Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 125 (Conclusion of John's gospel)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 - 21:25)

4. იოანეს სახარების შემაჯამებელი ნაწილი (იოანე 20:30-31)


იოანე 20:30-31
30 მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. 31 ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.

ამ თავის ბოლო მონაკვეთში ჩვენ ვკითხულობთ იოანეს ბოლო სიტყვებს. მახარობელმა გვაუწყა, რომ ღმერთის შუქმა იბრწინა წყვდიადში და წყვდიადმა ვერ შთანთქა ის. და ყველამ, ვინც ირწმუნა მისი სახელის, მისცა ხელმწიფება წოდებულიყვნენ უფლის შვილებად. დიდებულმა მახარობელმა ღნერთთან ღრმა ურთიერთობაში შეგვიყვანა ღმერთთან, იესოს პიროვნების მეშვეობით. მან ჩვენ თვალწინ დახატა ესოს სიკვდილი და აღდგომა, რათა გვწამდეს მისი და დავინახოთ, თითქოს ჩვენთან იცხოვრა. აჯამებს რა ყველაფერს, იოანეს ოთხი ძირითადი პრინციპი გამოყავს, რომელიც ამ სახარების არსი და მიზანია.

1. იოანეს სახარება არ გადმოსცემს იესოს ყველა მოქმედებასა და სიტყვებს. იონეს, რომ ეცადა ყველაფრის დეტალურად აღწერა, მაშინ სახარება კი არა, ტომები გამოვიდოდა. იოანემ აირჩია ისეთი სიტყვები და იგავები, რიმლებიც იესოს პიროვნებას ხსნიან, მის უნიკალურ არსებას. მისი სახარება არ იყო ნაკარნახევი სულის მიერ და მას ეს ყოველივე უაზრო მდგომარეობაში არ უწერია, არამედ მან სულიწმიდისგან შთაგონებულმა, აიღო პასუხისმგებლობა აერჩია ისეთი მოვლენები, რომ იესოს საყვარელი პერსონა დაეხატა. იესო, როგორც მსხვერპლი, უფლის კრავი, რომელმაც კაცობრიობის ცოდვები საკუთარ თავზე აიღო.

2.იოანემ სახარება დაწერა, რათა გაგვეგო, რომ იესო ნაზარეთიდან არის შეპირებული ქრისტე და მხოლოდშობილი ღვთის ძე. ყველა დროის ძველი აღთქმის იუდეველები ელოდებოდნენ ქრისტე - მესიას და ღვთის ძეს. ყოველივესთან ერთად, იაონემ განსაჯა თავისი ერი, რომელმაც დავითის ძე ჯვარს აცვეს. ადამიანი იესო, ჭეშმარიტ ქრისტედ და ღვთის ძედ მოგვევლინა, და ვერცერთი ადამიან, ვისაც მისი ნების შეცნობა სურს, ვერ დარჩება გულგრილი მისი დიდებული სიყვარულისა და სიწმიდის მიმართ. იოანემ თავის სახარებაში იესო უნიკალურად განადიდა. ჩვენ ვამოწმებთ, რომ იოანემ ისეთი იესო დაგვიხატა, საიდანაც დავინახავდით საუკუნო სიყვარულს ღვთის ძის, რომელიც ხორცი გახდა, რათა ჩვენ სული გავმხდარიყავით.

3. იოანეს უბრალოდ დოქტრინალური რწმენის მოცემა კი არა ცოცხალი კავშირის დანახება უნდოდა ღვთის ძესთან. ვინაიდან იესო არის ძე, ღმერთი ჩვენი მამა გახდა. მიზანი იოანეს სახარებისა არის, ქრისტეს სისხლის მეშვეობით სულიწმიდის აღორძინება ჩვენში. აღორძინდი თუ არა შენ სულიერად? თუ ჯერ ისევ მკვდარი ხარ შენს ცოდვებში? არის თუ არა ღმერთის სიცოცხლე შენში, თუ მისი სულიწმიდისგან შორს ხარ?

4. აღორძინება ხდება ღვთის ძის რწმენის მეშვეობით. ვინც მას უახლოვდება და სწამს მისი, ის მის ღვთიურ სიცოცხლეს იძენს. ჩვენ თავისთავად არ ვართ ამ სიცოცხლის მფლობელები, არამედ ვიღებთ მას იესოსთან რეგულარული ურთიერთობით. ვინც იესოშია, იესოც მასშია. ასეთი მორწმუნე იზრდება ჭეშმარიტებასა და სულში და ბევრი ნაყოფი მოაქვს. სამუდამო სიცოცხლე - ეს ღვთის სიყვარულია, რომელიც აღგვძრავს ვუჩვენოთ ადამიანებს რწმენის გზა, რომ შეიყვარონ იესო, მასში იყვნენ, და რომ ისიც უკუნისამდე მასში იყოს!

ლოცვა: უფალო იესო, მადლობა ამ სახარებისთვის, რომელიც შენმა მახარობელმა იოანემ დაწერა. ვკითხულობთ რა ამ უნიკალურ წიგნს, ჩვენ შენ დიდებასა და ჭეშმარტებას ვიგებთ. სიხარულით გცემთ თაყვანს, რადგან შენ მოგვიყვანე რწმენამდე და შენი წყალობით აგვაღორძინე. გაგვამყარე, რათა გვიყვარდე და შევასრულოთ შენი მცნებები. დაე თამამად ვამოწმედბეთ შენზე რათა ჩვენმა მეგობრებმა გირწმუნონ და საუკუნო სიცოცხლე შეიძინონ!

კითხვა:

  1. რაზე წერდა იოანე, სახარების ბოლოს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)