Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 097 (The plot to kill Paul in Corinth)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

6. შეთქმულება პავლეს წინააღმდეგ კორინთოში - პავლეს თანამგზავრების სახელები იერუსალიმის გზაზე (საქმეები 20:3ბ-5)


საქმეები 20:3ბ-5
3ბ ...მაგრამ რაკი შეთქმულება მოუწყვეს იუდევლებმა, მაკედონიის გზით მოისურვა დაბრუნება. 4 აზიამდე თან ახლდნენ ბერეიელი სოპატრე პიროსი, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიუსი და ტიმოთე; აზიელთაგან კი - ტიქიკოსი და ტროფიმე. 5 ისინი წინ წავიდნენ, რათა ტროაში დაგვლოდებოდნენ.

პავლემ ორგანიზება გაუკეთა შესაწირავს მაკედონიის ყველა ეკლესიაში, საბერძნეთში, აზიასა და ანატოლიაში, რათა დახმარებოდა იერუსალიმში დევნილ ეკლესიას. ამის შესახებ ვკითხულობთ 2 კორინთელთა 8:16-24. ჩანს, რომ პავლეს გზა იერუსალიმისკენ მოსაწყენი არ ყოფილა, არამედ ამორჩეულ ძმებთან მოზიარეობაში გაატარა. პავლეს თანამგზავრები იყვნენ თითო ძმა მისი დაარსებული ეკლესიებიდან. რამდენადაც ზამთარში გემები არ დაცურავდნენ შტორმის გამო ხმელთაშუაზღვაში, პავლემ კორინთოდან სირიაში წასვლა თავის თანამსახურებთან ერთად გაზაფხულზე გადაწყვიტა.

კორინთოში კი იუდეველები პავლეს მოკვლას გეგმავდნენ, რადგან მის გამო იყვნენ უკუგდებულნი და შერცხვენილნი რომაული ხელისუფლების წინაშე. პავლეს მოკვლა ასევე სურდათ მისი დიდძალი ქონების გამო, რომელიც მან აკრიფა იერუსალიმის ეკლესიისთვის. მაგრამ ქრისტემ დაიცვა ტავისი მონა და დაიფარა ბოროტი ზრახვებისგან. როდესაც პავლემ გაიგო ამ შეთქმულების შესახებ, უმალვე გეგმები შეცვალა და გადაწყვიტა არ ემოგზაურა გზით, რადგან მის მოძულეებს შეეძლოთ იგი ზღვაში მოეკლათ და ყველანაირი კვალი გაექროთ. ამიტომაც მან ხანგრძლივი და დამღლელი მოგზაურობა არჩია ხმელეთით ეფესოსკენ. მან ათასობით კილომეტრი გაიარა ფეხით, რამაც ბევრი დღეები და თვეები მოითხოვა. პავლე და მისი თანმხლები ძმები ამ გზით იერუსალიმამდე მივიდნენ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მოგზაურობაში პავლეს დაახლოებით რვა ადამიანი ეხლდა თან. ვიმსჯელებთ რა ამ ადამიანებზე, ჩვენ შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ საბერძნეთისა და ანატოლიის ეკლესიების მდგომარეობაზე, პავლეს მისიონერული საქმის ნაყოფებზე. თუ თქვენ გაქვთ საბერძნეთის და მცირე აზიის რუკა, გირჩევთ რომ გამოიყენეთ ის ამ გაკვეთილის შესაწავლად. თქვენ დაინახავთ უდიდეს ტერიტორიებს სადაც სახარება და ეკლესია გამყარდა.

უპირველესად ჩვენ ვკითხულობთ ბერიყას ეკლესიის შესახებ, სადაც ერთგულმა მამამ გადასცა თავისი ძე სოპატრე პავლეს ხელში ერთგული თანამგზავრის სახით. სოპატრე უნდა დახმარებოდა პავლეს შემოწირულობის მიტანაში იერუსალიმამდე. ამ გზით, იმისდამიუხედავად რომ პავლეს მოუწია უეცრად მოუწია გამგზავრება ბერიყადან ათენში, ბერიყას ეკლესიას არსებობა არ შეუწყვეტია, არამედ გაიზარდა და გახდა ერთგული და მყარი ქრისტეში.

თესალონიკეს კომერციულ ქალაქში მას შეუერთდნენ არისტარქოსი და სეკუნდოსი. არისტარქოსს უკვე უმოგზაურია პავლესთან ერთად ეფესოში. ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ბრბომ გამოათრია ის თეატრში ეფესოში პავლეს მიმართ მღელვარების დროს (საქმეები 19:29). ამგვარად ქრისტემ დაიცვა იგი ბოროტებისგან. ამისმიუხედავად მას პავლე არ დაუტოვებია და დაასრულა თავისი გზა მასთან ერთად, ანუგეშებდა მას, როდესაც საპყრობილეში იყო და საშიშროების მიუხედავად თან ახლდა გზად რომისკენ (კოლასელთა 4:10; ფილიპელთა 24).

ექიმმა ლუკამ დატოვა რა თავისი ეკლესია ფილიპეში მოვიდა პავლესთან და მის თანამსახურებთან, როგორც ამ ქალაქის მორწმუნეთა წარმომადგენელი (საქმეები 20:6). ასე დაიწყო მახარობელმა ექიმმა თავისი მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი მოგზაურობა მოციქულთან ერთად, რომლის დროსაც ის აგროვებდა დაწვრილებით ინფორმაციას თავისი ცნობილი სახარებისთვის, ასევე ხვდებოდა ხალხს, რომლის დამოწმების საფუძველზეც წერდა მოციქულთა საქმეების წიგნს.

არამხოლოდ საბერძნეთისა და მაკედონიის ეკლესიები აგზავნიდნენ თავიანთ მუშაკებს და წირავდნენ ფულს იერუსალიმის ეკლესიებისთვის, არამედ მორწმუნეები ანატოლიიდან და აზიიდან მონაწილეობდნენ ამ პროქტში, ტიმოთეს გარდა, რომელიც პავლეს ერთგული თანამშრომელი იყო, ჩვენ ვხედავთ აქ გაიუსის სახელს ბერიყადან. ეს მოწმობს იმის შესახებ, რომ ურთიერთობა მცირე აზიის ეკლესიებსა და მოციქულს შორის წლების მანძილზე გრძელდებოდა.

ეფესოდან მოვიდა ძმა ტიქიკოსი, რომელიც ასევე პავლეს თანმხლები იყო ხანგრძლივი დალავების დროს. ტიქიკოსი იყო მწერალი. სწორედ ის აუწყებდა ეფესელებს პავლეს წერილებს, ასევე კოლასელესა და ფილიპელებს. ეს ერთგული ძმა წლების მანძილზე რჩებოდა მოციქულის თანამგზავრი, მის მოგზაურობაში საბერძნეთიდან იერუსალიმში. მოგვიანებით ის კვლავ შეხვდა პავლეს რომში და ეხმარებოდა მას დამხმარესა და მწერლის როლში.

ჩვენ ასევე ტროფიმეს შესახებ ვკითხულობთ, რომელიც ეფესოდან იყო. რომლის გამოც პავლე იერსუსალიმის საპყრობილეში მოხვდა. ფანატიკოსმა იუდეველბმა განაცხადეს, რომ პავლე ეს წინადაუცვეთელი წარმართი მის ტაძარში მიიყვანა.

პავლეს იერუსალიმში დაბრუნება ქირსტეს გამარჯვებულ მსვლელობას გვახსენებს, ვინაიდან მოციქული ბრუნდებოდა ღმერთის სიყვარულით აღსავსე, ერთგული ადამიანებით გარშემორტყმული, წარმართების წარმომადგენლებით. ისინი მოდიოდნენ ამ ნატანჯ ეკლესიაში არამხოლოდ უბრალო სიტყვებით, არამედ დიდძალი თანხით, რომელსაც ისინი სულიწმიდის ტაძარს სწირავდნენ. აი ასეთი ცხადი და შესაგრძნობი იყო წმინდანი ძმების მოზიარეობა!

ლოცვა: უფალო იესო მადლობას გიხდით, რომ ყველა ქვეყანაში ამოარჩიე ადამიანები, რომლებიც მოგყვებიან შენ ღვთის კრავის გზით და თავიანთ სხეულებს ღმერთის საამებელ მსხვერპლად იღებენ. გთხოვ მიგვიღო ჩვენი შვილებით, მეგობრებით და ნათესავებით. გაგვწმინდო საუკუნოდ ერთმანეთის მსახურებაში!

კითხვა:

  1. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ პავლეს ბევრი თანამგზავრი ჰყავდა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:56 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)