Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 111 (Christ’s Appearance to Paul; The zealots’ plot against Paul)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

6. ქრისტე ღამით ეცხადება პავლეს (საქმეები 23:11)


საქმეები 23:11
11 მომდევნო ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: "გამხნევდი, რადგან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ისე რომშიც გმართებს დამოწმება”.

პავლეს ყოველთვის ჰქონდა სუფთა სინდისი, ვინაიდან ღმერთს დღე და ღამე ემსახურებოდა. ის ცუდათ არ იქცეოდა იერუსალიმში, და არც არეულობის გამოწვევა სურდა ხელოვნურად. სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიყვებოდა და სიკვდილისთვისაც მზად იყო, მაგრამ უფალს მისთვის სხვა გეგმები ჰქონდა. თავად გამოეცხადა მას ღამით და უთხრა: ,,გამხნევდი და ნუ გეშინია. სიკვდილის ჟამი ჯერ არ დამდგარა, თუმცა ის გარემოგიცვავს შენ მშიერი მგლების მსგავსად. ისინი ვერაფერს გავნებენ, ვინაიდან მე შენთან ვარ. მე დავადუმებ ყველა ველური ცხოველის ბაგეს და შენს ირგვლივ ცეცხლოვანი კედელივით აღვიმართები!“

ყველა ძმა სადღაცას წავიდა: პავლეს ყველა განშორდა და არცერთი ძმა აზიიდან და ევროპიდან არ იყო მასთან ერთად საპყრობილეში. იაკობი თავის იუდეველ ათასმორწმუნესთან ერთად არ მისულა მასთან დასახმარებლად, არც დაუცვია ან უნუგეშებია ის, მაგრამ თავად ქრისტე იყო მასთან. ის იყო მისი მანუგეშებელი, მისი სამართლიამობა, ძალა და იმედი. ძვირფასო ძმაო არც ამ სამყაროში და არც რომელიმე სხვაში არ გექნება სხვა იმედი გარდა ქრისტეს თანდასწრებისა, როგორც წერდა პავლე: ,,ქრისტე თქვენშია, დიდების საყრდენი.“ ეს დამაჯერებლობა სულიწმიდაში რჩება სიკვდილის და დაწამების ჟამსაც. ეს დამაჯერებლობა ვერ ანადგურებს ადამიანს, თუნდაც მას ტვინი გამოურეცხონ.

ქრისტემ უთხრა პავლეს თუ რა მოუმზადა მას საუკუნოდ: ის მის მსახურებას ამდიდრებს იმით, რომ გააგზავნის რომში იმდროინდელ დედაქალაქში. როდესაც ეს მიზანი მიღწეული იქნება, ქრისტეს გამარჯვებული მსვლელობა დასრულდება. ყველაზე დიდი დამარცხების ჟამს, იმედგაცრუებების ღამეს ქრისტემ ანუგეშა პავლე, გაამხნევა და იმის დამაჯერებლობა მისცა, რომ დაასრულებს თავის მისიონერულ მოგზაურობას და დაამოწმებს მასზე რომში. ეს აზრი დევს მთელს საქმეების წიგნში, იდუმალი ნიშნის მსგავსად: მსვლელობა იერუსალიმიდან რომში. პავლე როგორც მორბენალი იდგა თავისი ბოლო მოგზაურობის სტარტზე, მაგრამ უფალს სურდა, რომ მას ეს ბოლო სტადია გაევლო არა თავისუფალი გამარჯვებით, არამედ შებოჭილს. თუმცა პავლე თავისი არსების სიღრმეში თავისუფალი იყო და იცოდა, რომ მას მხოლოდ ის მოუვიდოდა, რაც მას ქრისტემ მოუმზადა. ამიტომაც იმ დღიდან ის საკუთარ თავს ქრისტეს პატიმარს უწოდებდა. ასე გაემგზავრა რომში - ჯაჭვებითა და ხელბორკილებით, რათა მთელი დედაქალაქი ქრისტესთვის შეეძინა.


7. ზოგიერთი ეჭვიანი იუდეველის შეთქმულება პავლეს წინააღმდეგ (საქმეები 23:12-22)


საქმეები 23:12-22
12 რომ გათენდა, იუდეველთაგან ზოგიერთნი შეითქვნენ და დაიფიცეს, რომ არ ეჭამათ და არ ესვათ, სანამ პავლეს არ მოკლავდნენ. 13 ორმოცზე მეტნი იყვნენ შეთქმულები. 14 მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: "დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ. 15 თქვენ და სინედრიონმა ათასისთავს შეუთვალეთ, რომ თქვენთან მოიყვანოს იგი, ვითომ უფრო დაწვრილებით გინდათ მისი საქმის გამოძიება; ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოაღწევს, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად”. 16 შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ციხე-სიმაგრეში და პავლეს უთხრა. 17 პავლემ კი ერთი ასისთავთაგანი იხმო და უთხრა: "ეს ჭაბუკი ათასისთავთან მიიყვანე, რაღაც აქვს მისთვის სათქმელი”. 18 მანაც წაიყვანა, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: "პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, რადგან სათქმელი აქვს შენთვის”. 19 ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: "რა არის, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?” 20 მან უთხრა: "იუდევლები შეთანხმდნენ გთხოვონ, რომ ხვალ პავლე სინედრიონში წაიყვანო, თითქოს მისი საქმის უფრო დაწვრილებით გამოკვლევა სურდეთ. 21 მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ; ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, სანამ პავლეს არ მოკლავენ, ჩასაფრდნენ და გამზადებულნი არიან, შენს ბრძანებასღა ელიან”. 22 გაუშვა ათასისთავმა ჭაბუკი, თან უბრძანა, არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო.

ლუკამ უამბო თეოფილეს რომაელ მთავარს, თუ როგორ უკმაყოფილოდ დაკითხეს პავლე ზოგიერთმა იუდეველმა უმაღლეს საბჭოზე, როგორ ფარისევლურად მოილაპარაკეს ამ ადამიანის განადგურება, რომელიც იუდევლური ერისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მათ საიდუმლოდ მოილაპარაკეს, რომ უმაღლესი საბჭო გადმოებირებინათ. პავლე კი სერიოზულ საშიშროების ზღვარზე აღმოჩნდა.

საინტერესოა და ლუკასგან ვიგებთ იმის შესახებ, რომ პავლეს იერუსალიმში გათხოვილი და ჰყავდა და მისი შვილები ძალზედ აქტიურები იყვნენ. შესაძლოა პავლეს მშობლები ოდესღაც გადმოსახლდნენ ტარსუსიდან იერუსალიმში, რათა მათი სიკვდილის შემდეგ ისინი წმინდა მიწაზე დაესაფლავებინათ, მრავალი იუდეველის ტრადიციის მიხედვით. ჩვენ არ ვიცით ისინი იყვნენ თუ არა ქრისტიანები, როგორც მათი შვილი პავლე, მაგრამ ვხედავთ, რომ პავლეს დის შვილებს ჰქონდათ ფანატიკური კავშირი მერჯულეებთან. მან ამ შეთქმულების შესახებ გაიგო და ისიც იცოდა, რომ პავლე უნდა მოეკლათ. და როდესაც ამის შესახებ პავლეს დამ შეიტყო მან მოისურვა მისი გადარჩენა. მან საკუთარი სიცოცხლეც კი დადო და გააგზავნა თავისი შვილი პატიმართან, რათა ეს ამბავი შეეტყობინებინა. როდესაც პავლემ შეიტყო ამ შეთქმულების შესახებ, მან თავისი ძმის შვილი გაგზავნა ათასისთავთან, ის კი ამ ამბის გამო ძალიან გაბრაზდა ამ ხალხზე, მაშინვე მიიღო ზომები და პავლეს დაცვა გააძლიერა. მან ასევე მოისურვა, რომ პავლე კესარიაში გაეგზავნა, რათა იქ მთავარ მმართველს მიეხედა მისთვის.

იერუსალიმი შფოთმა გარემოიცვა პავლეს გამო - მათი ერთობა დაირღვა. უფრო მეტიც ის უფრო გაძლიერებული დაცვის ქვეშ იყო. და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იუდეველების ბრაზი გამოეწვია მისადმი. ისინი აგრძელებდნენ თავიანთი შეთქმულების დაგეგმვას. იფიცებოდნენ, რომ მოკლავდნენ მას და თუ ამას არ გააკეთებდნენ წყევლას იღებდნენ თავიანთ თავზე. შეთქმულება ძალიან მალე უნდა განხორციელებულიყო და თქვეს, რომ არაფერს შეჭამდნენ და დალევდნენ სანამ ამას არ გააკეთებდნენ. მათ ხანგრძლივი დროით მოუწიათ შიმშილობა დაწყურვილისგან ტანჯვა, ვინაიდან ქრისტემ დაიცვა თავისი მონა და ახალ მსახურებაზე დააყენა ის. მან გააგზავნა პატიმარი პავლე რომში, რომ არა მოქალაქეობრივი თავისუფლება, არამედ ცოდვებისგან დახსნა, დახსნა სიკვდილისა და ღმერთის რისხვისგან არის ჭეშმარიტი თავისუფლება. იესომ თქვა: ,,ვისაც ძე გაანთავისუფლებს, ის იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი“ (იოანეს 8:36). პავლეში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აღსრულდა პატიმარში ქრისტეს სულიერი თავისუფლება. ქრისტე ანთავისუფლებს გულებს სურვილებისა და სიამაყისაგან და მივყავართ ღმერთის განდიდებისკენ, გარემოებების მიუხედავად.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ჩვენ თაყვანს გცემთ შენ ვინაიდან ცოცხალი ხარ, ზრუნავ შენს მონებზე თუნდაც საპყრობილეში. დაგვიცავი შენს თანდასწრებაში ყოველთვის და გვანუგეშე ისნი ვინც ვართ პატიმრობაში შენი სახელის გამო, რათა ყველამ მიიღოს თავისუფლება და კეთილი სინდისი!

კითხვა:

  1. რატომ სურდათ პავლეს მოკვლა და რატომ უნდა გამგზავრებულიყო ის რომში?

კითხვების მე-7 სერია

ძვირფასო მკითხველო, თუ შენ უკვე წაიკითხე მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტება, მაშინ შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ კითხვათა 90% სწორედ გასცემ პასუხს, ჩვენ გამოგიგზავნით ამ სწავლების მომდევნო სერიას. გთხოვ არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო პასუხების ფურცელზე შენი სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა.

  1. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ პავლეს ბევრი თანამგზავრი ჰყავდა?
  2. რითი არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ პავლემ ყმაწვილი აღადგინა? რატომ ჩატარდა ზიარება ტროაში კვირის პირველ დღეს, ანუ კვირა დღეს?
  3. რატომ მიდიოდა პავლე ტროადან ეფესოში განმარტოებით?
  4. როგორ და რას ქადაგებდა პავლე მოციქული? როგორ შეიძლება მისი ქადაგების შეჯამება?
  5. რატომ უნდა იყვნენ ღმერთის ფარის მწყემსები ყოველთვის ფხიზლად?
  6. რატომ არის გაცემა მეტი ნეტარება, ვიდრე მიღება?
  7. რა გადაიტანა პავლემ ცორში?
  8. რატომ არ ეშინოდა პავლეს იმ ტანჯვების, რომლებიც იერუსალიმში ელოდებოდა?
  9. რატომ სთხოვდა იაკობი პავლეს განწმენდილიყო ტაძარში თაყვანისცემისთვის?
  10. რატომ სურდათ იუდეველებს პავლეს მოკვლა?
  11. რაში მდგომარეობს უფლის პავლესადმი გამოცხადების მნიშვნელოვნება, რომელიც რჯულის ზედმიწევნით დამცველი იყო?
  12. რა არის ღმერთის ნების არსი?
  13. რატომ გაბრაზდნენ იუდეველები, როდესაც პავლემ ახსენა, რომ უფალმა ის წარმართებთან წარგზავნა?
  14. რატომ ეყრდნობოდა პავლე საკუთარ სინდისს და არა კანონს? რატომ გაამართლეს ისინი ფარისევლებმა მომავალი ქრისტეს რწმენის და მკვდრების აღდგომის გამო?
  15. რატომ უნდა მოეკლათ პავლე და რატომ უნდა ემოგზაურა პავლეს რომში?

გირჩევთ, რომ დაასრულო მოციქლთან წიგნის შესწავლა, რადგან მისი მეშვეობით ღმერთის სიტყვების საგანძურს მოიპოვებ. ველოდებით შენ პასუხებს, და ვლოცულობთ შენზე. მისამართი:

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:06 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)