Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 079 (Founding of the Church at Philippi)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

4. ეკლესიის დაარსება ფილიპეში (საქმეები 16:11-34)


საქმეები 16:11-15
11 გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკეს მივაშურეთ, მეორე დღეს კი - ნეაპოლისს; 12 იქიდან - ფილიპეს, რომელიც მაკედონიის ამ ნაწილის მთავარი ქალაქი-კოლონიაა. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე. 13 შაბათ დღეს კარიბჭეს გავცდით და მდინარის პირას გავედით, იქ, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და იქ შეკრებილ დედაკაცებს გამოველაპარაკეთ. 14 გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად. 15 ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: "თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.

ღმერთის სიყვარულის ქარმა მოციქულების გემი აზიიდან ევროპაში გადაამისამართა. ზოგადაფ ასეთი გზა ხუთ დღესა და ხუთ ღამეს გრძელდებოდა. მაგრამ ამჯერად გემი დანიშნულების ადგილას უჩვეულოდ მალე მოხვდა, ორ დღეში. პავლე არ შეყოვნდა გემების პორტზე, არამედ პროცინციის ცენტრისკენ გაემართა, ქალაქ ფილიპეში.

კეისარმა ავგუსტინემ აჯობა იულიუსის მკვლელს, დაედევნა რა, მას ამ ქალაქამდე, რომლის დაბლობებზეც დიდებული და საშინელი ბრძოლები ხდებოდა. ამის შემდეგ მან ააღორძინა ქალაქი ფილიპე, გააფართოვა და გაალამაზა, გაანთავისუფლა გადასახადებისგან და რომაელი ჯარისკაცები დაასახლა. თავისი ატმოსფეროთი და რეჟიმით ეს ქალაქი სირიულ ანტიოქიას გვაგონებს.

პავლე შთაგონებული იყო და იმედივნებდა იმ მაკედონიელის ხილვას, რომელიც სიზმარში ნახა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ვერავინ დააინტერესა ქრისტეთი და მისი გადარჩენით. ყველა მხოლოდ საკუთარ სიამოვნებასა და კომფორტს ეძებდა. იუდეველები არ ჩანდნე, რადგანაც ქალაქში ომის სული იყო და არა მრეწველობის. ძმები დაეჭვდნენ პავლეს სიზმრის და მოწოდების სინამდვილეში, რათა მაკედონიაში წამოსულიყვნენ და იფიქრეს, მათი სურვილი ხომ არ იყო.

პავლემ იცოდა, რომ იმ ქალაქებში სადაც სინაგოგები არ იყო, იუდეველები შაბათობიყ მდინარის პირას იკრიბებოდნენ სალოცავად. იქ მათ შეეძლოთ განბანის რიტუალების ჩატარებას. მოციქული ქალაქიდან გავიდა და ზოგაკტის მდინარისკენ წავიდა, რომელიც ქალაქიდან ორ კილომეტრში იყო. იქ იუდეველი და ბერძენი ქალები ნახა, რომლებიც ლოცვაზე შეკრებილიყვნენ. ამან პავლე გააოცა, იფიქრა: “რა მინდა ამ ქალებთან? სიზმარში მამაკაც ვნახე, და არა ქალი. მე არ ვეძებ ქალებს”.

სულიწმიდამ დაამდაბლა წარმართების მოციქული, რადგან ის არ აკეთებს განსხვავებას მდიდრებსა და ღარიბებს, დიდებულებსა და მცირეებს, ქალებსა და კაცებს, თავისუფლებსა და მონებს, თეთრ და შავ რასას შორის; ის ნებისმიერ სულს აკმაყოფილებს, ვისაც ღმერთის სიტყვა სწყურია. და აი მაშინ სულიწმიდა პავლეს ბაგეებით უყვებოდა ქალებს, რომლებიც ნაპირთან ისხდნენ, მომხდარი ხსნის შესახებ.

ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ასევე მას უსმენდა, წითელი მოსასხამსბის გამყიდველი აღმოჩნდა. ქალაქი ფიატირიდან იყო, იქიდან, სადაც სულიწმიდა მოციქულებს საქადაგებლად არ უშვებდა. ახლა მაკედონიის ქალაქ ფილიპეში იყო ეს ქალბატონი და ხანის სახარებას ისმენდა. მდიდარი იყო, რადგან ამ სამოსელის წარმოებით გახლდათ დაკავებული, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საქონლად ითვლებოდა. ეს ქალბატონო საკმაოდ გულისხმიერი იყო და შეეძლო ადამიამების განსხვავება. მალევე მიხვდა, რომ მოციქულებისგან უფლის ძალა მოდიოდა. იგრძნო უფლის ხმა, როდესაც ყურადღებით მოუსმინა სახარების სიტყვებს. უფალმა გახსნა მისი გული და გაანათა მისი სული. თავისი სიკეთის გამო კი არ შობილა მაღლიდან, არამედ ღმერთის სიტყვის მოწყურებული მოსსმენისთვის. დღესაც, სულიწმიდა მათ გულებს ანახლებს, ვინც უფლის სიმართლეს ეძებს. ჭეშმარიტების სული, ყველა მის მორჩილშია.

ლიდია საკმაოდ მოდურად და გემოვნებიანას იცვამდა, იყო ჭკვიანი და გამოცდილი, მალევე მიხვდა გადარჩენის არსს და ითხოვდა მონათვლას. სწამდა, რომ იესო - ღვთის ძე, რომელიც ჯვარზე მოკვდა ცოდვების პატიებისთვის.

მიიღო რა წყლით ნათლობა, აღივსო სულიწმიდით განიცადა სიყვარული, ჭეშმარიტება და საუკუნო სიცოცხლე.

როგორი მშვენიერია, რომ პავლემ მხოლოდ ის კი არა , მთელი მისი ოჯახი მონათლა - ქმარი, ბავშვები, მოსამსახურე და თანამშრომლები. პავლე დარწმუნებული იყო ღმერთის სულის ძალაში და იცოდა, რომ ამ ქალს სხვებისთვის მოყოლა შეეძლო. მიიღო რა ღმერთის სიყვარული, მზად იყო ეგოისტური მონებისგან ღმერთის მიმდევრები ჩამოეყალიბებინა! როგორი დიდებული გული ჰქონდა პავლეს! ის არ მზადებდა მოსანათლად ხანგრძლივი გაკვეთილებით, არამედ უცებ შეეძლო მიეძღვნა უფლისთვის ახალმოქცეულთა ჯგუფი, იმედოვნებდა რა, რომ უფალი დაასრულებდა მათში დაწყებულ კეთილ საქმეა. პავლემ იცოდა, რომ მხოლოდ ქრისტეს და არა ის, დაიხსნიდა მათ, ვისაც სწამთ.

შემდეგ ამ მდიდარმა მორწმუნემ სთხოვა პავლეს და მის თანამგზავრებს, მასთან დარჩენილიყვნენ, იმ დრომდე სანამ ქაქშჯ დარჩენას აპირებდნენ. მან თავისუ სახლის კარები გახსნა მათთვის და შესთავაზა, იმ სახლში მახარებლური ცენტრი გაეხსნათ. მაგრამ პავლეს არ სურდა მისგან დახმარების მიღება. ოთხივეს, გადაწყვიტეს ეშრომათ და შრომით ეშოვნათ ორი ლუკმა პური. თუმცა ჭკვიანი ქალი არ წყვეტდა ვედრებას, ღმერთის მამაკეცების მისამართით, სანამ არ მიიღეს მისი მოწვევა. ისინი დარჩენენ ქალაქში და მოძღვრავდნენ რწმენაში ახალმოქცეულებს. მიიღეს ქალის მასპინძლობა და პავლე ძმებთან ერთად ლიდიასთან დარჩა. სიყვარულის გამო გააკეთა მან ეს, რადგან სიყვარული - ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

პავლემ სიზმარში მამაკაცი დაინახა, ის კი ქალად იქცა. მოციქული ადრე მომხრე იყო რელიგიის, სადაც კაცს მეტი ძალაუფლება ჰქონდა ქალის წინაშე, მაგრამ ევროპაში ქრისტემ, პირველი ქალი აირჩია. ამ მოვლენით ვხედავთ ღმერთის დამოკიდებულებას ქალის სითავისუფლესთან მიმართებაში, მოციქულის სულიწმიდით მმართველობის პარალელურად. სახარება ევროპაში ამ მოციქულის მორჩილების ხარჯზე შემოვიდა, და პირველი ნაყოფი ქალი იყო, ჟოლოს გამყიდველი.

ლოცვა: უფალო მადლობას გიხდით, რომ შენ გახსენი ლიდიას გული და მის მისწრაფებებს უპასუხე, მასზე სულიწმიდის გადმოღვრით. გვაპატიე ჩვენი შემოსაზღვრული აზრივნების გამო და გააფართოვე ჩვენი გული თავდმაბლობასა და სიყვარულში, რათა ნება დავრთოთ ქალებსა და გოგონებს ისმინონ სახარებისეული ჭეშმარიტება მთელი სისუფთავითა და სიბრძნით!

კითხვა:

  1. რა სასწაული მოხდა ლიდიას ცხოვრებაში? რატომ მონათლა პავლემ, ყველა მისი შინაური?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:41 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)