Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 080 (Founding of the Church at Philippi)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

4. ეკლესიის დაარსება ფილიპეში (საქმეები 16:11-34)


საქმეები 16:16-18
16 ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. 17 იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო. 18 ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: "იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან”. და იმწამსვე გამოვიდა.

მსოფლიოში იმდენი ეშმაკეულია, რომ იოანე მოციქულმა თქვა: “მთელი სამყარო ბოროტებაში წევს”. და დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ მათ მოწმედებებსა და დემონურ ძალებს. იესო დროს, ეშმაკეულები მირბიდნენ მასთან, სინათლის წყაროსთან და ყვიროდნენ: “რა გინდა ჩვენთან? წმიდა ღმერთი ხარ! რატომ მოხვედი ჩვენ დასაღუპად?” ასევე იყო ეს ქალი სულით დაბეჭდილი, პავლესადმი და მისი თანამგზავრებისადმი სიყვარულით განსჭვალული. ის ყვიროდა: “ნახეთ, ადამიანებო! ეს მამაკაცები - უზენაესი ღმერთის მოციქულები არიან! მათ ჭეშმარიტებამდე მიყავხართ, რათა თავი იხსნათ ბოროტი სულებისა და სიკვდილისგან!”

მთელი ქალაქი იცნობდა ამ ცხადად მხედველ ქალს. ხალხი უღუმოდა მას და ამავდროულად ეშინოდათ მისი. ბევრიც ყურადღებით უსმენდა თუ რას ამბობდა და სატანის კლანჭებში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, როდესაც მიდიოდნენ მასთან თავიანთი მომავლის გასაგებად. ძვირფასო ძმაო გირჩევთ, რომ არ იარო მკითხავებთან, განკურნების საძიებლად. მათი რწმენა გბოჭავს მათში მყოფ სულებთამ. პავლე განაწყდენდა ამ ქალის სიტყვების გამო. რატომ? მისთვის საზარელო იყო ის უცხო ხმა, რომელიც მისგან ამოდიოდა. პავლე მის სიტყვებს, სახარების კარგ რეკლამად არ თვლიდა, და სულაც არ სურდა, რომ მთელ ქალაქს მიექცია მისი ქადაგებისთვის ყურადღება, მხოლოდ ამ ქალის მატყუარა სულით ნათქვამი სიტყვების გამო.

პავლემ იცოდა, რომ სატანის სული ისეთივე არ იყო როგორიც ღმერთის. სატანა - ცბიერებს შორის საუკეთესოა, და მთაცარი მატყუარაა. სულაც არ უნდოდა პავლეს ქადაგების მხარდაჭერა ამ მისანი ქალის სულით, თუმდაც რაიმე ჭეშმარიტებებს საუბრობდა, ბევრ სიცრუეს ამატებდა.

ჩვენი ღმერთი არ არის ღმერთებს, სულებსა და ჯინებს შორის ყველაზე დიდი. ის ერთია და მისი მსგავსი არ არსებობს. იმ დროში, მთელ ბერძნულ სამყაროს სწამდა მრავალღმერთებისა და სულების. ამ მოსამსახურის პროპაგანდა კი ერთი ღმერთის რწმენას სპობდა.

გარდა ამისა, სატანის სულმა არ იცის ერთადერთი ღმერთის არსი. მან არ იცოდა, რომ ღმერთი - წმიდა მამაა, და მისი ძე იესო მის მარჯვნის ზის და მასთან ერთად მეფობს, სულიწმიდასთან ერთობაში, და ესაა ჩვენი ხსნის საფუძველი.

ბოროტი სული იმასაც არ იძახდა, რომ პავლე და მისი თანამგზავრები მხოლოდ მსახურები კი არ იყვნენ, არამედ ღმერთის შვილები. ჭეშმარიტი გადარჩენა მხოლოდ ცოდვისგან, სიკვდილისა და ეშმაკისგან კი არ გვანთავისუფლებს, არამედ გვაძლევს შვილობას და ზეციდან შობას, და ჩვენ უფლის შვილები ვხდებით.

ამგვარად ეს ბოროტი სული უკუაგდებდა ღმერთს და მისი გადარჩენის არსს, თუმც საუბრობდა შემოქმედზე და მის ხსნაზე. მან ამისგან რაღაც სენსაციური გააკეთა, არა ის რაც ქრისტემ ჩაიფიქრა, რადგან მას უნდა რომ ადამიანი დამშვიდდეს და დაფიქრდეს, ჩაუღრმვდეს ღმერთის სიტყვას, მოინანიოს და გადარჩეს.

პავლე მიხვდა, რომ გოგონა ბოროტი სულით იყო შეპყრობილი. ის ხედავდა მის დატანჯულ სულს და ზიზღს განიცდიდა იმ ეშმაკის მიმართ, რომელიც მილიონობით ადამიანს ატყუებს. მოციქულს შეეცოდა ეს მოსამსახურე და უბრძანა ამ სულს გასულიყო მისგან. არ შეეძლო საკუთარი სახელით მისი განდევნა, როგორც ამას ქრისტე აკეთებდა. წარმართების მოციქული თავს უსარგებლოდ მიიჩნევდა. იცოდა, რომ იესო ქრისტე - ერთადერთი მხსნელია. ამიტომაც უბრძანა უწმიდურ სულს მისგან გასვლა, იესოს სახელით.

ჭეშმარიტად ეს ერთადერთი სახელია, იესოს სახელი მთელმა ჯოჯოხეთმა იცის. სულელი ადამიანები ბრმები არიან, ფანატიკოსები და ვერ არჩევენ რელიგიებს. არ იციან უფლის ჭეშმარიტება. თუმცა პავლეს სიტყვებში ჩანს, ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი - ცოცხალი იესო ქრისტე! არ უსარგებლია მას ეშმაკური რეკლამით, თავისი ქადაგების მხარდასაჭერად - მან გააგდო ბოროტი სული მტანჯველი გოგოსგან სახარების ძალით და იხსნა ის.

სახელი იესო დღესაც დიდ ძალას ფლობს. ყოველთვის ვერ გამოვიყენბთ მას, როცა მოგვეპრიანება. მოთმინებით უნდა დაველოდოთ სულიწმიდის მმართველობას. პავლეს მოსამსახურისგან ეშმაკი პირველივე შეხვედრაზე არ განუდევნია. მხოლოდ რამდენიმე დღის ლოცვის შემდეგ ზუსტად იცოდა, რომ იესოს ეს უნდოდა. ყველაფერი ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი ფრაზით მოხდა: “ იესოს სახელით”. და დღეს ვინც დადის მისი სულის მფარველობით, შეუაძლიათ არაწმიდა სულების განდევნა. ასე რომ, იყავი ფრთხილად ძვირფასო ძმაო, საკუთარი სახელით არაფერი გააკეთო! არც იმ ცდუნებას აყვე, რომ იესოს სახელი გამოიყენო საკუთარი სურვილების განსახორციელებლად. ნაცვლად ამისა, დამორჩილდი სახარებას და მის სულს, რომ შენში და შენს მიერ მოხდეს უფლის დიდებული საქმეები!

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით და თაყვანს გცემთ, რომ გაანთავისუფლე შეპყრობილი წალი ბოროტი სულისგან. დღესაც უფალთ უფალი ხარ. შენ ანთავისუფლებ ადამიანებს სატანის ბორკილებისგან და სიცრუისგან. გახსენი მილიონობით ადამიანის თვალები, რათა გაარჩიონ სიცრუე და რელიგიური ტყუილი, და შენი ამაღლებული სახელით გადარჩნენ!

კითხვა:

  1. რა სიცრუე იმალებოდა მკითხავი, ეშმაკეული ქალის სიტყვებში? რა ჭეშმარიტება თქვა პავლემ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:42 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)