Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 037 (The Days of Moses)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)
21. სტეფანეს დაცვა (საქმეები 7:1-53)

ბ) მოსეს ეპოქა (საქმეები 7:20-43)


საქმეები 7:30-34
30 ორმოცი წელი რომ გავიდა, უფლის ანგელოზი ეჩვენა ალმოდებული ბუჩქიდან, სინაის მთის უდაბნოში. 31 გაოცდა ამ სანახაობის შემყურე მოსე; ხოლო რომ მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა: 32 მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა. აკანკალდა მოსე და შეხედვა ვეღარ გაბედა. 33 უთხრა უფალმა: გაიხადე ფეხსაცმელი შენი ფეხიდან, რადგან ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა. 34 ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში.

მოსე ცხოვრობდა თავისი სიმამრის სახლში, იოსებთან, მართალ ღმერთის მღვდელთან, რომელმაც გამოცხადებები მიიღო ძველი აღთქმის მიღმა და სწორად ცხოვრობდა უფლის წინაშე. იმის მიუხედავად, რომ ეგვიპტური განათლება მიიღო და მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, მოსე ურწმუნო არ გამხდარა. მისი გული სავსე იყო იმ სურვილით, რომ მიეღწია ერთიანობა მასთან, ვინც შექმნა ცა და მიწა. ორმოწი წელი უდაბნოში ცხოვრების დროს, ვინ არ დაუახლოვდება ღმერთს! ათასობით საათი ცხვერბთან უდაბნოში და ჰაერზე, მზის ქვეშ, სირთულეებსა და ღმერთთან სიახლოვეში.

უეცრად ღმერთი გამოვიდა თავისი უხილავი სამყაროდან და ეჩვენა მოსეს ცეცხლოვანი ბუჩქის სახით. ერთ-ერთმა ანგელოზმა თახტიდან მოუკიდა ამ ბუჩქს დიდების ცეცხლი. გაოცებული მწყემსი მიუახლოვდა ბუჩქს, რომელიც ენთო, მაგრამ არ იწვოდა. და იქ მან მოისმინა მკაფიო ხმა ბუჩქიდან, მაგრამ არავინუნახავს. ჩვენი ღმერთი ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე საუბრობს, გასაგები სიტყვებით. ჩვენი ზეციერი მამა არც მოჩვენებაა და არც შემცდარი სული, არამედ მოქმედი პიროვნება. როდესაც ის საუბრბს, საკუთარ თავს უწოდებს „მე“, ჩვენ კი მოგვმართავს „შენ“ ან „თქვენ“. ის ჩამოდის ჩვენ დაბალ დონემდე და გვაძლევს უნარს გავიგოთ მისი აზრები. ჩვენი ღმერთი სიყვარულია.

ღმერთი მოსეს, როგორც აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი ისე ეჩვენა, ვინაიდან ის შეუერთდა ამ მამებს საუკუნოდ. ღმერთი ერთგულია და არასდროს იცვლება.

გაიგო რა ხმა ბუჩქიდან უდაბნოში, მოსეს შეეშინდა და აღელდა. მან ვერ გაბედა უფლის დიდების სხივებისთვის შეეხედა, არამედ ღვთისმოშიშებაში იდგა ამ ნათებისგან ცოტათი მოშორებით. ღმერთმა მოსეს თავისი სიწმიდის შეცნობის უნარი მისცა: „გაიხადე შეი ფეხსაცმელი, ვინაიდან ადგილი რომელზეც დგახარ, არის წმიდა მიწა“. ყოველი მიწის მუჭა, რომელზეც იესო დაიოდა, და ყოველი ადგილი, სადაც მისმა ფეხმა შეაბიჯა სულიწმიდით აღვსილმა, არის წმიდა მიწა. წმიდა ღმერთი არ განშორებია ცოდვილების, თუმცაყოველგვარ ცოდვას განშორდა. ამ სახით არის მისი სიყვარული წარმოდგენილი, რათა ჩვენ უწმიდურები, არ დავიწვათ ცეცხლსა და მის ყოვლად მშთანთქველ დიდებაში.

მოსე ღმერთის წმიდა და ახლო ხმამ განწმიდა. მისი გული და სული განახლდა, და იწყო სულიწმიდის გზების განსხვავება. რომ არა სული, მოსე უფლის თანდასწრების წინაშე დადნებოდა.

უფალმა უთხრა მომეს, რომ ისმინა მონების ლოცვა, ვინაიდან ცისა და მიწის უფალს უყვარს მცირედნი და დაჩაგრულნი. მას უნდა, რომ გადაარჩინოს და აკურთხოს ისინი. ყოველი გულის კვნესა - ნამდვილი ლოცვაა, რომელზეც უფალს შეუძლია უპასუხოს, და ყოველი სიტყვა, რომელიც უფალს ეკუთვნის ჩვენი გულიდან, უეჭველად აღწევს მის ყურამდე. უფალმა იცის შენი ხმა და ხედავს შენს ნამდილ სურვილს.

უფალი ჩამოვიდა ჩვენ პატარა პლანეტაზე, რათა გაენთავისუფლებინა მონები. მას არ წარმოუგზავნია ანგელოზთა ჯარი, არ დაუზანზარებია დედამიწა და ჭექა-ქუხილით არ უბობოქრია. მან ამოირჩია სამოცდაათი წლის მწყემსი, რომელიც დაკავებული იყო თავისი სამწყსოთი და ამ უძლური ადამიაბის მეშვეობით ჩაიფიქრა აღთქმის ერის განთავისუფლება. ღმერთის გადარჩენა ძალითა და ძლიერებით კი არ ხდება, არამედ სულიწმიდის ხელმძღვანელობით. ღმერთმა მოსეს უბრძანა ესმინა მისი მოწოდებისთვის და დათანხმებოდა მას. ასეგახდა მოსე გადარცენის სახარების მქადაგებელი თავის ერში.

კითხვა:

  1. რა აზრი დევს იმაში, რომ უფალი ეჩვენა სამოცდაათი წლის მწყემსს უდაბნოში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:59 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)