Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 005 (Identification and apostolic benediction)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
შესავალი სიტყვა: მისალმება, მადლიერება ღმერთის მიმართ და „ღმერთის სამართლიანობის“ გამოცხადება, როგორც ამ წერილის ძირითადი აზრი (რომაელები 1:1-17)

ა) მისალმება და მოციქულური კურთხევა (რომაელები 1:1-7)


რომაელთა 1:7
7 ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.

ეს მოციქულური კურთხევა, რომლითაც პავლე იწყებს თავისი წერილების უმეტესობას, მოკლედ გამოხატავს პავლეს ღვთისმეტყველურ ცოდნას, მიუთითებს მის მოციქულურ ძალაუფლებასა და მის მკითხველს მრავალ კურთხევას სთავაზობს! კი არ დადგე, არამედ გაეშურე, რომ არ დიდებული კურთხევების, მადლის წვიმის ქვეშ მოხვდე, დაიწყებ ფიქრს რა ამ სიტყვებზე შენ გულში, მიიღე ყოველი სიტყვა და გამდიდრდი ღმერთში!

უპირველესყოვლისა, პავლე მოციქული ახსენებს სრულ მადლს იმიტომ, რომ შენ -გზააბნეული და დამღუპავი ცოდვილი ხარ, მაგრამ უფალს უყვარხარ და არ უნდა, რომ დაიღუპო. თავისი მხოლოდშობილი ძის გამო ღმერთი არარ გნსჯის შენ, არამედ პირიქით გამართლებს. მადლი - ეს ღვთის სიყვარულის იურიდიულად გაფორმებული საბუთია. წმიდა ღმერთი გამართლებს რა შენ, თავადაც მართალი რჩება, იმისდამიუხედავად რომ არ იმსახურებ მის გამართლებას. ყველა ღვთის ნიჭი - შენთვისაა, და ყველა შენ კითხვაზე პასუხი - ეს მადლია, ვინაიდან მხოლოდ რისხვას იმსახურებ!

იმის შემდეგ, რაც ქრისტე მოკვდა ჩვენ გამო, ჩვენი მდგომარეობა ღმერთის წინაშე შეიცვალა. ადრე ჩვენ ღმერთის მტრის და მოწინააღმდეგის მდგომარეობაში ვიყავით, ჩვენი ცოდვების გამო, ახლა კი ჩვენ შორის მშვიდობამ დაისადგურა, ვინაიდან იესო ქრისტემ ჯვარზე აღასრულა ეს შერიგება. მარადიული ღმერთი თავისი სიწმიდით არ დაგვღუპავს. როდესაც იესო პირველად ეჩვენა მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მისი პირველი სიტყვები იყო შემდეგი: „მშვიდობა თქვენ!“ მან აღასრულა კანონისა და რჯულის ყველა მოთხოვნა, და ვერაფერი გვნსჯის ღმერთის წინაშე, ვინაიდან ქრისტეს სისხლი გვწმედს ჩვენ! მას შემდეგ ახალი ეპოქა დაიწყო, და განწმედილ გულებში სრულმა სიმშვიდემ დაისადგურა!

ვინც ქრისტეს უსაზღვრო მადლს იღებს და ცხოვრობს ღმერთთან მშვიდობაშ, ის დიდებულ სასწაულს ხვდება, რომ შემოქმედი-ყოვლისმპყრობელი - არ არის ტირანი, და მას არ სურს, რომ თაყვანს ვცემდეთ შიშითა და ძრწოლით. პირიქით, ის ჩვენი მოსიყვარულე და მზრუნველი მამაა, და არასდროს მიგვაგდებს, არამედ უდიდეს მოთმინებას იჩენს ჩვენ მიმართ. მთელ ახალ აღთქმაში ამ სიტყვებზე მშვენიერი არაფერია, ვიდრე „ღმერთი მამაა ჩვენი“. ეს ღვთისმეტყველური სწავლება თავად ქრისტემ მოიტანა ჩვენთან, და ღვთის მამობა - ეს ახალი გამოცხადებაა, რომელიც ქრისტიანობაშ გაჩნდა. და ქრისტეს ჯვარზე გაკვრაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: გაგვსწმიდოს, რათა მივითოთ მისი შვილობა, ზეციდან შობა და საუკუნო სიცოცხლე, და რომ ღმერთი მართლაც ჩვენი მამა გახდეს, ჩვენ კი - მისი შვილები!

შეიცანი თუ არა შენ იესო ქრისტე? ჩაწვდი თუ არა მის მორჩილებასა და დიდებულებას? ის ერთდროულად ადამიანიცაა და ღმერთიც! მან დატოვა თავისი დიდება და სრულიად შეეგუა იმ აზრს, რომ ჩვენ უნდა გამოვესყიდეთ. აღასრულა რა ყველა ადამიანის გამოსყიდვა, ისევ დაბრუნდა მამასთან ზეცაში, სადაც ახლაც მამის მარჯვნის ზის, მოცული დიდებული პატივით და დიდებით, ვინაიდამ მხოლოდ მან შეძლო შევერიგებინეთ ღმერთს, რის გამოც მიიღო მემკვდირეობით სრული ღვთის ძალაუფლება! ის - თავად უფალია! გახდა თუ არა ის შენი უფალი? მას სურს, რომ იმეფოს შენ ცხოვრებაში და ყველა შენი საქმე განაგოს: გაგწმიდოს, გაგასუფთავოს და წარგაგზავნოს თავისი შეხედულებისამებრ!

ლოცვა: ზეცურო მამა, შენ - ჩემი მამა ხარ ქრისტეს მეშვეობით! შენ ამომირჩიე მე, გზააბნეული, უწმიდური, რათა შენი შვილი გავმხდარიყავი! მე თავმდაბლობით ვემხობი შენ უწმიდეს ფეხებთან და თაყვანს გცემ შენ! მიყვარხარ, და გაძლევთ ჩემ ცხოვრებას შენ და შენ ძეს, მთელ ჩემ ქონებას, მთელ ჩემ ძალებსა და დროს! მიქენი, რაც გსურს, რათა სირცხვილი არ გაჭამო, არამედ განგადიდო, როგორც მამა, რომელიც ღირსი ხარ შენი სახელის! მადლობად გიხდი, რომ წარმოგზავნე შენი შვილი იესო, ცოდვილთა გადასარჩენად! მარადის გეთაყვანები და ქება-დიდებას გიძღვნი!

კითხვა:

  1. მოციქულური ღვთისმეტყველებიდან, რომელი სიტყვები არის შენთვის ყველაზე მნიშნელოვანი და ძლიერი, რათა შენ ცხოვრებას შეუსაბამო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:42 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)