Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 034 (Description of the Days of the Patriarchs)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)
21. სტეფანეს დაცვა (საქმეები 7:1-53)

ა) ღმერთის ერის მამების ეპოქის აღწერა (საქმეები 7:1-19)


საქმეები 7:1-8
1 მაშინ ჰკითხა მღვდელმთავარმა: "ასეა, როგორც ამბობენ?” 2 მან თქვა: "კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაჰამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დამკვიდრდებოდა. 3 და უთხრა: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. 4 მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დაემკვიდრა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოიყვანა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ მკვიდრობთ. 5 მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, ოღონდ აღუთქვა, რომ მისცემდა სამკვიდრებლად მას და მის თესლს მის შემდეგ, თუმცა ჯერ შვილიც არ ჰყავდა. 6 ღმერთმა უთხრა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს. 7 მე განვიკითხავ იმ ხალხს, ვისთანაც მონებად იქნებიან, თქვა ღმერთმა, მერე გამოვლენ იქიდან და მემსახურებიან ამ ადგილზე. 8 და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. შვა მან ისაკი და წინადაცვითა იგი მერვე დღეს, ისაკმა კი - იაკობი, ხოლო იაკობმა - თორმეტი მამამთავარი.

სტეფანე წარსდგა უმაღლესი საბჭოს წინაშე და აღიარა თავისი ერის მამების რწმენა. უფროსები ყურადღებით ისმენდნენ მის ყველა სიტყვას, აღნიშნავდნენ ყველა მის მიერ ხაზგასმულ სიტყვას, სურდათ რა გაერკვიათ, განმტკიცებულია თუ არაის ძველ აღთქმაში, თუ ღმერთის შეურაცხმყოფელია, რომელიც უმალ ქვებით უნდა ჩაიქოლოს (ლევიანები 24:16).

თავად მღვდელმთავრებს არ ჰქონდათ რაიმე საწინააღმდეგო სტეფანესთან. ღმერთის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ მას ისინი, ვისაც ადრე ჰქონია სტეფანესთან საუბარში შეხება. მთავარმა სამართალდამცავმა მოკლედ ჰკითხა: „მართალია თუ არა, რასაც შენზე ამბობენ შენი ბრალმდებელნი?“

სტეფანე მათ სრული პატივისცემით პასუხობდა, მიმართავდა იქ მყოფთ „ძმებო და მამებო“, თუმც არ მიეღოთ სულიწმიდის ცხებულება. ის ვალდებულად თვლიდა თავს მიემართა უზენაესი საბჭოს წევრებისთვის პატივისცემით. ის ცდილობდა მათი ყურადღების მიპყრობას, რათა მათ მოესმინათ მისი რწმენის დამოწმება მამობრივი მოთმინებით. მან არ იცოდა არც არამეული არც ძველბერძნული ენა, და იყენებდა ძველი აღთქმის ბერძნულ თარგმანს. სტეფანე თავის რწმენად ადასტურებდა წერილებით, ციტირებას ახდენდა ამ ფართო და ცნობილი თარგმანის, რომელიც ზოგან განსხვავდებოდა ძველბერძნული ორიგინალისგან და რომელიც ყველა იუდეველმა მოსამართლემ ზეპირად იცოდა.

სტეფანე ამოწმებდა, რომ დიდებული ღმერთი გამოეცხადა აბრაამს, როდესაც ის ჯერ კიდევ წარმართი იყო და ცხოვრობდა ნათესავებთან ერთად ირაკში. ღმერთმა ამოირჩია აბრაამი და შეპირდა რომ მისგან ერს შექმნიდა. მორწმუნეების მამა არ იყო ღმერთთან შეხვედრის ღირსი, რადგან არც მეტად მართალი არ იყო ვიდრე სხვები. ეს ადამიანი გახდა მოხეტიალე, უფლის რჩეულობის გამო. ღმერთმა ის თავისი მიწიდან, ქონებიდან და მშვიდი ცხოვრებიდან წაიყვანა და უცნობ ადგილას გადაიყვანა, არწმუნებდა მას რა, რომ ბოლომდე გაიყვანდა.

მივაქციოთ ყურადღება 9 ზმნას ამ მონაკვეთში, რადგან ისინი ღმერთის მოქმედებებზე მიგვითითებენ. მსგავსი გზით, თქვენ აცნობიერებთ. რომ აქ ნახსენები მოქმედებები ადამიანსგან არაა, არამედ ღმერთის საქმიანობას ასახავენ. ცოცხალი ღმერთი შორს არაა დედამიწისგან, მიუწვდომელ ადგილას. ის ერევა ადამიანების ცხოვრებაში და ღებულობს მასში მონაწილეობას. ღმერთმა ერთი ადამაინი ამოირჩია და გადაწყვიტა მისგან დაეწყო თავისი გამოსყიდვის გეგმა. ძველი აღთქმის ისტორიის მოტივი არ ყოფილა აბრაამის ღვთისმოასაობა და არც მისი ლოცვები, არამედ ღმერთის კურთხევების და გამოსყიდვის ნება.

აბრაამი ნაწილობრივად ემორჩილეობდა ღმერთს. მან მიატოვა თავისი ქვეყანა, მაგრამ ლოტი არ მიატოვა, რის გამოც ღმერთის ჩანაფიქრის ასრულება გაჭიანურდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მივიდა ცარიელ მთებთან და ქანაანის ნაყოფიერ ველებთან, სადაც ძალიან ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხულია. აბრაამს იქ არ უპოვია სამოთხე ფართო ველებით, როგორც ირაკში, არამედ მხოლოდ ქვები და უდაბნო. ის მოუსვენრად დახეტიალობდა ამ მთებზე, ვერანაირ მეურნეობას ვერ ეწეოდა, რომელსაც დაეუფლებოდა. ღმერთმა აღუთქვა მას, რომ ქვეყანა, რომელსაც აჩვენებს მას, მხოლოდ მისი და მისი შვილევის ექნება, მაგრამ აბრაამს შვილები ჯერ არ ჰყავდა. არ ჰქონდა რა მიწა და არც შვილები ჰყავდა, ის სწავლობდა მოლოდინში ცხოვრებას. ეს რწმენა მას სიმართლეში ჩაეთვალა. და იმის გამო, რომ ის წლები შეჰყურებდა უფალს ხილული შედეგების გარეშე, ის გახდა მაგალითი ყველა მორწმუნესთვის.

ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ რწმენა - უნიკალური პასუხია ადამიანისა, ღმერთის მოწოდებასა და რჩეულობაზე. გსმენია თუ არა უფლის ღაღადი ქრისტეში? გჯერა თუ არა შენი სულიერი მემკვიდრეობის, თუმც ვერ გრძნობ ვერანაირ კურთხევას და ვერ ხედავ რეალურ შედეგებს? ღმერთი ერთგულია, ის მოგიწოდებს შენ და ის დაგიცავს. შენ შეგიძლია პატივი სცე მას შენი ურყევი რწმენით.

ბოლოს აბრაამმა ღმერთისგან მიიღო გამოცხადება იმის შესახებ, რომ რწმენა ღმერთის აღთქულ მიწაზე არ შესრულდება მის სიცოცხლეში და არც მისი ძის სიცოცხლეში. ოთხასი წელი მისი შთამომავლები ეგვიპტის მონები იქნებიან. დაფიქრდი ამ დროის სიხანგრძლივეზე. ღმერთმა დაუშვა, რომ აბრაამის შთამომავლები მისი მონობის ქვეშ მოქცეულიყვნენ და მათ დროთა განმავლობაში თავად აირჩიეს ასეთი ბედი. მაგრამ ამის მიუხედავად უფალმა თავისი აღთქმა არ გააუქმა.

წმიდა ღმერთმა მათ თავი დაუკავშირა წინადაცვეთის მეშვეობით. ამიტომაც გახდა აბრაამის ყველა შთამომავალი ამ კურთხევების მონაწილე. ვინაიდან აბრაამმა ისააკიც წინადაცვითა და ისმაილიც, რათა განემტკიცებინა ისინი აღთმაში. ღმერთის აღთქმა მისი მცნებების დაცვაში კი არ იყო, არამედ მხოლოდ მისი რჩეულობის მადლზე.

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ აგვირჩიე ქრისტეში! გაგვამტკიცე შენ წმიდა სულში, შენ ახალ აღთქმაში, რომელიც დაფუძნებულია შენი მხოლოდშობილი ძის სისხლზე! გვასწავლე რწმენა, დამაჯერებლობა და შენზე მინდობა, რათა შენი მეფობის მოლოდინში ვიყოთ!

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობდა აბრაამის ცხოვრების საიდუმლო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:55 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)