Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 006 (Paul’s Desire to Visit Rome)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
შესავალი სიტყვა: მისალმება, მადლიერება ღმერთის მიმართ და „ღმერთის სამართლიანობის“ გამოცხადება, როგორც ამ წერილის ძირითადი აზრი (რომაელები 1:1-17)

ბ) პავლეს სურვილი, რათა რომი მოენახულებინა (რომაელები 1:8-15)


რომაელთა 1:8-12
8 უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელს მსოფლიოში ეუწყება. 9 მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. 10 მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით, 11 ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად, 12 რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.

პავლეს ხშირად ესმოდა რომის ეკლესიის შესახებ, მას ხშირად შეხვედრაც უწევდა იმ ეკლესიის წევრებთან, როდესაც მისიონერულ მოგზაურობაში იყო. იგებდა რა, რომ მათ აქვთ ცოცხალი რწმენა, ჯანსაღი სწავლება და სულიერი ზრდა. ის გულითადად ემადლიერებოდა ღმერთს ამ სასწაულისთვის, და ყოველი ქრისტიანიც ხომ - თავისთავად სასწაულია ქრისტეში შერიგების გამო, და თითოეული მათგანისთვის ცალ-ცალკე ღირს მადლიერება! და თუ მთლიანი კრებული ემსახურება ღმერთს და მის ძეს სულიწმიდით, ამის გამო შეეუჩერებლივ უნდა ვადიდებდეთ ღმერთს სიხარულითა და ყიჟინით!

პავლე მიმართავდა ღმერთს „ღმერთო ჩემო“, თითქოს იმ პირადად მას ეკუთვნოდა. ის წრფელად უყვარდა ის და იცოდა, რომ მისი სული მასთან აღთქმის მეშვეობით არის შეკრული! თუმცა ასეთი ახლო ურთიერთობის მიუხედავას, პავლე არ ლოცყლობდა მამის წინაშე თავისი სახელით, არამედ მხოლოდ ქრისტესი! მან იცოდა, რომ ჩვენი ადამიანური ლოცვები, მადლიერებაც კი არ იმსახურებდა იმას, რომ ღვთის დიდებამდე მისულიყო! ყოველივე, რაც ჩვენი გულიდან იღვრება იესო ქრისტეს სისხლის მიერ უნდა იყოს განწმედილი, და მხოლოდ ასეთი განწმედის მერე შეგვიძლია ვევედროთ ღმერთ, რომელიც გვაძლევს სულიწმიდა, რათა განვადიდოთ მისი მამობრივი სახელი და თაყვანი ვცეთ მას სიხარულით. ყველა უფლის მონა წმიდაა მისთვის და ეკუთვნის მას, მისი სიყვარულის მონების მსგავსად!

მათი მსახურების არსი სახარებაში მდგომარეობს. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ უწოდა ამ სახარების პირველივე მუხლში პავლემ სახარებას „ღვთის უწყება“, აქ კი მეცხრე მუხლში უწოდა „ძის სახარებაში“. აქ ის გულისხმობდა, რომ კეთილი უწყება უფლის გადარჩენის არის დაფუძნებული ღვთის ძის არსებობაზე. პავლეს ყველა გრძნობა მიმართული იმისკენ, რომ იესო - ძეა, ღმერთი კი - მამა! და ვინც იცის რა ეს, და უარყოფს ამას გააზრებულად და ერიყება მას, ის ღმერთისგან წყეულია!

პავლე ცხოვრობდა მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან ახლო ურთიერთობაში. ის მოწმედ იხმობდა წმიდა სამებას, რომ გამუდმებით ფიქრობს რომის ეკლესიაზე და ლოცულობს მათთვის. წარმართთა მოციქული არ ივიწყებდა სხვა ეკლესიებსაც, იმისდამიუხედავად, რომ ბევრი საქმე ჰქონდა, და ამას დამატებული ის უამრავ ხალხზე ლოცულობდა სრული მიძღვნითა და სიწრფელით. მხოლოდ გამუდმებულ ლოცვას შეუძლია ადამიანი ერთგული მწყემსი გახადოს, რომელიც სულიწმიდის ძალაზე ქადაგებს. როდესაც ადამიანისგან ბვლინდება ღვთის ძალა, ეს უსათუოდ სიყვარულის გამო ხდება, ლოცვისა და ღმერთთან და ადამიანებთან შეხვედრის სურვილის გამო!

პავლეს წლების მანძილზე უნდოდა რომის სტუმრობა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც დაასრულა მსახურება ანატოლიაში, მაკედონიასა და საბერძნეთში, ის მიხვდა, რომ დროა „იტალიური ფეხსაცმელი“ ჩაიცვას!

მას არ სურდა ასეთ მოგზაურობაშ საკუთარი სურვილებითა და გეგმებით წასულიყო. ის მამის ნებას ემორჩილებოდა, აცნობიერებდა რა, რომ როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონოდა თუ ისინი არ მოდიოდა მამის ნებასთან თანხვედრაში, ისინი კრახით, უბედურებით და საშინებელით დასრულდება! პავლე საკუთარი სურვილების მონა კი არ იყო, არამედ ცხოვრობდა, უშუალოდ თავისი მამის მიმართულებითა და ხელმძღვანელობით.

თუმცა მოციქულის მორჩილება არ აციებდა მის სურვილს გაცნობოდა რომის ეკლესიას, რომელსაც ჯერ კიდევ პირადად არ იცნობდა. მან იცოდა, რომ სულიწმიდით იყო სავსე, ვულკანის მსგავსად, რომელიც ყველა მხარეს აფრქვევს ღვთის ძალას. პავლეს სურდა რომის ეკლესიისთვის გაეზიარებინა ეს ღვთისგან მოცემული ძალა, რომ ეს ეკლესია მომზადებულიყო რა სულით მსახურებისთვის და დარჩენილიყო ჭეშმარიტ სიყვარულში, რწმენასა და იმედშ! მოციქულების საქმიანობის არსი მდგომარეობდა მორწმუნეების განმტკიცებაში.

პავლეს არ უნდოდა რომში გამგზავრება, მნიშნელოვანი პირის სახით, რათა მხოლოდ გაეცა. არამედ მოწიწებით წერდა, რომ ის იმედოვნებდა თავად მიეღო რაიმე მათგან: დაენახა და გაეგო, თუ რა მოიოქმედა ღმერთმა რომაელ მორწმუნეებში, მოციქულთა უშუალო მონაწილეობის გარეშე. ამ მოწმობით მას სურდა ნუგეშცემული ყოფილიყო სხვა მოციქულებთან ერთად, რომში წმიადებთან ყოფნისას.

პავლე არაერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ მას არ მოაქვს რაიმე ახალი რწმენა, არამედ ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანში, ქრისტეს სხეულის სულიერ წევრებში, მოქმედებს ერთიდაიგივე რწმენის სწავლება, ერთი მნიშნელობა და ერთი ძალა. ვინც აცხადებს, რომ არსებობს კიდევ რაიმე ეკლესია, იესო ქრისტეს ეკლესიის გარდა, ის მატყიარაა, ვინაიდან სულიწმიდა ერთია, მამა ერთია და ძეც ერთია და სადაც გადარჩენილი მორწმუნეები არიან, იქ ისინი ერთმანეთს ხვდებიან, როგორც ერთი მამის შვილები, თუნდაც უწინ არ ცოდნოდათ ერთმანეთი. ისინი ხარობენ, მეგობრულად ურთიერთობენ ერთობასა და შეთანხმებაში, ვინაიდან ერთი სულისგან არიან შობილნი!

ლოცვა: მამაო, თაყვანს გცემთ, ვინაიდან შენ შემოკრიბე შენი ეკლესია მთელი მსოფლიოდან, ამტკიცებ მას და შენი თვისებებით აჯილდოვებ! გვასწავლე ვილოცოთ ჩვენი ძმებისთვის ყველგან! მადლობას გიხდით ყველა შენი გამოსყიდული და გადარცენილი შვილისთვის, ყოველი შენი სულისგან შობილი ხომ - სასწაულია! აგვიხილე თვალები, რომ ვახსენებდეთ ერთმანეთს და ვხარობდეთ შენ თანდასწრებაში! გვასწავლე სიბრძნე და ერთმანეისამი ლმობიერნი ვიყოთ, რათა ურთიერთობა შეგვეძლოს, დავრჩეთ რა დაცულები შენ ჭეშმარიტებაში და არ განვშორდეთ შენთან ურთიერთობას, ასევე შენ ძესთან და სულიწმიდასთან!

კითხვა:

  1. რატომ ემადლიერება პავლე ღმერთს გამუდმებით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)