Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 121 (The shipwreck on Malta)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ე - გამგზავრება კესარიიდან რომში (საქმეები 27:1 - 28:31)

2. შტორმი ზღვაში და ხომალდის ჩაძირვა მელიტაში (საქმეები 27:14-44)


საქმეები 27:27-37
27 ადრიატიკის ზღვაში ქროლვის მეთოთხმეტე ღამეს, შუაღამისას, მიხვდნენ მეზღვაურები, რომ რომელიღაც სანაპიროს უახლოვდებოდნენ. 28 გაზომეს სიღრმე და ოცი მხარი აღმოჩნდა. შემდეგ კვლავ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა. 29 შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ მოვხვედრილიყავით და კიჩოდან ოთხი ღუზა ჩააგდეს გათენების მოლოდინში. 30 მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს, და ზღვაში ნავის ჩაშვება დაიწყეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის წინიდანაც უნდა ჩაეშვათ ღუზა. 31 მაშინ, პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: "თუ ისინი ხომალდზე არ დარჩნენ, ვეღარ გადარჩებით”. 32 მაშინ ჯარისკაცებმა საბელები გადაჭრეს და ნავი ზღვაში ჩავარდა. 33 სანამ გათენდებოდა, ყველას შეაგონებდა პავლე, საჭმელი ეჭამათ. ეუბნებოდა: "დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელნი ხართ და არაფერი გიგემიათ. 34 ამიტომ გთხოვთ ჭამოთ, ვინაიდან ეს თქვენივე გადასარჩენადაა საჭირო, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან ბეწვიც კი არ დაიკარგება”. 35 ეს რომ თქვა, აიღო პური, ყველას წინაშე მადლობა შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო. 36 მაშინ ყველანი გამხნევდნენ და მათაც მიიღეს საკვები. 37 ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.

თოთხმეტი დღე ძალიან დიდი დროა განსაცდელებისა და შტორმისთვის. ნახევარი თვე მოძრავ გემზე ყოფნა საუკუნეს უდრის. ვინც კარგავს მიმართულებას და სიკვდილს თვალებში უყურებს, ის მრავალჯერ კვდება. პავლე კი ლოცულობდა, სწამდა და სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ვინაიდან მიმართულება ზემოთ ჰქონდა. მის კომპასზე ისარი მხოლოდ ღმერთისკენ იყო და ის ინუგეშებდა თავს, იწმიდებოდა სისხლით და ქრისტეს სამართლიანობით.

უეცრად, შუაღამე მეზღვაურები მიხვდნენ, რომ უახლოვდებოდნენ მიწას. მათ დაიწყეს სიღრმის შემოწმება და მიხვდნენ, რომ სიღრმე უფრო მცირდებოდა. ისინი მიუახლოვდნენ სანაპიროს.. ეშინოდათ რა, რომ გემი კლდეს არ შეხეთქებოდა, ჩაუშვეს რა ღუზები, ამავდროულად დაუშვეს პატარა ნავები ზღვაში და გაქცევას აპირებდნენ. როგორი მდაბიო და გამცემი აზრია! გამოცდილი პავლე მიხვდა მეზღვაურების ჩანაფიქრს და უმალვე შეატყობინა ასისთავს; მან კი ბრძანება გასცა, რომ ყველა თოკი გადაეჭრათ, რომელზეც ნავები ეკიდა. ყველა ნავი წყალში ჩაცვივდა. ანგელოზმა უთხრა პავლეს, რომ გადარჩებოდა ყველა და არა ზოგიერთნი. ეშმაკი შეეცადა ღმერთის გეგმა დაენგრია, მეზღვაურების მოხერხებულობის გზით. მაგრამ მოციქულის სიფხიზლის შედეგად, მათი ყველა განაზრახი ჩაიშალა.

მაშინ პავლე მიხვდა, რომ მათ ფიზიკური ძალა დასჭირდებოდათ მომავალი სირთულეებისთვის. ისინი უნდა მომაგრებულიყვნენ, რათა გადარჩენა ახლოს იყო. მეტი აღარ უნდა ემარხულად. პავლემ მოუწოდა შუაღამეს ქარიშხლის დროს, რომ დამსხდარიყვნენ და კარგად ეჭამათ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პავლე გემზე მღვდელმთავარი იყო. ყველა შეძრული იყო მისი ძალაუფლებით, სიფრთხილით, რწმენითა და სიმამაცით. ისინი ფრთხილად შესცქეროდნენ მას. მან მარხვა შეაჩერა, პური გატეხა, ილოცა ყველას წინაშე, მიუძღვნა ღმერთს მადლიერება და ქება შუა შტორმის დროს. ყველა მის ირგვლივ შეიკრიბა და ჭამა დაიწყეს მადიანად, დიდხნიანი შიმშილობის შემდეგ. სწამდათ, რომ ღმერთი გადაარჩენდა. პავლე არწმუნებდა მათ იესოს სახელით, რომ თმის არცერთი ღერი არ ჩამოუბარდებოდათ, მაშინაც კი როდესაც ტალღის დარტყმის შედეგად გემი დაიმსხვრეოდა. მოციქულის რწმენა იზრდებოდა სირთულეების მიუხედავად. ქრისტეს აღთქმა მისთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბედურებები, რომელსაც ის ეჯახებოდა.

საქმეები 27:38-44
38 დანაყრებულებმა, ზღვაში ხორბლის გადაყრით დაიწყეს ხომალდის შემსუბუქება. 39 რომ გათენდა, სანაპირო ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი ყურე შენიშნეს. სწორედ იქ არჩიეს ხომალდის შეყენება, თუკი მოახერხებდნენ. 40 გადაჭრეს ღუზები და მიატოვეს ზღვაში, ერთდროულად ახსნეს საჭის თოკები. ქარის საწინააღმდეგოდ მცირე აფრა აუშვეს და ნაპირისკენ აიღეს გეზი. 41 მეჩეჩს ვეღარ მოერიდნენ და მასზე დაჯდა ხომალდი; ცხვირი უძრავად ჩაერჭო წყალში, კიჩო კი აბობოქრებული ტალღებისგან ილეწებოდა. 42 ჯარისკაცები მზად იყვნენ პატიმრები დაეხოცათ, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო. 43 მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება; ბრძანა, ვისაც ცურვა შეეძლო, პირველი გადაშვებულიყო და ხმელეთზე გასულიყო, 44 დანარჩენები კი - ზოგი ფიცარს მოსჭიდებოდა, ზოგიც - ხომალდის ნამსხვრევებს, რომ როგორმე თავი გადაერჩინათ. ამგვარად, ყველამ მიაღწია ხმელეთს.

როდესაც გათენდა, მათ სიხარულით შეიტყვეს, რომ ღმერთმა ისინი შტორმიდან წყნარ, მშვიდ და ქვიშიან სანაპიროზე მოახვედრა. მათ მიიღეს გამხნევება უფლისგან, რომელმაც მათი გემი გამოატარა სტიქიას კუნძულ მელიტზე და იხსნა გემის მსხვრევისგან. უეცრად ძლიერი შეჯახების ხმა გაისმა და ისინი ნაპირზე აღმოჩნდნენ. გემის ცხვირი ქვიშაში გაიჭედა, ხოლო ფიცრები გასცვივდა ძლიერი ტარტყმის გამო, წყალი მთელი წნევით მოხვდა შიგნით და მეომრებმა იმწამსვე მოიმარჯვეს ხმლები, რათა ტუსაღები მოეკლათ. მათ, რომ თავისუფლებაზე გაეშვათ ტუსაღები, მათ თავებს ლომებს მიუგდებდნენ საჯიჯგნად. ეშმაკმა ბოლო წამსათ სცადა, პავლესთვის ხელის შეშლა, რათა სახარება არ გავრცელებულიყო.

თუმცა ქრისტე მოქმედებდა იულიუსის მეშვეობით, ადამიანთა მოყვარული ასისთავის. იულიუსი მთელი ამ დროის მანძილზე აკვირდებოდა პავლეს, ის ხედავდა თუ როგორ იქცეოდა პავლე სირთულეებისა და უბედურებების დროს. მას სჯეროდა მოციქულის ქადაგების, რომ ისინი მივიდნენ კუნძულამდე და არცერთი ტუსაღი არ გაიქცეოდა. ამიტომაც არ მისცა მეომრებს უფლება, რომ მოეკლათ ტუსაღები და მკაცრი ბრძანება გასცა ყველა მგზავრს დაეტოვებინა გემი. ზოგიერთები თავად მივიდნენ სანაპირომდე, სხვანი კი ეჭიდებოდნენ დაფებს და გემის ნამსხვრევებს. არავინ ჩაძირულა. გემზე სულ 276 ადამიანი იყო და ყველა უვნებლად ავიდა ნაპირზე. სველები იდგნენ კლდეებზე, სიცივისგან კანკალებდნენ, მაგრამ ღმერთს მადლობას სწირავდნენ გადარჩენისთვის.

ქრისტემ შეასრულა ის, რასაც პავლეს შეპირდა. მის გამო სიცოცხლე აჩუქა ასისთავს, გემის მეთაურს, ტუსაღებს და ყველა მგზავრს. პავლეს და თავისი თანამგზავრი ლუკასა და არისტარქოსის გამო შენახულ იქნა და გადარჩა ლუკას ხელნაწერი სახარება და მოციქულთა წიგნი, რომელიც წყალგაუმტარ ტყავის ჩასადებში იყო. ქრისტე ასრულებდა თავის ნებას: მოციქულს უნდა მიეღწია რომამდე და იქ ექადაგა. ვერავინ ვერასდროს ვერ შეუშლის უფალს, აღასრულოს თავისი ნება, რომელიც მოიცავს ადამიანების ხსნას.

ლოცვა: ყოვლისშემძლე უფალო, მადლობას გიხდით რომ გადაარჩინე პავლე და გემზე მყოფები. ასევე გვწამს, რომ დაგვიცავ, რათა არ დავიხრჩოთ ბოლო სასამართლოზე ან დღევანდელ წუთისოფელში. დაგვეხმარე ვატაროთ შენი სახარება ჩვენს გულებში და ჩვენს ბაგეებზე იყოს ის, რათა მრავალი გადარჩეს.

კითხვა:

  1. რომელ სამ შემთხვევაში გადაარჩინა ღმერთმა პავლე და მისი თანამგზავრები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:14 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)