Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 100 (Introduction to the intercessory prayer; Prayer for the Father's glory)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ე - იესოს შუამდგომლობითი ლოცვა (იოანე 17:1-26)

1. შესავალი


იესო ხალხს საქმეებითა და კეთილი უწყებით ეხმარებოდა. ის კურნავდა კოწლებს, ათასობით მშიერს აპურებდა, ბრემბს თვალებს უხელდა და მკვდრებს აღადგენდა. მისი სიყვარული, სიძულვილსა და სიკვდილსშორის ღმერთის გამოცხადება იყო.

იესოს მსახურების დაწყების დროს ხალხის მასა აწყდებოდა მას. როდესაც იუდევლურმა საბჭომ დაინახა, რომ თავინთ რელიგიურ კანონებს საფრთხე ემუქრებოდა, მათ იესოს მუქარა დაუწყეს, ასევე მის მოწაფეებს, რომ სინაგოგიდან გააძევებდნენ და სიკვდილითაც დასჯიდნენ. მასის ენთუზიაზმი გაქრა და ხალხი ნელ-ნელა იკლებდა. ქრისტეს და მის მიმდევრებს დევნიდნენ, მაგრამ მას მათი სიყვარული არ შეუწყვიტავს.

საბოლოო ჯამში, იუდეველებმა შეძლეს თორმეტიდან ერთის გადმობირება. ამ ადამიანმა იესოს ღალატი გადაწყვიტა მაშინ, როდესაც იესო ამზადებდა მოწაფეებს მოციქულობისთვის, საიდუმლო სერობის საღამოს. თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვებში იესომ ილაპარაკა მამასთან ერთობაზე და იმაზე თუ როგორ ანუგეშებს მათ სული, განამტკიცებს ღვთიურ სიყვარულში, იმ დევნების მიუხედავად, რაც მათ ელოდათ.

და მაინც მოწაფეები უფლის გეგმებს ვერ ხვდებოდნენ იმიტომ, რომ ჯერ სულიწმიდა არ გადმოღვრილა მატზე. იესო მამისკენ წავიდა. იესომ თავის ლოცვაში ახსენა მოწაფეებიც, ისინიც ვინც ირწმუნა იგი მოციქულების დამოწმებების შედეგად.

ქრისტეს შუადმგომლობითი ლოცვა, რომელიც 17 თავში წერია, საოცარ სურათს წარმოგვიდგენს: ღმერთის ძე ესაუბრება მამას. ეს არის სწორედ იმ სიყვარული გამოხატულება, რაც წმიდა სამებაშია. მასში მკაფიოდ არის გამოხატული ლოცვის სული. ის, ვინც ჩაუღრმავდება ამ თავის სწავლებას, შეძლებს შევიდეს ღმერთის ტაძარშუ, რომელიც სავსეა განდიდებითა და შუამდგომლობით.


2. მამის განდიდების ლოცვა (იოანე 17:1-5)


იოანე 17:1
1 ამ ლაპარაკის შემდეგ, იესომ ცას მიაპყრო თვალები და თქვა: "მამაო, დადგა ჟამი განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.

ქრისტე მოწაფეებს ეუბნებოდა, რომ ის და მამა ერთნი არიან. ვინც ის იხილა, მან მამაც ნახა. მაგრამ იმ წუთისთვის, მოწაფეებისთვის ეს მიუწვდომელი გამოცხადება იყო. მათ აშინებდათ ის აზრი, რომ ღმერთს შეეძლო ხორცში ყოფნა. უფალმა თავისი უსუსური მოწაფეები უფლის ხელში გადასცა, მამის ხელში, რომელიც დაიცავდა მათ თავისთან ურთიერთობაში წმიდა სიყვარულით.

როდესაც იესო თვალებს მაღლა აპყრობდა, ალბატ მოწაფეებს უკვირდათ. როგორ შეეძლო ელოცა მამისადმი, რომელიც ზეცაშია, და ამვდროულად ეთქვა, რომ ის მამაშია და მამა კი მასში? ეს გარემოება მოციქულებს ბევრ კითხვას უჩენდა. ჩვენ დღეს ვიცით, რომ არსებობს სრული ერთობა მამისა და ძისა და არსებობს უამრავი ფაქტი, რომ მამა და ძე - ეს ერთი პიროვნებაა. ღმერთი ჩვენ გონებაზე დიდია. სთხოვეთ უფალს გაგიხსნათ ყოველივე ეს, თუ ამის გაგება გიჭირთ. სულიწმიდის დახმარების გარეშე ვერავინ შეიცნობს მამას და ძეს.

ამ ლოცვაში იესო ღმერთს მამას უწოდებს. ღმერთი - მხოლოდ წმიდა უფალი და მკაცრი მოსამართლე არაა. ეს და ყველა სხვა თვისება რაც აქვს, ყველაფერს მისი დიდი სიყვარული და წყალობა ჯაბნის. ღმერთი თავად ამ ყველაფრის განსახიერებაა, წმიდა სიყვარულისა და მოწყალე ჭეშმარიტების.როგორც მოსიყვარულე მამა, უფალმა თავისი თავი გამოამჟღავნა მაშინ, როდესაც ღმერთის ძე დაიბადა სულიწმიდისგან. ის მუდამ ღმერთთან ცხოვრობდა, მაგრამ განკაცდა და მოვიდა დედამიწაზე, რათა გამოვესყიდეთ, როგორ უფლის შვილები. ღმერთის, როგორც მამის დანახება - იესოს მოსვლის მთავარი მიზანია. იესომ განგვათავისუფლა ცოდვის მონობისგან, რამდენადაც მოსამართლე ჩვენი მამა და ხოლო ის, ვინც გადაიხადა ჩვენთვის ფასი, აღმსრულებელი - ჩვენი ძმაა. თუ თქვენ ღმერთს, როგორც მამას მიიჩნევთ, რასაც იესო ამბობდა, და იცხვრებთ ამ ცოდნით, თქვენ თავად კეთილი უწყების არსსაც ჩაწვდებით.

ქრისტე აღიარებს მამის წინაშე, რომ დადგა ყველა მნიშვნელოვანი მომენტი კაციობრიობისთვის. დადგა ღმერთსა და კაცობრიობას შორის შერიგების საათი.ადამიანები, ანგელოზები, რელიგია და ფილისოფია, ელოდებოდნენ ამ საათს ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებდნენ. და ეს საათი მოვიდა. ქრისტემ, როგორც ღმერთის კრავმა, მთელი ქვეყნიერების ცოდვები და დანასაული, საკუთარ თავზე აიტანა. ამ დროს კი მოღალატე იუდეველებთან ერთად გაემართა ღვთის ძის, თვინიერი კრავის გასაცემად, მზად იყო, რომ ის მოეკლათ, და ყველაფერი ისე გააკეთა თავის მართლებაც არ სცადა.

იოანე 17:2
2 ვინაიდან ყველა ხორციელზე მას მიეცი ხელმწიფება, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.

ბევრი ფიქრობს, რომ „დიდება“ ეს შუქსა და კაშკაშს ნიშნავს. იესო სთხოვდა მამას, რომ სიყვარულით მიეცა გაძლება იმ საათებში, როდესაც ის ჯვარზე ეკიდა, როდესაც ტკივილს და შიშს გრძნობდა. ასე გამოიხატა ჯვარცმაში სრული სიყვარული. ძე მზად იყო საკუთარი თავი დაედო სამსხვერპლოზე, მოწინააღმდეგეების და დანაშაულის ჩამდენების გასამართლებლად. სწორედ ამაშია ძის დიდების აზრი.

არაა საჭირო იმაზე საუბარი, რომ ქრისტე მოკვდა არა თავისი, არამედ მამის დიდების გამო. მან აღასრულა ის, რასაც ვერავინ აღასრულებდა. მან ჯვარზე მამა განადიდა და კაცობრიობის შერიგება მოახდინა ღმერთთან. როდესაც ცოდვა იყო ნაპატიები, უფლის სიყვარული იქნა გამოვლენილი. ყველა ადამიანს ჰქონდა შეთავაზებული, ღმერთის შვილად გახდომა. სულიწმიდა გადმოვიდა მორწმუნეებზე ქრისტეში და მათ შეეძლოთ მამის განდიდება სიწმიდეში ყოფნით. არაფერია იმაზე მეტი დიდება, ვიდრე იყო უამრავი შვილის მამა. ამიტომაც ითხოვდა იესო, რომ გამომსყიდველი სიყვარული გამოვლენილიყო სულით შობისგან სულითა და ჭეშმარიტებით.

შვილმა თავისი ღვთიური დანიშნულება აღასრულა. მამამ მას მისცა ყველა ადამიანზე ძალაუფლება. ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, შემოქმედი და გამომსყიდველი. ის ჩვენი უფალია, მეფე და მოსამართლე. ჩვენ მას ვეკუთვნით. ის ჩვენი ჭეშმარიტი იმედია. მას ეს ძალაუფლება არ მიუღია, რათა განსაჯოს ან დასაჯოს, არამედ, რომ დაიხსნას და მთელი ცხოვრება ატაროს. ქრისტეს მოსვლის მიზანია, რომ მორწმუნეებმა საუკუნო სიცოცხლე მიიღონ. სიკვდილს მათზე ძალაუფლება აღარ აქვს, იესომ ხო ჯვარზე კაცობრიობას ცოდვები აპატია. ყველა არ პასუხობს მის მოწოდებას, რათა გადარჩნენ. მაგრამ მორწმუნეები ქრისტეში, მისი რჩეული ერია. მათ სწამთ მამის, ძის და სულიწმიდის.მათში ღმერთის სული ცხოვრობს. მათი ახალი ცხოვრება - ჩვენი დღეების სასწაულია, რომელიც მამას ადიდებს.

იოანე 17:3
3 ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.

სულიწმიდა ამოწმებს იმას, რასაც იესო ამბობდა ზეცაზე. ის არის ჩვენი და ქრისტეს მამაც. ამ ღვთიური ჭეშმარიტების მორწმუნეს აქვს საუკუნო სიცოცხლე უფალში.ერთადერთი საშუალება ღმერთის შესაცნობად - ეს იესო ქრისტეს პიროვნებაა. ის ვინც ძეში მამას ხედავს და ენდობა მას, ღმერთის შვილობის გამო იწმიდება. ქრისტეს სიტყვების ცოდნა - მეცნიერება არაა, არამედ ცხოვრება და სულში სიარული. უფალი თავის ხატებას ყველა ადამიანში ქმნის. რას წარმოადგენს ეს ხატება? ეს არის სიყვარული, ჭეშმარიტება და სამართლიანობა, რომელიც ღმერთის შვილებს ეძლევათ სულიწმიდის მეშვეობით. და ყოველივე მაღლა ჩამოთვლილი ადიდებს მამას, რამდენად ყოველივე ეს ნათელი და თვალსაჩინოა.

ქრისტე წარმოგზავნილ იქნა დედამიწაზე, და ხალხმა მისი ცხოვრება იხილა იმიტომ, რომ მათ გაეგოთ, ქრისტე სულისგან შობილია, ჯვარზე იქნა გაკრული და შემდეგ აღდგა, და ეს ყველაფერი მოხდა იმისთვის, რომ მათ შეეცნოთ ღმერთი. თუ თქვენ გინდათ ჭეშმარიტი ღმერთი შეიცნოთ, იესოს ცხოვრება შეისწავლეთ. ის არის ღმერთის ხატება, სულიწმიდისგან ცხებული. როგორც მხსნელი, ასვე მეფეთ-მეფეა, მღვდელმთავარი და წმიდა წინასწამრეტყველი.

იოანე 17:4-5
4 მე განგადიდე დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი გასაკეთებლად. 5 ახლა კი განმადიდე შენით მამაო, იმავე დიდებით, რაც წუთისოფლის გაჩენამდე მქონდა შენთან.

იესო თავისი დედამიწაზე ყოფნის დროს, გამდმებით მამაზე ფიქრობდა, ამოწმებდა მის შესახებ და მის ნებას ასრულებდა. მან საკუთარი თავი უარყო, მამის დიდების გამო. ის, რაც ქრისტემ მიიღო მისგან, ჩვენ გადმოგვცა. მისი მთელი ცხოვრება მამას ადიდებს. იესოს სჯეროდა, რომ მისი ლოცვები პასუხების გარეშე არ დარჩებოდა. ჯვარზე ქრისტემ, ღმერთისგან ჩაფიქრებული გამოსყიდვა აღასრულა. მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო ამისი გაკეთება მისთვის არ იყო სიამაყის ან თვითკმაყოფილების მიზეზი. იესო აღიარებდა, რომ მამამ აღასრულა ყოველივე. მან თავისი თავი არაფრად ჩააგდო და რაც მოხდა ის, მხოლოდ საკუთარ თავს არ მიაწერა. ქრისტემ ჭეშმარიტად დაიმსახურა საუკუნო სიცოცხლე. ქრისტე ამოწმებს, რომ მისი დიდება საუკუნოა. ის ღმერთია ღმერთისგან, სინათლე სინათლისგან, შობილია ღმერთისგან და არა შექმნილი. თავისი მისისს შესრულების მერე ის მამასთან გაეშურა. როდესაც ზეცას მიაღწია ანგელოზები ადიდებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „ღირსია კრავი დაკლული მიიღოს დიდება და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმაგრე, პატივი და დიდება და კურთხევა“.

ლოცვა: მამაო ზეციერო, დაე წმიდა იყოს სახელი შენი. შენმა ძემ განგადიდა შენ საკუთარი საქმეებით, ლოცვებითა და აღსრულებული მსხვერპლით. არც იმის ღირსი ვართ თვალი გაგისწოროთ. მადლობას გიხდით ცოდვების პატიებისთვის, რომელიც შენი მსხვერპლის მეშვეობით აღსრულდა. შენი შვილებად გაგვხადე. დაგვეხმარე ყოველთვის განგადიდოთ და არ მივიწეროთ არაფერი. დაგვეხმარე შენი ძის მცნებები შევასრულოთ, შევიყვაროთ ერთმანეთი. დაე სხვებმა ჩვენ კეთილ საქმეში შენ დაგინახონ, ჩვენი ზეციერი მამა და განგადიდონ შენ.

კითხვა:

  1. იესო ლოცვის პირველი ნაწილის ძირითადი აზრი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:13 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)