Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 007 (Matthias Chosen)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

4. მათეს არჩევა იუდას ნაცვლად, რომელმაც შესცოდა (საქმეები 1:15-26)


საქმეები 1:15-20
15 იმ დღეებში ადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის - სულ ას ოცამდე კაცი იქნებოდა - და თქვა: 16 "კაცნო, ძმანო! უნდა ასრულებულიყო წერილი, სულიწმიდამ, დავითის პირით, წინასწარ რომ თქვა იუდაზე, იესოს შემპყრობელთ რომ წარუძღვა წინ, 17 ვინაიდან იგი ჩვენ შორის იყო ჩარიცხული და წილი შეხვდა ამ მსახურებისა. 18 ხოლო მან უმართლობის საზღაურით შეიძინა მიწა და, ძირს რომ დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეყარა. 19 ცნობილი გახდა ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, მათ საკუთარ ენაზე იმ მიწას ხაკალ-დამა, ანუ სისხლის მიწა ეწოდა. 20 ვინაიდან წერია ფსალმუნთა წიგნში: გატიალდეს მისი სახლ-კარი, ნუ იქნება მასში მკვიდრი; და მისი მსახურება სხვამ მიიღოს.

იესოს მოწაფეების ცოცხალი ურთიერთობა ამ რამდენიმე დღის მანძილზე ორი საშინელი ფაქტით იყო დარღვეული. მოწაფეები აღელვებულები იყვნენ თავიანთი მასწავლებლის ჯვარზე სიკვდილით, რომელიც ყველას გამოსასყიდად მოკვდა. მისი სიკვდილი მათთვის საშინლად მტანჯველი იყო. ამავდროულად ისინი შეძრულები იყვნე იუდას თვითმკვლელობით, რომელმაც ქრისტე გასცა. ქრისტეში ღმერთის სისრულე იყო სხეულებრივად, ხოლო იუდა იყო შეპყრობილი მასში ჩასახლებული ეშმაკით. ძვირფასო ძმაო, ამოირჩიე შენი გზა! გინდა თუ არა შენი ცხოვრების მსხვერპლად გაღება, რათა მრავალ ცოდვილს მოემსახურო სულიწმიდის გამო, თუ გინდა ცოდვილი გარდაიცვალო, არ გქონდეს არც იმედი და სასამართლოზე ღმერთის რისხვის გეშინოდეს?

შესცოდა რა, იუდა გავიდა მოციქულთა წრიდან და მისი ადგილი დაუკავებელი დარჩა. თორმეტი უფლისგან იყო დადგენილი ისრაელის თორმეტი ტომისთვის საქადაგებლად, რომელთაც უფალი ბოლო დღეს განსჯის, თუ არ ირწმუნებენ. ისინი შეიკრიბნენ რათა აერჩიატ ერთ-ერთი იუდას ნაცვლად, იესოს ერთგული მიმდევრებიდან, თანაც იესოს ცხოვრების მხილველი უნდა ყოფილიყო. დაახლოებით ასოცი ერთგული მორმუნე შეიკრიბა ერთად, ყველა ერთამენთს იცნობდა, ისინი ერთად ლოცულობდნენ და ელოდებოდნენ მამის აღთქმულს! ალბათ ეს საოცარი შეკრება იყო!

პეტრე ჩადგა მათ შორის და მსახურების წარმართვა დაიწყო. ყველამ იცოდა, რომ მან ქრისტე უარყო და ამის შესახებ შემდგომ ოთხივე სახარებაში დაიწერა. მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ უფალმა აპატია ამ მოწაფეს, რომელმაც დაიმდაბლა თავი და მოინანია ეს ცოდვა. აღდგომის შემდეგ იესომ ის განამტკიცა ლიდერის როლში. ეს იყო ადრეულ ეკლესიაში სულიწმიდის სუფევის დასტური. მათ არ შეუქმნიათ ტრაგედია უდიდესის უარყოფის გამო, მაგრამ არც არასერიოზულად ეკიდებოდნენ ამ ამბავს. ამავდროულად მათ შორის სიყვარულის სული უფრო მეტად ვლინდებოდა. მათ მიიღეს ის ფაქტი, რომ ქრისტემ პავლეს დაავალა სამწყსოს დაპურება. გასაოცარია თუ როგორ ჩანდა პეტრე ამდენი ხალხის შუა ყოველგვარი კომპელქსის გარეშე! მას შეეძლო ეთქვა; „მე დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტემ მიმიღო, დიდებული ცოდვილი. გამწმიდა ყველა ცოდვისგან და წარმგზავნა მის მსახურებაში, იმისდამიუხედავად რომ ძლიერად გავუცრუე იმედები“. მაგრამ ოეტრე არ საუბრობდა საკუთარი სახელით და არ აპირებდა თავისი თავის წამოწევას. ყველა მისი საქმე თუ სიტყვა იყო ცოცხალი ღმერთის განსადიდებელი. პეტრე არ საუბრობდა თითქოს მათზე მაღლა იყო, ეპისკოპოსის ან რომის პაპის მსგავსად. ის უბრალოდ ადგა და მან იწყო ლაპარაკი, როგორც უფროსმა უფროსებთან. მან ხალხს ძმები უწოდა, ვინაიდან ღმერთი - მათი მამაა. ზეცაში და დედამიწაზე არ არის ამაზე უდიდეში შემეცნება, როგორიც არის „ძმა“, რადგან ის მიუთითებს ღმერთის ოჯახში ურთიერთობებზე.

როდესაც მოწაფეები მსჯელობდნენ და ლოცულოდბნენ, ალბათ ფიქრობდნენ იუდაზე, რომელიც მტრების წინამძღოლი იყო და რომელმაც ცბიერად გასცა იესო. მოწაფეებმა გაიხსენეს ის დღეები, როდესაც ქადაგებდნენ იუდასთან ერთად, ქრისტესთან მოზიარეობაში. იუდა ღმერთის სამეფოს ნაწილი გახდა, მიიღო უფლისგან მოწოდება, მდგომარეობა და ძალაუფლება. ის რაღაცა დროის განმავლობაში ემსახურებოდა ღმერთს სხვა მოწაფეებთან ერთად.

თუმცა ამ იუდას უყვარდა ფული და ლუკაც აღნიშნავდა, რომ მან ვერ გაუძლო უკანონო ქრთამს. მას უნდოდა საკუთარი სულის უსაფრთხოებაში მოყვანა, ხოლო მერე იყიდა ქალაქგარეთ მიწა. მაგრამ ამითი სიმშვიდე ვერ მოიპოვა, რადგან სინდისი აწუხებდა. ის ვერ აღუდგა წინ ეშმაკის ბრალდებას და დარდში ჩავარდა. ბოლოს გაიქცა და თავი მოიკლა. თოკი, რომელზეც ჩამოეკიდა გაწყდა, მისი სხეული ჩამოვარდა ხეიდან და კლდეზე დაეცა, რამაც მუცელი გაუჭრა და შიგნეულობა გადმოაყრევინა. ლუკა ამ მოვლენას, როგორც ექიმი ისე აღწერს, იცოდა რა როგორ გამოიყურებოდა ეს სანახაობა. იერუსალიმის ყველა მცხოვრებმა გაიგო ეს ამბავი და იგრძნეს უფლის რისხვა ამ გამცემზე. მათ თავი შორს ეკავათ ამ მიწის ნაკვეთისგან, რადგან დაწყევლილის სისხლით იყო მორწყული.

ქრისტემ იცოდა, რომ მოწაფეში იყო ღალატის ცოდვა, და რამდენჯერმე გააფრთხილა კიდეც, მაგრამ ყოველივე ფუჭი აღმოჩნდა, რადგანაც იუდა ფულის ძალაუფლებას მეტად დაეყრდნო, ვიდრე ცოცხალ ღმერთს, რომელსაც შეეძლო მისი მატერიალურად უზრუნველყოფა. საბოლოო ჯამში მან დაკარგა ზეცის ნაწილიც და მიწიური ნაკვეთიც. მისი ღირსება უფლის წინაშე სხვას გადაეცა და ცოტახნისწინ ნაყიდი სახლი ცარიელი დარჩა. მისი კედლები დაინგრა და იქ ღამურები შესახლდნენ.

მოწაფეებს მაშნ შეეშინდათ, როდესაც იესომ საიდუმლო სერობაზე თქვა, რომ მათ შორის იყო მისი გამცემი. ყველა მოწაფეს ეგონა, რომ ამაზე წამსვლელი იყო. ახლა კი ლოცვებში მათ გააცნობიერეს, რომ ღმერთი სულმა წინასწარ დაინახა გამცემის გზა. თუმცა წმიდა ღმერთმა ის ცოდვაშ არ შეიყვანა, არამედ ყველა ადამიანი დააჯილდოვა თავისუფალი არჩევანით, და არავინაა განწირული ცოდვისთვის. იუდამ თავად გაიქვავა გული ქრისტეს სიყვარულისადმი და საბოლოოდ ღმერთის რისხვის ქვეშ მოკვდა. სწორედაც რომ ეს იწინასწარმეტყველა სულიწმიდამ ათასი წლით ადრე დავითის დროს (ფსალმუნი 68:26; 108:8).

ძვირფასო ძმაო, არ გაიქვავო გული სულიწმიდის მიმართ, არამედ დათანხმდი და აღიარე, რომ სულიწმიდამ უნდა გაგანთავისუფლოს ფულის სიყვარულისგან და მიმართულება მოგცეს მსხვერპლიანი მსახურებისკენ! ნუ ეძებ შენთვის სიმდიდრეს, სიუხვეს, პატივს, დიდ თანამდებობას და ძალაუფლებას, არამედ ეძებე თავმდაბლობა, კმაყოფილება, თვინიერება და უბრალოება, ვინაიდან ასე ცხოვრობდა თავად იესო, და ასე ცხოვრობდნენ მისი მოწაფეები, ისინი ფულით ღარიბები იყვნენ, მაგრამ სულიწმიდით მდიდარნი.

ლოცვა: უფალო მაპატიე ჩემი სიყვარული ფულის მიმართ, თავმოყვარეობა და სიხარბე! გამწმიდე, რომ შენ სახელს ვემსახურო და შენ მმართველობას მივენდო! დაე შენმა სულმა აავსოს ჩემი სული და ყველა ჩემი ძმების სულები, რათა შენ სიყვარულში ვიყოთ და არასდროს მოვხვდეთ რაიმე წყევლის ქვეშ! ამინ.

კითხვა:

  1. რა ისწავლე იუდას სიკვდილიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:30 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)