Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 113 (The First Hearing of the Trial)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

9. პავლეს პირველი საქმის მოსმენა კესარიაში (საქმეები 24:1-23)


საქმეები 24:1-9
1 ხუთი დღის შემდეგ მოვიდა მღვდელმთავარი ანანია. თან მოიყოლა უხუცესები და ვინმე მჭევრმეტყველი ტერტულუსი, რომლებმაც გამგებელთან უჩივლეს პავლეს. 2 როდესაც უხმეს, ტერტულუსმა მისთვის ბრალის დადება დაიწყო და თქვა: 3 "აღმატებულო ფელიქს, ყველგან და ყოველთვის მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენი წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას. 4 მაგრამ, ზედმეტად რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ, მოკლედ მოგვისმინო შენთვის ჩვეული მოთმინებით. 5 ჩვენ ეს კაცი მავნებლად, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზარეველთა სექტის წინამძღოლად ვცანით, 6 რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა; ჩვენც შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით გაგვესამართლებინა, 7 მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან, 8 და მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა, რომ შენ თავად შეგძლებოდა გაგეგო, რაში ვდებთ ბრალს”. 9 იუდევლებმაც დაადასტურეს; თქვეს, ასეაო.

იერუსალიმის მღვდელმთავარ ანანიას სულაც არ მოეწონა, რომ პავლე მას ხელიდან დაუსხლტდა. მზად იყო, რომ წასულიყო მის მოსაძებნად რათა მოეკლა იგი და ქრისტიანობისთვის ბოლო მოეღო. თუმცა ის ხალხი, რომლებმაც დაიფიცეს, რომ არ შეჭამდა და არ დალევდა, სანამ პავლეს არ მოკლავდნენ ანანიამ კესარიაში არ წაიყვანა. არ უნდოდა რა გაემხილა თავისი დანაშაულებრივი ჩანაფიქრები, მან თან მხოლოდ ერთი მჭერმეტყველი წაიყვანა იმ იმედით, რომ ის თავისი საუბრებით შეძლებდა რომაელების მოთაფლვას და მათ დარწმუნებას იმაში, რომ პავლეს მოკვლა აუცილებელია.

როდესაც პავლე მოიყვანეს ამ მოსმენაზე, როგორც პატიმარი ამ მჭერმეტყველმა სიტყვა წარმოთქვა. მან დაიწყო ფარისევლობითა და კომპლიმენტებით, რათა სურდა მმართველის კეთილგანწყობა მოეპოვებინა. მან ჩამოთვალა მისი დამსახურებები პალესტინაში. მან თქვა, რომ მისი წყალობით იუდეაში ადგილი აქვს განვითარებას, უსაფრთხოებას, აყვავებასა და წესრიგს. მისი საუბარი მალე და თავისუფლად მიმდინარეობდა. ის ამტკიცებდა, რომ იუდეველთა უმაღლესი საბჭო მზად არის მხარი დაუჭიროს მას ამ ბრალდებებში.

ფელიქსმა ისედაც კარგად იცოდა თავისი დამსახურებები და ხასიათი, ეს ნათელი იყო როგორც დღე. ამიტომაც მჭერმეტყველმა გადაწყვიტა, რომ მეტი აღარ ელაპარაკა მასზე ამაღლებულ ხარისხში და მალე გადასულიყო საქმეზე. მან წარადგინა პატიმარი პავლე, როგორც ძალიან საშიში ადამიანი და მან ბრალი დასდო მას სამ საერთაშორისო დანაშაულში: პირველ რიგში მან დაარღვია მშვიდობა არა მხოლოდ პალესტინაში, არამედ რომის იმპერიის სხვადასხვა პროვინციებში, ქმნიდა უხერხულებებს, არეულობებსა და დავას აგდებდა იუდეველებს შორის. მეორე მიზეზი იყო ის რომ ბრალდებული ქრისტიანობის თავი იყო, მთელი თავისი გულითა და გონებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იუდეველთა უმაღლესი საბჭო იმ დროისთვის სამართლიანად მიიჩნევდა ქრისტიანობის სათავედ პავლეს და არა პეტრეს, იაკობსა და იოანეს. მესამე კი მას ადანაშაულებდნენ სიწმინდეების შეურაცხყოფისათვის, ტაძრის შებილწვისთვის, რომელთა მიმართაც რომაელ მმართველებსაც კი ჰქონდათ დიდი მოწიწება. მბრალდებელი იუდეველები არ საუბრობდნენ იმ მნიშვნელოვან იმფორმაციაზე და კამათზე რაც ეხებოდა კანონის სამართლიანობასა და ქრისტეს მეორედ მოსვლას. მათ პავლე წარმოსახეს მხოლოდ, როგორც მშვიდობის დამრღვევი ქალაქში და ტაძრის შემბილწავი, წარმართთა მოციქული.

ამასთანავე ისინი წუწუნებდნენ ლისიაზე ათასისთავზე იერუსალიმში, რომელმაც ძალით წაგლიჯა პავლე იუდეველებს და რომაული წესრიგი იუდევლურ რჯულზე უფრო მაღლა დააყენა. ყველა მღვდელმტავარმა მხარი დაუჭირა ამ ბრალდებებს და პავლეს მთელი სამყაროს ჭირი უწოდეს, რომელიც ინფექციას ავრცელებს და მომაკვდინებელია ყველა ადამიანისთვის. მმართველს კი ჰქონდა ძალა აღმოეფხვრა ეს საშიშროება და ადამიანის სხეულიდან მოეშორებინა ეს ჭირი. ამ ბრალდებაში მათი ბრმა ფანატიზმი გამოჩნდა, რომელსაც არ შეუძლია ქრისტეს სიყვარულის ამოცნობა; მათ კურთხევის წყაროს მომაკვდინებელი ჭირი უწოდეს. სატანა არის მამა ყველა გულგაუხეშებული მატყუარის, რომლებიც ვითომდა და ჭეშმარიტებას ეძებენ და ამასთანავე თავს მართლებად მიიჩნევენ.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე მადლობას გიხდით, რადგან შენ ხარ ჭეშმარიტება, შენმა სამართლიანობის ძალამ დაამსხვრია ყველანაირი ტყუილი და ჭორი. დაგვეხმარე ვილაპარაკოთ სიმართლე სიყვარულით და შეგვეწიო, რომ ვიქადაგოთ თამამად და კეთილგონივრულად.

კითხვა:

  1. რომელი სამი ბრალდება იყო წაყენებული პავლეს მიმართ? და როგორი დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ბრალდებებიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:08 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)