Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 122 (Wintering at Malta)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ე - გამგზავრება კესარიიდან რომში (საქმეები 27:1 - 28:31)

3. ზამთარი კუნძულ მელიტაზე (საქმეები 28:1-10)


საქმეები 28:1-6
1 გადარჩენილებმა მერეღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა. 2 იქაურებმა უჩვეულო კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და ყველას გაგვიმასპინძლდნენ. 3 პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა. სიცხის გამო გველი გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას. 4 ადგილობრივებმა, მის ხელზე შემოხვეული გველი რომ დაინახეს ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლის ნებას არ აძლევსო”. 5 მაგრამ მან ხელი დაიქნია და გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე, რომ არაფერი ვნებია. 6 ისინი კი ელოდნენ, დასივდება ან უცბად დაეცემაო მკვდარი. მაგრამ რაკი დიდი ხანი გავიდა და დაინახეს, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და ამბობდნენ, ღმერთი ყოფილაო.

ეშმაკს არასდროს უყვარდა ღმერთი და მისი შვილები. მას უნდა მათი რწმენის განადგურება და გაჩერება, მაგრამ ქრისტეს თანდასწრება გვიცავს დღედაღამ, როგორც პავლე მოციქული წერდა: ,,მისი სიყვარული გარემოგიცავთ თქვენ.“

საწყალმა და გასაცოდავებულმა მეზღვაურებმა მალევე გამოსცადეს თავიანთ თავზე ღმერთის მოწყალება. როდესაც ნაპირზე ავიდნენ, კუნძულზე მცხოვრებნი არ დასხმიან თავს, არც გაუძარცვავთ ან მოუკლავთ, არამედ სიხარულით მიიღეს ისინი. ძლიერ წვიმდა და ცივი ქარი ქროდა. მათ მოაგროვეს ფიჩხები დაანთეს დიდი ცეცხლი, რათა ყველა გამთბარიყო. არც პავლე იჯდა უსაქმურად - ისიც ფიჩხებს აგროვებდა ცეცხლისთვის. მაგრამ უკმაყოფილო ეშმაკმა პავლეს გველი მიუსია, რადგან სხვა ვერაფრით ავნო. ის გამოძვრა ცეცხლის ბოლიდან და თავისი ბასრი კბილებით ჩაეჭიდა მოციქულს, მან კი მთელი ძალით დაფერთხა ხელი და გველი ისევ ცეცხლში ჩავარდა. ეს სიმბოლო ეშმაკის ცეცხლში ჩაგდებისა და დაწვისა იყო.

დაინახეს რა პავლეს ხელზე გველი, ადგილობრივმა მცხოვრებებმა ერთმანეთში თქვეს: ,,ღმერთის რისხვა დაიტეხა! იმისდამიუხედავად, რომ ტალღებს გადაურჩა, სამართლიანმა სამსჯავრომ, ცოდვის გამო არ დატოვა ის ცოცხალი“. ისინი ელოდებოდნენ, რომ პავლე კრუნჩხვებში ჩავარდებოდა, მწვავე ტკივილის გამო, რასაც შხამი იწვევს, შემდგომ მისი სხეული დასივდება და უეცრად მოკვდება. თუმცა წარმართთა მოციქული მყარად იდგა, ეყრდნობოდა ქრისტეს აღთქმას, რომელიც შეპირდა, რომ მისი მიმდევრები ფეხს დაადგავენ გველებს და მორიელებს და არაფერი ევნებათ, ვინაიდან ქრისტეს ძალა მოქმედებს მათში.

როცა ცხადი გახდა, რომ პავლეს არაფერი დაემართებოდა, იქ მცხოვრებთ შეეშინდათ, იწყეს ერთმანეთში საუბარი - რომ ის ღმერთია: ,,ღმერთები ჩამოვიდნენ ჩვენთან, ადამიანების სახით!“ სინამდვილეში კი, ყველა მორწმუნე ქრისტიანი, ღმერთის შვილია. ქრისტიანი არ შედის დამოუკიდებელი ღმერთების პანთეონში (რომაელების და ბერძნების უაზრო გამონათქვამი) მაგრამ ის სავსეა სულიწმიდით და შეერთებულია ქრისტესთან. მამა ღმერთი საუბრობს მისი მეშვეობით და საუკუნო სიცოცხლეს აძლევს მას. ცდილობდა რა ეშმაკი პავლეს განადგურებას და კონკრეტულ მიზანს უთვალთვალებდა: პავლე მთავარი მქადაგებელი იყო მთელს დედამიწაზე. მას უნდოდა ქრისტესთვის დაემორჩილებინა მსოფლიოს ყველა ქალაქი. და ამ მისიონერული მსვლელობის წინააღმდეგ რომში იყვნენ გაშვებულნი ყველა ბოროტი სული, მომაკვდინებელი შტორი ზღვაზე და საბოლოოდ შხამიანი გველი. მაგრამ ქრისტე მაინც გამარჯვებული რჩება. ვერავინ უდგება წინ მის გამარჯვებულ მსვლელობას.

საქმეები 28:7-10
7 იმ ადგილას კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, მამული ჰქონდა. მან მიგვიღო და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა. 8 პოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა. 9 ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა. 10 მათ, თავის მხრივ, დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.

კუნძულის მთავარმა პოპლიოსმა დაპატიჟა ასისთავი, მისი მებრძოლეები და ტუსაღები, ღამის გასათევად. მან თავაზიანად მიიღო სტუმრები. პოლიოსის მამა მალევე ლოგინად ჩაწვა იმფექციური დაავადებით და თითქმის სიკვდილის პირას იყო. მაშინ პავლემ მისი სტუმართმოყვარეობისთვის მადლიერების ნიშნად, წავიდა მამამისთან სახლში და იესო ქრისტეს სახელით განკურნა ის. ბევრი შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას. მორწმუნეებს ქრისტეს ნებით შეუძლიათ ავადმყოფების განკურნება, ხელდასხმით. ღმერთის ძალა წამოვიდა მოციქულიდან ავადმყოფზე და ის იმწამსვე განიკურნა.

ამ სასწაულმა კუნძულზე მცხოვრებნი განაცვიფრა. ეს ამბავი მალევე გავრცელდა სახლიდან სახლში და ხალხს უხაროდა, რომ მათთან კეთილი ღმერთები მოვიდნენ. მათ ყველა ავადმყოფი პავლესთან მიყავდათ, ასევე ექიმ ლუკასთან და არისტარქოსთან და ისინი ყველა ერთად იესოს სახელით ლოცულობდნენ განკურნებისთვის. ამ მსახურების გამო ამ სამმა ძმამ დიდი პატივი მიიღო, როდესაც ისინი გაემგზავრნენ იქიდან, იქ მცხოვრებმა ხალხმა ყველაფრით უზრუნველყვეს რაც დასჭირდებოდათ გზად. უპირობოა, რომ პავლემ იქაც იქადაგა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მათ ენაზე და რამდენადაც ძალაუფლებანი დართავდნენ ნებას. ქრისტიანული განკურნებები, მაგიის და ოკულტური პრაქტიკის საფუძველზე არ ხდებოდა, ეს იყო აშკარა ნიშნები, რომლებიც იესო ქრისტეზე მის ძალასა და ძალაუფლებაზე მეტყველებდნენ.

კითხვა:

  1. რისი სიმბოლო იყო გველი? რას იგებ, როდესაც კითხულობ კუნძულ მელიტაზე მომხდარ განკურნებებზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:15 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)