Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 006 (The Select Group)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

3. რჩეულთა ჯგუფი, რომლებიც სულიწმიდის მოლოდინში არიან (საქმეები 1:13-14)


საქმეები 1:13-14
13 შესვლისთანავე ავიდნენ ზედა ოთახში, სადაც იყვნენ გაჩერებულნი ისინი: პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფეს ძე და სიმონ ზილოტი და იუდა იაკობისა. 14 ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან და მის ძმებთან ერთად.

იესომ თავის მოწაფებს უბრძანა მთელ ქვეყნიერებაზე წასვლა. როგორი მშვენიერია, რომ ისინი არ წასულან საკუთარ ძალებზე დაიმედებით და არ ილაპარაკეს ფუჭი სიტყვები. ნაცვლად ამისი ისინი ყველას თვალს მოეფარნენ და სრულიად შთაეფლნენ ლოცვაში, ქრისტეს მეორე აღთქმის შესრულების მოლოდინში, რომ დალოდებოდნენ აღთქმულს. სამყარო საშინელ უბედურებაში წევს, და ეს უამრავი ადამიანი ცოდვაში მკვდარი გვახსენებს წყალდიდობას. ვაი იმ მორწმუნეებს, რომლებიც განიზრახავენ ქვეყნიერებისთვის ქადაგებას საკუთარი ძალებით. ისინი საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. ნუ ფიქრობ, რომ ვინმეს მოყვანას შეძლებ ქრისტესთან შენი ხელოვნებით ან ნიჭიერებით. გაჩუმდი, ილოცე და დაელოდე უფლის მოქმედებას. გააცნობიერე, რომ მოციქულთა წიგნიც ლოცვებით დაიწყო და არა მაღალფარდოვანი სიტყვებით. ქრისტეს მოწაფეები პირველ რიგში ლოცულობდნენ და ელოდებოდნენ. მათ კარგად იცოდნენ, რომ თავიანთი შესაძლებლობები შორს ვერ წაიყვანდა და ყველა ადამიანი ადვილად გადადის გზიდან. თუმცა არსებობს ჭეშმარიტი ადაიანი, ღმერთისგან ამორჩეული, ისეთი როგორიც უნდა იყოს ადამიანი და ღმერთი იბრძის ჩვენ გამო. გიკითხვას თუ არა ვინ არის ის ერთადერთი გამარჯვებული? მას იესო ქრისტე ჰქვია. მხოლოდ ის იძლევა გადარჩენას, გამოსყიდვას და გამარჯვებას. ჩვენ მის ნაკვალევს მივყვებით და მის მსხვერპლზე ვამოწმებთ!

მოწაფეები არ წასულან არც უდაბნოშ და არც გამოქვაბულში, არ დაუწყიათ პესიმისტური მსჯელობები სამყაროს საიდუმლოებებზე და არც ყურება დაუწყიათ ამ სამყაროსთვის, რომელიც სავსეა სიძულვილით. ისინი ლოცვისთვის შეიკრიბნენ. მათი შეკრებები შედგებოდა ერთობლივი ლოცვებისგან. ისინი ღმერთს ადიდებდნენ იესოს საქმეებისთვის, რომლებიც თავადაც განიცადეს. ისინი წრფელად ინანიებდნენ თავიანთ წარუმატებლობას და ლოცულობდნენ საკუთარ განცდებსა და მოლოდინებზე. ისინი ზეციერ მამას ეუბნებოდნენ ყოველივე თავიანთი ცხოვრების შესახებ, მადლობდნენ მას, აღიარებდნენ და სხვადასხვა რამებს ავედრებდნენ. ლოცვა მათი ძირითადი საქმე, ფროფესია და ძალისხმევა იყო.

ზემოთვალი მათი საერთო შეკრების ადგილი იყო. შესაძლოა ეს ის ადგილიც იყო სადაც იესო პასექს მიირთმევდა. იმ საღამოს მან თქვა, როგორც პური ჩადის მათ კუჭში, ასევე ის თავად არის მასში, და როგორც ღვინო ერევა მათ სისხლს, ასევე მისი სისხლი წმედს და ასუფთავებს მათ. ისინი სრულიად უნდა განახლებულიყვნენ იმითი, რომ ქრისტე მათში სუფევდა.

ვინ იყვნენ ის ხალხი, რომლებიც შეუერთდნენ ახალ აღთქმაში ქრისტეს და სრულიად ესწრებოდნენ კრებებს ამ წმიდა ადგილას? პირველ რიგში ვხედავთ პეტრეს, უგუნურს, დაუღალავი მეთევზე, რომელმაც უარყო უფალი, მაგრამ მოგვიანებით მიიღო პატიება პირადი შეხვედრისას ქრისტესთან გალილეის ზღვის პირას. პირველად მისი სახელია ნახსენები. რადგანაც უფალმა მას ჩააბარა სხვა მოციქულების წაყვანა და მათი სახელით საუბარი. შემდეგ ნახსენებია იოანე: ახალგაზრდა, თვინიერი, წყნარი და რბილი მოწაფე, რომელიც ოდესღაც ქრისტეს მკერთან ახლოს იყო. მან იხილა ღმერთის დიდება და ყველაზე მეტად მოწმობდა ამის შესახებ. ასევე ვხედავთ მის ძმას იაკობს, რომელიც ლოცულობდა. ეს ის იაკობია, რომელსაც ოდესღაც სურდა ღმერთის სამეფოში იესოს მარჯვნივ მჯდარიყო. მოგვიანებით მას მოუწია გამხდარიყო პირველი ტანჯული რწმენის გამო, იმ ხალხთა შორის რომლებიც სტუმრობდნენ ლოცვის კრებულებს იმ დღეებში, და თავისი სიკვდილით განადიდა ქრისტე. იაკობი ანდრიას მეგობარი იყო, დიდებული ადამიანის, რომელმაც მალევე ირწმუნა ქრისტე და მოიყვანა მხსნელთან თავისი ძმა პეტრე (იოანე 1:40:-41). ასევე მლოცველთა შორის იყო ფილიპე, ერთ-ერთი პირვლელი მოსწავლეთაგანი, რომელსაც იესო ეძებდა, იპოვა და მოუწოდა სიტყვებით „გამომყევი მე“ (იოანე 1:43-45). მან იმწამსვე დაიწყო თავისი მეგობრის, ნათანელის ძებნა, ასევე „ბართლომედ“ წოდებულის, რომელიც ლეღვის ხის ქვეშ იჯდა და თავის გულს ღმერთის წინაშე ღვრიდა. ქრისტემ ის შორიდან დაინახა და მოუწოდა გამუდმებული ლოცვისკენ. მას სხვა მოწაფეებთან ერთად უნდა ენახა გახსნილი ზეცა და ანგელოზები, რომლებიც თან ახლდნენ ადამიანის ძეს და მის მიმდევრებს.

ამ პირველ ექვს მოწაფეში გალილეის ბეთსაიდადან, ჩვენ ასევე ვხედავთ თომას. ამ ყოფილმა სკეპტიკოსმა თავისი ჩაღრმავებული კითხვებით მეტად შეიცნო უფალი, ვიდრე სხვა მოწაფეებმა და თაყვანისცა იესოს სიტყვებით: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!“ სულიწმიდის მოლოდინში იყო მათეც, მებაჟე, ბუღალტერი და თარჯიმანი. მან მორჩილად უპასუხა ქრისტეს მოწოდებას. მოგვიანებით მხსნელის გამონათქვამები შეაგროვა, აღწერა საქმეები და განადიდა უფალი თავისი საოცარი სახარებით. დანარჩენი სამი მოციქულის ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით. მათაც სხვების მსგავსად, მიიღეს იესოსგანნ ძალაუფლება, რომ განეკურნათ ავადმყოფებული და განედევნათ ეშმაკები. ისინიც ხარობდნენ, რომ მათი სახელები ზეცაშია ჩაწერილი, ადიდებდნენ იესოს, უქადაგებდნენ რა სხვებს გადარჩენის სახარებას. ნაკლებად მნიშნელოვანია გვაქვს თუ არა მათი ცხოვრების შესახებ ცნობები, ლუკას ისედაც არ სურდა ყველა მოციქულის საქმეების აღწერა. მას უნდოდა ჩვენ თვალთახედვამდე მოეტანა ცოცხალი ქრისტეს მოქმედებები, რომელიც მაის პატივდადებულ მოწაფეებში გამოვლინდა, რადგან მათი გული გახსნეს ქრისტეს სულისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის.

რა საოცარი ამ შეკრებებზე ქალების მოზიარეობის ხილვა. ისინი ჯვართან იდგნენ, შემდეგ კი უფალმა დაავალა მათ სხვა მიმდევრებისთვის კეთილი უწყება მიეტანათ მისი აღდგომის შესახებ. ისინიც სხვებთან ერთად ელოდებოდნენ სულიწმიდის გადმოღვრას. ეს ძალა მხოლოდ მამაკაცებისთვის კი არ იყო განკუთვნილი, არამედ ქალებისთვისაც და ისინი ხშირშემთხვევაში ცხოვრობდნენ სქესის გაყოფის გარეშე.

იესოს დედა მარიამიც იყო მამის აღთქმულის მომლოდინეთა შორის. აქ მისი სახელი სახარებაში ბოლოჯერაა ნახსენები. ის ზეციური დედოფალივით კი არ იყო იქ, არამედ როგორც თავმდაბალი მლოცველი ქალი, რომელიც საჭიროებდა სულიწმიდას.

ლუკა პირადად იცნობდა იესოს დედას და მისგან იგებდა მისი შვილის ამბებს. ის ღიად წერდა იმის შესახებ, რომ იესოს ძმები ყავდა, რომლებიც ხელს უშლიდნენ მას მხსნელის მისიის შესრულებაში, რათა მათი ოჯახი ხალხისგან უარყოფილი არ ყოფილიყო (მათე 13:55; მარკოზი 3:21; 31-35; 6:3; იოანე 7:3-8). აღდგომის შემდეგ იესო თავის ძმას იაკობს ეჩვენა (1კორინთელთა 15:7), და იესოს ღვთაებრიობამ იმდენად შეძრა ის, რომ სხვებიც მიიყვანა მოციქულთა წრეში. მოციქულები ლოცულობდნენ მათთან ერთად და მათაც ირწმუნეს. ამის შემდეგ ისინიც ელოდებოდნენ მამის აღთქმულს. რამდენიმე ხნის შემდეგ იაკობი სულით აღივსო და გახდა ლოცვის ერთ-ერთი მაგალითი და ადრეული ეკლესიის ბოძი (საქმეები 12:17; 15:13; გალატელთა 2:9).

მკვდრეთით აღმდგარმა გააერთიანა თავისი ძირითადი მიმდევრები, ერთგული ქალები და ასევე თავისი მიწიური ოჯახი და მათგან მლოცველი ეკლესია შექმნა. ისინი ერთ გულად და ერთ სულად იქცნენ და გამუდმებით ერთად გულმოდგინედ ლოცულობდნენ. ძვირფასო მორწმუნევ, ლოცულობ თუ არა შენ სხვა და-ძმებთან ერთად, ატან თუ არა ამათ მთელ ძალას და აკეთებ ყოველივეს ღმერთის ნებით აღვსილი? თუ განმარტოებით ლოცულობ? ამ მლოცველი ქალებიდან და კაცებიდან დაიწყო მოციქულთა საქმეები და ეკლესიამ თავისი საწყისი აიღო.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, ჩვენ მადლობას გიხდით შენ, რომ შენი მოციქულები შენ სამეფოს კი არ აშენებდნენ საკუთარი ძალისხმევით და სიბრძნით, არამედ ლოცულობდნენ ერთად, ელოდებოდნენ მამის აღთქმულს და სულის ძალას! გვასწავლე ლოცვა და შენი სულის მოლოდინში გვამყოფე, ვემორჩილებოდეთ რა ერთურთს!

კითხვა:

  1. როგორი კაცები და ქალები იკრიბებოდნენ ერთად გამუდმებული ლოცვისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:29 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)