Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 077 (Strengthening of the Churches of Syria and Anatolia)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

2. ეკლესიების გამაგრება სირიასა და ანატოლიაში: ტიმოთეს არჩევა მსახურებაში (საქმეები 16:1-5)


საქმეები 16:1-5
1 ჩავიდა დერბესა და ლისტრას. იქ იყო ერთი მოწაფე, ტიმოთედ წოდებული, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი, 2 რომელზეც ამოწმებდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები. 3 პავლემ მისი თან წაყვანა მოისურვა. წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადაცვითა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო. 4 ქალაქებში გავლისას ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები. 5 ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.

პავლე თარსადან, ნათელი ქალაქიდან უნივერსიტეტებითა და მოედნებით სავსე ადგილიდან, ბნელ და მაღალმთიან მთებზე წავიდა. დიდხანს იარა ფეხით, დადიოდა ანატოლიის ცხელ, მაღალმთიან, მშრალ დაბლობებს. დიდი დაბლობების შემდეგ მივიდა დერვიაში, ლიკაონიის ქალაქში. ვხედავთ, თუ რაოდენ დიდ მზრუნველობას იჩენდა ეს მქადაგებელი თავისი ეკლესიების მიმართ. ამდენი მოგზაურობისას არ მორიდებია ხიფათს. სწყუროდა თავისი საყვარელი ხალხი ენახა. ასევე ქრისტეს სურს იყოს ჩვენთან სამუდამოდ, და ეს ჩვენში მისი მოსვლის დამაჯერებლობას სახავს, რადგან მან გამოგვისყიდა ჯვარზე. უფალს ვწყურივართ და მოვა, როგორც კი შეძლებს.

დევრიაში პავლე და სილა ამაგრებდნენ მორწმუნეებს და ანტიოქიის ეკლესიის შესახებ უყვებოდნენ, რომელიც მათზე ლოცულობდა. აუხსნენ რჯულისგან თავისუფლება, იერუსალიმს მთავარი ეკლესიის გადაწყვეტილების თანახმად. მათ სიტყვებს ოფიციალური ხასიათი ჰქონდა, რადგან სილა ამ ეკლესიიდან წარგზავნილი წევრი იყო, ასევე სულიწმიდის წინასწარმეტყველი. ის ღიად ასწავლიდა, რომ წარმართებს რწმენასთან მოსვლა რჯულის დაუცველადაც შეუძლიათ. ირწმმუნებენ რა ქრისტეს, ღებულობენ სულიწმიდის ძალას, და ეს ყველაფერი ადამიანური საქმეების გარეშე. ეს განცხადება ინდენად დიდებული და რადიკალური იყო, რომ ყველა მსმენელი ხსნიდა გულს სულიწმიდის მადლისათვის, ახალი აღთქმის სულისთვის.

როდესაც ეს ორი მქადაგებელი მოვიდა ლისტრაში, შეხვდნენ იქ ახალგაზრდა ადამიან ტიმოთეს. ის მორწმუნე გახდა პავლეს მომდევნო მოგზაურობისას, როდესაც ამ ქალაქში ქვებით ჩაქოლეს. ამ ყმაწვილს მამა ბერძენი ჰყავდა, დედა კი - იუდეველი. ის ახალმოქცეული იყო მაგრამ გამოირჩეოდა მხურვალე სიყვარულითა და ფაქიზი სიბრძნით, რასაც სიმტკიცე, გამხნევება, ერთობა და აშენება მოჰქონდა ეკლესიაში, თუმც ხელდასხმული მოციქული არ იყო. ასევე იკოანიაში ხშირად ჩადიოდა ძმების სანახავად. ასე ცნობდა ყველა მორწმუნე ქრისტიანი მას და აღიარებდა, როგორც ქრისტეს ერთგულ მსახურს.

პავლემ სულსი იგრძნო, რომ ამ ყმაწვილს მისი დახმარება შეეძლო და დაუძახა მას შორეულ მოგზაურობებში მონაწილეობისთვის. სიმართლე რომ ვთქვათ, არავინ ყოფილა პავლეს ერთგული ისე, როგორც ტიმოთე. პავლე მას, უფალში ერთგულ ძმას უწოდებდა. ტიმოთე ფილიპეში, კორინთოში და სხვა ეკლესიებში მორწმუნე ხალხს განამტკიცებდა. და თუ მოწაფეები სადმე დიდხანს ვერ ჩერდებოდნენ, პავლე მოციქულის საქმეებს ტიმოთე ასრულებდა (ფილიპელთა 2:20; 1კორინთელთა 4:16). პავლეს სიკვდილის შემდგ ტიმოთე, პავლეს საქმის შემსრულებელი დარჩა, ეფესოს ეკლესიაში კი მისი ადგილის დამკავებელი. იქ ასრულებდა იმას, რასაც თავისი მოციქული წერდა წერილებში. ეს წერილები გახდა ეკლესიების აშენების ძირითადი სახელმძღვანელო და დღემდე ამად რჩება.

როდესაც პავლემ დაუძახა ამ აქტიურ ყმაწვილს და უთხრა მისი თანამგზავრი ყოფილიყო, ერთ პრობლემას შეეჯახა: ტიმოთეს დედა იუდეველი იყო, მამა კი ბერძენი. იუდევლური კანონით, ასეთი ქორწინება არაკანონიერად ითვლებოდა, შესაბამისად თავად ტიმოთე უკანონიდ დაბადებული გამოდიოდა. პავლემ წინადაცვითა ტიმოთე არა გასამართლებლად ან განსაწმედად, არამედ დაბრკოლება და იუდეველებისთვის სალაპარაკო საგამი რომ არ ყოფილიყო. ასე მოიქცა ეს ყნაწვილი იუდაიზმში და დედის ერის ნაწილი გახდა. ახლა შეეძლო იუდეველების საყოფაცხოვრებო წესში ჩართვა. ამავდროულად ბერძენი იყო და ქადაგებით ემსახურებოდა მათ. ტიმოთეს წნადაცვეთა არ ყოფილა ნაბიჯი უკან, კანონის მონობისკენ გადადგმული, არამედ ეს სიყვარულში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. წარმართებისთვის არ წინადაცვითა ის პავლემ, არამედ იუდეველებისთვის. ქადაგება არ შემოიფარგლება რაიმე მკაცრი ჩარჩოებით, არამედ მსხვერპლიან სიყვარულში სრულდება, რომელიც მიძღვნილია მსახურებისადმი მთელი სულითა და გულით.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით, რომ ზეციდან შვი ტიმოთე, სულიერ შვილად აქციე და შენი სულიწმიდის ნიჭებით აავსე! ყველაფრით უზრუნველყავი ის, რათა შენი ეკლესიების განსწავლა შეძლებოდა და ყოფილიყო მზად ხანგრძლივი და რთული მისიონერული მოგზაურობებისთვის. დაგვეხმარე ჩვენც მოგყვეთ, რათა განვასწავლოთ შენი ეკლესია და სულებს ვიძენდეთ შენი სახელით!

კითხვა:

  1. იყო თუ არა ტიმოთეს წინადაცვეთა საჭირო? რატომ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:39 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)