Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 081 (Jesus washes his disciples' feet)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ბ - მოვლენები საიდუმლო სერობის შემდეგ (იოანე 13:1-38)

1. იესო ფეხს ბანს თავის მოწაფეებს (იოანე 13:1-17)


იოანე 13:1-5
1 პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები, წუთისოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი. 2 სერობის დროს, ეშმაკს უკვე ჩაედო იუდა სიმონ ისკარიოტელის ძის გულში, რომ გაეცა იგი. 3 იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მას მისცა ხელთ, რომ ღმერთისგან გამოვიდა და ღმერთთანვე მიდის, 4 წამოდგა სერობიდან, ზედა სამოსელი გაიხადა, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა. 5 მერე წყალი ჩაასხა საბანელში და მოწაფეთათვის ფეხების ბანა დაიწყო; თან იმ პირსახოცით უმშრალებდა წელზე რომ ერტყა.

ამ თავიდან იაონე თავისი სახარების განმარტების სხვა თემაზე გადადის. აქამდე იესო ადმამიანებს მონანიებისკენ მოუწოდებდა, და მისი სიტყვები „შუქი ანათებს წყვდიადში და წყვდიადმა ვერ მოიცვა იგი“ ახდა ამ ხალხზე. შეიძლება თუ არა ამ შემთვევაში ითქვას, რომ იესომ მარცხი განიცადა? არავითარ შემთხვევაში. უმეტესობა მის ერში არ ღებულობდა მას, მაგრამ უფალმა მაინც ამოირჩია ისინი, ვინც მზად იყვნენ მონანიებისთვის, და ისინი თავის მოწაფეთა რიცხვს მიამატა. შემდეგი თავებიდან ჩვენ ვიგებთ თუ როგორ ექცეოდა იესო თავის რჩეულ ხალხს - როგორც ნეფე ექცევა თავის დედოფალს. ის ეკუთვნის მათ - როგორც ისინი მას. ღმერთის სიყვარული მთავარი სათქმელი ხდება ამ თავებისა და წინადადებების. ეს სიყვარული არ არის ეგოისტური და არ აკმაყოფილებს ადამიანების ნება-სურვილებს, არამედ პირიქით მოუწოდებს ხალხს ღმერთის მსახურებისკენ. ბიბლიური გაგებით სიყვარული ეს არის ღმერთისადმი მსახურება. შემდგომ სიტყვებშ იესო მოწაფეებს უხსნის მის მთავარ თვისებას, უჩვენებს მათ ჭეშმარიტ სიყვარულს მსახურის სახის მიღებით, რომელიც მზადაა არა მხოლოდ იცხოვროს, არამედ მოკვდეს და აღდგეს მათ გამო.

იესო წინასწარმეტყველებდა, რომ ის მოკვდებოდა აღდგომის დღესასწაულამდე. მას უნდოდა მამასთან დაბრუნება. გვაქვს თუ არა ჩვენც იგივე სურვილი? დედამიწაზე ცხოვრობდა, მაგრამ ის გამუდმებით მამის ნებას შეჰყურებდა. მამა მას ძალას და სიბრძნეს აძლევდა, რათა ცოდვილ ხალხთან მისადგომი ჰქონოდა. ღმერთთან ურთიერთობის ქონის გამო, იესომ ასევე იცოდა, რომ იყო მის მოწაფეთაგან ერთი, რომელიც ეშმაკიც ზეგავლენით აპირებდა მის გაცემას. იუდას თანდათანობით სიძუნწე, სიამაყე და სიძულვილი დაეუფლა. თუმცა ქრისტემ არ შეიძულა თავისი გამცემი, არამედ საუკუნო სიყვარულით შეიყვარა იგი.

იესომ თავი გადასცა გამცემს, და დაემორჩილა არა უბრალოდ ამ ყველაფერს: მის ბედ არ წყვეტდა არც იუდა, არც კაიაფა, არც ჰეროდე, ან პილატე, ან რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი. ის მამის ნებას ასრულებდა, გაცნობიერებად უმორჩილებდა თავს მას, რადგან იცოდა, რომ მამამ მთელი სამყარო მის ხელთ მოაქცია. ქრისტე საკუთარი ნებით გახდა ღმერთის კრავი, რომელიც ასაკლავად იყო განწირული. ამ ხალხის სიბნელის მიუხედავად, იესო არ კარგავდა მთავარ მიზანს, ის ინარჩუნებდა იმედასა და ძალას, რომელიც აუცილებელი იყო ამ მიზნის მისაღწევად. ჭეშმარიტად იესო არის უფალი, რომელიც ცვლის და უჩვენებს ისტორიის გეზს ყველას.

იესო არ სურდა უცებ დაბრუნება მამასთან, თავდაპირველად მან - შეკრიბა მოწაფეები იმისთვის, რომ მათთან ერთად კიდევ და კიდევ მამასთან ურთიერთობაში ყოფილიყო. ის მათ მორჩილებას ასწავლიდა, და ღმერთის სიყვარულს პრაქტიკულად აჩვენებდა. შემდგომ ის, როგორც მონა მოევლინა მათ, რომელმაც აიღო წყალი და დაიხარა მათ წინაშე, რათა მათი ფეხები დაებანა. ქრისტე მონა გახდა, რათა ეჩვენებინა მოწაფეებისთვის, რომ უფალი ზრუნავს ადამიანებზე. ის არ იმაღლებს თავს და არ უნდა ხალხისგან განცალკევება, არამედ იდრიკება მათ წინაშე, ბანს მათ ფეხებს და უჩვენებს თავის თვინიერ და კეთილ არსებას.

იეს - სრულყოფილი მაგალითია ჩვენთვის. როდის იქნება ის დღე, რომ მოვიდრიკებით მის წინაშე და განვადიდებთ მას? როდის შევიცვლებით და დავემორჩილებით მას ჩვენ, მისი ურჩი შვილები?

ძვირფასო ძმაო! იქამდე სანამ საკუთარ თავს არ გადააბიჯებ და არ დაიწყებ სხვების მომსახურეობას, მტრების შეყვარებას და ყველა უძლურის დახმარებას, შენ წეშმარიტი ქრისტიანი არ ხარ. შეამოწმე შენი თავი, ვინ ხარ შენ: მონა თუ ბატონი? გახსოვდეს, რომ იესო მთელ კაცობრიობას ემსახურება, ის შენც გემსახურება. მიიღებ თუ არა შენ მის მზრუნველობას, თუ გგონია, რომ სხვებზე უკეთესი ხარ მის მზრუნველობას უკუაგდებ?

იოანე 13:6-11
6 სიმონ-პეტრესთან რომ მივიდა, უთხრა მან: "უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?!” 7 იესომ უთხრა მას: "ახლა არ იცი, რას ვაკეთებ, მერე კი გაიგებ”. 8 იუარა პეტრემ: "უკუნისამდე არ დამბან ფეხებს!” მიუგო იესომ: "თუ არ დაგბან, წილი არ გექნება ჩემთან”. 9 შესძახა სიმონ-პეტრემ: "უფალო, მაშინ მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც!” 10 იესომ უთხრა: "განბანილს მხოლოდ ფეხების დაბანა ჭირდება; რადგან ის მთლად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა”. 11 რადგან იცოდა ვის უნდა გაეცა, ამიტომ თქვა, ყველანი არ ხართო სუფთა.

მოწაფეები შეწუხებულები იყვნენ იმითი, რომ იესო მათ ფეხებს ბანდა. მათ, რომ სცოდნოდათ რა მოხდებოდა იმ საუდომლო სერობის დღის შემდეგ, თავად გააკეთებდნენ ამას. მათმა მასწავლებელმა არამხოლოდ ახალი აღთქმა დაამკვიდრა მათსა და ღმერთს შორის, არამედ საქმით აჩვენა მათ მაგალითი ამ აღთქმის აზრიც და მნიშვნელოვნებას: მან მათ თვალსაჩინო მაგალითი მისცა სიყვარულისა და მსახურებისა.

პეტრე ყველაზე ცხელი და ეჭვიანი მოწაფე იყო: ის არ ელოდებოდა, რომ იესო მომსახურებოდა მას და ამიტომაც შეეცადა მისი შეჩერება, ისე, რომ ვერ გაიაზრა უფლის ნათქვამი სიტყვები. იესომ კი განუმარტა ყველას, ვინც იმ საღამს მათთან ერთად იყო, თუ რას ნიშნავდა ფეხბანის საიდუმლო, ისევე, როგორც ჩვენ: „განბანის გარეშე თქვენ არ გაქვთ წილი ჩემთან სამეფოში და ცოდვების პატიების გარეშე ვერ შეძლებთ იყოთ ჩემში“. ქრისტეს სისხლით განბანა აუცილებელია, და ეს პროცესი, განწმედის პროცესი, უწყვეტია. ის გვაძევს განწმედას, გვიცავს თავისი მადლით და გვეხმარება, რომ მასთან ურთიერთობაშ ვიყოთ.

ამ სიტყვების შემდეგ პეტრეს გონება გაიხსნა და მან დაინახა თავისი ხელები, რომელმაც ბევრი ბოროტება ჩაიდინა და ბოლო ყველაფერს მიხვდა, რაზეც იესო ლაპარაკობდა. მას საკუთარი თავის შერცხვა და ქრისტეს სთხოვა დაებანან მისთვის ფეხები. იესომ კი ამაზე უპასუხა: „ყოველი, ვინც რწმენით მოდის ჩემთან, იწმიდება თავისი ცოდვებისგან“. ასე, რომ ჩვენ არაფერი გვჭირდება, რათა ცოდვებისგან განვიწმიდოთ, გარდა იესო ქრისტეს სისხლის. როდესაც ვლოცულობთ „მამაო ჩვენო“, ჩვენ ვთხოვთ მას, რომ გვაპატიოს ჩვენი ვალები, ანუ, გაგვწმიდოს ყოველგვარი ცოდვისაგან, რადგან დედამიწაზე სიარულის დროს ბევრი მტვერი გვეკრობა ფეხზე, ხოლო მორწმუნემ ეს მტვერი უნდა მოიშოროს.

იესომ შეხედა თავის მოწაფეებს და თქვა: „თქვენ განწმედილები ხართ“. მან შესთავაზა მათ ღმერთთან აღთქმაში შემოსვლა. ღმერთის კრავი ყველა მოწაფისთვის მოკვდა, რათა მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა უფალთან ურთიერთობის. არავინაა თავისთავად განწმედილი: მხოლოდ ამ სიისხლით ვიწმიდებით და ვსუფთავდებით ცოდვისგან.

სამწუხაროდ ქრისტეს ყველა მიმდევარი არაა წმიდა და სუფთა, და ეს ჩვენ დღეებში ძალიან აქტუალური თემაა. ზოგიერთი თითქოს აღიარებს მას სიტყვებით, ღებულობენ მის განწმედას და ქრისტიანულადაც იქცევიან, მაგრამ სულიწმიდა არ ცხოვრობს მათში: ეშმაკის სული აგრძელებს ყოფნას მათ გულებში, რომელიც მათ ავსებს შურით, სიამაყით, სიძულვილით და გულისთქმებით. ამიტომაცაა შესაძებელი, მორწმუნეებშ შორის შეხვდე მათ, ვინც მიჯაჭვულია ქვეყნის საზრუნავს. იესოს სურს ყოველ დღე დაგბანოთ ფეხები, მას თქვენი სულის განწმედა უნდა, რათა მოამზადოს ის ღმერთთან ურთიერთობისთვის. შეამოწმეთ თქვენი გული და გაეცით ამ კითხვას პასუხი, ვინ ხართ თქვენ: მონა და მსახური თუ ბატონი?

ლოცვა: უფალო იესო მადლობას გიხდით, რომ შენ დატოვე შენი დიდება და ჩამოხვედი ჩვენთან ამ ცოდვილ მიწაზე. შენ დამდაბლდი, რატა ჩვენთვის ფეხები დაგებანა და ყველა ცოდვისაგან განგებანეთ. ამისთვის გადიდებთ შენ და გთხოვთ, რომ გააგრძელო ჩვენ გულებში მუშაობა, რათა შეგვეძლოს გამუდმებით დამდაბლება და სხვებისთვის მსახურება. დაგვეხმარე გავხდეთ ყველაზე უმცირესები, და სრული თავდადებულობით გემსახუროთ შენ, ჩვენ ოჯახსა და ჩვენ ეკლესიას.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ქრისტეს მოწაფეებისთვის შესრულებული ფეხბანა?

იოანე 13:12-17
12 მათთვის ფეხების ბანას რომ მორჩა, აიღო თავისი სამოსელი, კვლავ დაჯდა და უთხრა მათ: "იცით, რა გაგიკეთეთ? 13 თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ. მართალს ამბობთ, რადგან ვარ. 14 ამიტომ, თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები. 15 მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. 16 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მონა არ არის თავის ბატონზე დიდი და არც მოციქულია თავის წარმგზავნელზე დიდი, 17 რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.

თავისი ბოლო სიტყვა იესომ არ დაიწო მხოლოდ სიტყვებით: მან ეს სიტყვები საქმით დაამტკიცა. მერე ჰკითხა მოწაფეებს გაიგეს თუ არა მათ, რაც მან გააკეთა და კიდევ დასძინა: „შემომხედეთ - მე ერთი თგვენგანი ვარ, მე თქვენთან ვარ. მე არ ვითხოვ, რომ მე მემსახურონ, როგორც მონა ემსახურება მეფეს, არა; მე უარი ვთქვი დიდებაზე და ერთ-ერთი თქვენგანი გავხდი. უფრო მეტიც, მასწავლებელი და უფალი ვიყავი, მაგრამ მონა გავხდი. გაიაზრეთ თუ არა ახლა, უფლის სიყვარულის არსი? ამაყი ადამიანები სხვებს თავს ამეტებენ, ხოლო სიყვარულით სავსე ადამიანები, მორჩილებასა და თვინიერებაში უარყოფენ სკაუთარ თავს და მთელი ძალით სხვებს ემსახურებიან“.

„თუ თქვენ გსურთ იყოთ ჩემი მოწაფეები, გაყევით ჩემ მაგალითს: მე არა მხოლოდ გასწავლით თქვენ, არამედ ჩემ სიტყვებს საქმეებით ვამტკიცებ. შემომხედეთ: მე თქვენი მსახური და მონა ვარ; ასევე თქვენც მოიხარეთ თქვენი ქედი ერთმენეთის წინაშე და ემსახურეთ და გახდებით ჩემი მიმდევრები. ის ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, სინამდვილეში არარობაა; ხოლო ის ვინც ემსახურება სხვებს და აყენებს მათ საკუთარ თავზე წინ, ძლიერი და დიდებულია“.

„არ იფიქროთ, რომ ეკლესია - წმიდანების შესაკრებელია: მისი წევრები მხოლოდ სრულყოფილების პროცესში არიან. მე ისინი უკვე გავასუფთავე და განვწმიდე, მაგრამ ყველა მათგანს დრო და მოთმინება სჭირდებათ სულიერი ზრდისთვის, ყველა ადამიანი ხომ შეიძლება შეცდეს და დაეცეს. ამიტომაც გიტოვებთ მცნებას, ერთამენთ აპატიოთ ყოველი დაცემა და შეცოდება. არ განიკითხოთ ერთმანეთი, უმჯობესია აპატიოთ. არ დასვაროთ ახლობლის სამოსელი უფრო მეტად, უმჯობესია გარეცხოთ ის. არ იყოყლოჩინოთ - ჩვენ ყველა ძმები ვართ. ასე თუ მოიქცევით მიხვდებით იმას, რაზეც უკვე გითხარით: მე არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ მოვემსახურო სხვებს. ჩემი ცხოვრება - მსხვერპლი და მსახრებაა სხვების კეთილდღეობისთვის“.

„მე გაგზავნით ქვეყნიერებაზე, როგორც სიყვარულის მოციქულებს. წარმოგზავნილი ასევე დიდებულია, როგორც წარმომგზავნელი. თქვენი მთავარი მიზანია - გახდეს მსახურები და მონები, როგორც მე. თუ ამას მიიღებთ და გააცნობიერებთ, მიხვდებით ქრისტიანობის არსს“.

„ასევე გეუბნებით, რომ თუ ამას გაიგებთ და პრაქტიკულად გამოიყენებთ საქმეებში, ნეტარნი ხართ. მე თქვენ გაჩვენეთ სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმეებით“. მსახურება მხოლოდ სიტყვებშ არ მდგომარეობს, გრძნობებში ან ლოცვებში; უპირველესყოვლისა მსახურება ეს - შრომაა და მზადყოფნა საკუთარი თავის შეწირვის. ქრისტიანისთვის ბუნებრივი უნდა იყოს მოემსახუროს გარეშემომმყოფ ხალხს. ეს უდევს საფუძლად და ნაყოფად ყველა სიყვარულის საქმეს. ადამიანს, რომელიც არ ემსახურება ახლობელს, რთულია უწოდო მორწმუნე. მხოლოდ სიტყვები და ლოცვა მსახურების დიდი ბზარია. თქვენ კეთილი საქმეებით კი არ ხართ გადარჩენილნი, არამედ ჩემი სისხლით, რომელიც თქვენთვის დავღვარე. უკუგდებულების და დამცირებულების მიმართ ყურადღების და მზრუნველობის გამოჩენით, თქვენ გულებსაც ავსებთ ღვთის სიხარულით. მისი კმაყოფილება მსახურება ხდება თქვენი კმაყოფილებაც“.

ძვირფასო ძმაო, შეგიძლია თუ არა გახდე მონა თუ ბატონი? შეხედე ქრისტეს: ის ჩვენთვის შესანიშნავი მაგალითია. ის დგას შენ წინაშე, როგორც მონა. გინდა თუ არა მის მაგაითს მიყვე? მაშინ დღესვე დაიწყე სხვების მომსახურეობა. ილოცე და სთხოვე დაგანახოს, როგორ, სად და ვის მოემსახურო. თუ გეცოდინება ეს და შეასრულებ ამას, შენ უფლის კურთხევებს მიიღებ.

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)