Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 032 (Stephen’s Effective Testimony)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

20. სტეფანეს მოქმედი დამოწმება (საქმეები 6:8-15)


საქმეები 6:8-15
8 ხოლო მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში. 9 მაშინ ადგნენ ზოგიერთები იმ სინაგოგებიდან ლიბერტინელებს, კვირინელებსა და ალექსანდრიელებს რომ უწოდებდნენ, აგრეთვე ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და შეედავნენ სტეფანეს. 10 მაგრამ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა. 11 მაშინ წააქეზეს კაცები და ათქმევინეს: "გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსესა და ღმერთის საგმობ სიტყვებს”. 12 აღძრეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები; თავს დაესხნენ, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს. 13 წარადგინეს ცრუ მოწმეები, რომლებმაც განაცხადეს: ეს კაცი გამუდმებით ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო. 14 გავიგონეთ, როგორ ამბობდა, იესო ნაზარეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცაო. 15 და ყველა, ვინც სინედრიონში იჯდა, უყურებდა სტეფანეს და ხედავდა მის სახეს, როგორც ანგელოზისას.

იცი თუ არა ვინ არის სულიწმიდა? წაიკითხე სტეფანეს ცხოვრების შესახებ, და შენ გაიგებ, თუ როგორ მოქმედებს სულიწმიდა მასში, ვინც მთლიანად მიუძღვნის საკუთარ თავს უფალ იესოს.

ბერძნული სახელი სტეფანე (სტეფანოსი) ნიშნავს „გვიგვინს“ , რომელიც გაოიყენებოდა დღესასწაულებზე გამარჯვებულის საჯარო აღიარების ნიშნად თამაშებზე, ესტაფეტებზე და ომში. ის ასევე გამოიყენებოდა ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების ესტაფეტური ჯილდოს სიმბოლოდ. და ეს იყოს მრავალგვარი დამთხვევა, რომსტეფანე გახდა პირველი, ვინც მიიღო წამებისთვის გვირგვინი ზეცის ესტაფეტაში, და იქნა რა ჩაქოლილი ქვებით, ღმერთის დიდებაში შევიდა.

სტეფანე ბერძენი იყო. მან ხსნის სახარება მოისმინა, გახსნა თავისი გული ქრისტეს ძალისთვის და მიიღო ცოდვის პატიება. ის აღივსო სულიწმიდით, და სულიწმიდა გამოვლინდა მისი მეშვეობით სულიერი ნიჭებით. სტეფანე თავისთავად მართალი არ იყო, მაგრამ ქრისტეს სულით განახლდა. ის თავისი ღვთისმოაობით კი არ გამართლდა. ქრისტემ უსასყიდლოდ განწმიდა ის თავისი ძვირფასი სისხლით. ყველა ეს საქმე, რაც ქრისტემ ცოდვილის ცხოვრებაში აღასრულა, ერთ სიტყვაში იყრის თავს „მადლი“. არავინ არის ღვთის ნიჭების ღირსი, მის გარდა, ვისაც ქრისტე სწამს. ასეთი ადამიანი იღებს უფლისგან მადლს მადლზე (იოანე 1:16).

ამ კურთხევების არსი - უფლის ძალაშია, ვინაიდან უფლის ძალა მორწმუნის სიყვარულშია, მორჩილებასა და სიწმიდეში, სულიწმიდის მეშვევობით. ქრისტეს ძალა ეკლესიაში მოქმედებს სასწაულებისა და ნიშნების, მისი მიმდევრების მეშვეობით, როდესაც ისინი უარყოფენ საკუთარ ბუნებვრივ სიამაყეს და წმიდანების მორჩილებაში ხოვრობენ. ქრისტე მოქმედებს საკუთარი მოწმეების მეშვეობით, თითქოს მათ შორის დადის, კურნავს და აკურთხებს მათ, ზუსტად ისევე, როგორც საკუთარი მიწიური ცხოვრების დროს აკეთებდა.

სტეფანე იყო დაუკმაყოფილებელი, გაუმაძღარი მქადაგებელი. ის საკუთარი გადარჩენისთვის არ ცხოვრობდა და არ კმაყოფილდებოდა მშვიდი ცხოვრებით ეკლესიის ოთხ კედელში. ის წავიდა ფანატიკური იუდევლური სინაგოგის ცენტრში და უმოწმებდა მათ, რომ იესო ნაზარეთიდან, რომელიც ჯვარცმმულ იქნა, არის ჭეშმარიტი მესია, მკვდრეთით აღმდგარი მხსნელი. მოციქულები ქრისტეს ერთდაერთი მოწმეები არ იყვნენ, ვინაიდან ყველა სულით აღვსილს თავისუფლად შეუძლია აღიაროს, რომ ღმერთი სიყვარულია, და რომ მან შეირიგა ადამიანები, როდესაც მისი ძე ჯვარზე მოკვდა. ჩვენმა შეშლილმა სამყარომ ხსნა მოიპოვა, მაგრამ არ იცის ამ ჭეშმარიტების შესახებ.

სტეფანე მივიდა ელინიზირებულ იუდეველბთან, რომლებიც კითხულობნენ ძველ აღთქმას ბერძნულ ენაზე და მსჯელობდნენ მასზე დასავლურად, დასავლური ლოგიკით. ისინი ევანგელურ წერილს კი არ ისმენდნენ მხოლოდ. უმეტესი იუდეველბის მსგავსად, არამედ აქტიურად მსჯელობდნენ მასზე, ფიქრობდნენ რა ურწმუნოების და დაუმორჩილებლობის სამწუხარო შედეგებზე. ისინი კამათობდნენ სტეფანესთან მისი, ძველი აღთქმის წეს-ჩვეულებებზე შეხედულებების გამო. და მაინც ეს განსწავლული იუდეველი ფილოსოფოსები ვერ აღუდგნენ წინ სულიწმიდის სიბრძნეს, რომელიც სტეფანესგან მომდინარეობდა.

იგრძნეს რა თავიანთი რწმენის საფრთხე ინტელეგენტმა ფილოსოფოსებმა, განრისხდნენ და ხალხში შფოთი აწიეს „ამ მატყარაზე“. ისინი უთვალთვალებდნენ მას და ბოროტი განზრახვები ჰქონდათ. საბოლოოდ შეარჩიეს შესაფერისი დრო, შეიპყრეს და იუდეველთა საბჭოზე მიიყვანეს, სადაც კომიტეტი შეიკრიბა საქმის გასარჩევად, ეს კომიტეტი კი შედგებოდა უხუცესებისა და მნიშვნელოვანი პირებისგან.

უფროსი უხუცესები და ცნობილი ადამიანები კმაყოფილები იყვნენ სტეფანეს დაკავებით და ბოროტად უყურებდნენ მას, ერესის წარმომადგენელს, რომელიც გამალიელის რჩევით (საქმეები 5:34-40) აღარ იდევნებოდნენ იმ პირობით, თუ კანონის და მამების ტრადიციების ერთგული დარჩებოდნენ. ადრეული ეკლესიის წევრები, უწინ ტიპიური იუდეველებიც იყვნენ და ერთგული ქრისტიანებიც.

თუმცა იმის შემდეგ რაც ასეთი მოვლენები გახშირდა, რელიგიურმა წინამძღოლებმა რაღაც ახალი შეიგრძნეს - სულიერი გადატრიალება და იუდევლური ტრადიციებისგან განშორება, მორწმუნე ელინისტების მხრიდან. როგორც ვხედავთ, თორმეტი მოციქულისთვის სასიკვდილო განაჩენი არავის გამოუტანი ადრე, რადგან ზედმიწევნით ასრულებდნენ კანონს, რეგულარულად ლოცულობდნენ და დადიოდნენ ტაძარში. მაგრამ საჩივარე სტეფანეზე, განსხვავდებოდა ყველა სხვა მოციქულის საჩივრისგან. სტეფანეს ადანაშაულებდნენ ტაძრისა და კანონის წინააღმდეგ. თუ ყურადღებით წავიკითხავთ ამ ტექსტს, შევძლებთ გამოვყოთ ამ საჩივრის ექვსი პუნქტი, რომელიც იყო წარდგენილი უზენაესი საბჭოს წინაშე. მათი მოწმობა ეფუძნებოდა სტეფანეს არასწორ ქადაგებას.

სტეფანე ასწავლიდა სინაგოგაში, რომ ქრისტემ ჯვარზე ადამიანებს ყველა ცოდვა აპატია. ელინისტები კი ეკამათებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: „ამ შემთხვევაში, თქვენ არ გჭირდებათ ტაძარი და მსხვერპლშეწირვა, უნდა უარყოთ ყველა წეს-ჩვეულება თქვენი ერის, რომელიც ტაძართან და გამოსყიდვასთან არის დაკავშირებული“.

ასევე სტეფანე ასწავლიდა იუდეველებს, რომ ადამიანის გადარჩენა დამოკიდებულია მხოლოდ ქრისტეს რწმენაზე. განსწავლული იუდეველები მალევე გამოდიოდნენ მის წინააღმდეგ კრიტიკით: „ესე იგი არ გჯერა, რომ რჯული - ეს ღმერთის კანონია და რომ ადამიანი მართლდება მცნებების შესრულებითა და მართალი ცხოვრებით“. თუმცა სტეფანე ეუბნებოდა მათ, რომ კანონი წმიდაა და კეთილი, მაგრამ ადამიანის გული ბოროტია და მას არ ძალუძს ყოველივე შესრულება სრულყოფილად. ამიტომაც, ღმერთის კანონი გაგვასამართლებს და დაგვღუპავს და არასდროს გადაგვარჩენს.

ამან იუდეველთა შორის რისხვა გამოიწვია და გაბრაზებულებმა ჰკითხეს სტეფანეს: „რატომ არ მოგვცა მოსემ კარგი აღთქმა ღმერთთან? ნუთუ მოსე ერთადერთი შუამავალი არაა წმიდასა და ჩვენ შორის? „ სტეფანე პასუხობდა მათ, რომ მხოლოდ ერთი ქრისტე აღდგა მკვდრეთით, და ის ცხოვრობს ღმერთთან და შუადმგომლობს ჩვენთვის. მოსემ კი არა, ერთადერთმა ქრისტემ შეგვარიგა ჩვენ შემოქმედთან.

იუდეველებს სტეფანეს გამოჭერა სურდათ და ჰკითხეს: „შენ ამბობ, რომ სამარცხვინოდ ჯვარცმული ქრისტე - ცოცხალი ღმერთია, რომელიც მამის მარჯვნივ ზის, და რომ ის - თავად ქრისტეა, რომელზეც წინასწარმეტყველებდა დავითი 109-ე ფსალმუნში?„ სტეფანემ დამაჯერებელი პასუხი გასცა იესოს ღვთაებრიობის შესახებ დასმულ კითხვას და სწორედ ამის გამო დაადანაშაულეს ის ღვთის შეურაცხყოფაში.

ფარისევლები იუდეველ პროფესორებს კანონის ზედმიწევნით დაცვას სთხოვდნენ, რათა ღმერთისთვის ეამებინათ. ამასთანავე სტეფანე არწმუნებდა მათ, რომ მთელი რჯული შედგება სიყვარულისგან და რომ ეს გასაოცარი სიყვარული გვანთავისუფლებს ყველა აკრძალვისგან და გვაძლევს უნარს ვემსახუროთ უფალს თავისუფლებაში.

იუდეველებს გული ჰქონდათ გაქვავებული და ეურჩებოდნენ სულიწმიდის ხმას. ბოლოს სტეფანემ უთხრა მათ, რომ ქრისტე მალე მოვა, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ღმერთის რისხვაგადმოვა იერუსალიმზე და დაანგრევს ტაძარს, თუ ძველი აღთქმის ერი არ მობრუნდება მონანიებით ქვეყნიერების მხსნელისკენ.

როდესაც ცრუმოწმეებმა დაადასტურეს ეს საჩივარი სტეფანეს წინააღმდეგ, ერის მთავრები დააჟინდნენ მას. აღფრთოვანებითა და ამავდროულად რიცხვით უყურებდნენ ამ უნიკალურ ადამიანს, რომელიც მათ შორის იდგა, სულიწმიდით აღვისილი და რომლის სახეც ზეციურად ბრწყინავდა.

ლოცვა: უფალო წმიდაო, მადლობას გიხდით, რომ გამოგვიგზავნე შენი ძე, რათა გაგვანთავისუფლო ადამიანური რიტუალებისა და სასამართლოებისგან და რომ მყარად ვეჭიდებოდეთ შენ სამუდამო გადარჩენას სიყვარულითა და შეუპოვრობით! დაგვეხმარე მთელი ცხოვრება ვიცხოვროთ თავისუფლებაში ძველი რწმენის შემროჩენილი ნარჩენებისგან, რათა მოგყვეთ შენ არა ზედაპირულად, არამეთ რწმენის სისავსითა და კურთხევით!

კითხვა:

  1. რატომ წაუყენეს საჩივარი მხოლოდ სტეფანეს და არა ყველა მოწაფეს, მათ შორის თორმეტ მოციქულსაც?

ლუკას წყალობით, მეშვიდე თავიდან ვიგებთ თუ როგორი შეხედულება და დამოკიდებულება ჰქონდა ადრეულ ეკლესიას ძველ აღთქმაზე. მათ არ გაწყვიტეს კავშირი ღმერთის ერის მამებთან. არამედ მყარად ეჭიდებოდნენ კანონს, ფსალმუნებსა და წინასწარმეტყველებებს. ვინც სულიწმიდამ მოინახულა, ისინი პოულობდნენ წმიდა წერილში იესოს მოსვლისნ შესახებ დაწერილ ცნობებს და ღმერთის ხსნის გეგმას. შემდეგი აღწერა გვაძლევს ადრეული ეკლესიის ძველი აღთქმის აღქმის ღრმა გაგებას. შეიძლება ითქვას, რომ პავლემ გაკვეთილი ჩაგვიტარა ძველი აღთმის რწმენის საფუძვლებზე.

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:53 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)