწმიდისა არ გვაძლევს მიწიურ უსაფრთხოებას ან მატერიალურ აყვავებას. ამის დანახვა შეიძლება იესოს სიცოცხლეში, რომელიც იშვა სულიწმიდისგან, ვინაიდან ის ჯვარზე გაკრულ იქნა ადამიანების მეშვეობით, რომლებშიც ამქვეყნიური სული ივანებდა. პავლემ განიცადა სიღარიბეც და სიმდიდრეც, ავადმყოფობაც, უძლურებაც, საშიშროება და დევნაც; ის ძმებს შორის მტრებს შეხვდა და კინაღამ ზღვაში დაიხრჩო. თუმცა ყოველივე ეს მისთვის მეორე ხარისხოვანი იყო, ვინაიდან ქრისტეს სიყვარული და ღვთის მზურნველობა შეიცნო და გრძნობდა ამ ყველაფერს მეტად, ვიდრე მწუხარებასა და იმედგაცრუებას. ასევე იქნება შენი რწმენაც გამარჯვებული, თუნდაც საშინელი განსაცდელების დროს ან სიკვდილის ჟამს, ვინაიდან სულიწმიდა გაამრავლებს შენში რწმენას იმდენად, რომ შენ გარდაიქმნები და ჩააბარებ ღმერთის სკოლაში სადაც ისწავლი თვინიერებას, მინდობას და გალობას განსაცდელების დროს, ღმერთის კრავის მსგავსი იქნები. შენ ქრისტეს მიმდევარი იქნები გადაიტან ყველაფერს დრტვინვის გარეშე მოკვდები საკუთარი ღირსებისა და სიამაყისთვის და აღარ მიაქცევ ნათესავების შეურაცხყოფას ყურადღებას, არამედ გაიხარებ მოლოდინში იქნები და ყველაფერს ქრისტეს ძალით დაითმენ!

ვერანაირი მწუხარება და განსაცდელი ვერ შეძლებს ჩვენი იესოსგან ჩამოშორებას, ვინაიდან მწუხარება გვასწავლის ღმერთის სიტყვის მოსმენას და ჩვენ ველოდებით ჩვენს უფალ იესოსთან შეხვედრას, რომელიც ჩვენზე უწინ წავიდა მამასთან. იესოს ესმის ჩვენი; ის არ გვტოვებს, არამედ ჩვენთან არის და თავისი ძალით გვამაგრებს. ჩვენ ვხედავთ მის დიდებულ სიყვარულს და პატივს ვცემთ მას მოთმინებით, მადლიერებითა და სიკეთით. ქრისტეს სიყვარულს მივყავართ საბოლოო გამარჯვებამდე და ვემსახურებით მას სიამოვნებით ყველა განსაცდელისა და ცრემლის მიუხედავად!

ლოცვა: წმიდაო ღმერთო შენ მამა ხარ ჩემი! შენი ძე ჩემო შუამდგომელი გახდა ახლა სასამართლოს ბოლო საათზე, შენი სულიწმიდა კი ჩემშია და მანუგეშებს! მე თაყვანს გცემ შენ სიყვარულში და მწამს, რომ არ მოვკვდები, რადგან შენ ჩემში ხარ, დამიცავ შენი სიყვარულით, გარემომიცვავ შენი მზუნველობითა და წყალობით და განმაახლებ მე! უფალო დამიცავი განსაცდელებისგან, რათა ცოდვამ ვერ შეძლოს ჩემი შენგან ჩამოშორება და, რომ ჩვენი სიყვარული შენს მიმართ არასდროს შეირყეს!

კითხვა:

  1. როგორ ლახავენ ქრისტიანები მწუხარებას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:39 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)