Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 124 (Jesus appears to the disciples with Thomas)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 - 21:25)

3. იესო ევლინება თომას (იოანე 20:24-29)


იოანე 20:29
29 უთხრა მას იესომ: "შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”.

ჩვენ არ ვიცით შეეხო თუ არა თომა იესოს ჭრილობებს, თუ ეყო მათთვის შეხედვა. ალბათ მას შერცხა თავისი ურწმუნოების და სკეპტიციზმის. იესომ თომას რწმენას უწოდა, დანახულზე დაფუძნებული. მაგრამ უფალს სურს ჩვენში აღმატებული რწმენით გაზრდა, რათა მის სიტყვაზე ვიყოთ დაიმედებულები ისე, რომ შესაძლოა ჩვენმა თვალმა ვერ იხილოს ის. ვისაც სჭირდება ხილვები, სიზმრები და გამოცხადებები, ის არ არის მწიფე ქრისტიანი, არამედ გაუმყარებელი ყრმაა. იესო რამდენჯერმე გამოეცხადა მოწაფეებს კრიტიკულ სიტუაციებში, რათა გაემყარებინა მათი რწმენა.

იესო ნეტარებს უწოდებს მათ, ვინსაც არ უხილავს ის მაგრამ სწამს. ასეთ ადამიანებს ის ჭეშმარიტი ბედნიერებით აჯილდოვებს. ცოცხალი რწმენა ადამინებში ძალას წარმოქმნის, რომელიც ყველა მომხდარ მოვლენებზე აღმატებულია. ადამინის ღმერთის სიტყვაში დარწმუნებულობა, უდიდეს ქებას უძღვნის ამ სიტყვების ავტორს.

იმის შემდეგ, რაც იესომ რამდენჯერმე მოინახულა მოწაფეები, მახარობლებმა და მოციქულებმა იესოს შესახებ გვიქადაგეს საკუთარ წერილებში. ქრისტეს აღდგომა ახალი ეპოქის საწყისი გახდა, როდესაც უფლის სიცოცხლე ჩაიღვარა მორწმუნეთა გულებში. ჩვენი რწმენა მხილიდ იდეების და სწავლებების მტკიცება კი არ არის. ეს არის სიცოცხლე და კავშირუ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესთან. ეს ჩვენი ეპოქის სასწაულია, რომ მილიონობით ადამიანს სწამს იესოსი ისე, რომ არ უხილავს ის, ვინაიდან მათ მისი რწმენით საკუთარ თავზე გამოსცადეს საუკუნო სიცოცხლის ძალა.

უამრავ ქრისტიანს მოუწია საკუთარი ქონების, ნათესავებთან ურთიერთობების და საკუთარი ცხოვრების მსხვერპლად გაღება. მათი რწმენა ნებისმიერ ლოგიკაზე მაღლა იდგა. ასეთი რწმენის ჯილდოდ იესო მათ თავის სიტყვას აძლევს და თავად შედის მათ ცხოვრებაში. ჩვენი რწმენა მთელ ჩვენ შინაგანს წვდება და გვაკავშირებს ჩვენ მხსნელ იესოსთან.

ლოცვა: უფალო იესო, შენ - ჩვენი რწმენის მთავარი და აღმსრულებელი ხარ. შენ გიყვარვართ ჩვენ და შენი ჭეშმარიტება მოდის ჩვენამდე შენი სიტყვის მეშვეობით. ახლა მჯერა, რომ გადამარჩენ მეც და უამრავ ჩემ მეგობარს. შენ განამტკიცებ მათ ცოცხალ რწმენაში იესოს სახელით, რათა საუკუნო სიციცხლე და დიდებული სიხარული შეიძინონ!

კითხვა:

  1. რატომ ეძახის იესო ნეტარ მორწმუნეებს მათ, ვისაც ის არ უხილავს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)