Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 112 (Paul Transferred From Jerusalem to Caesarea)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

8. პავლე გადაყავთ იერუსალიმიდან კესარიაში (საქმეები 23:23-35)


საქმეები 23:23-35
23 გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: "ღამის მესამე საათისთვის ორასი ჯარისკაცი, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი მოამზადეთ კესარიაში წასასვლელად, 24 და პირუტყვიც, პავლეს შესასმელად, რათა გამგებელ ფელიქსთან მიიყვანოთ”. 25 თან ეს წერილი მისწერა: 26 "კლავდიუს ლისია აღმატებულ გამგებელს ფელიქსს, იხარებდე! 27 ეს კაცი იუდევლებმა შეიპყრეს და მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული; მივედი ჯარისკაცებით და როცა გავიგე, რომ რომის მოქალაქეა, გამოვარიდე მათ. 28 მინდოდა გამეგო, რაში ადანაშაულებდნენ და სინედრიონში მივუყვანე მათ. 29 აღმოვაჩინე, რომ მათი რჯულის საკითხებში დაუდევთ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ სიკვდილის ან ბორკილების ღირსი იყოს. 30 ხოლო, როდესაც გავიგე, რომ ამ კაცის წინააღმდეგ შეითქვნენ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, შენს წინაშე ილაპარაკონ მასზე. იცოცხლე!” 31 ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრიამდე. 32 მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და თვითონ ციხე-სიმაგრეში დაბრუნდნენ. 33 მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ, გამგებელს წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს. 34 გამგებელმა წაიკითხა წერილი და ჰკითხა, საიდან ხარო. როცა შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა: 35 "მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ”. და ბრძანა, ჰეროდესეულ პრეტორიუმში ჰყოლოდათ.

იმ შეხვედრის შემდეგ დამასკოში, რომელიც პავლესა და უფალს შორის მოხდა, ამ მონაკვეთამდე ჩვენ ვხედავდით მას ცხენზე ამხედრებულს, ახლა კი იძულებული იყო ცხენზე ამხედრებული მაგრამ სამოცდაათი დაცვის თანხლებით წასულიყო ღამე. ისინი მას ყოველგვარი თავდასხმებისა და საფრთხისგან იცავდნენ. იმ დროისთვის ხალხი პალესტინაში იმდენად უკმაყოფილო იყო რომაული ხელმძღვანელობით, რომ რომაელები ხალხის აჯანყებას ელოდებოდნენ. ეს მოხდა 69-70 წლებში ჩ.წ.ა. და ეს ყველაფერი მივიდა იუდეველთა მოსპობამდე. რის შედეგადაც იუდევლები იყვნენ გაშლილები ორიათასი წლის მანძლზე და მთელს სამყაროში ბოდიალობდნენ სამშობლოს გარეშე.

პავლე ორი დღით გვიან მივიდა კესარიაში. მათ გადასცეს მმართველს ის და წერილი მბრძანებლისგან, რომელში ეწერა რომ ეს პატიმარი რომის მოქალაქეა. ეს მესიჯი ცვლიდა ყველაფერს რადგან გამოდიოდა რომ იუდეველები ცდილობდნენ რომის მოქალაქის მოკვლას და ამიტომაც მმართველის ჩარევა იყო აბსოლუტურად გამართლებული და ამიტომაც უბრძანა დაცვას პატიმრის დაცვა.

მმართველი ასევე წერდა ამ წერილში, რომ პავლე სულაც არ არის დამნაშავე და არაფერი კანონ საწინააღმდეგო არ მოუმოქმედებია. არცერთი მიზეზი არ იყო აღმოჩენილი, რომ შეებოჭათ იგი და სიკვდილი მიესაჯათ მისთვის. რადგან ყველა მის ბრალდება ეხებოდა უშუალოდ იუდევლურ რელიგიურ კანონებს და რჯულისა და წინასწარმეტყველებების სხვადასხვაგვარ განმარტებებს. ასეთი პრობლემები ხშირ შემთხვავი იწვევს მტრობასა და ზიზღს ადამიანთა გულებში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მმართველს ამბავი მიუტანეს პავლეს მოკვლის შეთქმულებაზე. ამიტომაც გაგზავნა ათასისთავმა ბრალდებული, რათა რომის მმართველი გარკვეულიყო მის საქმეში. რომის ქალაქი კესარია განსხვავდებოდა კარგი ორგანიზებითა და წესრიგით და იერუსალიმისგან შორს მდებარეობდა, ასევე შორს იყო იუდევლური კულტურისაგან სადაც ხშირად ბობოქრობდა რელიგიური განცდები და მღელვარება სუფევდა.

როდესაც ფელიქსმა გაიგო, რომ პავლე ტარსუსიდან იყო სურდა მალევე გარკვეულიყო ამ საქმეში, რადგანაც იქ არავინ იცოდა იუდევლური კანონის საიდუმლოებებსა და წეს-ჩვეულებებზე. მან ჩასვა პავლე საპყრობილეში, რომელიც მდებარეობდა მეფე ჰეროდეს სასახლის შუაგულში, რომელიც თავად იქ ცხოვრობდა.

ასე განხორციელდა პავლეს პატიება, რომელიც დაწერილია რომაელთა მიმართ წერილებში, რომელიც თხოვდა ძმებს, რომ ელოცათ მისთვის ღმერთის წინაშე, რათა განთავისუფლებულიყო ურწმუნო იუდეველებისაგან. რომაელთა 15:30-32. მაგრამ ღმერთმა უპასუხა ამ ლოცვებზე არა ისე, როგორც პავლე ელოდა, ის შორეულ რომში როგორც პატიმარი გაემგზავრა და არა როგორც ქრისტეს თავისუფალი მსახური.

რას ფიქრობდა პავლე როცა ის დაკავებული იყო საპყრობილეში? სულ რაღაც თოთხმეტი დღით ადრე ის კესარიაში იყო და ღამე მქადაგებელ ფილიპესთან გაათენა, ხოლო შემდეგ მასთან წინასწარმეტყველი აგავი მივიდა და სულიწმიდით უწინასწარმეტყველა, რომ მას ტანჯვის ბორკილები ელოდა. ამის შემდეგ მას იესო გამოეცხადა და უთხრა, რომ მის შესახებ უნდა დაემოწმებინა რომში, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოს ცენტრი იყო. ამ გზით ჩვენ ვხედავთ, რომ პავლე არ გეგმავდა თავის ცხოვრებას და არ იყო მართული საკუთარი აზრებითა და სურვილებით, არამედ გეგმავდა ქრისტე, რომელიც მიმართავდა თავის მსახურს თავის ნებისამებრ და არა პავლეს სურვილებისამებრ. ეს იყო პავლეს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი. ის იძულებული იყო დაეტოვებინა ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებდა მის დახმარებასა და რჩევებს და გაეტარებინა დღეები საპყრობილეში სადაც მოკლებულიყო ნებისმიერი საქმიანობის ჩატარებას.

ლოცვა: მადლობას გიხდით ჩვენო ძლევამოსილო უფალო, ვინაიდან შენს მსახურებს წარმართავ არა საკუტარი გეგმებისამებრ, არამედ შენი ნებითა და გადაწყვეტილებით. შენ იცავ მათ, რათა იყვნენ მოწმობა და დიდებული ძალით პასუხობ მათ ლოცვებს. გვაპატიე თუ ჩვენი გზებით დავდივართ და გვასწავლე დავემორჩილოთ სულიწმიდის ხელმძღვანელობას! ამინ.

კითხვა:

  1. როგორ და რისთვის გადაიყვანეს პავლე კესარიაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:07 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)