Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 038 (The Days of Moses)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)
21. სტეფანეს დაცვა (საქმეები 7:1-53)

ბ) მოსეს ეპოქა (საქმეები 7:20-43)


საქმეები 7:35-36
35 ეს ის მოსეა, რომელიც უარყვეს მათ და უთხრეს: ვინ დაგნიშნაო ჩვენს მთავრად და მსაჯულად. ღმერთმა მთავრად და მხსნელად იგი მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც ბუჩქნარში ეჩვენა მას. 36 მან გამოიყვანა ისინი; ახდენდა სასწაულებსა და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.

ხალხმა უარყო მოსე, როდესაც მივიდა ხალხის გადარჩენის უწყებით. არადა ღმერთმა ის აირჩია, რათა სულიერი ხელმძღვანელობა ეტარებინა, და იესოს მსგავსი გამხდარიყო, რომელიც სევე უარყოფილ იქნა თავისი ერისგან. ამის მიუხედავად უფალი ერთგული დარჩა იესოს მიმართ და მკვდრეთით აღადგინა იგი, რათა გამოესყიდა მრავალი ცოდვილი მონები. ერთ-ერთი ბრალდება სტეფანეს მიმართ იყო ის, რომ მან უარყო მოსე. არადა სტეფანემ აამაღლა მოსეს სახელი და მასზე ყველაზე პატივდებული ფორმით საუბრობდა. მან მოსეს მთავარი და გამანთავისუფლებებლი უწოდა, ერის თავად, რომელიც იტანჯებოდა, რათა თავისი დაუმორჩილებელი ერი ღმერთთან დაეახლოვებინა. ასევე ქრისტეა ეკლესიის ტავი, ჭეშმარიტი გამომსყიდველი და გამანთავისუფლებელი. მას მიჰყავს ყველა სულიერი კაცი და ქალი თავისი მამის დიდებულებაში, რათა განამტკიცოს ისინი ახალ აღთქმაში!

სტეფანე ამბობდა, რომ უფლის ტახტის ანგელოზი, რომელიც უფლის წარმოჩენას უწყობდა ხელს, თან დაჰყვებოდა მოსეს უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე. მოსე ხნიერი და უძლური იყო, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ადამაინების დარწმუნების. ის პესიმისტურად იყო განწყობილი, რადგან უდაბნოში მრავალი ადამიანის გადარჩენა მის კისერზე იყო. თუმცა უფლის ანგელოზმა მას ხელი ჩაჰკიდა და მიყავდა ნაბიჯ-ნაბიჯ, არიდებდა ძლიერ წინააღმდეგობებს და ეხმარებოდა ყველაფერში. მან წარმატება მიანიჭა მას სიბნელეთა მპყრობელთა შორის და მისცა უნარი მრავალი სასწაული ეკეთებინა უფლის ძალებით. მოსე თავისთავად არ ყოფილა ზედამხედველი ან უფროსი, ანდაც გამანთავისუფლებელი. მაგრამუფალმა ამ ღარიბ ადამიანში თავისი ძალა და ძლიერება გამოავლინა, ეხმარებოდა რა თავის მონას ორმოცი წელიწადი.

ჩვენც გვყავს გამარჯვებული უფალი და მხსნელი. ის ჩვენ ნაცვლად მოქმედებს, ანგელოზების დახმარების გარეშე. ის იყო ღმერთი, რომელიც განკაცდა, ახლა კი თავისი ერი, ყველა ერისა და ხალხისგან გამორჩეული, თავის გამარჯვებულ ბრძოლაში მიჰყავს. ჩვენი სამყაროს ბნელ უდაბნოში, მივყვებით მას მადლიერებითა და ქებით.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით, რადგან შენ ხარ ეკლესიის თავი და ჩვენი ერთგული მხსნელი! შენ ჩრდისქვეშ შეგვიფარე! ჩვენ შენი საკვებით ვცხოვრობთ და ვარსებობთ შენი ერთგულებით! მხოლოდ შენთან, რომელიც არასდროს გვტოვებ, ვაკავშირებთ ჩვენ მომავალს!

საქმეები 7:37-43
37 ეს არის მოსე, რომელმაც ისრაელიანებს უთხრა: ღმერთი ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენს ძმათაგან, მას უსმინეთ! 38 ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო კრებულში, სინაის მთაზე მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად; და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა; 39 ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისკენ მიიქცნენ თავიანთი გულებით. 40 უთხრეს აჰარონს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან არ ვიცით, რა დაემართა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან. 41 გააკეთეს იმ დღეებში ხბო, მსხვერპლი შესწირეს კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას. 42 ხოლო ღმერთმა ზურგი აქცია მათ და ციური მხედრობისთვის თაყვანსაცემად გადასცა ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: ისრაელის სახლო, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში, ორმოც წელიწადს? 43 მოლოქის კარავს დაატარებდით და რომფა-ღმერთის ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; მეც გაგასახლებთ ბაბილონს იქით.

სტეფანე მოსესა და მისი კანონის შერაცხყოფაში დასდეს ბრალი. მან თავის საუბარში ხუთჯერ გამოიყენა ნაცვლასახელი „მან“, რადგან მოსე უფლის წინაშე უნიკალურ მდგომარეობაში იყო. სხვა არავინიყო უფალთან ასე ძველი აღთქმიდან, როგორც მოსე. უფალი თაავად ელაპარაკებოდა მას (მუხლები: 35,36,37,38,40). მოსე ძველი აღთქმის შუამავალი იყო. ის სიკვდილის შიშით ავიდა ვულკანზე, საიდანაც ალავა და ბოლი ამოდიოდა და იქ ხვდებოდა უფლის ანგელოზს.

სტეფანემ კანონს, რომელიც მოსემ უფლისგან მიიღო „ცოცხალი სიტყვები“ უწოდა უფლის გულიდან წამოსული, რომელიც ანგელოზის ხელიდან იქნა მოტანილი აღთქმის ხალხთან. სტეფანე კანონს არ მოიხსენიებდა მომაკვდინებელ ასოდ, არამედ უფლის სიწმიდეში ხელმძღვანელობის მიმართულების მიმცემად. ვინც იცავს კანონსა და რჯულს, იცოცხლებს საუკუნოდ.

სტეფანე ჩაფიქრებული იყო, რადგან მას სულაც არ უნდოდა მოსეს აღზევება და კანონის განდიდება უზენაესი საბჭოს წინაშე, არამედ უბრალოდ უნდოდა აეხსნა, რომ არც თავად ის, არც ეკლესია არ უარყოფდა ძველი აღთქმის შუამავლებს. ისინი არასდროს შეუარცხყოფდნენ მას. თავად ისრაელიანები უარყოფდნენ მას. ისინი დაუმორჩილებლები იყვნენ. სტეფანემ თავისი სიტყვების დასაწყისში გარკვევითთქვა, რომ როდესაც ერი ეგვიპტის მონობაში იყო, ხალხმა მოსეს ვერ გაუგო და მისი ჩამოშორება მოინდომეს. მას გაქცევით მოუწია თავი დაეღწია მათთვის, რადგანაც მისმა ერმა, მისი დახმარება უარყო. ამისდამიხუედავად უფალმა ის დააყენა მათ მთავრად, ვინც უარყო ის და მისცა მას ძალა წარმატებით გამკლავებოდა მათ სიჯიუტეს.

როდესაც ეს რჩეული წინასწარმეტყველი მივიდა ღმერთთან, რათა მიეღო აღთქმის კანონი, ხალხმა მიატოვა ის და უფლისგანაც გული იბრუნეს. ისინი სიმდიდრეში ცხოვრებაზე ფიქრობდნენ და არ დაელოდნენ რა თავიანთ შუამალავს, რომელიც უფალთან შეხვედრისას შეყოვნდა, იწყეს ოქროს ხბოს თაყვანისცემა.

სტეფანეს ეს ქადაგება ღრმა აზრით არის სავსე. როგორც მოსე არ გამოჩნდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უფალთან შეხვედრისას, ასევე ქრისტე არ ჩანს ახლა, რადგან ზეციერ მამასთანაა. თავის დროზე ის დაბრუნდება და დაამყარებს თავის მშვიდობას დედამიწაზე. იუდეველები იმ დროს არ ენდობოდნენ თავიანთ წინამძღოლს, როგორც დღეს არ ენდობა ხალხი ქრისტეს. ნაცვლად ამისა ინის ოქროს ხბოს გარშემო ცეკვავენ. ხალხი ტექნოლოგიებზე და მომაკვდინებელ იარაღებზე საუბრობს, იქადიან საკუთარი ქონებით და რაკეტებით, ვერ ხედავენ რა ღმერთს და ვერ აცნობიერებენ, რომ მისი სამსჯავრო მოახლოებულია, მუქი ღრუბლის მსგავსად.

სტეფანემ დაანახა თავის მოსამართლეებს, რომ ისრაელი უფლის სამსჯავროს მონობაში მოხვდა, რადგან ღმერთი მიატოვეს. ეს სასამართლო უეცრად არ დატყდომია მათ თავს, მაგრამ თანდათანობით ხორციელდებოდა. უფალი აღთქმის ხალხთან წყვეტდა ურთიერთობას, როდესაც ისინი კერპთაყვანისმცემლობაში ვარდებოდნენ, ძუნწები იყვნენ, ავსტროლოგიით ინტერესდებოდნენ და თაყვანს სცემდნენ ეშმაკეულებს. ისინი ყველა ღვთიურ ქმნილებას ეთაყვანებოდნენ მათ გარშემო, და მზად იყვნე მიეღოთ ნებისმიერი ახალი და საინტერესო აზრი ან ის რაც თავლისთვის სასიამოვნო იყო. ისინი თვლიდნენ, რომ შეიძლებოდა უხილავი ღმერთის დავიწყება, ამიტომაც არ სურდათ სულიწმიდის ხმის მოსმენა, რომელიც მათ სინდისში ჟღერდა. ამაშია სამსჯავროს მთელი აზრი. უსმენ თუ არა ღმერთს და მის სიტყვებს? ასრულებ თუ არა მის ნებას გულით, სიხარულით, სისრულითა და დაუყოვნებლივ?

სტეფანემ თავისი მსმენელის წინაშე ახსენა (37 მუხლი) დიდებული იმედი, რომელიც მოსემ გაუცხადა მათ, რომ უფალი მათ შორის წინასწარმეტყველებს წამოაყენებს, მოსეს მსგავსად, რომელიც იქნება შუამავალი და თავისი მიმდევრების გულს მიმართავს ღმერთის ღვთიურ მადლსა და ძალაზე. სტეფანეს ყოველმა მსმენელმა იცოდა, რომ აქ ქრისტეზე იყო საუბარი, რომელიც მოდის. ამ წინასწარმეტყველს ახალი აღთქმის დამყარება ავალია, მისი მიმდევრების გამყარება და განმტკიცება ახალ გზაზე, რომელიც უფალთან მიდის. ეს წინასწარმეტყველება ქრისტიანებმაც იცოდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი სტეფანე იყო და ისინი ამ მუხლს, როგორც წინასწამეტყველებას აღიქვამდნენ იესოს შესახებ.

ასეთი გზით სტეფანემ დაიცვა თავისი პოზიცია მოსესა და მის კანონზე. ამავდროულად მან გაასამართლა მისი ერის დაუმორჩილებლობა და ისინი ქრისტეთან მიიყვანა, რომელიც კანონის შესრულების უდიდესი იმედი იყო და ასევე ახალ აღთქმაში განამტკიცა ისინი. სტეფანეს ასეთი საუბარი კი მეტყველებს იმაზე,რომ სულიწმიდამ ამ თავმდაბალ მსახურს მისცა ქადაგების ნიჭი.

ლოცვა: უფალო წმიდაო, გვაპატიე რომ ასეთი სასტიკი გული გვაქვს, დაგვეხმარე გავუგოთ შენ ძეს, არ უარვყოთ ის, არამედ მოვუსმინოთ და მის მოლოდინში ვიყოთ! დაე განგვამტიცოს შენმა სულმა ახალ ართქმაში, და ნიჭმა წარმოქმნას ჩვენში მორჩილება, თავმდაბლობა, სიყვარული და რწმენა!

კითხვა:

  1. რომელი სამი ზირითადი აზრი იყო სტეფანესადმი ნახსენები უზენაეს საბშჭოსთან, რაც ეხებოდა მოსესა და მის კანონს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:01 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)