Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 070 (Founding of the Church at Lystra; Ministry in Derbe and Strengthening of the Infant Churches)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ა - პირველი მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 13:1 - 14:28)

5. ეკლესიის დაარსება ლისტრაში (საქმეები 14:8-20)


საქმეები 14:19-20
19 მერე მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, გადაარწმუნეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ. 20 მაგრამ მოწაფეები რომ შემოეხვივნენ გარს, წამოდგა და ქალაქში შევიდა; მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.

როდესაც მეზობელ ქვეყნებში, იუდეველებმა გაიგეს ეს უცნაური ამბები, წავიდნენ ლისტრაში და ხალხი პავლესა და ბარნაბას წინააღმდეგ განაწყეს. ბრალდებები წაუყენეს, ქურდები უწოდეს, ტრადიციების შემლახავები და ქალაქის მომავალი ცხოვრებისთვის საშიშები. გაცეცლებული ერი დადგა ამ მბრალდებლების მხარეს, ყური უგდეს მათ ხელისუფალთ, რომელთაც აღძრეს ისინი, რომ მოციქულები მოეკლათ. როდესაც ერი დარწმუნა, რომ პავლე ღმერთი არაა, არამედ უბრალო ადამიანია, ალყა შემოარტყეს მას და ქვებით ჩაქოლეს. გაუხარდათ, რომ პავლე არ ბობოქრობდა ჭექა-ქუხილით. ხედავდნენ, რომ მათ მსგავსად, უსუსური ადამიანი იყო. სასტიკად დაესხნენ თავს, რადგან გაბედა და მათი ღმერთები შეურაცხყო; და წვეტიანი ქვებით ჩაქოლეს. დაეცა, ძირს ეგდო სისხლიანი და დაჭრილი, საშინელ მდგოამარეობაში იყო, ქვების გორის ქვეშ მყოფი. ხალხი არ დაეტაკა რბილ ბარნაბას, მხოლოდ პავლესთან უნდოდა გასწორებულიყვნენ, რადგან ის იყო ამ მოძრაობის ძირითადი ძალა, ის ქადაგებდა და კურნავდა. ჯოჯოხეთმა იცოდა, საიდან მოდიოდა საშიშროება. შესაძლოა პავლეს სტეფანე გაახსენდა, იერუსალიმის კედლებთან ჩაქოლილი, რომლემაც თავის მტრებს აპატია მთელი ბოროტება და თავისი სული უფალ იესოს გადასცა.

ჩაქოლეს რა ქვებით, შემდეგ გამოათრიეს მკვდარი ძაღლის მსგავსად. გაიტანეს ქალაქის გარეთ და მიაგდეს, რის შემდეგად სახლებში წავიდნენ, რადგან გადაიღქლნენ ერთი დღის მოვლენებით. მოწაფეები პავლეს სხეულის ირგვლივ შეგეოვდნენ და ილოცეს, დაენდნენ ქრისტეს ძალას და მის ძალაუფლებას სიკვდილზე. და მაშინ, პავლე, თითქოს ღმერთის ძალით გაჟღენთილი, ფეხზე წამოდგა. იდგა სისხლიანი, დახეულ ტანისამოსში, და უჩუმრად უყურებდა ძმებს ქრისტეში. არ გაქცეულა შორს უბედურებისგან, არამედ მათთან ერთად დაბრუნდა მკვლელბის ქალაქში, თავის მტრებთან. იცოდა, რომ ქრისტეს მოსაკლავად არ მიუგდია, არამედ ფეხებზე დააყენა, რადგან კვლავ ემსახუროს მას. მორწმუნეთა გულები გაამყარა ქრისტეს სიყვარულში, თავისი მტკივნეული ჭრილობების მიუხედავად.

მომდევნო დღეს, პავლე და ბარნადა ფეხით გაეშურნენ უახლოესი ქალაქი დერვიუსკენ. პავლე გადაღლილი იყო და მის ჭრილობებს ისევ სისხლი სდიოდა. მაგრამ მისი გული ხარობდა და ცეკვავდა, რადგან ქრისტეს ცოცხალი ეკლესია დაარსა ლისტრაში. მოწაფეებმა იქ ქრისტეს სახელი, მოციქულების მაგალითით გაიგეს.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენი სახელი წმიდაა და ეშმაკი ვერ იტანს შენს მიმდევრებს, მათი განადგურება სურს. დაგვეხმარე შენი ჭეშმარიტების გაგებაში, რათა შეგვეძლოს მისი ბრძნულად უწყება! დაგვეხმარე შევიყვაროთ მტრები ვაკურთხოთ ჩვენი მტანჯველნი! გთხოვთ დაარსო შენი ეკლესია ჩვენ ქალაქშიც! ამინ.


6. მოციქულები მსახურობენ დერვიაში და ამაგრებენ ახალ დაარსებულ ეკლესიებს (საქმეები 14:21-23)


საქმეები 14:21-23
21 სახარება უქადაგეს იმ ქალაქს, მრავალი დაიმოწაფეს და ისევ ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდნენ. 22 ამხნევებდნენ და შეაგონებდნენ მოწაფეებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. ეუბნებოდნენ: მრავალი ჭირის მეშვეობით უნდა შევიდეთო ღვთის სამეფოში. 23 ხელდასმით დაადგინეს თითოეული ეკლესიის ხუცესი და ლოცვითა და მარხვით მიუძღვნეს ისინი უფალს, რომელსაც ერწმუნენ.

აღივსნენ რა სულიწმიდით, ამ ორმა დევნილმა მოციქულმა უქადაგა ხალხს დერვიაში, მცირე აზიის პატარა ქალაქში. ბევრმა ირწმუნა ქრისტე და ცოდვის სიკვდილიდან გადავიდა ღმერთის სიცოცხლეში, სიმართლისა და სიწმიდის ცხოვრებაში. ასე აღასრულეს მოციქულებმა ქრისტეს დავალება: “მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!" (მათე 28:18-20)

მოციქულებზე განსაკუთრებულად იმოქმედა სიტყვებმა: “ასწავლეთ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ”, რადგან მათი ეკლესიები ჯერ ახლები იყო. არ ჰქონდათ ბიბლია ბერძნულ ენაზე, არ ჰქონდათ მსახურების ჩატარების წესი, არ ჰქონდათ მტრებთან საუბრის გამოცდილება. მოციქულები თავს, როგორც დედა ისე გრძნობდნენ, რომელმაც უნდა დატოვოს პატარა შვილები, რომელთაც არ აქვთ საკუთარი თავის გამოკვების და ზრუნვის უნარი. მოციქულები თავიანთ დატოვებულ, პატარა სულიერ შვილებზე ფიქრობდნენ. მათ სიკვდილის არ ეშინოდათ, არამედ თამამად ბრუნდებოდნენ ქალაქებში, რომლიდანაც დევნიდნენ. სიყვარულმა იმატა და მთელი შიში დაჯაბნა, ვინაიდან სიყვარული ყველაზე მეტად აღძრავს ადამიანს მოქმედებისკენ.

ეს ორი მოციქული დაბრუნდა ლისტრაში, სადაც პავლე ბრალდებული იყო. არ უქადაგიათ, არამედ მორწმუნეებს ამყარებდნენ, რომლებსაც ქრისტეს მოუწოდა წუთისოფლიდან და თავისი სამეფოსთვის ამოირჩია. ასე აღასრულებდნენ ისინი მსახურებას, ქადაგებით. არ საუბრობდნენ ოცნებებზე და ფუჭ იმედებზე, არამედ მთელი გარკვევით ამოწმებდნენ, რომ დიდი გაჭირვებით და ტანჯვებით მოგვიწევს სასუფეველში შესვლა. იქ ვერ შეხვალ ტანჯვების, გაჭირვების გარეშე. უეჭველად შეხვდები სიძულვილის ტალღებს, სიცრუეს, წამებას და ტანჯვას ქრისტეს სახელის გამო და ეს მართებული ნიშანი იქნება დადასტურება იმისა, რომ შეხვედი მადლის სამეფოში.

მოციქულები ჩვენი უფალი იესო ქრისტეს “სამეფოს” აღიქვამდნენ, როგორც ძეს, მოვლინებულს. ყველა მორწმუნე მის გამოჩემას ელოდება დიდებაში და მისი ძალის გამოვლინებას დედამიწაზე. ყველა ვინც ზეციდან შობილია ცათა სამეფოს ნაწილია. იესო ქრისტემ თავისი სისხლით მოიპოვა მის სამეფოში ჩვენი მონაწილეობის უფლება სიწმიდით, თავმდაბლობითა და სიყვარულით. შეხვედი თუ არა შენ ღმერთის სამეფოში? ელოდები თუ არა მამის მეფობას და ქრისტეს, ჩვენი მხსნელის მოსვლას? რა თქმა უნდა ცათა სამეფოს მიზანი იმაში არ მდგომარეობს, რომ თავად იყო გადარჩენილი ან მრავალი ეკლესია წარმოიშვას. მიზანი - მამის და ძის დიდების გამოვლენაა მათში, ვინც სულიწმიდის ძალაში ცხოვრობს. ამიტომაც თქვა ქრისტემ: “უწინარეს ყოვლისა ეძიეთ ცათა სასუფეველი და ყოველივე შეგემატებათ”. (მათე 6:33)

პავლე და ნარნაბა მხოლოდ რწმენაზე კი არ ქადაგებდნენ, ან ტანჯვებზე და დიდებაზე, არამედ პრაქტიკულადაც ორგანიზებას უწევდნენ ეკლესიებს. სულიერი სიმწიფისა და გამოცდილების მიხედვით, აირჩიეს წინძღილები და დააყენეს ისინი, რათა მათ ეხელმძღვანელათ კრებებისთვის და ეტარებინათ ღარიბებისა და ავადმყოფების პასუხისმგებლობა. ამ ხუცესების ცხოვრება, რომლების იესოს ერთგულები იყვნენ, გახდა კეთილი მაგალითი სიწმიდისა, გადარჩენისა და აღორძინებისა.

ამ გზით მოციქულები გაამყარებდნენ რა ეკლესიებს და აგრძელებსნენ სვლას ახალ ადგილებში. ამ კრებებს ქრისტეს აბარებდნენ, უდიდეს მწყემსს, რომელიც მათთან ერთად იყო ყოველთვის. იქამდე სანამ ეკლესიებს ქრისტეს ჩააბარებდნენ, ლოცვითა და მარხვით ემზადებოდმენ. სულიწმიდის სისავსეს ითხოვდნენ, ახალი მსახურებისთვის და ეკლესიის მთავარი წევრებისთვის. ასევე სწამდათ, რომ თავად ქრისტეც იღებდა უდიდეს პასუხისმგებლობას ეკლესიაზე. მოციქულები არ ადგენსნენ კანონებს, რიტუალებსა და სიმღერებს ეკლესიებისთვის, არამედ ეკლესიის წევრებს ცოცხალ ღმერთს აბარებდნენ, ახაოვდათ რა, რომ მას შეუძლია ყველას განწმედა, ვინც მოზიდულია მისი გამარჯვებული მსვლელობოთ.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ - შენი ეკლესიის თავი და მწყემსი ხარ! გთხოვთ ყველა ახალ მორწმუნეებზე, აკურთხო და თავმდაბლობის სულით შემოსე, რათა არ ჰქომდეთ ძალის უკმარისობა, ან სიყვარულისა და შემეცნების! ყოველ დღე აპატიე შენ მოწაფეებს ცოდბა და კარგ ხუცესებს ჩააბარე ისინი, რათა შრომობდნენ მსახურებაში თავშეკავებით, ჭეშმარიტებითა და ძალით!

კითხვა:

  1. როგორ შრომობდნენ პავლე და ბარნაბა ახალ დაარსებულ ეკლესიებზე, როდესაც მათთან ბრუნდებოდნენ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:32 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)