Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 086 (The Holy Trinity descends on believers)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
გ - გამოსამშვიდობებელი სიტყვა (იოანე 14:1-31)

2. წმიდა სამება გადმოდის მორწმუნეებზე, როგორც ნუგეშისმცემელი (იოანე 14:12-25)


იოანე 14:12
12 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, საქმეებს, მე რომ ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.

ღმერთისგან მოცემული ცოდნა მხოლოდ ფილოსოფიური ან ლოგიკური სისტემა არ არის. ძალიან ხშირად ცოდნას ადამიანი საიმაყემდე მიყავს, მაშინ როდესაც ღმერთის შეცნობა - ეს სიყვარული და გადარჩენაა იესო ქრისტეს მეშვეობით. მსგავს ცოდნას მივყავართ ღმერთის მსახურებამდე. ქრისტემ მოწაფეებს ახალი მცნება მისცა: „გიყვარდეთ ერთმანეთი“.

როდესაც მოწაფეებმა გააცნობიერებს, რომ იესო ძალიან მალე დატოვებდა მათ, სთხოვეს სიბრძნე და დაცვა. უფალმა კი მათი რწმენა მამა ღმერთისადმი განამტკიცა, რათა მათ შეძლებოდათ შემდგომ მთელი ქვეყნიერებისთვის ექადაგათ სახარება.

მოწაფეებისთვის მომავალი ცხოვრება იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც ღმერთის მსახურება. ღმერთის და მისი ძის შეცნობა ეგოიზმისგან გვიხსნის და თავმდაბლობისკენ მივყავართ. იესომ თქვა: ყოველი, ვისაც ჩემი საქმეების სწამს, მიყვება მორჩილების და საკუთარი თავის უარყოფის გზას. მორწმუნე მოწოდებულია უარი თქვას საკუთარ თავზე და განადიდოს ქრისტე. მოწაფეებმა, სულიწმიდის გადმოღვრის შემდეგ, დაიწყეს პატიება, განკურნება და იესოს სახელით მკვდრების აღდგინება. მათ უარყვეს საკუთარი თავი და ქრისტე ჩასახლდა მათში. მათ ის მთელი არსებით და ძალით უყვარდათ და განადიდებდნენ მას საკუთარი საქმეებით.

ასევე ქრისტე აგზავნის თავის მოწაფეებს და ავალებ წაიღონ უწყება გადარჩენის შესახებ იქ, სადაც თავად ვერ შეძლო მისვლა იმ დროის მანძილზე სანამ დედამიწაზე იმყოფებოდა. ზეცად ამაღლების შემდეგ, იესომ სულიწმიდა წარმოგზავნა, რომ მოციქულების სიტყვას ძალა ჰქონოდა და ბევრს ერწმუნა იესო ქრისტე. როგორც გარიჯრაჯზე, წვიმის წვეთებად ქცეული პატარა მოციმციმე კრისტალები ჩნდება მინდორზე, ასევე ჩნდებოდნენ და იბადებოდნენვ მორწმუნეები სულიწმიდის მეშვეობით. არაფერია ამ დედამიწაზე იმაზე მშვენიერი, ვიდრე მოწმობა ჯვარცმულ ქრისტეზე. ყოველი, ვინც ირწმუნებს ამ დამოწმებას, მიიღებს საუკუნო სიცოცხლეს. სულიწმიდა გადმოდის იესო ქრისტეს მორწმუნეებზე და გარდაქმნის მათ, რათა მათ შეეძლოთ მამის განდიდება და მართალი ცხოვრებით ცხოვრება.

იოანე 14:13-14
13 რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. 14 თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ.

ლოცულობ თუ არა? როგორ თანაფარდობაშია ერთმანეთთან შენი ლოცვები და ცოდვები? რამდენ დროს ატარებ მსახურებასა და ახლობლების მომსახურეობაში? რა გმართავს ლოცვის დროს: ეგოისტური სურვილები თუ ღმერთისადმი სიყვარული და სიყვარული დაღუპული ადამიანების მიმართ?

შეცვალა თუ არა ღმერთის სიყვარულმა შენი ლოცვები ისე, რომ შენ, შენს მტრებსაც აკურთხებდე? გაგხადა თუ არა ქრისტეს ჯვარცმამ ადამიანთა მებადური? ჰგავს თუ არა შენი თხოვნები, ქრისტეს თხოვნებს ლოცვისას: „მამაო ჩვენო“? თუ შენს გულში ჯერ კიდევ სიმწარეა, წყენა და უპატიებლობა?

თუ შენ იესოს სახელით ლოცულობ მაშინ შენი ფიქრები იქნება სულიწმიდისთვის მისაღები და შენი გული სავსე იქნება დაღუპული ხალხისადმი სიყვარულით.

ქრისტე გვაძლევს მყარ დაპირებას, რომლის გარანტიაც თავად უფალია. უფალი მკაფიო პირობას გვიდებს ამ დაპირების შესრულებისთვის: „თუ თქვენ გახსნით თქვენც გულებს და ჩემ გარდამქმნელ ძლიერ სიტყვებს დაუმორჩილებთ, მაშინ მე ვიმოქმედებ თქვენში ჩემი ძალით და დიდებით, გადავარჩენ მრავალს თქვენი რწმენისა და ლოცვების გამოყენებით. ყოველ ჯერზე, როდესაც ილოცებთ სულიწმიდის მმართველობით, თქვენ აუცილებლად მიიღებთ პასუხს ჩემგან“.

ძმაო, განადიდიე და ემადლიერე ქრისტეს იმისთვის, რომ მან მოგცა ზეციური საგანძურის გასაღები. ლოცვის მეშვეობით შენთვის უფლის კურთხევების სიმდიდრე იხსნება. უფალი ამბობს: „მე ვაჩვენებ შენს მეგობრებსა და მეზობლებს ჩემს კურთხევებსა და გადარჩენას. მე მათ მონანიებას ვაჩუქებ და დავეხმარები ყველაფერში“. ევედრე და სთხოვე იესოს, რომ გაანთავისუფლოს ყველა დატანჯული ცოდვილი შენი ერისა. არ მოსუსტდე ლოცვაში. შენი ლოცვის მეშვეობით უფალს მრავალი ადამიანის გადარჩენა შეუძლია. გჯეროდეს, რომ უფალი უპასუხებს შენ ლოცვას და წინასწარ ემადლიერე მიღებული პასუხისთვის. სთხოვე შენ და-ძმებს რწმენით დაგიდგნენ გვერდში ლოცვაში. არ შეწყვიტო უფლის ქება-დიდება. ასევე ილოცე, რომ უფალმა შენზე ლოცვის სული გადმოღვაროს.

თუ გრძნობ, რომ იესო არ გპასუხობს ლოცვებზე, მაშინ აღიარე და მოინანიე შენი ცოდვები; დაამსხვრიე ყოველგვარი წინაღობა ლოცვაში, რათა ამ ლოცვას ყოველგვარი უწმიდურებისგან გაგწმიდოს. ის შენ გაძლევს ძალაუფლებას კურთხევები მოიტანო ზეციდან დედამიწაზე. განუწყვეტელი რწმენის ლოცვით შენ განადიდიებ მამას, ძეს და სულიწმიდას.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მოგვეცი ლოცვის სული, რათა არ ვფიქრობდეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩვენ გარშემო მყოფებზეც. გვასწავლე ლოცვა, როგორც შენ ლოცულობდი, რომ ჩვენი ლოცვების მეშვეობით ჩვენი ნათესავები და ახლობლები გადარჩნენ. მე გადიდებ, რადგან შენ გახსენი ჩვენთვის ზეციური საგანძური. დაე განდიდდეს შენი სახელი მრავალი მორწმუნის დაბადებით სულიწმიდის მეშვეობით. დაე ანათოს შენმა სახელმა მათი მოქმედებებით.

კითხვა:

  1. დაასახელე ძირითადი პირობები იმისთვის, რომ ლოცვაზე პასუხები მოვიდეს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:03 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)