Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 035 (Description of the Days of the Patriarchs)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)
21. სტეფანეს დაცვა (საქმეები 7:1-53)

ა) ღმერთის ერის მამების ეპოქის აღწერა (საქმეები 7:1-19)


საქმეები 7:9-16
9 შეშურდათ მამამთავრებს იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან. 10 იხსნა იგი ყოველი გასაჭირიდან და უბოძა მას სიბრძნე და წყალობა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე, და დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის მმართველად. 11 შიმშილობა და დიდი განსაცდელი ჩამოვარდა მთელ ეგვიპტესა და ქანაანში; საზრდოს ვეღარ შოულობდნენ ჩვენი მამები. 12 როცა ესმა იაკობს, ეგვიპტეშიაო პური, ჯერ ჩვენი მამები გააგზავნა. 13 მეორე ჯერზე გაუმხილა იოსებმა თავისი თავი ძმებს და ცნობილი გახდა ფარაონისთვის იოსების წარმომავლობა. 14 გაგზავნა იოსებმა და მოიწვია მამამისი იაკობი და მთელი თავისი ნათესაობა, სამოცდათხუთმეტი სული. 15 ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში; იქვე გარდაიცვალნენ ისიც და ჩვენი მამებიც. 16 იქიდან შექემს გადმოასვენეს და იმ სამარხში მოათავსეს, აბრაჰამმა რომ იყიდა ვერცხლის ფასად ემორის ძეთაგან.

სტეფანე არ კითხულობდა საღვთისმეტყველო ლექციას, არ იხევდა უკან თავის ღვთისმოსაობაში და არ საუბრობდა გადაზედმეტებულად. ის უბრალოდ ბიბლიურ რწმენაზე ამოწმებდა თავისი ბრალმდებლების წინაშე, რომელიც ყველა ისრაელიანმა ღრმა ბავშვობიდან იცოდა. მას თავიდანარ დაუწყია თავისი ერის ისტორიის მოყოლა, არამედ არჩევდა ყველაზე მნიშვნელოვანს იმისთვის, რომ ახალი აღთქმის აზრი დაემტკიცებინა და იესო ქრისტეს პიროვნება განემარტა.

სტეფანე ამბობდა, რომ ღმერთმა აბრაამი ამოირჩია მადლითა და წინადაცვეთის აღთქმის მეშვეობით, რათა მიეთითებინა ახალ აღთქმაზე, რომელიც უკვე აღსრულად იესო ქრისტეში და დაფუძნდა მადლზე და არა საქმეებზე. მან განაგრძო ამ ჭეშმარიტების განმარტება იოსების მაგალითზე, წარადგინა რა ის ქრისტეს ხატად.

ძმებს შურდათ მისი, რადგან მამა კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ, თუმცაჯერ კიდევ პატარა იყო, ხოლო სხვა ძმები გამოცდილები იყვნენ. ასევე განიცდიდნენ ქრისტეს გამოცდილი ძმები მის მიმართ ზიზღსა და შურს. ზეციერმა მამამ დააჯილდოვა ის უდიდესი ძალაუფლებით ავადმყოფობაზე, ეშმაკეულებზე და სიკვდილზე გასამარჯვებლად და ამ პროვინციელ მასწავლებელთან, რომელიც ნაზარეთიდან იყო უამრავი ხალხი იყრიდა თავს. ისინი მეტად სცემდნენ მას პატივს, ვიდრე მთავარი მღვდლები და მწიგნობრები იერუსალიმის ქალაქში.

როგორც როდესღაც ძმებმა იოსები ორმოში ჩააგდეს და შემდეგ ბედუინებს მიყიდეს დაბალ ფასად, ასევე ერების მამებმა ქრისტე რომაელებს ჩაუგდეს სასიკვდილოდ ხელთ, ჩააგდეს სამარხში და დაღუპეს ის. და როგორც იოსების ძმების სიძულვილმა მიაღწია მწვერვალს, ასევე იუდეველების სიძულვილი იესოს მიმართ იქამდე მივიდა, რომ ჯვარს აცვეს.

თუმცა უფალი იყო იესოსთან უცხო მიწაზე, იყო ქრისტესთანაც სიკვდილის დროს დ აღადგინა ის მკვდრეთით და სიცოცხლე მისცა. როგორც ფარაონმა აღამაღლა იოსები მისი ცდუნებების შემდეგ და მის სამეფოში მეორე კაცი გახადა, ასევე ღმერთმა აღამაღლა იესო, დასვა ის თავის მარჯვნივ და მისცა მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე. ჩვენი ყოველდღიურობის პურიც კი მისგან მოდის, ვინაიდან მთელი დიდების ღირსეულმა თქვა: „უჩემოდ არაფრის გაკეთება შეგიძლიათ“ (იოანე 15:5).

აღთქმის შვილები შორს ცხოვრობდნენ თავიანთი პატივდებული ძისგან და ვერ იცნეს ის. იოსებმა კი იცნო ისინი და დაეხმარა მათ პირველივე შეხვედრაზე, მაგრამ ამის მიუხედავად არ უთქვამს ვინიყო. მეორე შეხვედრაზე კი სრულ დიდებაში წარსდგა მათ წინაშე. ძმები შეშინდნენ, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს ის ადამიანი იყო, რომელიც მათ პურით უზრუნველყოფდა და ეგვიპტეს მართავდა, - მათი ძმა, რომელიც ოდესღაც გაყიდეს თავიდან მოსაშორებლად! სტეფანეს სურდა, რომ ასევე წარდგომოდა იესო ხუცესების წინაშე. იმედი ჰქონდა, რომ ხალხი მის წინაშე მოშიშებით დაეცემოდნენ და დაუწყებდნენ თაყვანისცემას მას, ვინც ერთ დღეს უარყვეს და გასცეს. სტეფანეს იმედი ჰქონდა, რომ როგორც თავისი ძმები შეშინდნენ და დაბრუნდნენ მამასთან, ასევე ეს სამოცდაათი ხუცესი მობრუნდებოდა და ეტყოდა ერს, რომ მათი ძე ცოცხალია და ჩვენი ძმა განმტკიცდა დიდებაში: „ჩვენ მოვკალით ის, მაგრამ უფალმა აღადგინა მკვდრეთით და სრული დიდება მისცა. ჩვენ ყველანი უწმიდურები ვართ, მაგრამ მოდით მოვინანიოთ და მთელი ჩვენი ძალით მივდბრუნდეთ იესოსკენ!“ ასევე სტეფანეს იმის იმედიც ჰქოდა, რომ როგორც იაკობი თავის დიდ ოჯახთან ერთად, რომელიც სამოცდაათი ადამიანისგან შედგებოდა, მივიდა იოსებთან, ასევე მთელი ებრაელი ერი მივა იესოსთან და მის წინაშე მოიდრიკებოდნენ. და როგორც იოსები მოიდრიკა თავისი მამის წინაშე, აკოცა მას და ფარაონს წარუდგინა, ასევე მაგრამკიდევ უფრო დიდებულად, ქრისტე მოიდრიკებოდა თავისი8 გზააბნეული ერის წინაშე, განწმედდა მათ და წარუდგენდა თავის ზეციერ მამას.

მაგრამ სტეფანეს ქადაგება დახშული ყურებისთვის იყო. მოსამართლეების გულები გაქვავებული იყო. მათ არ ესმოდათ გულმოწყალე სულიწმიდის ხმა, მხოლოდ ღიმილით შეასწორეს მქადაგებლის ლაპარაკი, მიუთითეს რა რომ იაკობი აბრაამის სამარხში იქნა დამარხული. სინამდვილეში, აბრაამი ხებრონის სამარხში იყო, იმ ადგილას რომელიც, როგორც საკუთრება ჰქონდათ შეძენილი, ხოლო იაკობი იყო დამარხული სიხემში. შესაძლოა სტეფანეს დროს ამ ტექსტის მრავალნაირი განმარტება იყო გავრცელებული. ავღნიშნოთ, რომ მოსამართლეებს არ გაუწყვეტინებიათ სტეფანესთვის საუბარი, როდესაც უმოწმებდა მათ და არ თვლიდნენ მის შეცდომას არსებითად მნიშვნელოვნად ან გაოკვლევის ღირსად (დაბადება 23:16-18; 50:13; იესო ნავეს ძე 24:32).

ლოცვა: ზეციერო მამაო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გამოგვიგზავნე შენი მხოლოდშობილი ძე და მასში შენი დიდება გვაჩვენე! გვაპატიე ჩვენი გულქვაობა და შენი სულიწმიდით აგვავსე, რათა განვიცადოთ შენი თანდასწრება ჩვენში და ჩვენი მეშვეობით იმოქმედო სხვა მიწაზეც!

კითხვა:

  1. როგორ იყო იოსები ქრისტეს ხატება და მსგავსება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:56 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)